ჭამეთ ცივი სუპები. აი ერთ-ერთი მათგანი.
აიღეთ ერთი/ერთზე მაწონი და არაჟანი. დაამატეთ ცივი წყალი იმდენი, რომ მიიღოთ რძესავით სითხე. ჩაყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი ცოცხალი კიტრი, მოხარშული კართოფილი, მოხარშული კვერცხი,ცოტა მჟავე კიტრი,ნიახური, მწვანე ხახვი,მარილი, პილპილი, და საერთოდ რა ბოსტნეულიც გაგეხარდებათ. ხოლო, თუ მოხარშულ ჭარხალსაც შეურევთ დაკეპილს ან გახეხილს, მიიღებს საოცარ, \"მომხიბვლელ\" ვარდისფერ ფერს და ისე მოგინდებათ მისი ჭამა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ. აბა,ისიამოვნეთ, გაგრილდით და ღმერთმა შეგარგოოოოოოოოოოოოთ!
ხო, კიდევ ერთი ჭადის მოყვარულთათვის.
წამოადუღეთ რძე, რომელსაც მარილი აქვს გემოვნების მიხედვით, დუღილის დროს ჩაახალეთ კვერცხი(რამდენიც გინდოდეთ-1,2...), 1-2 წუთს ადუღეთ. როდესაც მიხვდებით, რომ კვერცხი მოიხარშა, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაფუნჩხეთ წინა დღის ცივი მჭადი(ჭადი). შეაგრილეთ და მიირთვით. ძალიან გემრიელიაააააა ცივიც და თბილიცცცც.=fiqri=
