↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე მწერლები და პოეტები...მიმდინარეობები...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 7 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ამ თემაში მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე მწერლებისა და პოეტების მიმართ,თუ გვყვანან საერთოდ ესეთები...მე,მაგალითად,ნაკლებად ვინტერესდები მათი შემოქმედებით,ისეთი სულელური სათაურები ლექსებისა,როგორიც ვარდისფერი ავტობუსი და ა.შ. უბრალოდ არ მაინტერესებს...მე ამაში საინტერესოს და რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ...ზოგი ამას კითხულობ,უყვარს და კიდევ რა ვიცი...დავით გოგიბედაშვილი მომწონს მაგათ ფონზე...არ მესმის კიდევ ყუბანეიშვილის პოეზია,თუ რა დავარქვა ამას...ვისაუბროთ ამაზე...თქვენ თუ კითხულობთ მათ ნაწარმოებებს,ნმოგწონთ,არ მოგწონთ და ა.შ.... :cl: :cl: :cl:...ხო,ბოლოს,ახლა კიდევ ერტი დიდი "პოეტი" შეემატა ცვენს ქართულ პოეტურ სამყაროს,შამუგიაა გვარად,ავტორი "დიდი" ანტიტყაოსნისა,ალბათ ჩემი დანოკიდებულება გასაგებია უკვე,გისმენთ თქვენ ახლა... :cl: :cl: :cl:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე, ოტია იოსელიანი ძალიან მიყვარს..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ძალიან მიყვარს რატი ამაღლობელი

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

ისევ მაისობს სამაიის ისასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედა, პური, დედა, პური!

მისუსტებულის ხმით შესტიროდა ოთხი შვილი ერთს მაისის მშვენიერს დილას ახალკაცის ცოლს, მართას.

- ვაი, დედათქვენს, რომ ვერაფრით გაგაძღობთ, - თავისთვის წაიტუტუნა მართამ და შვილებს კი ნუგეში მისცა: - სუთ, სუთ! ეხლავ მხალს მოგიხარშავთ. ხვალ მამათქვენი მოვა და ფქვილს მოგვიტანს.

- ფქვილს მოგვიტანს? მართლა? ფქვილს მოგვიტანს? - სიხარულის ღიმილმა გაუარა სახეზედ ოთხს უსუსურს ბავშვს, რომელთაც ერთის კვირის განმავლობაში მარილწყალში მოხარშულ მხალის მეტი არა ეჭამათ რა.

დედამ კი გულით ამოიოხრა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამა ამათ ბევრს არას მოუტანდა და, ვინ იცის, ისიც დამშეული სად დაეხეტებოდა საგლახაოდ, ლუკმა-პურის სათხოვნელად.

სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ქიზიყში მოსავალი არ მოვიდა. გაწყდა ყოველი ნაყოფი მთელს მხარეში. კარგი გაკეთებული ოჯახები წმინდა გლახებად გადაიქცნენ და გუდაწამოკიდებულები, ასობით დიდი და პატარა, მთელი სახლობით, დაწანწალებდნენ ახლომახლო სოფლებში და ქალაქებში.

მინდვრები მოდებული იყო ქალით და კაცით ბალახის ძირის სათხრელად, რომელსაც მარილ-წყალში ხარშავდნენ და იმით საზრდოობდნენ, ვიდრე საიდგანმე მოწყალება გამოუჩნდებოდათ და ერთი-ორი დღით ლუკმა-პურს იშოვნიდნენ. მაგრამ მოწყალებით მთელის მხრის გამოკვება შეუძლებელია და ქიზიყის მცხოვრებნიც აქა-იქ გაიფანტნენ ლუკმა-პურის მოსაძებნად.

რადგან მშიერის ცოლ-შვილის შინ დაყრა შეუძლებელი იყო, მთელი სახლობებით ანებებდნენ თავს მშვენიერს ქვითკირის შენობებს, შეჩვეულ მიწა-წყალს, თავისს ღვიძლ სამშობლო ალაგს და მიდიოდნენ იქით, საცა იმედი ჰქონდათ საზრდოს შეძენისა.

პეტრე ახალკაციც კარგი გაკეთებული ოჯახისშვილი იყო: კარგი ქვითკირის ოთახი, ქვითკირისავე გომური, ფართო ეზო და ჩხრიალა წყარო ამშვენებდნენ იმის სადგომს. მშვენიერი მთის ჰაერი და კარგი მდებარეობა უვნებლად ინახავდა პეტრეს სახლობას. სამნი ძმანი, დევებივით ვაჟკაცნი დღე და ღამე განუწყვეტლად შრომობდნენ ოჯახისათვის და მართლაც რომ ამათს ოჯახში ღვთის თვალი ტრიალებდა. გუთნეული გამართული ჰქონდა პეტრეს და ისე წვრილფეხა საქონელი გასასყიდლად მთელი ჯოგი დაუდიოდა მინდორში. საზოგადო მამულში ამათზე ბევრს ვერავინ მოხნავდა. ისეთს ძნას დასდგამდნენ ხოლმე ახალკაცები, რომ მთელ სოფელს შურდა. მაგრამ აი ბუნებამ ჯიბრი გაუწია კაცს და სამს წელიწადში აყვავებული ოჯახი სრულიად ძირს დასცა. სადღაა გუთნეული, სადღაა ჯოგი და მოწყობილი სახლ-კარი! ამათ სახლს მტვერი აედინა; უკანასკნელი მართას მზითვის დანჯღრეული სკივრიც კი ლუკმა-პურისთვის წაიღო შეუბრალებელმა სომეხმა. პეტრეს უნცროსმა ძმებმა, როგორც უცოლშვილო კაცებმა, თავს უშველეს, სხვა მხარეს წავიდნენ სამუშაოდ და პეტრე კი უკანასკნელ ღონისძიებამდის ვერ ანებებდა თავს იმ ალაგს, სადაც აღზრდილიყო და სადაც იმის მამა-პაპის ძვლები იყო დაფლული.
ეკატერინე გაბაშვილი

ეს ნაწყვეტია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
\"ციფრების პოეზია\"ასე ეწოდება ამ ლექსს,რომელიც პუშკინმა დაწერა. წაიკითხეთ რუსულად:)

Пушкин:
17 30 48
140 10 01
126 138
140 3 501
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ძალიან მომწონს ...მაგალითად [color=#FF0000]გიორგი ზანგური [/color

\"ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.
ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
\"ღამე გამიხდება სათევარი\".
ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც! \"

...

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
\"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო

...

გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღAმის პერანგი ან ძილში ბორგვა,
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართAნ.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.

გავხდები ილის პირველი ყავა,
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თAმბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა გავხდები ,რაც იყო გუშინ?
ტკივილი ,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ესეც ზანგურია

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს -
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო ყელი და თხელი თეძო.

შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..

...

ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი
ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით
სიჩუმემე დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა - ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი,

მე დამღლის თამაში ,პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით, რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის : ბოდლერიi, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტი,
მთვარეს გვირგვინივით ატმების ეგდა რტო
და ახლა სიგარეტს ქალის თითს მოვწევდი .

პირადად მე აღფრთოვანებული ვარ =ang

ზანგურს =ci= =ci= =ci=

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 7 posts ] 
თანამედროვე მწერლები და პოეტები...მიმდინარეობები...
დესპანი