გუშინ ვიყავი მაგ საქართველოში და არ გირჩევთ... მართლაც ვაგონია, კედელზე დიდი ტელევიზორი მოისმენთ რუსულ სიმღერებს, მოსამსახურე პერსონალი ქართველი არაა, უზბეკი გვემსახურებოდა ძვლივს გავაგებინე ნაბეღლავი რა იყო

ბევრნი იყვნენ სულ გავსებული იყოს რესტორანი მე და ჩემი მეგობარი ვიყავით მარტო ქართველები და ხალხი გაკვირვებით გვიყურებდა რა ენაზე საუბრობენო...
ერთადერთი რაც მოგვეწონა ხაჭაპურს აკეთებენ კარგს დანარჩენი რაც მოგვართვეს ერთი საათის ლოდინის შემდგომ როცა მადა დაკარგული გვქონდა უგემური იყო ან მარილი აკლდა კერზებს ანდაც სხვადასხვა საკმაზი. იქ ცეკვა გამორიცხულია ისე პატარა ადგილია ერთმა ადამიანმა შეიძლება იცეკვოს, ორიც დაეტევა თუკი ერთი მათგანი ტუალეტში შევა და იქედან ეცეკვება
