↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სახალისო ანკეტა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 49 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
მიყვარს - პირველ რიგში გ. და ქ. და მერე რასაც ქვია ოჯახი, ახლობლები და სამშობლო.
ვოცნებობ -დაბრუნებაზე, ჩემი შვილებისთვის ხელის შეხებაზე.
ვფიქრობ -სულ ვფიქრობ, ხმამაღლა თუ ვთქვი აღარ იქნება ფიქრი .
მძულს -საკუთარი თავის უსუსურობა, როდესაც ამას ვგრძნობ .
ვნანობ - ვერ აღმოვჩნდი ძლიერი და ბედისწერას მივეცი საშუალება გული ეტკინა ჩემთვის.
კმაყოფილი ვარ - დიდი გაჭირვების დროს ბოლო წუთს ღმერთი მიგზავნის-ხოლმე ხსნას
მენატრება -ყველაფერი ,რასაც ჩემი ცხოვრება ერქვა 10 წლის წინათ
მსურს -არ მქონდეს ხვალინდელი დღის შიში.
მაღიზიანებს - \"ფუყე თავთავი\".
ვგრძნობ -ტყუილს .
მეშინია - ღამე თბილისიდან დარეკილი ზარის.
ვიცი -არასოდეს ვიცხოვრებ ისე, რომ ჩემს შვილებს ჩემით რცხვენოდეთ .
არ ვიცი - ალბათ ძალიან ბევრი რამ.
შემიძლია - ბავშვობაში მამაჩემი მეტყოდა ხოლმე:საქმის არ შეგეშინდეს. თუ ადამიანის მიერ გაკეთებადია ნიშნავს, რომ შენც შეგიძლია. უბრალოდ ,შეიძლება სხვა საშუალებებით, სხვა ხანგრძლივობით და განსხვავებული წარმატებითო.
არ შემიძლია -უსინდისობა და სინდისის ქეჯნის გაძლება.
ვმეგობრობ -გულწრფელ ადამიანებთან. და თუ კიდევ ეს ადამიანი ჭკვიანია-დიდი ბედნიერებაა.
ვაპატიებ -რამოდენიმე ადამიანს-ყველაფერს. დანარჩენების მიმართ-ჩემი პრინციპები მაქვს.
ვტირი -ძალიან მტირალა ვიყავი, მაგრამ გამოვსწორდი.
ვიცინი - თავს ვერ ვიკავებ თვითდაჯერებულ სიბრიყვეზე.
ვეძებ- რასაც ვეძებ, ვიცი სად ვიპოვო, მაგრამ ჯერ ამის უფლება არ მაქვს.
ღირსი ვარ-ალბათ იმისი, რაც მარგუნა ცხოვრებამ.
ვკარგავ-დავკარგე ვინც და რაც დასაკარგი იყო.ვწუხვარ მხოლოდ იმაზე, რომ ეს პროცესი მტკივნეული იყო, თორემ დასაკარგი უნდა დროზე დაიკარგოს.
მშურს - მხოლოდ მათი, ვისაც შვილის დაბადების დღე შვილის გარეშე არ გაუტარებია.
ვემალები - შურიანებს და ბოროტებს.
ვემტერები - ყველას, ვინც ჩემს სიწმინდეებს შეეხება.
მაინტერესებს-კაცობრიობის ნააზრევი, რაც/ძალიან ბევრი/ მე არ ვიცი.
არ მაინტერესებს - ვინ ვისი საყვარელია, ვინ რამდენჯერ გაშორდა და იქორწინა, ვის რა ქონება აქვს და მსგავსი სისულელეები.
მახსოვს -ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ.
მრცხვენია - ჩემთვის შევინახავ საიდუმლოდ.
უარვყოფ - სიკვდილს,იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ქ. და გ.-ს
ვავადმყოფობ -ალბათ სერიოზული არაფერი მჭირს, თორემ დიდი ხანია სიკვდილის უარყოფა ვერ მიშველიდა.
ვმალავ -თუ ვთქვი დამალული აღარ იქნება......
ვინახავ -ყველაფერს ,რაც შეიძლება ხვალ გამომადგეს. როცა კი გადამიგდია-მალე დამჭირვებია. შენახულები კი წლების განმავლობაში ისე მდებია.
მწამს -ღმერთის და ჩემი არჩევანის სისწორის.
მიკვირს - ბრიყვი, უვიცი და პრიმიტიული ადამიანების სიმრავლე, მაშინ ,როდესაც ამდენი საშუალება არსებობს და ადამიანს ღმერთისგან ბოძებული გაქვს უნარი .
მიხარია - როცა, ვინც მიყვარს ჩემზე კარგად არის. თუ არაფეს წამადგებიან, მათზე დარდი მაინც არ შემაწუხებს./ეს ჩემი ერთერთი ძალიან პატივსაცემი ადამიანის ცხოვრების დევიზი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე/.
ვჭორაობ - რაც არ შემიძლია ადამიანს პირდაპირ ვუთხრა, არ ვიტყვი ზურგს უკან. ანუ არ ვჭორაობ.
ვდარდობ - ჩემს შვილებზე და მათ სამშობლოზე.
ვამაყობ -ბევრი რამით და ეს მხოლოდ ჩემია.
ვაკეთებ - რაც სწორად მიმაჩნია.
ვეფერები - :) სიზმარში შვილებს.
მსიამოვნებს -:) რომ, სიზმარში მაინც შემიძლია მოვეფერო შვილებს.
მესიზმრება - :)რომ ვეფერები შვილებს.
ვეხმარები -ვისაც ჩემი დახმარება უნდა .
ვეწევი - \"ჭაპანს \" სიხარულით და სიგარეტს.
მწყინს - უსინდისობა, ღალატი,დაუნდობლობა.
ვხარჯავ - ჩემს გრძნობებს, დღეებს და ფულებს. ანუ ყველაფერს რაც დასახარჯია.
ვღალატობ -არა მგონია...
ვკამათობ -საკუთარ თავთან.
ვუხეშობ -ვერ ვიტან თავხედებს.
ვუსმენ - ჭკვიანებს.
ვყოყმანობ - ზოგჯერ.
ვკითხულობ -არ მაინტერესებს ყვითელი პრესა, მაინტერესებს სამიცნირო-პოპულარული ლიტერატურა და მოაზროვნე ავტორები.
ვამზადებ -არც არაფერს
ვუყურებ - მიყვარს სერიოზული კინო , რომელიც სეანსის დამთავრებისას არ მთავრდება ჩემთვის.
ვკლავ -დროს და ტკივილს.
ვაფუჭებ - .....
ვცხოვრობ -მარტო
ვცემ - ცხოვრების ბოლთას.
ვყვირი -თუ ხმა მაქვს და მარტო ვარ. სტრესისგან მანთავისუფლებს.
ვმღერი - ჩუმად. სამწუხაროდ ხმა აღარ მაქვს.
ვასრულებ - მოვალეობებს.
დავდივარ -ორ ნაბიჯს-წინ, ერთ ნაბიჯს უკან.
ვმკურნალობ -შეგუაებას.
ვერიდები -ბრიყვებს.
ვთამაშობ -ბედისწერასთან და დიდი იმედი მაქვს არ გამიწყრება.
ვიტყუები -იშვიათად, თუ ვიცი, რომ \".......ზოგჯერ თქმითაც დაშავდების\".
ვეთაყვანები -ჩემს შვილებს.
ვგიჟდები -ჩემს შვილებზე.
ვაგროვებ - საინტერესო ნააზრევს.
ვიხდი -დანახარჯს.
ვეჭვიანობ -ა რ ა ს ო დ ე ს. მიმაჩნია დიდ სიბრიყვედ.
\"ვკაიფობ\" -ცოტა სერიოზული ვარ იმისთვის, რო \"ვიკაიფო\' რამეზე ან ვინმეზე.
ვიზიდავ -არ ვიცი, მოზიდულები არ მეუბნებიან მომიზიდეო.
ვალამაზებ -ლამაზი უკვე საწყისშია ლამაზი და ვეღარაფერს შეჰმატებ.გამახსენდა ეგზიუპერის სიტყვები:\"სრულყოფილი ის კი არ არის რასაც აღარაფრის დამატება უნდა, არამედ ის, რასაც ვეღარაფერს მოაკლებ\".=fiqri= =fiqri= =fiqri=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
mdaaa

