შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სიკეთე აკეთეო, ეს მცნება დედის ძუძუდან აქსიომასავით ჩამესმის. ყველა ჩვენთაგანი ბევრ ცოდვასთან ერთად ბევრ სიკეთეს სჩადის თურმე. კარგი წვეთობით და ცუდი ფუთობითო ხომ გაგიგონიათ? ასე რომ ჩვენს მიერ გაკეთებული სიკეთე ძალიან ცოტაა იმ ცოდვებთან, რომელსაც თვითოეული ჩვენთაგანი ჩავდივართ, ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვაკეთოთ სიკეთე. ამბობენ ადამიანში ორი საწყისიაო: ღმერთი და სატანაო. ესენი ყოველთვის ებრძვიან ერთმანეთს, სატანა ცთუნებაა, რომელსაც არ უნდა გავამარჯვებინოთ ჩვენზე და აი მაშინ გაიმარჯვებს ღმერთი. აი ისიც კი, რომ ცდუნებას დავძლევთ, დიდი სიკეთეა. მაშ შევღაღადოთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, სატანის დასაძლევად.
სიკეთეს ადამიანი თავისთავად აკეთებს,ძალდაუტანებლად. კეთილ ადამიანს სისხლში და ხორცში აქვს სიკეთის კეთება გამჯდარი. ძალით კეთილი ვერ გახდები!!! აი, სიკეთის დანახვას კი, მართლა დიდი ძალა სჭირდება .