შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ამერიკის ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადემ უშიშროების საბჭოს სხდომის დროს განაცხადა, რომ ლავროვმა კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში მოითხოვა, რომ სააკაშვილი წავიდეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან.
ხალხნო გეკითხებით რუსების გადასაწყვეტია ვინ იყოს საქართველოს პრეზიდენტი? გამაგიჟეს ამ შოვინისტებმა, ქართველი ერის მოძულე ველურმა ერმა
ვერ გაძღა რუსების მუცელი... მე ვფიქრობ ეს არის ის ბოლო წერტილი რის შემდეგაც ეს ერი ყველას მაგრად შეზიზღდება ისედაც სძულს ყველას... სიმართლე ჩვენს მხარეს არის და უფალიც შეგვეწევა ჩვენ უფრო დიდი პატრონი გვყავს და მფარველი რადგან მართლები ვართ ...უფალი უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი... ლოცვა დიდი იარაღია და ეს ის იარაღია რომლის გამოყენებაც ყველამ ვიცით დიდმა თუ პატარამ, მოდით შევიარარდეთ და ერთად დავამარცხოთ უსამართლობა მშვდობიან საქართველოში გისურვებთ ცხოვრებას ამინ!!
Представитель Министерства иностранных дел Грузии Шота Утиашвили сообщил агентству France Presse, что российская артиллерия начала интенсивный обстрел грузинского города Гори. По словам Утиашвили, на протяжении последних нескольких часов Гори также подвергается бомбардировке с воздуха. \"У нас есть информация о том, что вскоре в бой вступят российские танки\", - заявил собеседник агентства. Утиашвили также отметил, что грузинские войска ведут ответный огонь по позициям российских сил.
Представитель Минобороны России не подтвердил, но и не опроверг поступающую информацию.
Напомним, 9 августа в Грузии было введено военное положение сроком на 15 дней именно после бомбардировок Гори. По данным грузинской стороны, в результате бомбардировок в Гори погибли десятки мирных жителей. Генштаб РФ тогда опроверг эту информацию.
ზვიგენ ეგ საიტი რუსულია ,ამიტომ სიმართლეს არ ამბობენ და სხვათაშორის არც ჩვენები ლაპარაკობენ სიმართლეს, რუსთავი 2-ს ეხლა უნდა დაემთავრებინა გადაცემები? თუ 24 საათის განმავლობაში უნდა ატრიალოს ის კადრები და ინფორმაციები რაც ხელთააქვს ,მთელი დღე ფილმებით გვკვებავენ და შუალედებში ინფორმაციებს გვაწვდიან ,ასე უნდა მოიქცეს ის ტელევიზია რომელიც დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოს და მთავრობის საქმიანობაში ?ნახეთ რუსეთის არხები ერთი და იგივე კადრებს აჩვენებენ და ზოგჯერ დაჭრილ ქართველებს ოსებად ასაღებენ ნუთუ მედია ომიც არ შეგვიძლია?
ჩემო კარგებო,მედია ომი კი არა,საკამათოთ ნამდვილად არ ვამბობ,ჩვენი პრეზიდენტის ინტერვიუს მოვუსმინე ბიბისიზე და კინაღამ სირცხვილით დავიწვი ისე არა პროფესიულად ლაპარაკობდა ჩვენი პრეზიდენტი - ნეტავი მრჩეველები არ ყავს? ისედაც თითოელ სიტყვას და ინფორმაციას იმხელა მნიშვნელობა აქვს და საქმე როცა ასეთ მაშტაბურ კონფლიქტს ეხება პრეზიდენტს მეტი სიდინჯე მოეთხოვება.ღმერთო უშველე საქართველოსა და მთელ ქართველ ერს.
http://lenta.ru/articles/2008/08/11/ossetia/ მოილაპარაკესო, რომ საჰაერო ძალებს აღარ გამოიყენებენო. მაგრამ შეთანხმებაში არ იგულისხმება სამხრეთ ოსეთი. ასევე 19 ტყვე აიყვანესო.
მეგობრებო რუსული კარგად არ ვიცი და იქნებ ქარტულად ორი სიტყვით მაინც გამაგებინოთ საჰაერო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ?...
Россия и Грузия достигли соглашения о неприменении авиации в зоне грузино-осетинского конфликта, сообщает \"Газета.ру\" со ссылкой на ИА \"Новости-Грузия\".
Соглашение было достигнуто на переговорах с участием командующего российских миротворческих сил Сергея Чабана и губернатора Мегрелии - Верхней Сванетии Зазой Горозиа. При этом Чабан отметил, что данная договоренность не распространяется на Цхинвальский район.
Кроме того, согласно условиям соглашения, российские миротворцы продолжат контролировать зону безопасности в Гальском районе, причем при необходимости в эту зону могут быть введены дополнительные силы.
Согласно сообщениям грузинских СМИ, российские ВВС регулярно наносят удары с воздуха по территории Грузии, в частности, по военным объектам: аэродромам, портам и заводам. По данным грузинской стороны, за время конфликта было сбито 12 российских самолетов. Генштаб РФ официально сообщал лишь о потере двух - Су-25 и Ту-22
ამ წუთებში გორი აღარ იბომბება, აფხაზეთი კი. იქაა ომი. გორში სიწყნარეა. ქვეითი ჯარი არ წამოსულა საომრად გორისკენო. ამ წუთებში ველაპარაკები ერთ ჯარისკაცს. რად უნდათ ქვეითი ჯარი, ამოგვწყვიტეს ბომბებითო. ბევრია დაღუპული. ავტომატები ლაგატკებივით გვიჭირავს ხელში, თვითმფრინავს ავტომატით მოვერევითო.უაზროდ ვყრივართ და არავინაა ჩვენი პატრონიო--აი ეგ სიტუაციია დღეს. ბუში ჩინეთში ერთობა, მიშამ კი მაგის იმედით დაიწყო ომი. .........................................
ZVIGENI,შენი რუსული შეტყობინება ასე ითარგმნება: რუსეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას არ გამოიყენონ ავიაცია საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ზონაში,იტყობინება \"გაზეტა რუ\" \"ნოვოსტი გრუზიაზე\" დაყრდნობით. შეთანხმება მიღწეული იქნა მოლაპარაკებაზე რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურ ჩაბანსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას შორის.ამასთანავე ჩაბანმა აღნიშნა,რომ ეს შეთანხმება არ ეხება ცხინვალის რაიონს. ამას გარდა,მოლაპარაკების პირობების მიხედვით რუსეთის ე.წ. სამშვიდობოები გააგრძელებენ გალის რაიონის უსაფრთხოების ზონის კონტროლერებას.ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში ამ ზონაში შეიძლება შეყვანილი იქნას დამატებითი ძალები. ქართული სმი-ს/არ ვიცი რა არის სმი/ცნობების თანახმად რუსეთის არმია რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს ჰაერიდან საქართველოს ტერიტორიაზე,კერძოდ სამხედრო ობიექტებზე:აეროდრომებზე,პორტებზე,ქარხნებზე.ქართული მხარის მონაცემებით კონფლიქტის მიმდინარეობისას ჩამოგდებული იქნა 12 რუსული თვითმფრინავი.რუსეთის გენშტაბის ოფიციალური განცხადებით კი მათ დაკარგეს მხოლოდ 2 თვითმფრინავი,სუ 25 და ტუ-22.