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
მართლააა მდააააააააააააააააააააა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
კატო wrote:
ციტატა:
მოდით ყველამ შევავსოთ, ძალიან სახალისო გამოვა :) იმედია არ დაგეზარებათ=zer=

[b]მიყვარს - შვილები და ქმარი
ვოცნებობ - ხშირად, მაგრამ უტოპისტი არა ვარ
ვფიქრობ -რაც შეიძლება მალე დავბრუნდე საქართველოში და თავიდან დავიწყო ოქ ცხოვრება
მძულს - ორპირობა, უპასუხისმგებლობა
ვნანობ - არაფერს, რადგან ყველაფერი ბედის ირონიაა
კმაყოფილი ვარ - ვინ შეცვლის რაიმეს რომ არ ვიყო?
მენატრება - სამშობლო და ჩემი ქართველებთან ყოფნა
მსურს - ძალიან ბევრი რამ.
მაღიზიანებს - დებილიზმი და კრეტინიზმი
ვგრძნობ - როგორ ვბერდები და არ მინდა ჯერ
მეშინია - მილიციის
ვიცი - რომ მე ალალი გული მაქს

არ ვიცი ალბათ ბევრი რამ, კონკრეტულად რომ ჩამოვთვალო ბრძენი ვიქნებოდი

შემიძლია - შეუძლებელიც კი.
არ შემიძლია - არ შემიძლია ვუღალატო ჩამს სამშობლოს და ქმარ- შილს
ვმეგობრობ - ყველა ასაკის და რანგის ადამიანთან
ვაპატიებ -ყველაფერს, გარდა ღალატისა
ვტირი -ხშირად მონატრების გამო
ვიცინი - როცა სასაცილოა მაშინ
ვეძებ-ყოველთვის ახალს და აღმოუჩენელს
ღირსი ვარ- უკეთესი ცხოვრების
ვკარგავ- ორპირ ადამიანებს
მშურს - თეთრი შური ხანდახან მაქვს
ვემალები - მილიციას
ვემტერები - მილიციას
მაინტერესებს- მომავალი ჩემი ცხოვრება და საქართველოს ბედიღბალი
არ მაინტერესებს - ის რაც მე არ შემეხება
მახსოვს -ტკბილი ზღაპარი ჩემი ბავშვობა
მრცხვენია - მაგ სიტუაციაში არ ვიგდებ თავს
უარვყოფ - ყველაფერ ცუდს,- სიცრუეს
ვავადმყოფობ - ხანდახან
ვმალავ - დასამალი არაფერი მაქვს
ვინახავ - საიდუმლოს
მწამს - ქრისტე და სიყვარული
მიკვირს - ზოგიერთის დებილიზმი
მიხარია - ჩემი შვილების წარმატებები
ვჭორაობ -არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან ...... როგორც ყველა ქალი...
ვდარდობ -თბილისში რომ ბინა არა მაქვს
ვამაყობ - არ ვამჟღავნებ და ისე ბევრი რაიმეთი
ვაკეთებ - იმას რაც საჭიროა
ვეფერები - უკვე აღარ მაფერებიებენ შვილები დიდები არიან
მსიამოვნებს - ქართული სიმღერები
მესიზმრება - არ მინდააააააააააააააა
ვეხმარები -ირგვლივ ყველას
ვეწევი -სამწუხაროდ სიგარეტს
მწყინს - უპატივცემლობა ჩემს მიმართ
ვხარჯავ -თუ მაქვს დასახარჯი ყველაფერს, მათ შორის ჩემს ენერგიას თან უსაზღვროდ
ვღალატობ - ა..პა პა პ აპ აპ -ეს ჩეგან შორსაა
ვკამათობ - მიყვარს დისპუტი და არა ხელკეტობია
ვუხეშობ - არასოდეს
ვუსმენ - ოპონენტს
ვყოყმანობ - უფრო ვრისკავ
ვკითხულობ - ახალ პრესას და შემდეგ განცხადებებს: ვინ ყიდის და აქირავებს
ვამზადებ - შესანიშნავ ქართულ კერძებს
ვუყურებ - კარგ ფილმებს, მიყვარს ტრილერები
ვკლავ - დროს, ხანდახან ბუზს.
ვაფუჭებ -ალბათ არაფერს
ვცხოვრობ - სამშობლოს გარეთ
ვცემ - ვინ მაცემინებს თავს, თორემ ბევრს მოვუგრეხდი კისერს
ვყვირი - ხანდახან, ძალიან იშვიათად
ვმღერი - რა თქმა უნდა
ვასრულებ -ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს, ლისტის კამპანელლას და შოპენის ყველაფერს
დავდივარ -სამსახურში, რესტორანში პარკში
ვმკურნალობ - მეზიზღებაააააააააა
ვერიდები - კონფლიქტურ სიტუაციებს
ვთამაშობ - არა
ვიტყუები - არასოდეს
ვეთაყვანები - მართალ ადამიანს
ვგიჯდები -არაფერზ
ვაგროვებ - ხურდებს
ვიხდი -ნალოგებს
ვეჭვიანობ - არა
\"ვკაიფობ\" -???????????
ვიზიდავ -არ ვიცი, ვერ გეტყვით
ვალამაზებ -ინტერიერს

copy-paste from \"მეზობელი ფორუმი\"=zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 49 posts ] 
სახალისო ანკეტა
დესპანი