↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ეს წუთია რუსეთის ტელე არხებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები დაიძრნენ გორის მიმართულებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
CNN-ზე, გამოვა ეხლა ჩვენი პრეზიდენტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ _ უფალო, დიდება შენდა.

ამინ!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
ქვეყანას იმიტომყავს მთავრობა რომ წესიერად მართოს იგი და აარიდოს გარე და შიგა საფრთხეები, უნდა იცოდეს რა მოყვება მის ამა თუ იმ ნაბიჯს,მარტო პრივილეგიებით კიარუნდა სარგებლობდნენ თორემ რუსეთი რაცარის ყველამ კარგად ვიცით,ეხლა კოდორიც სახვეწარი გაგვიხდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ჩიჩე მაშინ ალბათ სომხეთის პრეზიდენტი უნდა გვყავდეს და რუსეთის ქვეშემრდომი... რავი აბა ასე სჯობია?... ყოველშემთხვევაში ნუ ვიკამათებთ..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
მე იცით რა მიკვირს ომი თამაში არაა ყოველგვარი გათვლის (შემუშავებული გეგმის) გარეშე წამოიწყო.თუკი აიღეს ცხინვალი რაღატომ დათმეს პოზიცია, რატომ დაიხიეს უკან...რა გამოდის რას შეეწირა ამდენი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა...თუ უკან დახევა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა განაპირობა,რატომ არ გაითვალისწინეს ყველა შესაძლო გარემოება, გართულება ,საშიშროება საბრძოლო გეგმის შემუშავების პროცესში??? ან იქნებ ეს პოზიციაც გეგმის ნაწილია (რას გაიგებ...)და საერთოდ ღიირს კი ამდენი ახალგაზრდის, ქართველის დაღუპვა მიწის ერთი ნაგლეჯის ფასად?!

საქართველო ჯერ არ არის მზად რუსეთთან ომისთვის და ეს კარგად უნდა სცოდნოდა ბატონ პრეზიდენტს,მაგრამ ალბათ ძაან უნდა ისტორიაში მიშა ბრწყინვალეს სახელით შევიდეს ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts140
კარმა55
OFFLINEPROFILE
მიწის ნაგლეჯი? პატივი ეცი საქარტველოს ისტორიას. ენას, მამულს და სარტსმუნოებას. სამშობლოსტვის დაღუპულ თავდადებულებს. პატივი ეცი საქართველოს მომავალს. ქართველი ხალხის პატრიოტიზმს. \"მიცის ნაგლეჯი\" ჩვენი სულის ნაწილია, ჩვენი ღირსებაა. იმედია გაიტვალისწინებ. ვერიდები ვიკო ძალიან რადიკალური, და გთხოვ თქვენც განსაჯეთ რას წერთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
გაერო: ზემო აფხაზეთში შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს

10 აგვისტო 2008, 22:01

გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, ზემო აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა და ვითარების ესკალაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმდინარე სხდომაზე სამშვიდობო ოპერაციებში გენერალური მდივნის მოადგილემ ედმონდ მიულერმა განაცხადა.

მიულერის ინფორმაციით, ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფონზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სამხედრო ძალების მობილიზებას და ვითარების ესკალაციას ახდენს. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზური ძალების გადაადგილებას რუსი სამშვიდობოები ხელს არ უშლიან და ამ დროისთვის აფხაზური ჯარები ცეხლის შეწყვეტის ხაზთან არიან განლაგებულნი.

ედმონდ მიულერის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას ზემო აფხაზეთიდან დამკვირვებლების გაყვანა ურჩია და მისიამ ამ დროისთვის ხეობიდან უკვე 15 თანამშრომელი გაიყვანა.

\"სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ზემო აფხაზეთზე დარტყმას განახორციელებს და ქართულ ძალებს გააძევებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მხრის სამოქალაქო და სამხედრი პირებს ულტიმატუმიც წაუყენა. ამ ოპერაციასთან დაკავშირებით აფხაზები რუს სამშვიდობოებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებენ\", - განაცხადა მიულერმა.

მისი განცხადებით, რუსული დესანტი კონფლიქტის ზონის სანაპიროსა და სოხუმის აეროპორტში უკვე გადასროლილია და იგეგმება აფხაზეთის სანაპიროებთან რუსული გემების კონცენტრაცია. მიულერი აქვე აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიას კონფლიქტის ზონისკენ ქართული შენაერთების გადადგილება არ დაუფიქსირებია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
რუსეთთან ომისთვის საქართველო კი არა, მსოფლიო არაა მზად. რუსეთმა კიდევ ერთხელ დააჩოქა ამ ომით მსოფლიო, დაანახა, რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ჩვენ სახრავი ძვალი აღვმოვჩნდით მარტო რუსეთს რომ მიუგდეს და რუსეთმაც გახრა.
იმედია ჩეჩნეთის ბედი არ გვიწერია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ემი, მეგობარო, ეს არ იყო თამაში, ეს იყო ჩვენი მიწა-წყლის დაცვა... კი მასე ამბობ ახლა მაგრამ ცხინვალთან ახლოს რომ ქართული სოფლებია აბა იქ გეცხოვრა და თავზე გადაგეტანა ის ტყვიები და ბომბები, შეურაცყოფა ამდენი ხნის განმავლობაში... ამაზეც ხომ შეიძლება დავფიქრდეთ? იქ ქართული სოფლები იბომბებოდა, ერთადერთი იმედი და დასაყრდენი ქართველების...

