↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შაბათს, 2 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი რეინტაგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში, რათა ადგილზე გაცნობოდა შექმნილ მდგომარეობას. ამის შესახებ ნათქვამია ”ახალი ამბები - საქართველოსთვის” მიწოდბულ სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

”იაკობაშვილმა შეხვედრები გამართა გუშინდელი დაძაბულობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან, ეუთოსთან, გაერთიანებული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან, მათ შორის გენერალ ყურაშვილთან და სამშვიდობოთა სარდალ გენერალ კულახმეტოვთან”, - იუწყება აპარატი.

სახელმწიფო მინისტრი მზად იყო გაემართა პირდაპირი შეხვედრა სეპარატისტთა წარმომადგენელებთან, მაგრამ მათი უარის გამო ეს არ მოხერხდა, - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

”განსაკუთრებით აღინიშნა სასწრაფო ზომების მიღების აუვცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა. აღინიშნა, რომ მიუხედავად სეპარატისტების პროვოკაციებისა, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს სიტუაციის პოლიტიკური მეთოდებით დასარეგულირებლად”, - აცხადებს აპარატი.

”ამ კონტექსტში დაფიქსირდა რუსი სამშვიდობოების მიერ მანდატის შესრულების აუცილებლობა, რათა ალაგმულ იქნას სეპარატისტთა უკანონო ქმედებები. ხაზი გაესვა ეუთოს როლის მნიშვნელობას მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამ მხრივ აღინიშნა რეგიონში დამატებითი ეუთოს დამკვირვებლების განლაგების აუცილებლობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

”მიუხედავად სეპარატისტთა უარისა, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ხედავს პირდაპირი მოლაპარაკებების ალტერნატივას, და გამოთქვამს მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკეკბის უპირობოდ გასამართავად. სახემწიფო მინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, მხარი დაუჭირონ ამ სამშვიდობო ინიციატივას და ხელი შეუწყონ პირდაპირი და უპირობო მოლაპარაკეკების გამართვას სიტუაციის დეესკალაციის მისაღწევად”, - ნათქვამია აპარატის განცხადებაში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
gioarmani wrote:
ციტატა:
კი:))) ბავშვი რომ იბადება მისი უფლებები უკვე დარღვეულია როცა მშობლები წყვეტავენ მის დაბადებას:)) და თან თუ კუბაში იბადება ??:)))
უკაცრავად, ვიჭრები თქვენ საუბარში, მაგრამ ძალიან დამაინტერესა კუბის ხსენება. რა ხდება კუბაში?=fiqri=

ცოტაც და კუბა ამერიკის ერთი ახალი შტატი გახდება.
კასტროები აყირავდებიან და ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს ხალხს.
ამჟამად კასტროს დიქტატურაა ქვეყანაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
bazi2002 wrote:
ციტატა:
gioarmani wrote:
ციტატა:
კი:))) ბავშვი რომ იბადება მისი უფლებები უკვე დარღვეულია როცა მშობლები წყვეტავენ მის დაბადებას:)) და თან თუ კუბაში იბადება ??:)))
უკაცრავად, ვიჭრები თქვენ საუბარში, მაგრამ ძალიან დამაინტერესა კუბის ხსენება. რა ხდება კუბაში?=fiqri=

ცოტაც და კუბა ამერიკის ერთი ახალი შტატი გახდება.
კასტროები აყირავდებიან და ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს ხალხს.
ამჟამად კასტროს დიქტატურაა ქვეყანაში.

ეს ახალი ამბავი არ არის, მე მხედვცელობაში მქონდა რა კავშირი ჰქონდა კუბას და რელიგიის არჩევას/ თუ სწორედ გავიგე თქვენი საუბარი/. ისე, ბავშვის დაბადება ვისი გადასაწყვეტია, თუ მშობლების არა? =fiqri=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
უცხოელ ტურისტებს საქართველოში კულტურული ტურები იტაცებთ.
[ეკა ბაქრაძე]

მსოფლიოში ტურიზმის გეოგრაფია და მასთან ერთად დამსვენებელთა გემოვნება მუდმივად იცვლება. დღესდღეობით ტურისტთა არმია მესამე სამყაროს ქვეყნებში თამამად ჩადის, ოღონდ ყველგან კონკრეტული მოთხვონით - ზოგან გართობის მიზნით, ზოგან კი კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით.

საქართველოს მთავრობას სურს, რომ საქართველო კავკასიაში ტურიზმის შუქურა გახდეს, თუმცა ჩვენს ქვეყანას საუკეთესო საკურორტო ქვეყნის სტატუსის მისაღებად, კიდევ არაერთი წელი სჭირდება.

საქართველოში სულ 103 კურორტია. სტატისტიკური მონაცემებით, ზაფხულის პერიოდში დამსვენებლების სიმრავლით გამოირჩევა ქობულეთი, ბათუმი, ურეკი. შემდეგ ბორჯომი, ბაკურიანი, სურამი, საირმე, შოვი, კოჯორი და ბახმარო. ზამთარში ბევრი სტუმარი ჰყავს გუდაურსა და ბაკურიანს. ქართული სამთო-სათხილამურო ტურიზმი უცხოელებს აშკარად ძალიან მოსწონთ.

საქართველო 14 სამოგზაურო სეგმენტად არის დაყოფილი. ყველაზე აქტუალურია დასასვენებელი კურორტები, მას მოსდევს კულტურული და სამკურნალო ტურები.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს რეკლამირება. ძირითადი აქცენტი ეკო-ტურიზმზეა გამახვილებული. ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ ინვესტორთა დიდი ინტერესით რაჭა და სვანეთი გამოირჩევა.

ტურიზმის განვითარების პოტენციალი საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს, თუმცა მხოლოდ მილიონობით დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურა ტურიზმის განვითარებისათვის საკმარისი არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფასები და მომსახურეობის ხარისხი. როგორც ტურისტები ამბობენ, საქართველო სანახაობრივად ძალიან საინტერესოა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ თავად მოსახლეობამაც უნდა იზრუნოს.

ტურ-ოპერატორების განცხადებით, უცხოელი ტურისტებს საქართველიში, ძირითადად, კულტურული ტურები აინტერესებთ. ამ მიმართულებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა ერთობ იზრდება.

ქართველების ინტერესის სფერო ზღვაა. თუმცა ქართველების უმრავლესობა არც უცხოეთში მოგზაურობაზე ამბობს უარს.
თუკი უცხოელ ტურისტებს საქართველოში კულტურული ტურები იტაცებს, სხვა ქვეყნებში უფრო თანამედროვე გასართობებისაკენ გაურბით თვალი. ამის დასტურია ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც სასურველ ტურისტულ ქალაქად ბანგკოკი დასახელდა.

ტაილანდის მთავარ ქალაქში კულტურული დასვენებისათვის რომ არავინ ჩადის, საყოველთაოდ ცნობილია. ცხადია, რომ ტაილანდური გართობა საქართველოში არ ხერხდება, მაგრიმ არც ტაილანდშია სამხრეთ კავკასიური ეგზოტიკა.

ამერიკული ჟურნალ Travel-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ბანგკოკი მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ქალაქად დასახელდა. შესაძლო 100 ქულიდან მან 88 მიიღო და შარშან დაკავებული მესამე პოზიციიდან პირველზე გადაინაცვლა.

მეორე ადგილი კვლავაც ბუენოს-აირესმა შეინარჩუნა (87 ქულა), ხოლო შარშანდელი გამარჯვებული - ფლორენცია მეხუთე საფეხურზე აღმოჩნა (86). მესამე და მეოთხე პოზიციები კეიპტაუნსა და სიდნეის ხვდათ წილად, მომდევნო ადგილებს კი რომი, ნიუ იორკი, სტამბული და სან ფრანცისკო იკავებენ.

გამოკითხვის მონაწილეები ქალაქებს ღირსშესანიშნაობების, გართობის, რესტორნების, სამზარეულოს, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობის, მიმზიდველი შოპინგის მიხედვით აფასებდნენ.

ამას გარდა, შედგა რეგიონალური რეიტინგებიც: ევრიპიდან საუკეთესო ათეულში შევიდნენ: ფლორენცია, რომი, სტამბული, პარიზი, კრაკოვი, პრაღა, ვენეცია, ბარსელონა, ვენა და ზალცბურგი.

აზიაში კი ბანგკოკი, კიოტო, ჰონკონგი, შანხაი, პეკინი, ჩიანგმაი, ჰანოი და ჯაიპური.

აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კეიპტაუნის შემდეგ პოზიციებს იკავებენ იერუსალიმი, ფესი, მარაკეში, კაირო, დუბაი, თელ-ავივი, ამანი, ტუნისი და ალექსანდრია.

აშშ-სა და კანადაში საუკეთესო ქალქებად დასახელდნენ ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, ჩიკაგო, ჩარლსტონი, სანტა-ფე, კვებეკი, მონრეალი, ვანკუვერი, სავანა და ვიქტორია.

რაც შეეხება ლათინურ ამერიკას საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ბუენოს-აირესი, კუსკო, სან-მიგელ-დე-ალენდე (მექსიკა), რიო-დე-ჟანეირო და ანტიგუა.

ავსტრალიასა და იკეანეთში კი სიდნეი, მელბურნი, კუინსტაუნი, პერტი და ჰობარტი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ახალი ზელანდიის ნახვა მინდა ბანკოკი რა სანახავია. პანტასტიკური ბუნებაა. მაინც გნახავ ველინგტონო როცა იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთი იმედოვნებს, რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით აშშ თბილისზე ზეგავლენას მოახდენს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სტატს-მდივანმა გრიგორი კარასინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან დენიელ ფრიდთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

”რუსეთის მხრიდან გამოითქვა ღრმა შეშფოთება სამხრეთ ოსეთის გარშემო დაძაბულობის ახალ ტალღასთან, ქართული მხრიდან რეგიონში შეიარაღებული ძალების გაზრდის, საფორტიფიკაცი ნაგებობების უკონტროლო მშენებლობასთან, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

”რუსეთმა უკვე მოუწოდა თბილისს პასუხისმგებლობისკენ და ვაშინტონის მხრიდანაც კონსტრუქციული ზეგავლენის იმედი აქვს”, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამხრეთ ოსეთში, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია გასული კვირის ბოლოს დაიძაბა.

შაბათს ღამით კონფლიქტის ზონაში ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი და დაჭრილია 15, ქართული მხრიდან სხვადასხვა სახის ჭრილობები მიღებული აქვს ცხრა მოქალაქეს. სამშვიდობო ძალებმა განაცხადეს, რომ ორმხრივი სროლა ქართული მხარის მიერ იყო პროვოცირებული. თბილისი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ სროლა პირველმა სამხრეთოსურმა მხარემ დაიწყო, რაზეც ქართული მხარე იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კვირას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჩრდილოეთ ოსეთში ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყო მტკიცებულება, თითქოს ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
В Цхинвальсокм регионе обстреливаются грузинские села. Ожесточенный бой произошел у села Нул. Грузинская сторона открыла ответный огонь после того, как югоосетинские подразделения обстреляли грузинские села Нул, Аневи и Двани, а также расположенный вблизи них пост грузинских миротворцев, заявляют в Тбилиси. Как сообщили «Интерфаксу» в штабе грузинских миротворцев, обстрел продолжается из всех видов оружия. По их данным повреждены десятки домов, информации о гибели людей пока нет. В то же время Южная Осетия обвиняет в новых обстрелах Грузию. Как сообщало ранее МВД непризнанной республики, со стороны постов грузинских силовых структур был начался обстрел села Хетогурово. Сейчас грузинская сторона стягивает новые спецподразделения на место боя у поселка Нул, откуда ранее южноосетинские подразделения выбили грузинские военные формирования. Об этом сообщает Госкомитет по информации и печати Южной Осетии. Там предполагают, что грузинская сторона предпримет попытку вновь занять свои позиции. Ранее президент Южной Осетии Эдуард Кокойты подчеркнул, что селение Нул, это, «цитируем, жизненно важная высота», заняв ее грузинский спецназ может отрезать от Цхинвали значительную часть Южной Осетии. .
Российский МИД првоодит сейчас экстренное совещание , которое посвящено анализу ситуации в зоне грузино-южно-осетинского конфликта. Как сообщает \"Интерфакс\", посол по особым поручениям российского ведомства Юрий Попов ночью вылетает в Тбилиси.
Ранее на завтра была запланирована встреча госминистра Грузии по вопросам реинтеграции Тимура Якобашвили с вице-премьером Южной Осетии Борисом Чочиевым. На встрече в качестве наблюдателя должен был присутствовать Попов

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეგებ ამ კოკოითს მაინც მოუგრიხონ კისერი...

თუ დაიწყეს შეტევა მიიყვანონ უნდა ბოლომდე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცხინვალი ხუთშაბათს საქართველოს წარმომადგენელთან დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე უარს აცხადებს და 9 აგვისტოს შერეული საკონტროლო კომისიის სრულფასოვანი სხდომის გამართვის წინადადებით გამოდის, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

”სამხრეთოსური მხარე უარს აცხადებს ხუთშაბათს სამხრეთოსური მხრიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს შორის დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე და 9 აგვისტოს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სრულფასოვანი სხდომის გამართვის წინადადებით გამოდის”, - განაცხადა ტელეფონით ბორის ჩოჩიევმა.

მისი თქმით, შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთოსურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ შემოთავაზებული შეხვედრა ორმხრივ ფორმატში მიუღებელია სამხრეთ ოსეთისთვის.

”იმ დროს, როცა საქართველო აქტიურად ახორციელებს სამხედრო აგრესიას სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ, აგრესორსა და აგრესიის მსხვერპლს შორის მოლაპარაკების წარმოება შუამავლის გარეშე უაზრობაა”, - განაცხადა ჩოჩიევმა.

ამასთან დაკავშირებით, შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთოსურმა ნაწილმა მიმართვა გაუგზავნა თანათავმჯდომარეებს რუსეთისგან და ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს და 9 აგვისტოს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრაზე მიიწვია შექმნილი ვითარების განსახილველად.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
gioarmani wrote:
ციტატა:
კი:))) ბავშვი რომ იბადება მისი უფლებები უკვე დარღვეულია როცა მშობლები წყვეტავენ მის დაბადებას:)) და თან თუ კუბაში იბადება ??:)))
უკაცრავად, ვიჭრები თქვენ საუბარში, მაგრამ ძალიან დამაინტერესა კუბის ხსენება. რა ხდება კუბაში?=fiqri=

ეჰ ბაზი კუბაში ვერ არის კარგი ამბები:))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
არ მინდა პოლიტიკააააააააააააააააააა! რაც მეტი დებილი ხარ ადამიანი, მით მეტს იციცხლებ და მე ჯერ მინდა სიცოცხლე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts86
კარმა51
OFFLINEPROFILE
რას იზამ ჩემო მანა,ეგა ყოფილა ჩვენი თაობის ბედი.ეს პოლიტიკა კი არა ჩვენი ცხოვრების რეალობაა,და სირაქლემასავით თავ ჩარგულები ვერ ვიქნებით.დებილები კი ჩვენ მტრებსა ჰყავდეთ ,ჩვენ კი საღად მოაზროვნე ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა.

ცვენ მტრებსა ჰყავდე

თ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
კოკოითი ომს იწყებს. სეპარატისტები ქართულ საგუშაგოებს უტევენ. აფეთქებულია ქართული სამშვიდობო ძალების კუთვნილი ჯავშანმანქანა. ვითარება კონფლიქტის ზონაში უკიდურესად დაიძაბა. ცხინვალიდან უკვე რამდენიმე საათია სოფელ ავნევის და ფრონის ხეობის მიმართულებით ისვრიან. ისმის აფეთქებების ხმა. სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული პოზიციებიდან ნაღმტყორცნებითა და ქვეითი საბრძოლო მანქანებით ისვრიან. საპასუხო ცეცხლი გახსნილი აქვთ ქართველ ძალოვანებსაც. ოსური სააგენტოები იტყობინებიან, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოყვანილი სნაიპერებიდან ერთ-ერთი ბოევიკის, ვინმე კალოევის ლიკვიდირება ქართულმა მხარემ უკვე მოახერხა. სეპარატისტების მხრიდან არიან დაჭრილებიც.

სოფლებიდან ბავშვები და ქალები გაჰყავთ.

კოკოიტს გააგა არ აცდება მარჟოვი ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა
07.08.08 19:34
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, რამდენიმე საათის წინ ბრძანება გასცა, რომ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფმა არც ერთმა პოლიციურმა თუ სხვა ქვედანაყოფმა საპასუხო ცეცხლი არ გახსნას ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს, ტელეეთერით გაკეთებულ სპეციალურ მიმართავში განაცხადა.
”მე ეს სრულიად შეგნებულად გავაკეთე” , - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქართულ მხარეს ჰყავს დაღუპულები, არიან დაჭრილები და მრავალი სახლია დაზიანებული და დანგრეული.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პროვოკაციებმა მასშტაბური და მშვიდობისთვის საშიში ხასიათი მიიღო, ცხინვალში და ცხინვალის გარეთ რთული ვითარება შეიქმნა. პრეზიდენტის თქმით, ამ წუთებშიც კონფლიქტის ზონაში ინტენსიური ცეცხლია გახსნილი არტილერიიდან, უკანონოდ შეყვანილი ტანკებიდან, უკანონოდ მყოფი თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან და ყველა სახის სხვა იარაღიდან.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე მუდმივ კონტაქტში იყო რუსეთის ადგილობრივი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან. მათ კი რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ მთლიანად დაკარგული აქვთ კონტროლი სეპარატისტების მოქმედებებზე.
”ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად, როგორც ამბობენ ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მოუწოდა სეპარატისტების მხარეს მებრძოლ ყველა მოქალაქეს, რომ სთავაზობს სრულ ამნისტიას თუ კი ისინი სამშვიდობო პროცესს შეუწყობენ ხელს. ამასთან პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შესთავაზა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ფართო ევროპული ავტონომია, რუსეთს კი ამ ავტონომიის გარანტორად ყოფნა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში კონფრონტაცია არ შედის საქართველოსა და რუსეთის ინტერესებში და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სააკაშვილმა გორში, ჰოსპიტალში ყოფნისას განაცხადა, სადაც გასულ ღამეს დაჭრილი მშვიდობისმყოფელები მოათავსეს.

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რუს დიპლომატებთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ბოლო დღეებში, მაინც გრძელდება ყოველდღიური თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქართველ პოლიციელებსა და მშვიდობისმყოფელებზე, სოფლებზე, სადაც მშვბიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა რწმმენა გამოთქვა, რომ ”კონფრონტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ინტერესებში და, რა თქმა უნდა, არ შედის საქართველოს ინტერესებში”.

”ის რაც ეხლა ხდება - მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგია... ისტორიული მილიტარიზაციისა და მუდმივი სამხედრო რიტორიკის და ბოლო დღეებში რუსული ტელეარხების მხრიდან განხორციელებული ნამდვილი საომარი პროპაგანდების. ამიტომ, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათ, ვინც ბოლო წლეების მანძილზე ყველაფერ ამას ანვითარებს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური მიმართულებით მუშაობა შედეგს გამოიღებს.

”ჩვენ ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ რუსი დიპლომატები ჩვენთან ერთად იმუშავებენ. მე მოვუწოდებ რუსეთს, მოუწოდოს თავის ოფიცილაურ პირებს, რომლებიც თავიანთ თავებს ”სამხრეთ ოსეთის მთავრობას” უწოდებენ და რომლებიც მოსკოვიდან მითითებების თანახმად მართავენ ამ ტერიტორიას”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

”ეს სიგიჟეა. ჩვენ ყველა ერთად უნდა შევჩერდეთ. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ზომები, რათა შევწყვიტოთ ინციდენტები და ძალადობა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას უქმნის პრობლემებს. ჩვენ მაქსიმალურ თავშკავებას გამოვიჩენთ, თუმცა, არავის ვურჩევთ პროვოკაციების გაგრძელებას ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი