შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის ორი პირობის შესახებ განაცხადა - მოსკოვი თბილისისგან მოითხოვს, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტის ზონიდან და დაუყონებლივ მოაწეროს ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენლობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მიმართა რუსეთის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებით. ”მე მივმართე რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედვს წინადადებით, შეაჩეროს ეს სიგიჟე”, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამ განცხადების კომენტარისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ”ასეთი წინადადება ჩვენი აზრით ლოგიკური იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტისგან, თუმცა, მხოლოდ ორი წინასწარი პირობის შესრულების შემდეგ: პირველი - კონფლიქტის ზონიდან ყველა ქართული შეიარაღების გაყვანა, მეორე - დაუყონებლივი ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენლობის შესახებ”.
”ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება შემდგომზე საუბარი”, - განაცხადა კარასინმა.
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.
როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალური რაზმები.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გაძლერებული პატრულირება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონცენტრირებულია საზღვრის დაცვის უახლესი საშუალებები.
ისე არა გიკვირთ, რატომ გათიშა საქარველომ რუსული სამაუწყებლო არხები?! რაღაცას აშკარად მალავენ... http://www.vesti.ru/videos?cid=&vid=143305 ამ ლინკიდან შეგიძლიათ უყუროთ რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს...მგონი საინტერესოა...
უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას ინფორმაციით, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად ქალაქი ცხინვალი მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა. როგორც ლომაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცხინვალის რეგიონში გუშინ ქართულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის არმიის შემოტევები და, პრაქტიკულად, მთელი ცხინვალი რუსული ჯარებისგან გათავისუფლებული იყო.
- ”რუსმა აგრესორებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს. მხოლოდ გუშინდელი ბრძოლების შედეგად დაკარგეს 40 ერთეული მძიმე ტექნიკა და ტანკები, ასევე, სერიოზულია დანაკარგი ცოცხალ ძალაშიც”.
კონფლიქტის ზონაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. რუსეთის აგრესიის მასშტაბები გაიზარდა. მთელი ღამის განმავლობაში როკის გვირაბის გავლით შემოჰქონდათ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და რაკეტები.
- ”მათ მოახდინეს, ასევე, ცოცხალი ძალის მობილიზება ჯავაში და მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდათ საჰაერო იერიშები საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე\", - აღნიშნა ლომაიამ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ქართულმა სამხედრო ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური გადაჯგუფება და ახალი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს. ამის შემდეგაც გრძელდებოდა დაბომბვები, თუმცა ამ მომენტისთვის კონფლიქტის რეგიონში სიმშვიდეა და ქართული ძალები ინარჩუნებენ იმ პოზიციებს, რომლებიც გადაადგილების შედეგად დაიკავეს.
ბოლო ინფორმაციებით საქართველომ დატოვა ცხინვალი, მიუხედავად ქართველების ერთიანობისა და ჩვენი ჯარის გმირობისა ომი ფაქტიურად წავაგეთ...ორთავიანი გველეშაპი (პუტინი, მედვედევი) ვერ მოვიგერიეთ...
\"ეს რაი გვიყავ?! - ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! - გვრიტ არს ამასთან შედარებით თვით ყრუ მურვანი! კაცი დავბერდი, მე ამათი გავიგე ვერრა; ჩვენი ამ რეგვენთ არამარტო არ მოსწონთ ენა, ასე განსაჯე, გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.
თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, - თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს, ჩვენ ვიყოთ მასთან... ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში და კიდევ ასე, ღმერთმა იცის, - რამდენხანს გასტანს.
კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! - სადაა?! - თუა?! - ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?! ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ურწყალშუა, ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.
რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! - დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, - კაცთა უწინდელთ! ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!
კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! - არადა როა!? ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა! ვის შევეყარეთ! - ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა! როგორც ვიყავით, ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!...\"
ზვიგენ ნაადრევია დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი დამთავრდა, ომის დროს პოზიციები იცვლება ხან ერთი და ხან მეორე მხარის სასრგებლოდ, ყველაფერი წინაა.
