შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. აშშ-ს საქართველოს ნატოს შემადგენლობაში ნახვა სურს, ის რომ უკვე ყოფილიყო ალიანსის წევრი, აშშ-ს სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან ომის დაწყება მოუწევდა, განაცხადა აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა სენატორმა უილიამ კოენმა, იუწყება ”რია ნოვოსტი”.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას , თუმცა, ის რომ დღეს ალიანსის წევრი ყოფილიყო, ჩვენ აღმოვჩნდებოდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვალდებულები ვიქნებოდით, საქართველო რუსეთისგან დაგვეცვა ნატოს წესდების მეხუთე თავის თანახმად ”, - განაცხადა მან.
კოენმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ”ბევრი რამე დევს რუკაზე” და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ”ცივი გონებით მოქმედებაა საჭირო”.
”ეს ფეთქებადსაშიში სიტუაციაა”, - აღნიშნა ექს-მინისტრმა. ”საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალაინ ჩქარა უნდა იმოქმედოს, რათა სიტუაცია კონტროლიდან არ გავიდეს”, - აღნიშნა კოენმა. რას იზამენ ვითომ გაგვწირავენ?
ეხლა დამირეკეს NY-დან. საქართველოდან გადმოურეკიათ და ბოლო-ბოლო აუფეთქებიათ ეგ ბოროტების სორო. 40 ტანკი მოყოლილა აქეთ და ჩვენი არტილერია უბაგუნებს თურმე.