↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა გამაჯობა როგორ ხარ ჩემო პატარა მეგობარო.

შევდივარდა ვკითხულობ ბევრ ახალს
მადლობა რომ გვაწვდი სიახლეებს.გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
საიტს www.fereidani.ge 79-ე ქვეთავში დაემატა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ფოტოები.
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

რაც შეეხება ჩატს ან ფორუმს, ამისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ :) :) :)
საქმე იმაშია, რომ შეიძლება ისეთი სახის შეკითხვა ან ტექსტები დაიპოსტოს, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს ფერეიდნელებს, ჩვენთვის გაუგებარი იქნება, მაგრამ შეიძლება ვინმეს ზიანი მიაყენოს... სწორედ ამის გამო ზოგიერთი ქვეთავი გათიშული მაქვს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
“ჩემო ნათქომო სიტყვაო შენამც კი გაჰქვეყნდებოდე...”

ჩემი წარსული ცხოვრება
ისე არ აიწერება,
როგორც დაგლეჯილ მთათ მკერდი
ძაფით არ დაიკერება.
მიხა ხელაშვილი

მაინც რა წარსული გქონდა ასეთი, ფშაურ, ლეგა ჩოხაში გამოწყობილ 25 წლის მხარბეჭიან ძალოვან და გულოვან ვაჟკაცს?! შენმა ბავშვობამ ხადის მთებში გაიარა. ბერად დაყუდებული მოსანთლიშვილის შეგირდი იყავი, იმ მოსანთლიშვილისა, მთელი სიცოცხლე დარაჯად რომ ედგა ღვთისა და ვერდავიწყებულ ”ცისთვალა ფშავლის ქალას” პირველ სიყვარულს. ვეება ლოდიდან მისი ფიგურა გამოკვეთა, ირგვლივ მასავით ტანმაღალი კელაპტრები აუნთო და ხმადაუძვრელად შესთხოვდა ღმერთს იმ სოფელში მყოფი სათაყვანებელი სულის ცხონებას. ალბათ, მოსანთლიშვილმა შთაგბერა და დაგანათლა შენი მიწის, შენი ხალხის სიყვარულის საოცარი ნიჭი.
შენი ცხოვრება შფოთიან 1917 წელს დაემთხვა. ვერ შეურიგდი მთაში სისხლითა და აწიოკებით შემოსულ ”წითელ ჩეკისტებს”, ძალმომრეობას. ტყეში ყაჩაღად გავარდი, ნაბადი და იარაღი იქცა შენს მეგობრად და მესაიდუმლედ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ძმად შეეფიცე და დაიფიცე, საქართველოს თავისუფლებას შესწირავდი ყველაზე ძვირფასს, უფლისაგან ნაბოძებს.
პოეტი იყავი, ხელაშვილო, ფანქარმომარჯვებული, ტყის სიღრმეში ხეზე მიყრდნობილი ლექსებად კინძავდი შენს ნაფიქრალსა და განცდილს, ლურჯ იებსა და ეკლიან ასკილებს ეფერებოდი. გტანჯავდა ძლიერი ადამიანური გრძნობა სიცოცხლის სიყვარულისა, მონატრებისა, ისევ და ისევ სამშობლოს თავისუფლებისა.
წინასწარმეტყველური იერი, როგორც ყველა პოეტს, მუდამ თან გდევდა, აკი უთხარი კიდეც ერთ ლექსში დედას:
”სხვას კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო”.
სულ მალე, ”ახალი ცხოვრების” დასამკვიდრებლად მებრძოლი ხელისუფალნი წამებით ამოხდიან სულს შენს მოხუც დედას.
სველ მიწაზე პირქვე დამხობილს, უსაშველოდ გტკიოდა ამაყი სული და დედის ნაწამები სხეული. დასაფლავების დღეს ჩარგალში თავმოყრილ ხალხში, სადაც ”წითელი ჩეკისტები” ერჩეოდნენ, ქარივით მივარდი თოფ-იარაღში ჩამჯდარი, უხმოდ ტიროდი, ემთხვიე დედას, ვერავინ გაბედა წინ გადაგდგომოდა. უცბადვე შეერიე ტყეს, მთელი ღამე მიაქროლებდი ცხენს, ბორგავდა შენი შეგინებული, გამწარებული სული, არაადამიანურ ტკივილს განიცდიდი. ტყის ექო გეხმიანებოდა:
”დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ წუთისოფელი
გვტანჯავს და გვაცოდვილებსა”.
თანდათან მცირდებოდა შეფიცულთა რაზმი. ჩოლოყაშვილმა საზღვარგარეთ გაპარვა გადაწყვიტა.
ჩარგლის თავს შეხვდით ერთმანეთს შენ და ქაქუცა. შემოდგომა იყო, ისლებსა და წვიმას აევსო არაგვის ხეობა. ფერი გასცრეცოდათ ლოყაწითელ ასკილებს, ნავლისფერი სევდით ავსილი იდექით ვეება ხის ქვეშ.
– უნდა წამოხვიდე, მიხავ! აქ დარჩენას აზრი არა აქვს, ძაღლებივით ჩაგვახრჩობენ ”ახალ დროებისანი”, – ბოღმიანად მარცვლავდა ქაქუცა. წვიმით დასველებული ნაბდის ქვეშ ჩამოტეხილივით მოუჩანდა მხრები ტანხმელ ვაჟკაცს.
სიტყვას ვერ ძრავდი, მიხა. მდუმარედ იდექი, ვეღარც წვიმას გრძნობდი, ვეღარც ჟამისფერი ხვალინდელი დღის შიშს. ლაშარის გორზე ანთებული ცეცხლის კვამლის სუნი გიწვავდა ნესტოებს, ცადატყორცნილი იფნების ქვეშ ანთებული კელაპტრების შუქმა მოგჭრა თვალი წამიერ, წითლად იელვა არჯალათ პარასკოს თავჩითამ, შემთვრალი ფშავლების შემღერება შემოგესმა, დროშა დაირწა ხევისბერის ხელში, ცას უწია ყელმოღერებული კელაპტრის ალმა, გარმონს გაუწია ხთისოთ გოდერძიმ, იფნის კენწეროებს შემოეჭდო ნაგზირალაანთ თამარის ხმარბილი სიმღერა, შორიდან შემოესმა ხევისბერის მოზომილად, დინჯად ნათქვამი სიტყვები: ”გადიდოს, გაძლიეროს ღმერთმა პირქუშო ყაწიმმშვენიერო, ზინზილიანო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო...” და იგრძენი ხელაშვილო, რომ ვერ იცოცხლებდი იქ, სხვაგან ”აემ სულყველას” გარეშე. სხვაგან ტყის მარწყვს და ცაცხვის ყვავილს არ ექნებოდა ასეთი სურნელი. შეხედე ქაქუცას, უხმოდ მოგეხვია ჩოლოყაშვილი. დიდხანს იდექით ასე მუხის ქვეშ, ვერ გრძნობდით წვიმის წვეთები თუ შემთხვევით წამწამსგამოცილებული ცრემლი გისველებდათ ღაწვებს.
იცოდი, ხელაშვილო, სიკვდილის პირისპირ რჩებოდი, აკი თქვი კიდევაც, ”მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი”.
ხატების შემმუსრავმა, ეშმაკის თანაზიარმა ადამიანებმა მოისყიდეს სულმოკლე კაცუნები, შენს მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს, შენთან ლუკმა გატეხეს, მერე კი მძინარეს ტყვიები დაგახალეს. შენი სხეული ერთ კვირას დუშეთის მოედანზე ეკიდა. შენი სული კი ცისკენ მიჰყვებოდა გზაწვრილებს, მადლიანმა კაცმა მოიპარა ღამით შენი სხეულის ნაწილები, შენს დას, პელაგიას, ხელით ნაქსოვ, ფშაურ ჭრელ ხურჯინში ჩაულაგა და შენი მზის მოფიცარ პელაგიასვე გადასცა.
თოვლიან ბილიკებს მიჰყვებოდა ზურგზე ხურჯინმოკიდებული პელაგია ჩარგლისკენ, ზურგით მიჰქონდა ცოდო-ბრალი ”იმ დროებისა”, ზვავები სწყდებოდა მთის წვერებს, ბრაზიანად მოშხუოდა არაგვი. ხმით მოსთქვამდა პელაგია, ქარი პასუხს უბრუნებდა. ხელაშვილის სული კი უკუნს კაფავდა, მტრედისფერში და ცისფერში ნიათობდა, საქართველოსთვის ლოცულობდა, დედამიწაზე ეშმაკი ხარხარებდა, ზვავის ხმაზე გნიასობდა. პელაგიას ხურჯინი არ ამძიმებდა, აკი ბავშვობაშიც ასე იცოდა, მოგიკიდებდა ზურგზე და ქარივით დაჰქროდა ღელე-ღულეებზე.
მარტომ გზიდა, მარტომ გაგითხარა საფლავი ”ხალხის მტერს”, სათუთად აყრიდა მიწას ცრემლებში დამბალ შენ ძვლებს. ბევრს გაბარებდა ბევრი ჭირ-ვარამის დამტევი, გაუტეხელი ფშავლის დედაკაცი იმ სოფლის ბინადრებთან. რამდენი ცრემლიც დაგეცა, იმდენმა იამ ამოყო თავი შენს წილ მიწაზე. უკვდავება ნიშნავს, კაცი კვდება, სიცოცხლე რჩება. შენი სიცოცხლე შენს ლექსებში დარჩა. იმ სიყვარულში დარჩა, რომელიც უწყვეტი და მარადიული სიცოცხლის მკვებავი წყაროა, გოდერძათ ნაციხარზე ამოსულ ტყის ყვავილებში დარჩა, შენსავით რომ ვერ ელევა თავის ფუძე-კერას, არაგვში მტევნისფერი მზის ცხუნვით დამთვრალი კალმახების ბორიალს, თეთრ თექამოსხმული მთების სიზვიადესა და გაზაფხულის მოახლოებით გულშეძრული ჭალების ყოჩივარდების ცრემლებით ატირებას.
შენთვის სიცოცხლის საზომი სიყვარული იყო, სიკვდილის შიშს რომ სჯობნის. სიკვდილს ამარცხებს და მასზე ძლიერია და თუ კაცის ღირსება მის არჩევანშია, შენ ყველაზე ღირსეული კაცი ყოფილხარ, ხელაშვილო, რადგან შენს არჩევანს ”სამშობლო”, ”სიყვარული” და ”ერთგულება” ერქვა.
თინიკო მგელიაშვილი.

შეიყრებიან ღრუბელნი, საფშაოდ გადადიანო
დაგესევიან მურგვლივა მთაწმინდის წვერო, კლდიანო
ნამს ცვარად გადმოგაყრიან, მთაო, ქუჩ-ბალახიანო,
ჭუჭყს არ გარჩენენ ტანზედა, ცრემლის წყარონი დიანო,
წაწალა აგიმურღვდება, არაგვო კალმახიანო.
ვეღარ ამოხვალთ ლაღადა, ჭალის პირებზე იანო,
დაჭერილს ჩამოგავლევენ, მისრიაშვილო, ხმიანო.
გიდგანან აქეთ-იქითა, გულ-რკინავ ფოლადიანო,
ხე-ქვანიც დაგემშვიდობნენ, მთა-წვერნიც მოგტირიანო.
დუშეთის კრებას დაესწარ, გულდრინჯო, მოკლე დღიანო,
მალე გაავლევ გულის ხმას, რა ფიქრებს ჩაგიშლიანო,
სიცოცხლის გმირო, აშკარო, სამარეს გაგითხრიანო,
თოფს დაჰკრვენ მისრიაშვილსა, მაინც არ დაიშლიანო,
შიგაით ამაიგმინე მანძელა, ხარო, რქიანო,
თოფის ხმით დაგასრულებენ, სწორებში ქატიბრიანო.
არ კვდება მისრიაშვილი, მტერო, ნუ გიხარიანო,
შვილებსა, ლეგა მგლისასა, მისრიანივე ზრდიანო,
ყოჩაღად იყავ ხოშიავ, ცრემლებით სილაღიანო,
ისრე მოზარდე ობლები, თვალებ არ მაიწყლიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები თავი თავს მაიყრიანო,
შენ შვილებს დაჰპატიჟებენ, წინ სუფრას გაუშლიანო.
სამის დროშით და ფერხისით, საჯარეს შამოვლიანო
დაიძახებენ შენ ლექსსა, ცრემლებსაც გადმაჰყრიანო,
დალევენ შესანდობარსა, თასებსაც გამასცლიანო,
ამისსა მალექსებელსა სახელ მიხაი მქვიანო,
როდის მოხვიდე ზაფხულო, ვინტოვკავ გაგახმიანო,
ბევრაის დედა ვატირო, ბევრ უჭკო მოვაჭკვიანო,
მე მაბრალებენ შენს მოკვლას, ცოდვიანს მეძახიანო.

ჩოლოყაშვილის რაზმელებს

მაღალი ღმერთი გწყალობდეთ, ჩვენი ლაშარის ჯვარია,
წინათაც ეგრე იბრძოდნენ, ის ჩვენი წინაპარნია.
გაიმარჯვიან მტერთანა, ცუდად არ დარჩის ცდანია.
წაეკიდიან, სძლივიან მცირეთა უთვალავნია.
თქვენც მათი მიმბაძავი ხართ, თუმც ახლა დრონი სხვანია,
თქვენც გაიმარჯვებთ ბრძოლებში, თქვენც გაქვთ დიდების გზანია.
სიკვდილზე არავინ ფიქრობს, ყველა იქ მიმავალია.
მოვკვდებით, ღია დაგვხვდება სასუფეველის კარია.
იქ მიგვიღებენ, სადაცა გმირთა სავანე არია,
იქ იქნებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვისს მკვდარია.
ემაგის მალექსებელი ფშავში ფშაველთა გვარია,
იქაური ვარ, საცა დგა გოდერძათ ნაციხარია.

მიხეილ ზურაბაშვილი, ფანდურზე ავტირდებიო,
ავაჰმე, ჩემო ნადობო, სადა რა იმყოფებიო,
ვის რა სახლს დაემწყემსები, ვის კერას ჩამასჯდებიო,
ლამაზ თეთრ კელაპტარივით, ვის ხელში ჩამასდნებიო.
ადექ და ნისლო, მთას წადი, თავზე რას მებურვებიო.
გადმოხედნება მწადიან, საცა შენ მეგულვებიო.
ქალის მთხოვარო მთხუებო, ცეცხლშიამც დაიწვებიო,
აკი, მას მეუბნებოდი, მე ჯერ არ გავთხოვდებიო.

ქვეთავი 61.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Mar 2007
Posts321
კარმა53
OFFLINEPROFILE
=sai= =bx =mt

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
გიორგი თქვენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ, ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს მიერ დაპოსტილ მასალას, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ=ko= , მე თვითონ დედით მთიული ვარ, შვიდი დედმამიშვილიდან დედაჩემია ერთადერთი ქალი, ექვსი ბიძია მყავს,ორმეტრიანი მთასავით ხალხი, უკეთილშობილესი, ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანები. მე თვითონ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მთელი ბავშვობა ზაფხულობით მთაში მაქვს გატარებული. ახლოს ვიცნობ ამ საოცრად ალალ და თავისუფლებისმოყვარე ხალხს. ალბათ ჯიშის და სისხლის ყივილია-ძალიან მიჭირს ცხოვრება უცხო მიწაზე, დესპანზეც ამიტომ შემოვდივარ-ჩემი პატარა საქართველო მეგულება აქ!

პატივისცემით =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
ბარბის!
ამ ახალ ქვეთავს თქვენ მოგიძღვნით!

გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი:
83 - ისრაელი - საქართველო - ირანი(ფერეიდანი)
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ისევ ბარბის!
თუ სურვილი გაქვთ, თქვენს წერილს \"შთაბეჭდილებებში\" დავამატებ, ოღონდ სახელი, გვარი და ქვეყანა მომწერეთ, თუ საიდუმლო არ არის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
ბარბის!
ამ ახალ ქვეთავს თქვენ მოგიძღვნით!

გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი:
83 - ისრაელი - საქართველო - ირანი(ფერეიდანი)
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ისევ ბარბის!
თუ სურვილი გაქვთ, თქვენს წერილს \"შთაბეჭდილებებში\" დავამატებ, ოღონდ სახელი, გვარი და ქვეყანა მომწერეთ, თუ საიდუმლო არ არის...

გიორგი უღრმესი მადლობა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ, მაგრამ პირადი შეტყობინება ვერ გამოვაგზავნე... წერილი ცოტათი შევცვალე...:)
\"შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები\" - \"ქართული დიასპორა\" - 28.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
რამხელა სიხარულია უცებ რომ იპოვი დიდი ხნის უნახავ მეგობარს... მე ნათელა ვარ, თანდაშვილი! შენი თანაკლასელი და მეგობარი დაბადებისთანავე (მკითხველისათვის უფრო გასაგები რომ იყოს, გადახედეთ 31-ე ქვეთავს – ”ჩემზე და ჩემებზე”)! მერვე წელია ბრაზილიაში ვცხოვრობ. ჩემი მარიამი 22 ნოემბერს 12 წლის ხდება და ძალიან უნდა საქართველოს ნახვა!
გიორგი, როცა შემთხვევით შენი საიტი გავხსენი და გიცანი, ვერ აღვწერ რა დამემართა... მე და მარიამი დიდხანს ვათვალიერებდით ჩვენი მშობლიური სიღნაღის და თბილისის ხედებს... როგორ შეცვლილა სიღნაღი... მერე კი ტექსტებს ჩავუღრმავდი... გული მეტკინა... ის კი გამიხარდა, ფერეიდანშიც რომ ყოფილა ”სიღნაღი”!
ჩემო გიორგი, დიდი შთაბეჭდილებებით დავრჩი შენი საიტის მერე, მაგარი საქმე წამოგიწყიათ! როგორ გაზრდილა და დავაჟკაცებულა ირაკლი, მე ხომ სულ პატარა მახსოვს. რიოდან რაღაცეებს გამოგიგზავნი. ვინ იცის, იქნებ აქაც გინახულო მომავალში? ღმერთის მადლი არ მოგეშალოთ! ნათელა თანდაშვილი. ბრაზილია.

”შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები” – ”ქართული დიასპორა” – ჩანაწერი 29.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
34. ბატონო გიორგი, მე გახლავართ ეთერ თევზაძე. ამას წინათ გავიცანი ერთი ძალიან კარგი ფერეიდნელი მხატვარი ალი ასლანიშვილი, საოცარი ნამუშევრები აქვს. მასზე კიდევ მინდოდა ინფორმაციის მიღება და საძიებო სისტემაში თქვენი საიტი ამოვიდა, სადაც განთავსებული იყო ბატონ ალის შესახებ ინფორმაცია. სხვა ფერეიდნელი ქართველი მხატვრების ან მოქანდაკეების ნამუშევრებიც ხომ არ გაქვთ? საქმე იმაშია, რომ მე, ჩემი ძმა და მამა მოქანადაკეები ვართ და კარგად ვიცით ხელოვნების ფასი!
ჩვენ ფერეიდნელებთან ჯერ-ჯერობით არავითარი შეხება არ გვაქვს, მაგრამ როცა აქ ჩამოვლენ, გვინდა მათი გამოფენა მოვაწყოთ თბილისში, გვერდში დავუდგეთ ყველანაირად, რისი საშუალებაც გვექნება!
ბოლოს კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ შექმენით ასეთი კარგი საიტი. მართლა გულწრფელად მიხარია, რომ ეს საიტი არსებობს და ღმერთმა ქნას, კიდევ დიდხანს იარსებოს! ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ წერილის მოწერა გამაბედვინა, ისინი არ უნდა დავკარგოთ, რამეთუ ჭეშმარიტი ქართველები არიან და თუ დავივიწყებთ მათ, ამ ცოდვას მაღალი ღმერთი არ გვაპატიებს! პატივისცემით, ეთერ თევზაძე. თბილისი.

შენიშვნა: ტექნიკური მიზეზების გამო დროებით გათიშული: 22, 40, 42, 58, 60, 62, 64, 65, 66-4, 72, და 73 ქვეთავები ისევ ჩართულია!

და ერთი კიდევ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით: ისანის მეტროს მიმდებარედ ქართული პურის თონის სარკმელთან წარწერაა, რომელიც რატომღაც წაკითხვისთანავე დამამახსოვრდა:
”მე ერთი ფიქრი დამრჩება
როდესაც თონეს ჩავხედავ...
ხელთ ხმალი თუ არ მეჭირა,
მტერს ამ შოთებით ავჩეხავ!”

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
უმორჩილესად გთხოვთ მოინახულოთ საიტი www.fereidani.ge ქვეთავი 85 - \"საქართველო დღეს...09.08.2008 - 17:06\"
ჩემი თხოვნაა აჩვენოთ ყველა თქვენს მეგობარს!
გიორგი ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
გუგუა! უღრმესი პატივისცემით და მოკრძალებით ვკითხულობ ყოველთვის ინფორმაციებს ფერეიდნელი და ნებისმიერი ქვეყნის ქართველებზე, მაგრამ ამ დაძაბულ სიტუაციაში, როცა საქართველო ამ მდგომარეობაშია და ათასობით ქართველი ახალგაზრდა ეწირება სამშობლოს, ფერეიდნელი ქართველებისთვის არ მცხელა ნამდვილად. მაპატივე თუ გეწყინა, ძალიან გაღიზიანებული და ნერვებაშლილი ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
მანას!
კი არ მეწყინა, უბრალოდ გამიკვირდა! სხვათაშორის 84-ე ქვეთავიც ახალი ატვირთულია, მაგრამ საერთოდ არც კი მიფიქრია მასზე რაიმეს თქმა... გვიან ღამით ამერიკიდან დამირეკა მეგობარმა და მითხრა, სასწრაფოდ სკაიპში შემოდი სენსაციური სურათები უნდა გამოგიგზავნოო... რომ ვნახე, რაც იყო, მაშინვე დავიწყე ასატვირთად გამზადება... ატვირთვის შემდეგ კი მხოლოდ დიასპორებში გავაგზავნე 200-მდე წერილი და რამდენიმე ფორუმში გამოვაცხადე... მერე მივიღე ბუბა კუდავას და ქალბატონ მარეხ ტოგონიძის მიმართვები, ისინიც დავამატე... ამ ქვეთავთან ფერეიდანი რა შუაშია? მე ფერეიდანი არასოდეს არ მავიწყდება, მაგრამ ეს მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას ეხება... ამიტომ გამიკვირდა თქვენი სიტყვები, რატომღაც მგონია რომ მხოლოდ ჩემს წერილებს კითხულობთ და რა წერია, მას კი ყურადღებას არ აქცევთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
1. მიდიხართ მიცკევიჩის 29ა-ში, მიცკევიჩის ბოლოშია, საირმის ასახვევთან, მეორე სართულზე.
2. მერიაში დარეკვას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, მე პირდაპირ მიცკევიჩზე დამამისამართეს.
3. დევნილებს ჭირდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, საჭმელი, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, პირველადი მოხმარების საგნები.
4. ჩამოგიწერთ მიახლოებით სიას რისი მიტანა შეგიძლიათ:

ტანისამოსი: რაც გაქვთ და არ გენანებათ ყველაფერი და ყველანაირი, მთლად ზამთრის ქურთუკები მე მგონი ჯერ არ ჭირდებათ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი. ქალების, კაცების და რაც მთავარია ბავშვების, ძალიან ბევრი ბავშვიაო, ყველა ასაკის, მათ შორის თოთო ბავშვები.

თეთრეული: ძალიან ჭირდებათ. თეთრეული, პირსახოცები, პლედები, საბნები, თუ გაქვთ და შეგიძლიათ ლეიბები.

ჰიგიენის და პირველადი მოხმარების საგნები: საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი.

პროდუქტი: შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მანის ქაში, კონსერვები ყველანაირი, ტუშონკები, ძეხვეული, მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც შეიძლება მალფუჭებადი არ იყოს და ოჯახებს დაუნაწილონ. პურის მიტანაზე გვითხრეს რომ თუ უნდა იყიდოთ არ გინდათო, ჯობია სხვა რაღაცეები იყიდოთ, პურით ქარხნები მოგვამარაგებენო. ასევე გვთხოვეს მიგვეტანა წყალი.

ბავშვებისთვის: დევნილებში არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის თოთო ბავშვები და რამოდენიმე თვის ჩვილები. შესაბამისად შეგიძლიათ მიიტანოთ მათთვის რძის ფხვნილი, პატარა ბავშვების ფაფები, ლაპარაკია ჩვილი ბავშვებისთვის, 4-6 თვის და ა.შ. პამპერსები და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები.

მეგობრებო, კოლეგებო, თანამემამულეებო

გვჭირდება პერსონალური ისტორიები, ფოტოები, ვიდეოები, წერილები, სმს-ები და ნებისმიერი მასალა, რომელიც ასახავს რუსეთის აგრესიას ამ დღეების განმავლობაში და მის შედეგებს საქართველოში. ასევე თუ გაქვთ რაიმე სახის კარიკატურა, პლაკატი ან სხვ.

ამ მასალის გავრცელება მოხდება ორგანიზებულად მსოფლიოს მრავალ საიტზე.

ტექსტი სასურველია იყოს ინგლისურად - იქნება ეს წერილი, ისტორია თუ ფოტოს წარწერა, მაგრამ თუ არ გექნებათ ინგლისური ვერსია - ჩვენ თვითონ ვთარგმნით.
მასალა გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე - georgiawar@gmail.com
გიორგი გახელაძე. საზოგადოებრივი მეცნიერებათა ექსპერტი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

დიმიტრი უზნაძის ქუჩა 52; 0102 თბილისი, საქართველო ტელ: 99532 957988 ელ. ფოსტა: sjanashia@ganatleba.org

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
დესპანი