|
ერთი სასაცილო ამბავი უნდა მოგიყვეთ ზაურ ბოლქვაძეზე.
ზაურიკა და მისი ბიძაშვილი რენო კრუიზში არიან(ისე ზაურიკა იყო საქორწინო მოგზაურობაში, თან წაიყვანა რენო და წაიღო 20 ყუთი შამპანიური, ხო მაგარია?). ხო და, გემი შევიდა სოხუმის პორტში.დილაა. საშინელ პახმელიაზე არიან ორივე.თვალებს ვერ ახელენ ისეთ დღეში არიან.ჩავიდნენ ნაპირზე და, თუ გახსოვთ სოხუმში პორტში სარკეებიანი რეტორანი იყო, იქ შევიდნენ. შეუკვეთეს შამპანურები და საუზმე.თითო ბოთლი რომ დალიეს, თანდათან გაახილეს თვალები, მეორეზე - უკვე კარგ ხასიათზე დადგნენ, მესამეზე -ღიღინი დაიწყეს და გარშემო მიმოიხედეს. ზაურიკა ეუბნება რენოს: -ბიჭო, ეგერ კუთხეში ორი კაცი რომ ზის რაღაც მეცნობაო. რენომაც გაიხედა და -კი, ზაურიკა, ნამდვილად ნაცნობები არიანო. - მამა, მოდი აქ ერთ წამს,- დაუძახა ოფიციანტს ზაურიკამ,-ეგერ კუთხეში ორი კაცი რომ ზის, ხომ ხედავ, ხოდა იმათ 4 ბოთლი \"ზალატოი შამპანსკი\" გაუგზავნეო. - ვის, ბატონო, ვის მივუტანო?-შეეკითხა ოფიციანტი. - შენ, მამა, ყურები და თვალები მიხატული ხომ არ გაქვს? -შეფუცხუნდა ზაურიკა,-ვის და კუთხეში ორ კაცს ვერ ხედავ? - ვერა , ბატონო. - ნუ გადამრიე, კაცო, შენ ცოტა პახმელიაზე ხომ არ ხარ, და ვერ ხედავ ეტყობა, თვალებს \"ტიაგა\" არა აქვთ-გაეცინა რენოს. - მე კი არა , ბატონო, თქვენ ვერ ქაჩავთ, მთელს რესტორანში მარტო თქვენ ზიხართ, სარკეში ხედავთ თქვენს თავსო და სხვა გგონიათო. იქ ხარხარი ატყდა. - ესე იგი, ჩვენ თავს ვუგზავნიდით შამპანურებს? კაი,მაშინ, წაი მამა და კიდევ 4 ბოთლი მოგვიტანე ზაურიკას და რენოიას გამოგზავნილი. ისე, რენოია, რომელი უფრო გეცნობოდა , მარჯვენა თუ მარცხენა? - მარჯვენა , ზაურიკა, მარჯვენა...
|