↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ართულმა მხარემ ზნაურის რაიონიც დაიკავა

ქართულმა მხარემ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი – ზნაურის რაიონი დაიკავა. ამის შესახებ \"ინტერპრესნიუსს\" სარწმუნო წყარომ აცნობა.
ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში სროლები კვლავ მიმდინარეობს. ცხინვალში ყოფილი საოლქო კომიტეტის შენობას, დე-ფაქტო პარლამენტსა და სავაჭრო ცენტრს ცეცხლი უკიდია.
ამ დროისთვის ქართული მხარე სრულად აკონტროლებს 6 ოსურ სოფელს - მუგუთს, დიდმუხას, დმენისს, ოქონას, აქოცს და ზნაურს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts86
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარე ზვიგენ ამ ინფორმაციისთვის.ხვალ ჩვენი გამარჯვება გეხარებინოს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ცხინვალის მიმართულებით ათასობით მოხალისე მიემართება

ცხინვალის მიმართულებით ათასობით მოხალისე მიემართება, - ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო \"რესი\" იუწყება.
მათი ცნობით, ათასობით მოხალისე აფხაზეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან უკვე გაემგზავრა მათ დასახმარებლად.
ამასთან, სააგენტო იუწყება, რომ ოსეთის საზღვართან მობილიზებულია რუსული მძიმე ტექნიკა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
მაინც ჩაგვითრიეს ომში.
ეხლა მაინც ერთად დავდგეთ.
აქ არც პრეზიდენტზეა ლაპარაკი და არც ოპოზიციაზე.
ჩვენი სამშობლოს მთავარი სატკივარი გვტკივა ყველას და მე ვფიქრობ, დრო მოვიდა საკადრისი მიუზღოთ ნაძირალებს.
არ იფიქროს ვინმემ, აქედან დიდი გულით ვლაპარაკობდე, ჩემი ოჯახიდან სამი კაცი დგას ეხლაც იარაღით.
და მაგ დამპალი ცხინვალიდან ძალიან ახლოს არის ჩემი სოფელი.

ღმერთი ფარავდეს, ყველა ჩვენს მებრძოლს.
მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს ჩვენ სამშობლოს.
წმინდა ნინოს არ შევარცხვენთ ქრისტიანი ქართველები.
წმინდა გიორგი გფარავდეთ, ჩემო დებო და ძმებო,ვინც ამ ომში იმყოფებით.
წმინდა გიორგის გზით, გამარჯვების გზით გავლოთ, ჩემო თანამემამულენო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
დილის 05.00 საათისთვის ქართულმა მხარემ ოსი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი 6 სოფელი დაიკავა

8 აგვისტოს, დილის 05.00 საათისათვის ქართულმა მხარემ ოსი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი 6 სოფელი დაიკავა.
ამის შესახებ \"ინტერპრესნიუსს\" სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განუცხადა.
ბოლო პუნქტი, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავა, ზნაურია. იაკობაშვილის განცხადებით, ბრძოლები ძირითადად ცხინვალის გარშემო მიმდინარეობს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ახლა აფხაზებიც წამოყოფენ თავს, რუსეთს არაჩვეულებრივი საშუალება მიეცა,ორი მხრიდან მოგვისიოს მტერი და ამას როგორ გაუშვებს ხელიდან. ვილოცოთ ყველამ, ჩვენი ლოცვა შეეწევა ყველა მეომარს და სრულიად საქართველოს.

ღმერთო ,უშველე საქართველოს და ყველა ქართველს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
ერთს გირჩევთ მხოლოდ, რუსულ საინფორმაციო არხებს და საითებს არ უყუროთ.
მოგშლიან ნერვებიდან.
უცხოურ საითებზე შედით.
და ერთია კიდევ, ამ დოყლაპიებმა, რუსთავი- 2 და მეორე რომ არის კიდევ, მოამბე თუ რაღაც, მაგათ გადაცემებზე ნორმალური გარეკავს.
რეებს აჩვენებენ? კინაღამ ტვინი დამეწვას.

ცოტა დავწყნარდეთ, მეც ეხლა შემოვედი და ჩავრთე, ცოტახანი დავუფიქრდეთ, რა გველის მომავალში.
ნუ გეშინიათ ჩემო ქართველებო, ყველაფერი კარგად იქნება.
ეხლა ხომ მაინც ვიცით, რისთვის და ვისთვის ვიბრძვით.

გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა ა, ქართველების ნანი-ნანატრი ოცნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებთ მათ, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებს და მსტოვრებს - კონსტანტინე გამსახურდია.
მე მჯერა, რომ ჩემი ერი არ არის მშიშარა და მსტოვარი, საუკუნეების მანძილზე სამი მხრით უხდებოდა ქართველ კაცს ხმლის ტრიალი,უკანასკნელ შვილს უშვებდა ქართველი დედა სამშობლოს დასაცავად,არასოდეს ვყოფილვართ დამპყრობლები, მუდამ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას ვიცავდით. მუდამ ჩვენს სიმცირეს მივტიროდით, მაგრამ აქამდე მოვედით. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, ღმერთს ვუყვარვართ და ღვთისმშობლის კალთა ყოველთვის გვიცავს.
ღმერთო დაგვიფარე!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა, 100% გეთანხმები. როცა შენი ქვეყნის, შენი ხალხის და შენი მომავალის ბედი წყდება, შიში უნდა დაივიწყო და უნდა გახსოვდეს მხოლოდ შენი ქვეყანა. რომ წლების შემდეგ ამაყად და თავ აწეულმა გაუსცორო თვალი შენ მომავალ თაობებს.ცხოვრებაში არაფერი მოდის თავისით, \"შეუდზლებელიც \" უნდა შეძლო, რომ მიაღწიო სასურველ შედეგს. ძალიან მიყვარს ეს ფილმი და განსაკუტრები ეს ადგილი.

http://www.youtube.com/watch?v=-CD9oObwxlU&feature=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ქართული ქვედანაყოფები ცხინვალის ირგვლივ მდებარე კიდევ სამ სოფელს - ღრომს, არცევსა და წინაგარას აკონტროლებენ.
მანამდე ოსური ბანდფორმირებებისგან ზნაური, საარბუკი, ხეთაგუროვო, ატოცი, ქვემო ოქონა, დმენისი, მეგუთი და დიდმუხა გათავისუფლდნენ.
აღნიშნული სოფლები მთლიანად ქართული ქვედანაყოფების კონტროლს ექვემდებარება.
ქართველი სამართალდამცავები ყველა სიმაღლეს აკონტროლებენ და ცხინვალის გარშემო არიან მობილიზებულნი.
არსებული ინფორმაციით, 600-მდე ქართველი ძალოვანი ცხინვალის გერეუბნებშია განლაგებული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ТБИЛИСИ, 8 августа /Новости-Грузия, Циция Мамулашвили/ Три боевых самолета утром в пятницу проникли со стороны России в воздушное пространство Грузии. Сообщение об этом размещено в 10:00 ткс на официальном сайте МВД Грузии.

\"Три военных самолета, предположительно фронтовых бомбардировщика Су-24, вошли в воздушное пространство Грузии со стороны России. Один из них начал бомбардировку здания полиции в районном центре Карели (Восточная Грузия) и территории, прилегающей к нему\", сообщает МВД.

В результате бомбардировки были сброшены две бомбы. Данных о разрушениях и жертвах на сайте МВД Грузии не сообщается. --0--

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
თბილისი, 7 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ლიტარატორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი, მთარგმნელი, ირანისტი და ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი.

ვახუშტი კოტეტიშვილს მრავალი წლის განმავლობაში ფილტვების დაავადება აწუხებდა. ორი თვის წინ ის შოკურ მდგომარეობაში იქნა ჰოსპიტალიზირებული - სწორედ ამ დროს მას ”საბას” ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

კოტეტიშვილი მრავალი მონოგრაფიის ავტორი იყო, ამას წინად გამოიცა მისი ნაწარმოები ”ჩემი ცხოვრება”.

სიცოცხლეში ვახუშტი კოტეტიშვილს მინიჭებული ჰქონდა საფრანგეთის, ავსტრიის, და საქართველოს ლიტერატურული პრემიები.

ირანის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, კოტეტიშვილი ირანულიდან მთარგმენლთა შორის მსოფლიოს ექვს საუკეთესო მთარგმნელთა სიაში მოხვდა და 2007 წელს ირანის სამთავრობო სიგელით დაჯილდოვდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთმა საზღვარზე ძალები განათავსა

სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აგვ.\'08 / 10:00

8 აგვისტოს დილის 6 საათზე საარტილერიო სისტემებით და სარაკეტო დანადგარებით აღჭურვილმა აფხაზურმა ძაებმა ოჩამჩირის რაიონიდან ადმინისტრაციული საზღვისკენ დაიწყეს მოძრაობა, იტყობინება ”ინტერფაქსი”.

მანამდე, შუაღამისას გამართული აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ მიღებულია გადაწყვეტილება აფხაზეთის საზღვრის გაძლიერების თაობაზე.

ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად, ტერიტორია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონაა. მოსკოვის შეთანხმება კრძალავს კონფლიქტის ზონაში მძიმე ტექნიკის განთავსებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველომ თავდაცვის დაფინანსება, შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა

სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.\'08 / 18:26

პარლამენტმა 97 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-დან 37 ათასამდე გაზრდის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტმა რიგგარეშე წესით მოითხოვა. დეპუტატებმა ასევე დაუჭირეს მხარი თავდაცვის დაფინანსებას გაზრდას 295 მილიონი ლარით.

”ამ ღონისძიებას განაპირობებს საერთაშორისო ვალდებულების შესრულება ქვეყნის მიერ და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამარცხვინო ნაბიჯები, რომელსაც თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიეცა რუსეთის მხრიდან და მისი პროვოკაციული მოქმედებების შედეგად არსებული საფრთხეების კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა კონფლიქტურ რეგიონებში, რასაც აუცილებელია მოჰყვეს ზომები უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით,”- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ დეკანოიძემ კანონპროექტის პრეზენტაციისას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 28 991 სამხედროა, მათ შორის 366 სამოქალაქო მოსამსახურე. 5 ათასით გაზრდილი კონტიგენტი სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდება, მეტწილად საჰაერო და საზღვაო ძალებში. მათი დაფინანსება გათვალისწინებულია 2008 წლის გაზრდილ ბიუჯეტში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, დღეს საქართველო ”ყველაზე მაღალი საფრთხის რისკის წინაშე დგას”.

”საფრთხეების შეფასებამ გვიჩვენა, რომ საფრთხეები გაიზარდა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ კრიტიკულ დონეს მიაღწია. ეს არის სრულიად ადეკვატური პასუხი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს შესაბამის დონეზე ამ კონკრეტულ მომენტში,” - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად შეიარაღებული ძალების ზრდისა, საქართველოს რეგიონში მაინც ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ჰყავს, თუმცა ”ჩემი აზრით ხარისხობრივად ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული”.

მეორე მიზეზი, თარგამაძის თქმით, არის საქართველოს ვალდებულება ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის თაობაზე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ განაცხადა ადრე, რომ საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში ”არ უნდა მოხდეს საქართველოს შიდა საფრთხეების [წინააღმდეგ დაცვის] ხარჯზე”.

ამჟამად 2 000 ქართველი სამხედროა განთავსებული ერაყში.

დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მესამე მიზეზი შეიარაღებული ძალების გაზრდისა არის საქართველოს მისწრაფება თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძალები ნატოს სტანდარტებს დაუახლოვოს.

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების ზრდა არ ნიშნავს, რომ თბილისი თვითგამოცხადებულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის გამოყენებისთვის ემზადება.

”ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ აგრესორების მიერ დადგმულ ნებისმიერ პროვოკაციას,” - განაცხადა მან.

დღესვე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც იზრდება თავდაცვის დაფინანსება 295 მილიონი ლარით. შედეგად, თავდაცვის ბიუჯეტი 1.395 მილიარდ ლარს მიაღწევს.

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან თავდაცვის დაფინანსების ზრდა ისევ გარე საფრთხეების არსებობით გაამართლეს, კერძოდ კი რუსეთის ქმედებით თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში.

დეპუტატმა ნიკა რურუამ განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემის და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერება გაზრდილი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება საჰაერო თავდაცვის სისტემების და თვითმფრინავების შეძენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გორი დაიბომბა08.08.08 11:25

11:30 საათზე რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმმა გორი დაბომბდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის თავზე ოთხი მოიერიშე თვითმფრინავი შემოფრინდა, თავდაცვის ძალებმა მხოლოდ ერთი მათგანის ჩამოგდება შეძლეს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი