amar wrote:ციტატა:
...ყოველთვის ასე ხდება...დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ...მიმატოვებ ისე,როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა,როდესაც მაისის თეთრ,უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს.იმიტომ რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი...
მე არაფერს გისაყვედურებ...მხოლოდ მეყვარები...რაღაც არაამქვეყნიურად...სევდანარევი სიყვარულით...მერე
შენ წახვალ...წახვალ და იქნები კაცი ბედნიერი...მამა,და გეყოლება ერთი,ორი ან სამი შვილი...მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები?....გეყვარება სხვა,ეყვარები მასაც,მარა არა ისე როგორც მე,რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით შეყვარება...გავა დრო და მე დაგესიზმრები...ლამაზი,შავი თმებით,ჩემი ბავშვური თვალებით...გაგეღვიძება და გაგახსენდება ის სულელი გოგონა.შენ დამიძახებ...მე აუცილებლად მოვალ...მაგრამ აღარ მექნება ლამაზი თმები...აღარც თვალები მექნება ლამაზი...რატომ?-ცრემლი ხომ ფერს უცვლის მათ...დამინახავ და დაგენანება ის ლამაზი გოგონა,რომელიც რამდენიმე თვე,რამდენიმე კვირა ან სულაც რამდენიმე დღე გიყვარდა...
შემოდი ისევ ჩეტში ვარ