დავრჩით მიტოვებული ყველასაგან , იღუპება საქართველო ,მასიურად იბომბება ყველაფერი , ვერ ვხვდები ჩვენები რას ითვლიან თუ რა დანაკლისი აქვთ რუსებს, ან რამდენ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ და რა საფასურის ზარალი ნახეს რუსებმა, ნუთუ ეგ გვაინტერესებს თუ საქართველოს მდგომარეობა ბრძოლის ველზე?რატომ გვატყვილებენ და სწორ ინფორმაციებს რატომ არ ეუბნებიან ხალხს?ამწუთას როკის გვირაბიდან სამასი ტანკი, მძიმე ტეხნიკა და ათიათასი ჯარისკაცი შემოვიდა უკვე რა გვესჰველება ხალხნო!
რა უნდა შეიცვალოს ვინაგვყავს პატრონი, მთელ ცხინვალს ფლობდნენ და გამოვიდნენ ,რა ქნან ბავშვებმა მე მგონი რაც ტეხნიკა ქონდათ ყველაფერი გადმოისროლეს პუტინი არ ჩერდება განცხადებას განცხადებაზე უკეთებს გაეროს
საცოდავი ხალხი:( ,გმერთო რა გვეშველება:( ისედაც რა ვიყავით და საერთოდ რაღა დავრჩებით.ჩემი თვალით წავიკტხე CNN-ში,NATO- ეხმარება GORGIASO და დაუკავშირდა უკვე რუსეთსო. კიმაგრამ მარტო ლაპარაკი ,უშველის საკმეს. დაიხოცა ამდენი ხალხი. და ჩვენ კი აკეთ ტყვიის გარესშე დაგვხოცეს.გმერთო შენ გადაარჩინე ჩვენი საკართველო.
ქართული საზოგადოების მიმართვა მსოფლიო საზოგადოებას ჩვენ უძველესი ევროპული კულტურის მქონე ახალგაზრდა, დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ომი! რუსეთის აგრესიამ საზღვარი არ იცის, დღეს უკვე იბომბება საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რუს სამხედროებთან ერთად ომი გამოგვიცხადა რუსულმა მედიამაც. ჩვენს ქვეყანაში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. არ ვიცით, რა მოხდება ხვალ. ხვალინდელი დღე უნდა იყოს მშვიდობიანი, გამარჯვება მშვიდობისათვის! მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ ერთად! ჩვენ ერთიანი მსოფლიოს ნაწილი ვართ! შევაჩეროთ რუსეთი! ამ საუკუნეში თუ ჩვენ ვიქნებით პირველები, შემდეგი იქნებით თქვენ! არ განმეორდეს ისტორიული შეცდომები. როცა პასიურია ევროპა, რეაქციული ხდება რუსეთი. საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ცივილიზაციის გადარჩენაა! რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია 1650-იანი წწ. რუსეთი ყირიმი - 1783 წ. რუსეთი - პოლონეთი - 1795 წ. რუსეთი - აღმ. საქართველო - 1801 წ. 12 სექტემბერი, 1802 წ. აპრილი რუსეთი - იმერეთი (დას. საქართველო) - 1810 წ. რუსეთი - გურია (დას. საქართველო) - 1828 წ. რუსეთი - სამეგრელო (დას. საქართველო) - 1856-57 წწ. რუსეთი - სვანეთი (დას. საქართველო) - 1857 წ. რუსეთი - აფხაზეთი - 1864 წ. რუსეთისაგან 1 მილიონი კავკასიელის გაწყვეტა - 1859-1880 წწ. (მუხაჯირობა) რუსეთი - იაპონია - 1904-1905 წწ. რუსეთი - პოლონეთი - 1920 წ. რუსეთი - აზერბაიჯანი - 1920 წ. რუსეთი - სომხეთი - 1920 წ. რუსეთი - პოლონეთი - 1939 წ. რუსეთი - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი - 1940 წ. რუსეთი (სსრკ) - ფინეთი - 1940 წ. რუსეთი (სსრკ) - უნგრეთი - 1956 წ. რუსეთი (სსრკ) - ჩეხოსლოვაკია - 1968 წ. რუსეთი (სსრკ) - ავღანეთი - 1979-1989 წწ. რუსეთი - საქართველო - 1919 წ. 1920 წ. (აპრილი-მაისი), 1921 წ. 1924 წ. 1991-93 წწ. რუსეთი - საქართველო - 2008 წ. აგვისტო .......................??????? რუსეთი - ...................................... ?