↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმის ჩათი 6 (ბუდულაის დაბრუნება)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 2423 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა გვეშველება ხალხნო? გაუძლებს საქართველო ? ან რეალურად დაგვეხმარება ვინმე და ჩვენი გულისთვის რუსეთს გადაიკიდებს? მარტო არ დავრჩეთ შუა ფრონტზე ,ესარის საშიში ,თორემ მეტისთვის გაუძლია საქართველოს და არც ეხლა დავეცემით უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა, ისრაელი ნამდვილად დაგვეხმარება, მთელი მაგათი საიტები ერთხმად რუსეთის აგრესიას გმობს და საქართველოს უჭერს მხარს. \"თუ კი რუსეთს უფლება აქვს დაეხმაროს ირანს და ტერორისტები მოამარაგოს თავისი იარაღით,ჩვენ ნამდვილად მოვალეები ვართ დავეხმაროთ მეგობარ საქართველოს\"-ეს ციტატა არის ისრაელის ერთ -ერთი საიტიდან. დანარჩენი არ ვიცი, ვინ წავა რუსეთის წინააღმდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
სწორედ მაგის მეშინია ანა-თეკლა,ამას ყველაფერს საქართველო მარტო გაუძლებს?

ღმერთო შენ უშველე ჩვენს ქვეყანას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ. ღმერთი გვფარავდეს ყველას და განსაკუთრებით ყველა ჩვენიანს, ვინც იქ არის.

წეღან მეგობარს ველაპარაკე და მითხრა ღამის 12 საათზე ფოთი დაბომბესო. ხომ არავინ იცის რაიმე ამის შესახებ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts186
კარმა56
OFFLINEPROFILE
BAZI 2002,ფოთიც დაბომბეს,სენაკიც,ხონიც,ვაზიანი ხელახლა და ზემო აფხაზეთიც ამ ახვრებმა.ყოველ შემთხვევაში ასე გამოაცხადა კურიერის სპეც გამოშვებამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined03 Feb 2008
Posts27
კარმა49
OFFLINEPROFILE
გერთიანებული ერების სხდომაზე მოკლე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები : ინგლისი და ამერიკა ღიად აცხადებენ ,რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;საფრანგეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა;ჩინეთმა რუსეთის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა.
ინგლისურენოვანი მედია აცხადებს ,რომ ეს დაპირისპირება ქართულ-ოსურ-რუსულ საზღვრებს სცილდება და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფართომაშტაბიან დაპირისპირებაში გადადის .კერძოდ ამერიკა-რუსეთის ღია კონფრონტაციაში.კონდოლისა რაისმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ბრძოლები და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

მოვლენების ასე უეცრად დაძაბვას და გართულებას ვერასოდეს წარმოვიდგენდი - ძილი და მოსვენება დავკარგე.ღმერთო უშველე საქართველოსა და ყველა ქართველს და ასევე ყველა მშვიდობისმოყვარე ღვთის მორწმუნე ადამიანს!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
ერთი სული მქონდა ფილმი როდის დამთავდებოდა რუსთავი2-ზე, მეგონა ახლი ამბები დაიწყებოდა,მაგრამ....=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ნეტავ დიდ ხანს იქნება ასეთი ინფორმაციული ვაკუუმი? ბევრი საიტი აღარ იხსნება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყველა ქართველი მეომრის სამარადისო ხსოვნა ყოფილიყვეს ვინც ომის დაწყების დღიდან მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. დიდება მათ გმირობას!!!

\"ლადო ასათიანი
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, -
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, -
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ –
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები:

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეს ლექსი იმიტომ დავწერე ზემოთ რომ ასეულობით ქართველი გოგონა ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
კაი რა ზვიგენ,მართლა ესეა ჩვენი საქმე რომ გოგონებიც ეწერებიან მოხალისეებად?ღმერთო შენ გვიშველე და გადაგვარჩინე გადაშენებას

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts140
კარმა55
OFFLINEPROFILE
მეამაყება, რომ ქართველი ვარ. ჯერ არ მინდა მოვკვდე, მაგრამ სამშობლოსთვის ნებისმიერ წამს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ხალხო ხატიტას და ჩაწერილა მოხალისეტა რიგებში და ზემო აფხაზეთში იბრძვის თურმე. ღმერთო შენ უშველე ქართველ ხალხს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ისეთებს რომ უკრავენ თავს როგორც აფხაზეთში,ავტომატი სურათზეც რომ არ Hქონდათ ნანახი,მიტომ ამოწყდა უამრავი

ქართველები,ეს ის ომია ავდგეთ და წავიდეთ,დედა უტიროთ რუსებსო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Mar 2007
Posts321
კარმა53
OFFLINEPROFILE
ჩვენ აქ ვიხოცებით ნერვიულობიდან ჩვენებს კიდე სუ დაუპყრიათ სამაჩაბლო:) =armyღმერთო გვიშველე ნეტა ასე ადვილად ავიღოთ სოხუმი =bx

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 2423 posts ] 
ფორუმის ჩათი 6 (ბუდულაის დაბრუნება)
დესპანი