ქართველები ერთად უნდა ვიყვეთ ყოველთვის ჭირშიაც და ლხინშიც... ეს არ იყო მიშას ფანტაზიები არამედ იძულებითი ნაბიჯი რომ გვეცადა მაინც მტრისათვის საკადრისი პასუხი გაგვეცა და თავს ლეჩაქი არ დაეხურებინა ქართველებს... ლევანიც ასე გააკეთებდა, შალიკოც და გამყრელიძეც საქართველოს მეთაურები რომ ყოფილიყვნენ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
ზვიგენ ძმაო,ეხლა რა გამოვიდა, სამაჩაბლოს ქართული სოფლებიც დავკარგეთ, ამდენი ადამიანი დაიღუპა,ამდენი დანგრეული სახლი საქარველოს მთელ ტერიტორიაზე და სახიჩრებულ გაუბედურებული ხალხი,ეხლა კოდორს გვართმევენ.წლებია იძახიან რუსეთის პროვოკაციას არუნდა წამოვეგოთო და კიარ წამოეგენ დაგვაქციეს,მაინტერესებს პასუხისმგებლობა ვისეკისრება ამდენი გაუბედურებული ხალხის გამო.ზვიგენ ვერდავიჯერებ რომ გაოგნებული არახარ ჩვენი მთავრობის უპასუხისმგებლობით,თავიდან მეგონა მეთქი იციანრასაც შვებიან შეთანხმებულია ყველასთან,თურმე სადა ბანაობ.გავა ცოტა დრო ხალხი ჯერ აგონიაშია ვერ გაუგია კიდევ რა მოხდა,ცხინვალში რა მოხდებოდარუსების რა ძალები შეუტევდა ჩვენ ბიჭებს წარმოდგენილი მაქვს და უკვე მეშინია, იქ რაც მოხდა და ამას ხალხი რომ გაანალიზებს ამათ პასუხს მოთხოვენ,როცა ხალხის ბედი გაბარია ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო საქმეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
Российские корабли потопили грузинский ракетный катер
Корабли российского ВМФ потопили грузинский ракетный катер, пытавшийся их атаковать. По словам представителя Министерства обороны России, в воскресенье грузинские ракетные катера дважды предпринимали попытки нападения на корабли российского флота, в результате чего был открыт ответный огонь.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
vashli

რა ისტორიის პატივისცემაზე მელაპარაკები ჯერ ქართულ გამწარებულ ოჯახებს და ხალხს ეცით პატივი და მერე ისტორიას... ისტორია წარსულია უდროოდ დაღუპული ქართველები კი მომავლები იყვნენ... იმ შედეგისთვის რაც მივიგღეთ და რასაჩ უნდა ველოდოთ სწორედაც რომ მიწის ნაგლეჯია ... აი ესაა რეალობა... მე არ ვამბობ რომ უნდა დავივიწყოთ ცხინვალი და აფხაზეთი, მაგრამ შესაფერისი მომენტის შერჩევა უნდა შეგვეძლოს...ღირსებას რაც შეეხება მგონი მოგვიწევს საფლავში ჩასტანა, თუ ასე გაგრძელდა ...ასე რომ მე კარგად ვიცი რას ვწერ უბრალოდ კარგად წაკითხვა სჭირდება...

zvigeni

მესმის მაგრამ მგონი დუმილი ჯობდა, თუ გავეცით რა მივიღეთ...წარმოგიდგენიათ რამდენი ოჯახი გამწარდა? და რისი გულისთვის ღირსების გულისთვის? ეს ბრძოლა საქართველოს ღირსებისთვის ბრძოლა არაა ამაშია მთელი უბედურება...თან ჯერ კიდევ გასარკვევია ჩვენ გავეცით პასუხი თუ მათ გაგვცეს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts140
კარმა55
OFFLINEPROFILE
ნებისმიერი ადამიანი დაიცავდა თავის თანამემამულეებს, ნებისმიერი მთავრობა იმას გააკეთებდა რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა. ანალიზის დრო ეხლა არ არის. სულიერად გაძლიერებაა მთავარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts140
კარმა55
OFFLINEPROFILE
ემი გენაცვალე, ღალატი აზროვნებიდან იწყება. აქ გარჩევის დრო არ არის. პესიმიზმით და ნიჰილიზმით შებყრობილებმა თავი შეიკავეთ. ეს ღალატის ტოლფასია. ნუ გავაკეთებთ კომენტარებს ერთმანეთის მიმართულებით. უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავეთ და სულის დამცემი მოწოდებებისაგან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი