↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ეგ რათქმა უნდა თეკლა,შეიძლება ეხლა ვარსებობთ და მეორე წუთში აღარ ვიყოთ...და ეს გამკვირვებია ამ ხალხის,სანამ ცოცხალი ხარ მაშინ ასიამოვნე ხალხს,და თავი ღვარძლით არ დაამახსოვრო...აკეთე სიკეთე და ყოველთვის მოგიგონებენ არა როგორც ცუდს არამედ საუკეთესოს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხატია გენაცვალე ჩემს წერილს თუ მიიღებ შემატყობინე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
კი როგორ არა კატო,თუ გინდა ხმამაღლა მარა ,,ჩაფხუტი\" დაიფარე თორემ დაგალურჯებენ :):):):)

მოგუდულში მირჩევნია ჩაფხუტი არ მაქვს =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ესეიგი ჩემს არყოფნაში=kf= ლანძღვის მეტი არაფერი ყოფილა?=oops=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
ესეიგი ჩემს არყოფნაში=kf= ლანძღვის მეტი არაფერი ყოფილა?=oops=

შენ წარმოიდგინე, რომ არა:) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჯერ მოვკვდე და მერე ვნახოთ როგორი იქნება იქეთ სიცოცხლე

ისე დავიგალე აქ.........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
როგორ ეთხოვებოდნენ სიცოცხლეს ცნობილი ადამიანები და რა ფრაზებს ამბობდნენ ისინი უკანასკნელ წუთებში ,მემგონი საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის

კომპოზიტორი ედვარდ გრინი:\"ნუ რადგან ეს გარდაუვალია\"......
მარია ანტუანეტა,როდესაც ეშაფოტზე ადიოდა საკმაოდ მშვიდად იყო,მოულოდნელად მან ფეხი ჯალათს დააბიჯა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:\"მაპატიეთ,თუ შეიძლება ეს მე შემთხვევით ჩავიდინე\"....
აინშტაინის გარდაცვალების დროს პალატაში იყო ექთანი და მან სიკვდილის წინ რაღაც თქვა, თუმცა აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები არვინ იცის,რადგან ექთანი იყო ამერიკელი და აინშტაინმა გერმანულად თქვა!
მანონ როლანი(ფრანგი რევოლუციონერი)გილიოტინაზე თავის დადების წინ,საყელოს საკინძე შეიხსნა და თქვა :-ოჰ თავისუფლებავ,რამდენ ბოროტებას სჩადიან შენი სახელით!.
ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.
უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“
რომის იმპარატორმა ნერონმა სიკვდილის წინ წამოიძახა:\"რა გენიალური მსახიობი იღუპება!\".......
ვაცლავ ნიჟინსკიმ,ანატოლ ფრანსმა,გარიბალდიმ,ბაირონმა სიკვდილის წინ ერთიდაიგიივე სიტყვა წარმოთქვეს:\"დედა!\"
ბალზაკმა ,სიკვდილის წინა წუთებში ,თავისი პერსონაჟი ,გამოცდილი ექიმი ბიანშონი გაიხსენა და დაიჩურჩულა:\"ის კი გადამარჩენდა \".......
ლეონარდო და ვინჩიმ სიკვდილის წინ წამოიძახა:\"მე გავანაწყენეღმერთი და ადამიანები!ჩემმა ნაწარმოებებმა ვერ მიაღწიეს იმ სიმაღლეს სადაც მე ვისწრაფოდი!\"
ემანუელ კანტი:\"Das ist gut\".
ძმები ლუმერებიდან ერთ-ერთმა:\"ჩემი კინოფირი დასრულდა\">>>>>
გი დე მოპასანი(დიდი ფრანგი მწერალი)მან მოულოდნელად იცნო თავისი მეგობარი და უთხრა: \"ჩემო მეგობარო,მე დღეს მოვკვდები ან,დიდი-დიდი ხვალ\",იგი მეორე დღეს გარდაიცვალა.
ფრანსუა რაბლე(ფრანგი მწერალი): \"მე მივდივარ რაღაც უფრო დიდის საძებნელად\".
ანტონ ჩეხოვი იგი ჭლექიანი იყო და ალკოჰოლს არ ეკარებოდა. მან სიკვდილის წინ ნახევრად იხუმრა: \" რა ხანია შამპანური არ დამილევია\".
მომაკვდავმა ანა ახმატოვამ,როდესაც მას ნემსი გაუკეთეს ხმადაბლა ჩაილაპარაკა:\"მაინც ცუდად ვგრძნობ თავს\"......

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
მაქსიმას! მართლაც ძალიან საინტერესო იყო=sher= კარმა ჩემგან=ko= ჯერ არ გასულა ექვსი საათი:(
მარია ანტუანეტას სიტყვებმა კი ნამდვილად აღმაფრთოვანა, თავს ვხრი მის წინაშე=ko=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“.
შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.
ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“
ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.
ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.
უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
\" როცა მეომრები სალაშქროდ მიდიოდნნენ, იარაღისა და ბარგის გარდა თან ცარიელი საზიდრები , ტომრები და ყუთები მიჰქონდათ, რატა გამარჯვების შემთხვევაში შიგ ალაფი ჩაეწყოთ. ჯარს მთელი აღალი მისდევდა. ერთ ფრანგ მარშალზე ამბობდნენ, რომ მას სხვა ჩვეულება ჰქონდა: ლაშქრობებში მხოლოდ კუბო დაჰქონდა, რათა ხსომებოდა, რომ ყოველი დღე და საათი შესაძლოა მისთვის უკანასკნელი აღმოჩენილიყო. ..........
მამა თავისი ჯერაც დაუბადებლი შვილისთვსათვის აკვანს ამზადებს, მდიდარი ოქროს შესანახად მოჭედილ სკივრს ყიდულობს. ამ ფრანგმა მარშალმა კი ის შეიძინა, რაც თIთოეულისათვის ოდესმე ყველაფერზე მეტად საჭირო გახდება - კუბო. ბავშვი იზრდება და აკვანი მისთვის თანდათანობით ვიწროვდება.მდიდარი თავის ოქორს მემკვიდრეებს უტოვებს, რომლებიც მის სიკვდილს იმ ყვავებით მოელიან.
კუბო კი ის ქონებაა, რომელსაც ადამიანი იქამდე არ განეშორება, ვიდრე მისი სხეული არ გაიხრწნება და მუხის ფიცრები არ დალპება.
ასე, რომ მარშალი კუბოს საკუთარი სახლივით და მომთაბარის კარავივით ყველგან დაატარებდა. მას ახსოვდდა სიკვდილი და ამიტომ თავისი წოდებით არ მზვაობობდა, მოპოვებული გამარჯვებების დიდებით არ თვრებოდა. მან იცოდა , რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი თვით მასზე გაიმარჯვებდა და ამიტომაც მშვიდად იყო ბრძოლის ველზე, ტყვიები თითქოსდა მეგობრებად ჰყავდა, ის დღენიადაგ კვდებოდა და ამის გამო აღარ ეშინოდა სიკვდილის.
.. როცა საკუთარ თავს ეკითხები ;\" რა ვქნა?\" , არ იცი რა გადაწყვეტილება მიიღო, როცა გზასაყართან დგახარ, როცა გული და გონება ერთურთს არ ეთანხმებაიან, ხოლო ნება და ვნებები ორთაბრძოლაში ჩაბმულან, მაშინ თავი კუბოში წარმოიდგინე და შენს კითხვაზე პასუხს უმალვე მიიღებ\" .\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
არ ვიცი აკვნის მაგივრად ქართველმა კუბო როგორ უნდა შეკრას შვილისთვის...... კუბოს გაკეთებას ყოველთვის შეძლებენ თუ ღირსეული ადამიანი ხარ და მისი თრევა ყველგან მე ყოველ შემთხვევაში უაზრობად მიმაჩნია.. და გზის გასაყარში რომ დგეხარ და ვერ გადაგიწყვეტია რა ქნა ჩემი აზრით კუბოში კი არ უნდა წაროიდგინო თავი არამედ უფლის წინაშე და იმ ადამიანების წინაშე ვინც გიყვარს და მერე გადადგა ნაბიჯი ის ფრანგი მარშალი არ ვიცი ვინაა მარა რატომრაც ვერაა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
Жизнь в 100 словах

Колыбель. Пеленки. Плач.
Слово. Шаг. Простуда. Врач.
Беготня. Игрушки. Брат
Двор. Качели. Детский сад.
Школа. Двойка. Тройка.Пять.
Мяч. Подножка. Гипс. Кровать.
Драка. Кровь. Разбитый нос.
Двор.Друзья. Тусовка. Форс.
Институт. Весна. Кусты.
Лето. Сессия. Хвосты.
Пиво. Водка. Джин со льдом.
Кофе. Сессия. Диплом .
Романтизм. Любовь. Звезда.
Руки. Губы. Ночь без сна .
Свадьба. Теща. Тесть. Капкан.
Ссора. Клуб. Друзья. Стакан.
Дом. Работа. Дом. Семья.
Солнце. Лето. Снег. Зима.
Сын. Пеленки. Колыбель .
Стресс. Любовница. Постель.
Бизнес. Деньги. План. Аврал.
Телевизор. Сериал.
Дача. Вишни. Кабачки.
Седина. Мигрень. Очки.
Внук. Пеленки. Колыбель .
Стресс. Давление. Постель.
Сердце. Почки. Кости. Врач.
Речи. Гроб. Прощанье. Плач.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
უძლიერესია :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
baco wrote:
ციტატა:
უძლიერესია :)

=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით ეკლესია ასწავლის მოძღვრებას სულის უკვდავების შესახებ. ამ მოძღვრების უეჭველობა ღვთიური მადლმოსილებით გაცხადებულია ყოველი მორწმუნის გულში, თუმცა, ურწმუნოებსაც შეუძლიათ, თუნდაც ადამიანური ლოგიკის წყალობით, გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ.

დეკანოზ ვალენტინ სვინციცკის წიგნში „დიალოგები“, ურწმუნოს ადამიანური ლოგიკისა და მორწმუნის ღვთივსულიერი მსჯელობის შეპირისპირებით დამაჯერებლადაა ნაჩვენები „მშრალი რაციონალიზმის“ უსუსურობა და სულის უკვდავების უტყუარობა.

შეგიძლიათ ამაში თქვენც დარწმუნდეთ.

უცნობი: მე აღსარებისთვის არ მოვსულვარ, მსურს მხოლოდ გაგესაუბრო რწმენაზე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მორწმუნე ვიყო დღევანდელი მეცნიერების პირობებში. მინდა გავიგო, რა დგას განათლებულ ადამიანთა რწმენის უკან... უკვდავება... რა იგულისხმება მასში - სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ვთქვათ, ცეცხლში ჩამაგდეს. ჩემი სხეულისგან დარჩება ნაცრის გროვა. როგორ ვირწმუნო, რომ სადღაც მაინც გავაგრძელებ არსებობას? რა საფუძველი არსებობს ასეთი რწმენისათვის? ხომ არ არის იგი მარადიული სიცოცხლის სურვილისა და გაქრობის შიშის ნაყოფი? ჩემს გონებას არ ძალუძს მატერიალური გარემოს გარეშე არსებობის არანაირი წარმოდგენა. არ შემიძლია, ადამიანი წარმოვიდგინო ხილულ ჭურჭლად, რომელშიც მოთავსებულია უხილავი სული და სიკვდილი აღვიქვა როგორც ამ ჭურჭლის გატყდომა, რომლის შიგთავსიც ამოაქვთ სხვა ადგილზე გადასატანად. რას ნიშნავს ის სხვა ადგილი? გააჩნია თუ არა მას სივრცე და რა ადგილს იკავებს მასში სული? ამგვარი ფიქრი სრულიად უაზროდ მეჩვენება.

მოძღვარი: მოდი, ვცადოთ და განვიხილოთ, მართლა ასეთი „სრული უაზრობაა“ შენი გონებისათვის იმის წარმოდგენა, რაც თვალისათვის უხილავია? ავიღოთ მაგალითი ფიზიკიდან: ნასროლი ქვა მიწაზე ვარდება. ამას ხედავს ყველა და ვიცით, რომ ქვის ვარდნის მიზეზი დედამიწის მიზიდულობის ძალაა, მაგრამ იგი თვალით არავის უნახავს.

უცნობი: ეს სულ სხვა რამეა. იმისათვის, რომ ძალა მოქმედებდეს, საჭიროა ფიზიკური გარემო. თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ სულს სხეულის გარეშე შეუძლია არსებობა.

მოძღვარი: მართალი ხარ. ამიტომაც ავიღე წმინდა წყლის ფიზიკური მაგალითი. უბრალოდ, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ ფიზიკურ სფეროშიც შესაძლებელია განსხვავებული თვისობრიობის მქონე მოვლენის არსებობა. ასე მაგალითად, ფიზიკურ ძალებს არ გააჩნიათ მატერიის ყველა თვისება. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ძალთა მოქმედებას და არა თავად ძალას.

უცნობი: გეთანხმები, მაგრამ ეს მაგალითი სულის არსებობის საბუთად ვერ გამოდგება. მეცნიერული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანის ფსიქიკური გამოვლინებანი წარმოადგენენ ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგს, ამიტომ მათი მატერიისაგან გამოცალკევება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს, რომ ცოცხალ ორგანიზმში აღნიშნული ფიზიკო-ქიმიური პროცესების შეწყვეტა ნიშნავს სიცოცხლის შეწყვეტას, ე.ი. არავითარი სული ამის შემდეგ არ რჩება.

მოძღვარი: რომელ გამოკვლევებზე ლაპარაკობ?

უცნობი: იმ გამოკვლევებზე, რომლებმაც ცხადყვეს, რომ აზროვნება არის ტვინში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგი. ტვინის რომელიმე უბნის ხელოვნული გაღიზიანება იწვევს გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენებს, ხოლო ტვინის გარკვეულ უჯრედთა დაზიანება, ასევე, გარკვეულ ფსიქიკურ მდგომარეობას და ა.შ. ნუთუ ეს ფაქტები ერთხელ და სამუდამოდ არ ასაბუთებენ ჩვენს სხეულში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგს?

მოძღვარი: ეს ფაქტები მხოლოდ იმას ასაბუთებენ, რომ ნივთიერებასთან სულის შეერთებისას ამ ორს შორის ჩნდება გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება და რომ სულს რეალურ სამყაროში საკუთარი თავის გამოსავლენად შესაბამისი მატერიალური პირობები სჭირდება. ამის ასახსნელად, ჯობს, მაგალითი ისევ ფიზიკური სფეროდან მოვიყვანოთ. ავიღოთ ელექტროენერგია და ელექტრონათურა. როცა ნათურა წესრიგშია, ელექტროენერგია შუქს იძლევა, ნათურა ანთია. მაგრამ წყდება ნათურის ძაფი და ნათურაც ქრება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტროენერგია და ნათურა ერთი და იგივეა? ელექტროენერგია არსებობს ნათურისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი არსებობის გამოსავლენად მთელი რიგი მატერიალური პირობებია საჭირო. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ენერგიასთან დაკავშირებითაც. თუ დაზიანდება მატერიალური აპარატი, რომელიც ემსახურება სულიერი ცხოვრების გამოვლენას, კერძოდ, ტვინის ესა თუ ის ნაწილი, ამ დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, სულიერი ცხოვრება სრულად, ან ნაწილობრივ მოიშლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ტვინი და სული ერთი და იგივეა, არც იმას, რომ სულიერი ცხოვრების გამოვლინებანი ტვინის უჯრედებში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგია.

უცნობი: ელექტროენერგიის არსებობა, რომელიც შედარებისთვის გამოიყენე, მტკიცდება არა მარტო ელექტრონათურის ნათებით, არამედ უამრავი სხვა ცდითაც. რითღა მტკიცდება სულის არსებობა?

მოძღვარი: ნუ ჩქარობ. ამაზე მოგვიანებით გაგცემ პასუხს. ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რამდენად შეიძლება მატერიალური საფუძვლის გარეშე „სრულ უაზრობად“ ჩაითვალოს რაიმეს არსებობა. ამასთან, მინდა გკითხო: შენი აზროვნება, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება შენს რწმენას, ეთანხმება თუ არა მეცნიერულ წარმოდგენას მატერიაზე? ჩემი მეცნიერული წარმოდგენის თანახმად, მატერია სულაც არ არის ისეთი, როგორსაც შენ ხედავ. განა შენ ხედავ განუწყვეტლივ მოძრავ ატომებს, რომლებიც შენი თვალისთვის უძრავ მატერიას ქმნიან? განა შენ ხედავ უთვალავ მოძრავ ელექტრონს ამ მოძრავი ატომების წიაღში? ფილოსოფიური შეხედულების თანახმად, ნივთიერი სამყაროს აღქმით ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ იმ „ჩვენი ცნობიერების სუბიექტურ მდგომარეობებს“, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჩვენს გარეშე გრძნობებზე. ჩვენ რომ მხედველობის, სმენის, შეხების, გემოვნების სხვანაირად მოწყობილი ორგანოები გვქონოდა, სამყაროს აღქმაც სულ სხვაგვარი გვექნებოდა. ფილოსოფოსი იმასაც ამბობს, რომ დრო და სივრცე სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ცნობიერების კატეგორია. თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, უნდა ვაღიაროთ, რომ საკითხი „მატერიის“ თაობაზე საკმაოდ რთულია და არ შეიძლება მისი გამარტივება უხეშ არამეცნიერულ მატერიალიზმამდე. მატერიის არსზე ჩვენ გაცილებით ნაკლები ვიცით, ვიდრე გვგონია და თუ ასე ცოტა რამ ვიცით არსებობის მატერიალური ფორმის შესახებ, რომელსაც აღვიქვამთ ხუთი გრძნობის მეშვეობით, რატომ უნდა გამოვრიცხოთ არსებობის ისეთი ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება ამ ხუთ გრძნობით აღქმას? მაგრამ შენ, ალბათ, ითხოვ მტკიცებულებებს სულიერი სამყაროს არსებობისა და ადამიანის სულის უკვდავების შესახებ. ასეა თუ არა?

უცნობი: ასეა.

მოძღვარი: რას გულისხმობ სიტყვა „მტკიცებულებებში“?

უცნობი: ამ სიტყვის ქვეშ მე ვგულისხმობ ან ფაქტებს, ან ლოგიკურ განსჯას, რომელიც საყოველთაოდ მისაღებ ადამიანურ აზროვნებას ემყარება.

მოძღვარი: კარგი. სულის უკვდავების საკითხთან დაკავშირებით რა მტკიცებულება დაგაკმაყოფილებდა?

უცნობი: უწინარეს ყოვლისა, ფაქტები. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ რომ რჩებოდეს სულის არსებობის დამადასტურებელი ხელშესახები საბუთი, საკითხს ამოწურულად ჩავთვლიდი. რაკიღა ასეთი საბუთი არ არსებობს, რჩება მეორე საშუალება - ლოგიკა. იგი, რა თქმა უნდა, ფაქტებზე ნაკლებ სარწმუნოა, მაგრამ გარკვეულწილად, შეუძლია მათი მაგივრობის გაწევა.

მოძღვარი: ფაქტები, რომლებზეც შენ ლაპარაკობ, უამრავია. მაგრამ ურწმუნოებას ასეთი ჩვევა აქვს: ითხოვს ფაქტებს და ყოველთვის უარყოფს მათ. ძნელია რამეს დასაბუთება ფაქტებით მაშინ, როცა მეორე მხარე, თავის მხრივ, ითხოვს თვით ამ ფაქტების დასაბუთებას. ისინი შენთვის ისევე ძნელი დასაჯერებელი იქნება, როგორც სულის უკვდავება. ამიტომ შევეცდები, საკითხის გადაჭრა სხვაგვარად ვცადო. მოვიშველიებ ისეთ ფაქტებს, რომლებსაც შენ ეთანხმები, შენი შინაგანი გამოცდილებიდან გამომდინარე. შენი თანხმობის მისაღებად გკითხავ: განასხვავებ თუ არა ადამიანის კეთილ საქციელს ბოროტი საქციელისაგან და მიგაჩნია თუ არა, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის ერთ-ერთის არჩევაში გამოიხატება?

უცნობი: რა თქმა უნდა.

მოძღვარი: თუ ასეა, მოდი, დროებით წარმოიდგინე, რომ მე არა ვარ მოძღვარი, არამედ ვინმე მატერიალისტი. მე ვილაპარაკებ ურწმუნო ადამიანის პოზიციიდან, შენ კი ყური მიგდე. მაშ, შენ ამბობ, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება? ჩვენთვის, მატერიალისტებისათვის კი „თავისუფლების“ ცნება არაფრისმთქმელი, უაზრო ცნებაა და ჩვენი გონება მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული ქმედების გარდა არანაირ სხვა ქმედებას არ ცნობს, მატერიალისტურის გარდა სხვა ყოფიერება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სამყარო ატომების, ელექტრონების და სხვა ნაწილაკთა უთვალავი კომბინაციისგან შედგება. ადამიანიც ერთ-ერთი ასეთი კომბინაციაა. ადამიანის სხეული და მისი ტვინი შეგვიძლია დავშალოთ გარკვეული რაოდენობის ქიმიურ ნივთიერებებად. ნივთიერი შემადგენლობიდან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი განსხვავება ცოცხალ ორგანიზმსა და ე.წ. უსულო საგანს შორის. ნივთიერი სამყარო კი ექვემდებარება გარკვეულ კანონებს, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესია მიზეზობრიობის კანონი. ნივთიერ სამყაროში არ არსებობს ასეთი უაზრო ცნება: „თავისუფალი ქმედება“. ბურთი მიგორავს, როცა ჩვენ მას ვუბიძგებთ და მას არ შეუძლია, რომ იგოროს ამ ბიძგის გარეშე ისევე, როგორც არ შეუძლია, რომ არ იგოროს, როცა ბიძგი მიცემულია. რა სასაცილო იქნებოდა ეს ბურთი, მას რომ გააჩნდეს ცნობიერება და დაიწყოს მტკიცება, თითქოს მას ბიძგი მიეცა საკუთარი ნებით და თითქოს გარედან მიცემული ბიძგი მისი თავისუფალი ნების გამოხატულებაა. ის ხომ მხოლოდ ბურთია, რომლის გორვის მიმართულება და სიჩქარე დამოკიდებულია ამა თუ იმ ბიძგზე და მას, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ საგანს, არ გააჩნია არანაირი „თავისუფალი ნება“. მსგავსად ამისა, რაკი ადამიანი მხოლოდ მატერიისაგან შედგება, ის ექვემდებარება მატერიალური სამყაროს კანონებს, მიზეზობრიობის კანონის ჩათვლით, და მას ისევე, როგორც ბურთს, შეუძლებელია გააჩნდეს თავისუფალი ნება. მატერიალურ სამყაროში არ არსებობს უმიზეზო მოვლენა და არც ადამიანის ნება შეიძლება იყო უმიზეზო, ანუ ეს ნება რაიმე მიზეზით უნდა იყოს განპირობებული. ამრიგად, არანაირი ე.წ. თავისუფალი ნება არ არსებობს. მეთანხმები თუ არა, რომ ჩემი მსჯელობა ლოგიკურია?

უცნობი: მსჯელობა მართლაც ლოგიკურია, მაგრამ დასკვნას მაინც არ ვეთანხმები.

მოძღვარი: მე მაინც გავაგრძელებ მსჯელობას. მოდი, განვიხილოთ კარგი და ცუდი ქმედების საკითხი. ერთმა ადამიანმა მშიერს მისცა საკუთარი ლუკმა, მეორემ კი პირიქით - პირიდან გამოსტაცა. აღიარებ თუ არა ამ ორ ქმედებას შორის ზნეობრივ განსხვავებას?

უცნობი: რა თქმა უნდა, ვაღიარებ.

მოძღვარი: მე კი დაგიმტკიცებ, რომ არანაირი განსხვავება ამ ორ ქმედებას შორის არ არსებობს, რადგან ისეთი ზნეობრივი კატეგორიები, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება, სრული უაზრობაა. თუ ნებისმიერი მოვლენა, როგორც ზემოთ ბურთის მაგალითზე ვილაპარაკე, გარეშე მიზეზითაა განპირობებული, მას არანაირი ზნეობრივი ღირებულება არ გააჩნია. თუ არ არსებობს ნების თავისუფლება, ყოველგვარ აზრს კარგავს სიკეთისა და ბოროტების ცნებებიც. როგორც შეიძლება ვილაპარაკოთ კარგ და ცუდ ქმედებაზე, თუ არც ერთი და არც მეორე დამოკიდებული არ არის ამ ქმედების ჩამდენზე? წარმოიდგინე ავტომატი, რომელიც აკეთებს მხოლოდ იმ მოძრაობებს, რომელსაც განაპირობებს მისი მექანიკური მოწყობის პრინციპი. განა შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ავტომატი მოიქცა კარგად, ან ცუდად, როცა შეასრულა რაღაც მოძრაობა? მან ხომ ეს მოძრაობა იმიტომ შეასრულა, რომ, მექანიკური მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეეძლო სხვა მოძრაობის გაკეთება. ამიტომ ამ ავტომატის მექანიკური ქმედება არ შეიძლება შეფასდეს ზნეობრივი საზომებით.

ახლა კი დროა, შევაჯამოთ ჩვენი დასკვნები და დავალაგოთ ლოგიკური თანმიმდევრობით: მატერიალურის გარდა არანაირი სხვა სამყარო არ არსებობს. თუ ეს ასეა, მაშინ ადამიანიც მატერიის ნაწილია და სხვა არაფერი. თუ ის მატერიის ნაწილია, მაშინ ისიც ექვემდებარება მატერიალური სამყაროს კანონებს. მატერიალურ სამყაროში მოქმედებს მიზეზობრიობის კანონი, ანუ ყველაფერი განპირობებულია რაღაც მიზეზით. აქედან გამომდინარე, ადამიანის ქმედებანიც განპირობებულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მას არ გააჩნია თავისუფალი ნება. თუ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, მაშინ ყველა მისი ქმედება, როგორც მექანიკური თვალსაზრისით გარდაუვალი, მოკლებულია ზნეობრივ ღირებულებებს. ამრიგად, „სიკეთე“ და „ბოროტება“ მატერიალურ სამყაროში არ არსებობს. მეთანხმები თუ არა?

უცნობი: მე ვერ ვამჩნევ შეცდომას შენს ლოგიკაში, მაგრამ შენს ლოგიკურ დასკვნებს მაინც არ ვეთანხმები, რადგან ჩემში არსებობს ზნეობრივი გრძნობა და ვერასდროს დავეთანხმები იმ აზრს, რომ არ არსებობს არანაირი განსხვავება საძაგელ და კეთილშობილურ საქციელს შორის.

მოძღვარი: ეს კიდევ არაფერი, მე ისიც შემიძლია დაგიმტკიცო, რომ ადამიანის ცხოვრებას არანაირი აზრი არ გააჩნია. ეს სრულიად მარტივად გამომდინარეობს წინა დასკვნებიდან, რადგან, თუ ადამიანის ცხოვრებას განვიხილავთ, როგორც მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით განპირობებულ მექანიკურ ქმედებათა ჯაჭვს, რა აზრი შეიძლება გააჩნდეს ადამიანის ცხოვრებას? მასზე ხომ სინამდვილეში პიროვნულად, არაფერი არ არის დამოკიდებული? რა აზრის ხარ ამაზე?

უცნობი: შენს ლოგიკაზე ვერაფერს ვიტყვი, პირადად მე კი ადამიანის ცხოვრების აზრს ვხედეავ მის სწრაფვაში, რომ იზრუნოს მომავალ თაობათა ბედნიერებაზე.

მოძღვარი: მაშინ განმიმარტე, თუ რას გულისხმობ მომავალ თაობათა ბედნიერებაში. ჩვენ ხომ უკვე გავაკეთეთ ლოგიკური დასკვნა, რომ მატერიალურ სამყაროში არ არსებობს არანაირი „სიკეთე“ და „ბოროტება“. მაშ, ეგ „ბედნიერება“ რაღაა? რატომ უნდა მოვახვიოთ თავს მომავალ თაობებს ეს „ბედნიერება“, როცა არ არსებობს იმის არანაირი საზომი, რომ ეს „ბედნიერება“ სიკეთედ შევრაცხოთ? ვინც იღწვის იმისათვის, რასაც შენ მომავალ თაობათა ბედნიერებას უწოდებ, ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ასეთია მისი თავისუფალი ნება, არამედ იმიტომ, რომ ის არის ერთგვარი ავტომატი, რომელსაც რაღაც მექნიკური „ზამბარა“ აძლევს კონკრეტულ ბიძგს, ასე მოიქცეს. შესაძლოა, სხვა ადამიანს განსხვავებული „ზამბარა“ გააჩნდეს და მისი ქმედება მიმართული იყოს სრულიად იმის საწინააღმდეგოდ, რასაც შენ მომავალ თაობათა ბედნიერებას უწოდებ. როგორც ხედავ, ადამიანის ცხოვრება აზრს მოკლებული ყოფილა.

უცნობი: მაშ, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც სრულიად არ იზიარებენ მარადიული ცხოვრების არსებობას, ხშირად სიცოცხლესაც კი სწირავენ მომავალი თაობების ბედნიერებისათვის?

მოძღვარი: ჯერ ერთი ისინი თავს სწირავენ ისევ და ისევ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ, რადგან ასეა მომართული მათი გონების „ზამბარა“. თუ ადამიანს, რომელშიც სხვა მექანიკური მიზეზი მოქმედებს, მომავალ თაობათა ბედნიერებისათვის თავგანწირვისაკენ მოვუწოდებთ, მან, შესაძლოა, გვიპასუხოს, რომ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ჩემს შემდეგო. ამასთან, ჩვენი წინა ლოგიკიდან გამომდინარე, ასეთი თავგანწირვა უაზრობა გამოდის, რადგან ამ ლოგიკით ადამიანის მთელი ცხოვრებაა აზრს მოკლებული.

უცნობი: შენთან საუბარმა დამაფიქრა იმაზე, თუ რაოდენ დიდებულია კაცობრიობის ისტორია, რამდენი რამ შეუქმნია ადამიანის გენიას, რა მშვენიერია ხელოვნების ნიმუშები, ბოლოს და ბოლოს, რამდენი ამაღლებული მისწრაფებანია ჩემში და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს უაზრობა იყოს. მსჯელობით კი ეს ყველაფერი აბსურდია.

მოძღვარი: შენი მხრიდან ამის თქმა შენივე მსოფლმხედველობის სიმცდარის აღიარებას ნიშნავს, რადგან ის დასკვნები, რომლებიც შენ მე მომაწერე, ლოგიკურად გამომდინარეობენ შენივე ამოსავალი დებულებიდან, რომლის თანახმადაც არსებობს მხოლოდ მატერიალური სამყარო. ჩემი ამოსავალი დებულება კი შენთვის ცნობილია:

1. მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სულიერი სამყაროც; 2. ადამიანს გააჩნია როგორც მატერიალური სხეული, ასევე არამატერიალური სული; 3. ადამიანის სული უკვდავია.

თუ ამ ამოსავალ დებულებებს დავეყრდნობით და მსჯელობას სწორად წარვმართავთ, თავიდან ავიცილებთ აბსურდულ წინააღმდეგობრივ დასკვნებს. სანაცვლოდ მივალთ ისეთ დასკვნამდე, რომელიც თანხმობაში იქნება ჩვენს შინაგან ხმასთან. ეს შინაგანი ხმა კი გვეუბნება, რომ არსებობს საყოველთაო ზნეობრივი საზომები, ანუ არსებობს ცნება სიკეთისა და ბოროტებისა; ადამიანს კი გააჩნია თავისუფალი ნება და იმის შესაძლებლობა, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის აირჩიოს ერთ-ერთი; აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრებას უეჭველად გააჩნია აზრი. ამ დასკვნიდან ადამიანის სულის უკვდავების დასკვნამდე უკვე ერთი ნაბიჯია. ცნებები „სიკეთე“ და „ბოროტება“ სულიერი სამყაროს არსებობის გარეშე აზრს კარგავენ. თუ ადამიანი მარტო მატერიის ნაჭერია და სხვა არაფერი, მისი აზროვნების უნარს კი ავხსნით მარტო ფიზიკო-ქიმიური პროცესებით, მაშინ ფაქტია, რომ მატერიას მასში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების მეშვეობით არ შეუძლია სიკეთის გარჩევა ბოროტებისაგან და მათ შორის არჩევანის გაკეთება. ე.ი. ადამიანი, გარდა მატერიისა, კიდევ რაღაცისგან შედგება. სინამდვილეში, სწორედ ეს „რაღაცა“ არის ადამიანის მთავარი ნაწილი - ეს არის მისი უკვდავი სული.

უცნობი: თუმცა, ამქვეყნად მრავალ ბუმბერაზ ადამიანს უცხოვრია, რომელნიც აღიარებდნენ მხოლოდ მატერიალური სამყაროს არსებობას და უარყოფდნენ სულის უკვდავებას. შენი აზრით, მათთვის უცნობი იყო მორწმუნე ადამიანების ლოგიკა?

მოძღვარი: მეც შემიძლია ჩამოგითვალო მრავალი ბუმბერაზი მოაზროვნე, რომელნიც აღიარებდნენ სულის უკვდავებას. როგორც ფიქრობ, მათთვის უცნობი იყო ურწმუნო ადამიანების ლოგიკა?

უცნობი: ალბათ, არა. გამოდის, რომ ჭეშმარიტების დასადგენად ლოგიკა ვერ ყოფილა საიმედო იარაღი.

მოძღვარი: ხშირად მართლაც ასეა, რადგანაც სიცრუესაც გააჩნია თავისი ლოგიკა, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.

უცნობი: მაშ, რას მივაღწიეთ ამდენი მსჯელობით?

მოძღვარი: თუნდაც იმას, რომ დაგანახე ერთი რამ: შენი მსოფლმხედველობა არ მდგარა ისეთ მყარ ნიადაგზე, შენ რომ გეგონა, და რომ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული ლოგიკა გაცილებით უკეთ ეთანხმება ადამიანის შინაგან ხმას, ვიდრე წინააღმდეგობებით სავსე მატიერიალისტური ლოგიკა. ის, რასაც ხშირად მატერიალისტები საღ აზროვნებას უწოდებენ, სინამდვილეში, შესაძლოა, დაავადებული გონების ნაყოფი იყოს. გონების სიჯანსაღე სულის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, ამიტომ არაა გასაკვირი, თუ რატომ იხრება ცოდვით დაცემული დღევანდელი კაცობირიობა მატერიალისტური აზროვნებისაკენ. დღეს ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს არასულიერი ცხოვრებით. ისინი საკუთარ თავში ხედავენ მხოლოდ მატერიალურ ბუნებას და ვერ აღიქვამენ უფრო მთვარს - სულიერს, რადგან მათი სულიერი მგრძნობელობა დათრგუნულია მატერიალური გრძნობითი წარმოდგენებით და განცდებით. ვინც მხოლოდ ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის მხოლოდ ხორციელი შეგრძნებებია ნაცნობი და უცხოა სულიერი გრძნობები, სულიერი გამოცდილების შესაძენად კი საჭიროა, ღრმად ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, გამოვაცოცხლოთ მიძინებული სულიერი საწყისი და გამოვკვებოთ სულიერი საკვებით. მაშინ, შინაგანი განცდების წყალობით, ჩვენთვის თანდათან ხელშესახები გახდება საკუთარი სულის სიცხადე.

სულიერი გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ იცვლება ადამიანის დამოკიდებულება გარე სამყაროსა და ადამიანებისადმი. იგი ობიექტურად იწყებს გარემომცველი სამყაროსა და ადამიანების აღქმას, ადამიანებში ამჩნევს ისეთ შინაგან მდგომარეობებს, რომლებიც ნამდვილად არამატერიალური ბუნებისანი არიან. ის იწყებს მასზე მოქმედი ძალების მუდმივ შეგრძნებას. ეს ის ძალებია, რომელთა არსებობაზე ადრე წარმოდგენაც არ ჰქონდა და რომელთაც არაფერი აქვთ საერთო მატერიალურ სამყაროში მოქმედ ძალებთან. ადამიანებისათვის თანდათან უეჭველი ხდება როგორც მატერიალური, ასევე სულიერი სამყარო, ოღონდ, რაც უფრო ძლიერდება ადამიანის სული, მით უფრო ტვირთად აწვება მას ამაოებით სავსე წუთისოფელი, ამიტომ ის მიელტვის საკუთარ თავთან დარჩენას, რომლის დროსაც უკეთ შეიგრძნობს იმ სულიერ სამყაროს, რომელიც მისთვის უფრო ახლობელი და ძვირფასია, ვიდრე ტვირთად ქცეული წუთისოფელი. ასეთ ადამიანს აღარ სჭირდება მტკიცებულებანი, რათა ირწმუნოს სულის უკვდავება. ეს მან უკვე პირადი რელიგიური გამოცდილებით იცის, ასეთი პირადი რელიგიური გამოცდილების გარეშე ვერც ფაქტები და ვერც ლოგიკური მსჯელობანი ვერ მისცემენ ადამიანს ნამდვილ რწმენას.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
დესპანი