|
იორგი თადგირიძე: ომის გაჩაღება მარტო ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული, ოსი სეპარატისტები ძალიან გამომწვევად იქცევიან და მათი მხრიდან გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იწვევს მმართველი ელიტის გაღიზიანებას და შესაბამისად ძალიან ადვილი იქნება მათ ემოციიდან გამომდინარე დაიწყოს სხვადასხვა პროვოკაცია და შემდეგ ეს გადაიზრდოს სამხედრო პროვოკაციაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მხარე ომისთვის მზად არა არის და არც ემზადება. შეიძლება ომის დაწყებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ ეს არ იქნება განპირობებული იმით, რომ მზად ვართ. ის ფაქტები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, გვულისხმობ ოსეთში მსხვერპლსა და სროლებს, ეს უფრო სახელმწიფო სტრუქტრების სისუსტეა და არა ომისწინა პერიოდი.
თუ ქართული მხარე მაინც გადაწყვეტს ბრძოლის დაწყებას, პირველი დარტყმებს სამხრეთ ოსეთის რომელი რაიონი მიიღებს? - ოპერატიული თავსაზრისით ქართულ მხარეს საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს, ეს რეგიონი საკმაოდ ადვილად მისაწვდომია და შეღუდულები არ ვიქნებით. ძნელია მარჩიელობა, რადგან ყველა მხედარმთავარს განსხვავებული გემოვნება და გამოცდილება აქვს, გეგმაც სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მთავრ დარტყმას ქალაქ ცხინვალზე განახორციელებენ, რადგან ქალაქი ყველა მხრიდან ღიაა და თან ადმინისტრაციული ცენტრია.
ქართული მხარე შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსი სამშვიდობების პოსტებზე, რადგან უნდა მოვერიდოთ სამშვიდობოებთან დაპირისპირებას და მაქსიმალურად უნდა იქნას მომზადებული მეთაურები, ისე რომ ისინი პროვოკაციას არ წამოეგონ და არ ჩაერთონ რუსებთან კონფრონტაციაში. თუ ეს ასე მოხდა რუსეთის ხელისუფლებას ექნება მიზეზი, რომ თავისი კონტიგენტი გადმოისროლოს. ძალანებურად მშვიდობიან მოსახლეობასაც საფრთხე შეექმნება, თუმცა, მთავარი ამოცანა იქნება ცხინვალის, როგორ ადმინისტრაციული ცენტრის დაკავება.
რამდენ ხანშია შესაძლებელი სამხრეთ ოსეთის აღება? - თვითონ ადმინისტრაციული ცენტრის აღებისთვის 4-8 საათი საკმარისია, ესეც იმიტომ, რომ ეს დრო უსაფრთხო გადაადგილებას სჭირდება და არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობები იქნება. როდესაც 2004 წელს მსგავსი მცდელობები იყო, საკმაოდ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ეს უნა გამოსწორდეს. ასევე დაუშვებელია სამხედრო ოპერაციებს შორის პაუზები, ეს უნდა იყოს ერთი ამოსუნთქვით ჩატარებული ოპერაცია, რომელიც საკამოდ სწრაფად უნდა დამთავრდეს, უნდა მოხდეს არა მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნება, არამედ ამ მისი სწრაფი ინტეგრაციაც.
მაინც ვინ გამოუცხადებს კოკოითს მხარდაჭერას და ვინ იბრძოლებს მის მხარეს, გადმოვლენ ჩრდილო კავკასიიდან მოხალისეები? - უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ კოკოითს არ გააჩნია სამხედრო სტარატეგია, ამასთან, საქართველო ცხინვალის დაბრუნებას რომ შეეცადოს, მაშინ პრობლემა იქმნება აფხაზეთთან და მისი მოგვარება ძალიან ბუნდოვანი ხდება, თუ ავირჩევთ პრობლემის მოგვარების სამხედრო გზას, მაშინ პრიორიტეტი აფხაზეთს უნდა მივანიჭოთ, რადგან თუ ავიღებთ ოსეთს, დავამყარებთ თუნდაც სანიმუშო წესრიგს და ა.შ. აფხაზეთთან მოლაპარაკებები მაინც ჩიხში შევა. ამიტომ ბრძოლა ორ ფრონტზე უნდა გაჩაღდეს.
რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, გარკვეული ძალები შეეცდებიან მოხალისეების შეკრებას თუმცა, მათი რაოდენობა ისეთი შთამბეჭდავი მაინც არ იქნება, როგორც 90 - იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილო ოსეთი კოკოითის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ეს შეიარაღებული ხალხი თავად მათ შეუქმნის პრობლემას, ნებისმიერ ერთ გულანთებულ მოხალისეს, თან მოჰყვება ათი მარადიორი, რომელსაც ფულის შოვნა სურს და ჩვეულებრივი კრიმინალია, ეს კი საკმაოდ არეულ სიტუაციას შექმნის.
ჩეჩნეთს რაც შეეხება, კადიროვს ადრე შეეძლო ძალები გადმოესროლა, ახლა საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს გარემოცვასთან და რამდენიმე სპეცდაჯგუფებასთან და ასე რომ დახმარებას ისიც ვერ შეძლებს. აფხაზებს კი თუ დრო მიეცათ შესაძლებლობა, რაღაც დაჯგუფებას აუილებლად გამოუშვებენ, ამასთან, ჩრდილო კავსასიელების ერთ-ერთი მოტივაცია ისიც იქნება, რომ საქრთველო ამერიკის პარტნიორია და ისინი ამერიკის, როგორც ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ იბრძოლებენ და ასეთი ფანატიკოსების მოძიება არ გაჭირდება.
თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ბრძოლა ორ ფრონტზე უნდა განვითარდეს, რამდენად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ერთდროული ბრძოლები ვაწარმოოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და წარმატებესაც მივაღწიოთ? - ვფიქრობ ამ ეტაპზე ამის შანსი არ გვაქვს და ამას უნდა მომზადება და კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორია - მაგალითად ვინ უხელმძღვანელებს ომს, დღევანდელ ვითარებაში ასეთი სამხედრო ოთხია, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის ნაცმოძრაობის მხარეს - გენერალი ვახო კაპანაძე, ის პოლონეთშია, ასევე დავით თევზაძე, გია ყარყარაშვილი, რომელიც კარგად ხელმძღვანელობდა ბრძოლას და ახლა ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლებს, ასევე კობა კობალაძე, ასევე დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს გუნდს და რეფორმაში დიდი წვლილი ჩადეს.
თუმცა აქ საუბარია არ არის მარტო მეთაურებზე, საჭიროა გამოცდილებაც, შეძლება პრეზიდენტმა თავის თავზე აიღოს სარდლობა და უშიშრობის საბჭოს მეშვეობით განახორციელოს, იგივე მერაბიშვილი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს, შესაძლოა მან უხელმძღვანელოს ამ ბრძოლას, მაინც საჭიროა სამხედრო პირი რომელსაც აქვს გამოცდილება და პიროვნული თვისება, ის ვინც ამ ომს უხელმძღვანელებს ქართულ ჯარში ვერ ვხედავთ, ამიტომ მე ვფიქრობ რომ საქათველო არ აპირებს ფართომასშტაბიან ომს და მით უმეტეს ორ ფრონტზე მოქმედებების წამოწყებას.
ასევე ამ ყველაფერს უნდა უძღოდეს პოლიტიური წანამძღვრები და ჩვენ უნდა გვქონდეს მეგობარ ქვეყნებთან ისეთი ხელშეკრულებები დადებული, რომელიც რომ საქრათველოს საჭიროების შემთხვევაში დახმარებები გაუწიოს, ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები, რომელიც არა მარტო მოგვყიდის ტექნიკას, არამედ საქართველოს გამარჯვებით იქნება დაინტერესებული. ჩვენ გვერდით არის მხოლოდ შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირე ჩვენ არ გვყავს, შეიძლება უკრაინამ მოგვყიდოს გარკვეული ტიპის ტექნიკა, მას გაუჭირდება დახმარების აღმოჩენა, რადგან მას ენერგეტიკულ რესურსებზე დიდი პრობლემები აქვს, ევროპის ქვეყნები კი მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით შემოიფარგლებიან.
ჩვენ არ ვაწარმოებთ იარაღს და დამოკიდებული ვართ სხვა ქვეყნებზე, ასევე, არ გაქვს მისი შეკეთების საშუალებები. მთავარი, რაც ჩვენ დაგვჭირდება საწვავია და ამ მხრივ კიდევ უფრო შეზღუდულები ვიქნებით, ჩვენ რაიმე იურიდიული დოკუმეტიც კი არ გაქვს აზერბაიჯანთან, რომ შეუფერხებლად მოგვაწოდოს საწვავი, აღარაფერს ვამბობ გაზზე და ელქტროენერგიაზე, რომლითაც რუსეთზე ვართ დამოკიდებული. ამასთან იქნება ძალიან დიდი ხარჯები და შესაძლოა ამოვწუროთ რესურსები და წავაგოთ, ჩვენ ასეთი რამ 90-იან წლებში გამოვცადეთ, მართალია მეომრები კარგად იბრძოდნენ, მაგრამ მაინც წავაგეთ, საჭირო კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რადგან რუსეთშიც საკმაოდ კარგი პროფესიონალები ჰყავთ, ამასთან, ჩვენ არ გაქვს ომის წარმოების გამოცდილება.
საბრძოლო მოქმედებები თუ გავრცელედება საქართველოს სხვა რეგიონებზე? - მე ვფიქრობ, რომ სხვა რეგიონებს ეს არ შეეხება, ამის შანსი მინიმალურია, ოსებს არ გააჩნიათ შეიარაღება და თავიანთი პრობლემების მერე ამის არც სურვილიც ექნებათ, რომ მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა დაიწყონ - ეს ომის კანონების დარღვევაა და ისჯება კიდეც, თითო-ოროლა შემთხვევითი ჭურვი შეიძლება სადმე ჩამოვარდეს, თუმცა მას დიდი დანაკარგები არ მოჰყვება. დაზარალდებიან კონფლიქტის ზონის ქართული სოფლები, მაგრამ ეს ზარალი არ იქნება იმაზე მეტი, რასაც დღეს განიცდიან, ეს იმ შემთხვევაში თუ ომი სწრაფი ტემპებით განვითარდა, ხოლო თუ დაიწყება ძალების კონცენტრაცია, ლოდინი, ამ შემთხვევაში სეპარატისტები შეძლებენ დახმარების მიღებას და ქარტულ მხარეს უკვე ორი ამოცანა ექნება, რომ ებრძოლონ სეპატარისტებს და დაიცვან ქართული სოფლები.
|