ყველამ იცის, რომ კვება მარტო კუჭს კი არ სჭირდება, არამედ- კანსაც.
ამიტომ, მოდით ამ საკითხს დავუთმობ ცოტა ყურადღებას.....
ზაფხულში დრო იხელთეთ სანამ ცოცხალი ხილი და ბოსტნეულია. აი ერთი რეცეპტი, რომ კანი არ გამოგიშრეთ და გრილადაც იგრძნოთ თავი. აიღეთ კიტრი,დაჭერით ძალიან სიფრიფანა ნაჭრებად/რომ გეყოთ და ძალიან არ დაიხარჯოთ/ და ამ პატარა რგოლებით დაიფარეთ მთელი სხეული, შემდეგ ზემოდან დაიფინეთ ასევე სიფრიფანა პომიდორის რგოლები. შემდეგი ფენა იქნება აუცილებლად წითელი ხახვის რგოლები, ცოტა რეჰანი/აუცილებლად ქართული, წითელი/,მწარე წიწაკის რგოლები და მარილი არ დაგავიწყდეთ , მაგრამ დიდ ხანს ამ მდგომარეობაში ნუ გაჩერდებით, რომ ვინმეს რამეში არ შეეშალოთ....=oops=

გრილ ზაფხულს გისურვებთ!