↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 121 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
მინიატურები

***
\"ცისარტყელას თუ გადაახტები
ბედს ეწევიო, ასე მსმენია.
მაგრამ ცხოვრებით მუხლზე დამხობილს
თავი მაღლა ვერ ამიწევია\"

***
\"შენ თუ იღიმი,
მეც მეღიმება.
და თუ იტირებ,
იმდენს ვიტირებ
მტკვარი კალაპოტს
გადმოდინდება.\"

***
\"ყველაზე დიდი დროის მკვლელი
საათის ისრების სწრაფვა არის მომავლისაკენ\"

***
\"თავდავიწყება თავს ავიწყდება
დღე დღეს მიჰყვება და სათვალავი აურევია.
ასე ჩემს გრძნობას საწყაული ამოუვსია
და სად წავიდეს, აღარ იცის,
გზა დავიწყნია.\"

***
division by zero error
ადგილის ტკეპნა არაფრისგან არაფრის ქმნაა.
რაც არ ვეცადე, რაცა მქონდა ვერ გავამრავლე.
გრძნობა დაცლილი, დარდით დაღლილი
მაინც ვეცადე.
მაგრამ რაც მქონდა, მხოლოდ და მხოლოდ
არაფერზე ვამრავლე ისევ.\"

***
\"ბედის ირონია მოწილე გახდა ჩემი,
ავბნელი ხითხითით უფლობა უნდა ჩემი.\"

***
\"წრეში ჩაგვაყენეს, ლახტით აგვაწითლეს,
მუხლებზე ვემხობით!გელით!
შენ შემოგყურებთ ბოლო იმედად,
უფალო იხსენ ერი!
ნუ მიგვატოვებ, სულს ნუ აღმოგვხდი,
გვაფარე შენი ხელი!
თორემ სულ მალე, შენი რჩეული
მიწა შეგრჩება ბნელი\"
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 121 posts ] 
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)
დესპანი