↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts30
კარმა1
OFFLINEPROFILE
ვინ თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით,
ჩვენს სახლს, ძვირფასო , სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე შენ და ბავშვი.
მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით.
ჩვენ გავმრავლდებით და გავიძრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც....
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბინაც ასულა ცამდე .
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა :
მე, შენ და ბავშვი.
შოთა ნიშნიანიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
giulia wrote:
ციტატა:
ვინ თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით,
ჩვენს სახლს, ძვირფასო , სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე შენ და ბავშვი.
მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით.
ჩვენ გავმრავლდებით და გავიძრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც....
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბინაც ასულა ცამდე .
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა :
მე, შენ და ბავშვი.
შოთა ნიშნიანიძე.

ჯულია მიყავრს ეს ლექსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
=ko=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
მედეა კახიძე

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!

მედეა კახიძე

ჩემი საყავარელი ლექსი =zer= =zer= =zer=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts534
კარმა20
OFFLINEPROFILE
ჭირსაც წაუღია ჩემი წყენა,
ჭირსაც წაუღია ეს დარდები
მაგრამ შენ რა გიყო ასეთ ფაქიზს
როგორც შემიძლია გიფრთხილდები,

ალბათ ოცნებებიც დამიბერდნენ
შენს გარდა არაფერი უხარიათ,
ტუჩებს წამლებივით ვიზიარებთ
გულს იქით გონება უღრანია.

შენს სევდას მთის წვერზე ვაბალახებ
შუქ- ჩრდილის მეფეებს ვეჯიბრები,
არ გინდა, ნუ ცდილობ რომ ააგო
ჩვენ შორის სიცივის ჯებირები.

არ გინდა შობის ღამეს ტკივილები
ღვთისმშობელს ამ ღამესაც უთმენია,
მინდა შენთან ერთად დაძინება,
რომ კოცნით გაგაღვიძო უთენია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts534
კარმა20
OFFLINEPROFILE
ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები,
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად,
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი,
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება.
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული.
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა,
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია,
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა,
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული
............... სადა ხარ?!
დავშორდით?!?!?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
Дай прикоснуться мне к твоей щеке.
Взглянуть в твои печальные глаза.
Пусть мы с тобою далеки,
Но друг без друга нам нельзя.
Дай прикоснуться мне к твоим губам.
Почувствовать твое дыханье.
Прильнуть к твоей груди, рукам.
Ощутить тепло и пониманье.
Дай прикоснуться мне к твоей душе.
Изведать в ней глубины, дали.
Понять, поверить и довериться тебе,
Чтоб мы с тобою ближе стали.

მიყვარს ეს ლექსი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ალმასის ფანჯარაშია,
ქალ, დაგინახე პირი მე;
მას აქეთ შენს გონებაში
არ მამივიდა ძილი მე;
ღამეს ვათენებ თეთრადა,
დღე ვზივარ, გგონებ, ვტირი მე,
თუნდ მამკალ შენის ხელითა,
მოდი-კი, შენი ჭირიმე!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ასეთი...მშვიდი და მდუმარე,
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია...
თვალებით თანხმობა...თვალი უტყუარი
და ამ სიტყვების მთელი კოლექცია.
შენგან ვისახსოვრე და თუ სადმე არის
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია,
მიყვარხარ ასეთი...მშვიდი და მდუმარე
...როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი,
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან,
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ლიუდი, ლუიდი, სუდი ბოგ
_კაკ ჟე ია ლიუბილა:
პო მოროზუ ბასიკომ
კ მილომუ ხოდილა...
ვააალენკი-ვალენკიი, აი და ნეპოშიტი სტარენკიიი...

პ.ს.იმღერება წაკივლებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ლიუდი, ლუიდი, სუდი ბოგ
_კაკ ჟე ია ლიუბილა:
პო მოროზუ ბასიკომ
კ მილომუ ხოდილა...
ვააალენკი-ვალენკიი, აი და ნეპოშიტი სტარენკიიი...

პ.ს.იმღერება წაკივლებით

ბოლოში ნამეტარი მომივიდა წაკივლება =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
dorado wrote:
ციტატა:
ლიუდი, ლუიდი, სუდი ბოგ
_კაკ ჟე ია ლიუბილა:
პო მოროზუ ბასიკომ
კ მილომუ ხოდილა...
ვააალენკი-ვალენკიი, აი და ნეპოშიტი სტარენკიიი...

პ.ს.იმღერება წაკივლებით

ბოლოში ნამეტარი მომივიდა წაკივლება =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

დააააა, ხმის ჩახლეჩამდეა სიმღერა?=haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
აქედანა და შენამდე
ვადრი მასხია ყელამდე,
გულს მიშლის, სურნელით მატკბობს,
ავდივარ მაღლა ზენამდე,
თუკი რომ შემომითვლიდე,
სულ ფრენით მოვალ შენამდე,
არ მოგეშვები, გენაცვა,
სანამ არ მომკლავ, სანამდე,
ეგ შენი ფირუზის დანა
გულში რომ დამკრა ტარამდე.
აქედანა და შენამდე
მთები მიფარებს წინარე,
მე შენი სიყვარულითა
მიბნედილი ვარ, მძინარე,
ასე გამხადა სურვილმა,
წამოველ, ვეღარ ვიარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ამომავალ მზეს გამსგავსებ,
მინდორს რომ მოეფინება,
ქალო, შენს პატრონს შენთანა,
რა ტკბილად დაეძინება?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
არურუს ჩამამღეროდა
დიასამიძის ქალიო,
ეკეთა ყურზე საყურე
უფრიალებდა ქარიო.
არ ვიცი, ვარსკვლავს ჩამოჰყვა,
არ ვიცი, მთვარე არიო,
ე, მაგის კალთაზე მამკალ
და არ დამარქვა მკვდარიო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი