↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ნაბულა დიდი მადლობა დაიკო. მართლა კი არ დავბერებულვარ ჯერ, მაგრამ არც ბევრი დამრჩენია სიცოცხლის მაგ ფაზამდე და ბოლო დროს ძალიან განვიცდი წელთა სრბოლას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts50
კარმა9
OFFLINEPROFILE
ეგ პერიოდი გავიარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
დოლამაფია ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანდებიტ, ნამდვილად არ ვიტყოდი უარს თქვენთან მეგობრობაზე.მით უმეტეს,რომ დოლარის მაფია თქვენს ხელში ყოფილააააააააა (шутка)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძველი დღიური.

ძველი დღიური, ძველი დღიური,ჩემი ფიქრების მყუდრო საკანი,
დევს დამტვერილი ბოლო თაროზე,სიძველისაგან მთლად ფერგამკრთალი.
სათუთად ვიღებ,გულში ვიხუტებ, ვით ჩემს მეგობარს, ბაგით ვეხები,
ქარი კი ღმუის და ფანჯრის რაფას, ეხეთქებიან ბებერ ვერხვები.
მყის თბილ ბუხართან მოვიკალათე, და გადავშალე ფრთხილად დღიური,
შემომეფეთა პატარაობა, ჩემი სამშობლო, მუდამ მზიანი.
მეტეორივით გაისრიალა, უკვე დამთავრდა ჩემი ბავშვობა
და გაცრეცილი ფურცლების მიღმა, მიმზერს გარდასულ ახალგაზრდობა.
მიმზერს ხალისით, მიმზერს იმედით, დიდ სიყვარულის ცეცხლით გამთბარი,
ყოველგვარ წვრილმანს მახსენებს იგი, ფიქრთა ყულაბა, ჩემი დავთარი.
გარდასულ დროში მოგზაურობით, სიამის გრძნობით მე ვარ დამთვრალი,
უცებ ვეგები მე საღ გონებას,ზეზე ვიჭრები, როგორც აფთარი,
და რეალობას თვალს თვალში ვუყრი,ყურში ჩამესმის ქარის ხარხარი,
გავცქერი შორეთს, ცის დასალიერს წაჰკიდებია თითქოს ხანძარი.
ის ქარბორბალა, დაუნდობელი,საუკუნეებს მახეთქებს პირით,
გარდასულ დღეთა მონატრებისგან, ეს ჩემი სული უმწეოდ ჰკივის.
სასწრაფო ვხურავ ჩემს \"აზრთა კონას\" და აღარ ვჰყვები მე ფიქრთა თარეშს,
ნაცემ ძაღლივით დაღლილ- დაქანცულ, მივანდე თავი ფუმფულა ბალიშს.
თითქმის მიწყნარდა ირგვლივ ყოველი, თვალში ჩამესო ძილის ისარი,
და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, ნანას მიმღერის ძველი ჭიშკარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
როდესაც ძველი სახურავის დაცრეცილ გვერდებს
დაუშენს წვიმის სევდიანი წვეთების თქეში,
მოეძალებათ ამღერება ტბაში თეთრ გედებს
და მგლების ხროვა ყმუილს მორთავს შორეულ ტყეში.
ცა შეკრავს როცა წარბებივით თავის შავ ღრუბლებს,
ჭექა-ქუხილი მბრძანებლური ხმებით იელვებს,
როცა ფოთლები დასცვივდებათ მოწყენილ ნუშებს
და ზღვის ტალღები უფრო მეტი ძალით იღელვებს.
როცა გრიგალი ხელებს სტაცებს გუმბათის ზარებს
და რეკვით მთებში მოედება სიცარიელეს,
როცა სხივები ჩამოუვა ცრემლებად მთვარეს
სიჩუმე როცა ყაჩაღივით გაქურდავს ღამეს...
მაშინ ყველა დარდს ამოვუშვებ სულის გუდიდან
და ვივლი ისევ გადაპეტნილ თოვლით ფერდობზე,
სათქმელს როგორმე დავაძალებ მოწყდეს გულიდან
და იქვე სადმე მიიძინოს მშვიდად მდელოზე.
როდესაც უკვე გათენდება სხვა დღე ,სხვა დილა
და მოწმინდავენ სველ ქუჩებსაც ფოთლები ცრემლებს,
გადმოვიხედებ უკვე ზეცის ლურჯი ფარდიდან
იდუმალ მზერით გადმოვხედავ აწ ნაცნობ ხმელეთს!

ხატია ფაცია
07.16.08

საინტერესო ლექსია...გმადლობთ კარამელკები და სიხარულკები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
karamelka wrote:
ციტატა:
როდესაც ძველი სახურავის დაცრეცილ გვერდებს
დაუშენს წვიმის სევდიანი წვეთების თქეში,
მოეძალებათ ამღერება ტბაში თეთრ გედებს
და მგლების ხროვა ყმუილს მორთავს შორეულ ტყეში.
ცა შეკრავს როცა წარბებივით თავის შავ ღრუბლებს,
ჭექა-ქუხილი მბრძანებლური ხმებით იელვებს,
როცა ფოთლები დასცვივდებათ მოწყენილ ნუშებს
და ზღვის ტალღები უფრო მეტი ძალით იღელვებს.
როცა გრიგალი ხელებს სტაცებს გუმბათის ზარებს
და რეკვით მთებში მოედება სიცარიელეს,
როცა სხივები ჩამოუვა ცრემლებად მთვარეს
სიჩუმე როცა ყაჩაღივით გაქურდავს ღამეს...
მაშინ ყველა დარდს ამოვუშვებ სულის გუდიდან
და ვივლი ისევ გადაპეტნილ თოვლით ფერდობზე,
სათქმელს როგორმე დავაძალებ მოწყდეს გულიდან
და იქვე სადმე მიიძინოს მშვიდად მდელოზე.
როდესაც უკვე გათენდება სხვა დღე ,სხვა დილა
და მოწმინდავენ სველ ქუჩებსაც ფოთლები ცრემლებს,
გადმოვიხედებ უკვე ზეცის ლურჯი ფარდიდან
იდუმალ მზერით გადმოვხედავ აწ ნაცნობ ხმელეთს!

ხატია ფაცია
07.16.08

მადლობტ დორადო =ko==ko= =ko= =ko= =ko=

საინტერესო ლექსია...გმადლობთ კარამელკები და სიხარულკები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარამელკა, ნამეტანი დამწვარი ხარ შენ და იცოდე ჩავავლებ იმ ჩვენ ბიჭს ხელს და სულ ხორუმის ცეკვით ამოვიყვან შენამდე, ეხლაც ზამთარი კი არაა, იცოდე სანთლები არ ჩაქრება.

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
mancho2007 wrote:
ციტატა:
კარამელკა, ნამეტანი დამწვარი ხარ შენ და იცოდე ჩავავლებ იმ ჩვენ ბიჭს ხელს და სულ ხორუმის ცეკვით ამოვიყვან შენამდე, ეხლაც ზამთარი კი არაა, იცოდე სანთლები არ ჩაქრება.

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
:)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
შენგან შორს ყოფნას საქართველოვ მაინც ვერ ვუძლებ,
დღითი-დღე ისევ ეს მანძილი მხოლოდ სევდას მფენს ,
ვზივარ და ფიქრში შენს სიცოცხლით სავსე მზეს ვუმზერ,
შენს ნიავს ვკოცნი და ვეხვევი მონატრებულ მთებს.
ღამით სიზმრებში ვმოგზაურობ იმ მხარეებში,
სად თავბრუდამხვევ სილამაზეს ვეთაყვანები
და გაზაფხულის ჭრელ ფერებით მორთულ ბაღებში
ჟუჟუნა წვიმას ხელგაშლილი ვეთამაშები.
იქ შორიახლო მომიხმობენ ნაკადულები,
შენს წარსულ გმირთა ისტორიებს მომიყვებიან
და მთაწმინდიდან ლაღად მდგარი ხეთა რაზმები
მათ სადიდებლად სამშობლოზე ერთხმად მღერიან.
ყოველ ცისკარზე მზე გენთება მთებზე კელაპტრად,
ღვთისმშობლის წმინდა კალთა გიცავს ასე დაკორტნილს,
ოდითგან მტერი გახვევია მოვარდნილ ავდრად,
როგორც ვერ შეძლო ,ვეღარც გნახავს მისგან დაჩოქილს!..
სხვაგან სად არის ის სითბო და ის სილამაზე,
შენთვის უფალს რომ ასე უხვად გადმოუცია,
სანატრელია სიკვდილიც კი შენს ტკბილ მიწაზე,
რომელსაც ბევრი შვილთა სისხლიც გამოუცდია.
რა დამასვენნებს ,როცა ვიცი ასე შორს რომ ხარ,
შენგან მანძილი უსასრულო გამბულა ხიდად,
მეც დღეს ერთ-ერთი ემიგრანტი შენი შვილი ვარ,
სანამ არ გნახავ ვერასოდეს ვიქნები მშვიდად!
გამოგვიგზავნე უხვი სითბო და სიყვარული,
შენგან დროებით მოშორებულ მონატრებულ ერს,
რაც შენ დაგტოვეთ დაგვავიწყდა ის სიხარული,
რაც გვაერთებდა,გვანიჭებდა ბევრ ბედნიერ დღეს.
შენ სიამაყე,სიდიადე ხარ ქართველების,
შერწყმული ხმებით,ცეკვებით თუ ძველი დუქნებით,
დალოცვილია შენი ბზა თუ შენი ვენახი,
ყარაჩოღლების სატრფიალო ხის დუდუკებით.
ყოველი კუთხე სახატეა შენი კედლების
შენ კი პატარა სალოცავი ხარ ღვთისგან ქმნილი,
შენ ხარ ვედრება და წყალობა თვით ამ ვედრების
წმინდა მიწიდან ჩვენს სამოთხედ ხარ გამოთლილი.
და ამ სიშორეს ჩვენს შორის რომ ჩამდგარა მკაცრად,
მე გადავლახავ რომ შენამდე მოვიდე მხოლოდ,
მაშინ ითვლები ქვეყანაზე ყოველთვის კაცად,
როცა შენს მიწას უბრუნდები კვლავ საბოლოოდ!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
karamelka,დამსახურებული კარმა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მადლობთ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სადღეგრძელოში ნუ დამიმტკიცებ ერთგულებას და
ნურც ქებით ამავსებ დღეს,
ნუ დამპირდები რასაც ვერ შეძლებ,
ხოტბა-დიდებით ნუ გაეჯიბრები სხვებს.
ახალ ფეხ ადგმულს ხელს მიაშველებენ,
ცხოვრების წესია ეს,
უთქმელად აკეთე სიკეთე და
მეტი დრო დაუთმე სხვებს.
სითბოს,რომ ყოველთვის უხვად იმეტებს
სხივი არ მოკლებია მზეს,
უფალი განაგებს ყველაფერს და
გამოცდას გვიტარებს მრევლს.
უთქმელად აკეთე სიკეთე და
უფალი შეგიწყობს ხელს
და თუ სიკეთეს ვერ გაიმეტებ
ნურც დამიხლართავ გზებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ამაღამ ჯვარ დაწერილებს
ბედნიერება დაგათრობს,
ცისკრის ვარსკვლავმა დაგხედოს,
სიმრავლე რომ დაგანათლოს.
ამაღამ სხვისი ალერსი,
სხვისი მკლავები გაგათბობს,
ვინ იცის ჯერაც უთქმელი ,
რა საიდუმლო გაგანდოს.
ამაღამ სევდა შემიპყრობს,
სულით ხორცამდე გამაქრობს,
შენთვის ვილოცებ,ვიხსენებ,
ყოველ სიტყვას და განაგონს.
ამაღამ შენზე ფიქრებით
და ზღვა ცრემლები დამახრჩობს
ვიცი შემმუსვრავს ყინვა და
თან ნაადრევად დამაჭკნობს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვინ იცის რატომ მოვედი ქვეყნად,
ან როგორ წავალ ბოლოს ვინ იცის?!
ვინ იცის ეხლა რა უნდა მეთქვა
ან რად დამჭირდა ამდენი ფიცი?!
ვინ იცის გული ვინ ატკენინა
რატომ ღრიალებს ყოველთვის მტკვარი?!
ვინ იცის იქნებ გალაკტიონმაც
სიყვარულისთვის მოიკლა თავი...
ნეტავ ვინ იცის ჩვენს ფიროსმანზე,
დუქნებს ბარბაცით რომ ჩადიოდა
ვინ იცის რატომ ფარავდა დარდი
ეგრე უმწეო რად დადიოდა?!
ვინ იცის ეხლაც რატომ ვწერ ამ ლექსს,
ან გულში შვებას თუ კი მომიტანს?!
ვიცი,რომ ლექსი უკვდავად მაქცევს
სიკვდილის მერე ისევ მომიყვანს.
ვინ იცის ერთ დროს როგორ ვეწამე,
როგორ დაფარეს ჩრდილებმა სევდა,
ან როგორ ვღვრიდი ცრემლებსაც მწარედ,
უიმედობა ან რატომ მსდევდა?!
ვინ იცის რატომ მოვედი ქვეყნად,
ან როდის წავალ ესეც ვინ იცის?!
ალბათ რატომღაც ეს უნდა მეთქვა
აწი კი დიდი სიმშვიდე მიცდის!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ჩჩემო მშვენიერო პოეტესა,სად იყავი,თავი რატომ მოგვანატრე?:)
მოხვედი და ლამაზი ლექსიც მოგვართვი:)

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი