baco wrote:ციტატა:
elchi
ფაცერი-თევზის მახე.
კოკოზა-სათევზე.=ko=
baco-მართალი ხარ.
ფაცერი კეთდება წყალმეჩხერ ადგილებში, სადაც დინება სწრაფია.
თევზი ცურავს დინების საწინააღმდეგოდ.
რიყის ქვებისგან კეთდება V-ის მაგვარი შემავიწროვებელი ჯებირი.
რომლის დაბოლოებაში არის ფაცერი.
ფაცერი წარმოადგენს, ხის მასალისგან შეკრულ ყუთს, დაახლოებით 50სმ-50სმ-ზე, ძირი აქვს საცერივით, ანუ წყალი გადის თავისუფლად და დანარჩენი რჩება ფაცერში.
კოკოზა- არის წნელისგან მოქსოვილი კონუსი.
კონუსის წვერი დინების საწინააღმდეგოდ იდება არც თუ ისე ღრმა წყალში.
აუცილებელია შიგნით მოთავსდეს თევზისთვის სატყუარა.
ეს არის ორმაგი კონუსის შეერთება.
მცირე დიამეტრის წაკვეთილი კონუსი მცირე ხვრელით, ჯდება დიდი დიამეტრის დახშულ კონუსში.
მოკლედ, თევზის დასაჭერად ადვილი გზა გამოუნახავთ ჩვენ წინაპრებს, რომელთაც დღესაც ვიყენებ.