↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დედაშვილობა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო,არავინ შემედავება, რომ ძალიან ბევრ შვილს ენატრება დედა და კიდევ უფრო წარმოუდგენლად ენატრება უამრავ დედას შვილი.მონატრების მიზეზი კი ასევე მრავალია.ხშირად კი დამნაშავე მანძილია, განსაკუთრებით ქვეყნიდან დროებით ასე ვთქვათ საშოვარზე ან სასწავლებლად გასულებისათვის... მოკლედ, ნებისმიერი სათქმელი,პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური(თუმცა დედაშვილობასთან ეს უკანასკნელი რა მოსატანი იყო,მაგრამ მაინც) ერთმანეთს გავანდოთ...

P.S სადაცაა წლინახევრის დათა მყავს და მხოლოდ შვილის სიყვარულმა დამანახა ეს მადლი, ეს სითბო,ტკივილამდე მისული სიყვარული...და დამანახა კიდევ ის, რომ ჩემი დედიკო იმაზე მეტად მყვარებია,ვიდრე აქამდე მეგონა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
aquagirl wrote:
ციტატა:
ჩემო კარგებო,არავინ შემედავება, რომ ძალიან ბევრ შვილს ენატრება დედა და კიდევ უფრო წარმოუდგენლად ენატრება უამრავ დედას შვილი.მონატრების მიზეზი კი ასევე მრავალია.ხშირად კი დამნაშავე მანძილია, განსაკუთრებით ქვეყნიდან დროებით ასე ვთქვათ საშოვარზე ან სასწავლებლად გასულებისათვის... მოკლედ, ნებისმიერი სათქმელი,პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური(თუმცა დედაშვილობასთან ეს უკანასკნელი რა მოსატანი იყო,მაგრამ მაინც) ერთმანეთს გავანდოთ...

P.S სადაცაა წლინახევრის დათა მყავს და მხოლოდ შვილის სიყვარულმა დამანახა ეს მადლი, ეს სითბო,ტკივილამდე მისული სიყვარული...და დამანახა კიდევ ის, რომ ჩემი დედიკო იმაზე მეტად მყვარებია,ვიდრე აქამდე მეგონა....

მართალი, რომ გითხრა, მე ეს ისე ძალიან მტკივა, რომ სიტყვები უსუსური მეჩვენება და ლაპარაკიც კი არ მინდა ამაზე. ღმერთმა ყველას გააძლებინოს.=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
26 წელიწადია ასე ვიტანჯები.კი მივდიოდი, ჩამოდიოდა მაგრამ... მაინც გული და სული იქეთ მაქვს, მქონდა და მექნება.ახლა ერთი შვილიშვილიც დაემატა. ყოველ დღე ვლაპარაკობ ხან სკაიპით, ხან ტელეპონით მაგრამ გვერძე რომ არ მყვანან ცუდათ ვარ

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ერთი ეს უნდა ვიკითხო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასვე ვფიქრობ და გულიც ამასვე აადვილებსა:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან იტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა,
სუყველას დავავიწყდები, ყველა სხვას დაატირებსა.
მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუთ გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა,
დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ გვტანჯავს გამზრდელი, სულმუდამ გვაცოდვილებსა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
უბრალოდ მე აქ ვერაფერს დავწერ,არ შემიძლია, მაპატიეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
დედაშვილობა
თამთა ირემაძე

დგას ძველი ჩემოდნით აეროპორტში დედაჩემი და იყურება აქეთ-იქით შეცბუნებული.
ჩემოდანი: მოსკოვ-თბილისრეის ნანახი უამრავჯერ, პარიზ ნანახი- არასოდეს.

დედა აგდებს ჩემოდანს აეროპორტის დარბაზის შუაგულში და ხელებგაშლილი მორბის ჩემსკენ.
ვერ მიცნობდა, მე რომ არ დამექნია ხელი და არ დამეძახა ქართულად ამხელა
აჭრელებულ-აყბედებულ ბრბოში. მეკვრის გულზე და მკერდი მტკივა, ისე მაგრად მიჭერს მკლავებს გარშემო.
ჩემოდანს ვდებ საგორგოლაზე და მანქანასთან მივდივართ ხელჩაკიდებულები-
და ამ წუთიდან:
დედა ოდნავ გაპრანჭული მეჩვენება დედას რიგობაზე. აქვს ძველი სუნამოს სუნი, რომელიც, მგონი საბავშვო ბაღში თანამშროლებმა აჩუქეს და მარტო მაშინ ისხამს ყურის უკან და ყელთან, როცა საპატიო ადგილას მიდის. ამ სუნამოს შავი მაგია ჰქვია, პარიზში ხშირად დამისხია მაჯებზე და დედას სუნი მიტარებია.
და ზუსტად იგივე წუთიდან:
დედა და მე ვცვლით როლებს_
მე ვასწავლი და ვუხსნი ყველაფერს, დაღეჭილს ვუდებ პირში, ფეხს ვადგმევინებ ჩემს ახალ ქვეყანაში და დედაც მომდევს, როგორც პატარა.
უცებ, მახსენდება ბავშვობისდროინდელი თამაში დედა-შვილაობა. როგორც დედისერთას, ხშირად არავინ მყავდა, რომ ჩემთან ეთამაშა და მე და დედა მაშინ თამაშით ვცვლიდით საკუთარ როლებს.
დედა ჩემს ფრანგ ქმარსაც გულში იკრავს ზუსტად ისევე, როგორც მე და პირველად მაშინ მრცხვენია რაღაცის ქვეცნობიერად, როცა ჩემს ქმარს სიწითლე აუვლის სახეზე.
მეორედ მაშინ უხერხულობს ჩემი ქმარი, როცა დედა ჩემოდნიდან ჩურჩხელებს ალაგებს და ხელში აჩეჩებს, როგორც დიდ საგანძურს: აბა გასინჯე, როგორ მოგეწონებაო.
მესამედ მაშინ წითლდება ჩემი ქმარი, როცა დედა კოკა-კოლის ბოთლით ღვინოს იღებს და აძალებს რომ მოსვას ღვინო:
რომელიც ნატურალურია,
თავისი დაწურულია,
გულისთვის კარგია,
სქელია, როგორც ფაფა,
შავია, როგორც უკუნი ღამე.
ჩემი ქმარი უგერგილოდ იღიმება და პირდება რომ საღამოს დალევს სადილზე,ახლა კი მაღაზიას იგდებს მიზეზად და გვტოვებს.

შემოდის მეზობელი დედას გასაცნობად თავისი ბაღის ყვავილებით. დედას უსიტყვოდ უხარია. ჩემოდანი გამოაქვს სამზარეულოში და იქვე მაგიდაზე ხსნის. იღებს ჩურჩხელას და უწვდის მეზობელს. მე ვიღებ გაცვეთილ ჩემოდანს მაგიდიდან და იატაკზე ვდებ. მეზობელი ჩურჩხელის ფორმაზე იცინის, და: ნო, მეღსიო უარობს. დედა გაზეთში უხვევს და სახლში წაიღე მაშინო, თავს არ ანებებს. მე ფანჯრის ზემოდან ვუყურებ ცარიელ სივრცეს და სასხვათაშორისოდ ვეუბნები მეზობელს, თუ როგორ მზადდება ჩურჩხელა.

სადილად ვსხდებით მე, დედა და ჩემი ქმარი. დედა მეკითხება ორაგულის მუსზე თვალებით, ეს რა არისო? პურს ითხოვს და ჩანგლით უსვამს მუსს პურის ნაჭერს.
მე ქართულად ვეუბნები, რომ დანაც იხმაროს და როგორც კარაქი ისე წაუსვას. დედა პურის საჭრელ დანას იღებს, გვერდზე დადებულ პატარა დანას ვერ ხედავს და მე ვწითლდები.
ჩემი ქმარი ჩემს ზემოთ კალენდარს მისჩერებია:
2 კვირაში წავა.
ორაგულის ფხა ეჩხირება უცებ დედას ყელში და ხველა უტყდება.
ქმარი სიგარეტის მოსაწევად გადის უკვე მერამდენედ, სადილს თეფშზე ტოვებს და მაგიდას აღარ უბრუნდება.
დედაჩემი სულს ითქვამს და თვალით ქმრის თეფშზე მანიშნებს:
-ხვალ ისეთ კერძს გაგიკეთებთ, რომ თითებს ჩაიკვნეტთ ორივე. მეც ძლივს ვჭამე ეს რაღაც, პური რომ არა, რა ვიცი, როგორ უნდა მეჭამა.

დედა ორ კვირაში წავა.
მეტირება.
ყელში ორაგულისსუნიანი ბურთი მეჩხირება და მეც ვახველებ.

მძიმეა- დედაშვილაობის თამაში რეალურად, თან საკუთარ დედასთან და თან სხვისი თანდასწრებით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
დედაშვილობა

\"ნუ მომაგონებ,გეხვეწები,რა იყო ადრე,
ნუ მომაგონებ იმ თვალების მზერას სევდიანს.
ღმერთო,ვინ იცის,უნებურად რაღაცა ვკადრე
ყველა ტკივილი,უძილობა ახლაც ჩემია.

ვერ დავივიწყებ იმ დღეების კოშმარულ სიზმრებს
დაცვარულ შუბლს და აგონიას მზირალს სიკვდილით.
ნუ გაიკვირვებთ რომ ცხოვრება გვამსგავსებს გიჟებს,
ვინც დედის საფლავს ჩვენს საკუთარ სულში მივტირით.

ანდა ვინა სთქვა,დრო გავიდა,წაშალა სევდა,
ისე უბრალოდ დამავიწყდა სიკვდილის შიში.
ახლა ვის ვუთხრა სალოცავი სიტყვები:\"დედა\"
მე უკვე რიგში ჩავდექი და მორჩილად ვიცდი.

თურმე სულ ერთხელ იფარება ბნელით სამყარო,
დედაშვილობა როცა ღმერთმა უნდა გაყაროს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მამებსაც არანაკლებ უყვართ შვილები.. :)
მამაშვილობა ფილმიცაა ქართული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
მანა კარმა, დღეს მართლა გეკუთვნის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანაააააა კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts122
კარმა16
OFFLINEPROFILE
ერტს ვიტყვი დედის და მსჰობლის ფასი მეტად გავიგე როცა ტვიტონ გავხდი დედა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამე
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი.
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა.
ბედის ქამანდას თუ ვერ გაექცე,
წილ ხვედრიელი თუ ვერ გახედნე
დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია ,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა საყვარელო კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=xbNajsj7iFA

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამე
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი.
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა.
ბედის ქამანდას თუ ვერ გაექცე,
წილ ხვედრიელი თუ ვერ გახედნე
დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია ,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.

კამრა ჩემგან

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
დედაშვილობა
დესპანი