↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
2008 წლის 11 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოს ცაზე 50-ზე მეტი რუსული ბომბდამშენი ტრიალებს.
დღეს დილით განხორციელდა ქალაქ თბილისის დაბომბვა. ჭურვები ჩამოვარდა კოჯორსა და მახათას მთაზე.
ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ თბილისში მაღალი დონის მოლაპარაკებების საწარმოებლად იმყოფებიან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი.
რუსეთის ფედერაცია ამგვარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ მაღალი დონის უცხოელი სტუმრების სიცოცხლესაც.
უკვე მეორე დღეა, საქართველოს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იერიშების მიტანას.
საერთაშორისო საზოგადოებამ უკიდურეს ზომებს უნდა მიმართოს, რათა რუსეთი შეჩერებულ იქნას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
საქართველოს საგარეო მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი ამ წუთებში საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეებს ხვდება.
ბერნარდ კუშნერი და ალექსანდრე სტუბი საგარეო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
როგორც დახურული შეხვედრის დაწყებამდე ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შეწყდეს ცეცხლი და სამხედრო ძალა იყოს გაყვანილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, უცხოელი დიპლომატები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს შეხვდებიან.
ეუთო-სა და ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარეები გორში ჩასვლასაც გეგმავენ.
საქართველოდან ისინი მოსკოვში გაემგზავრებიან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდებიან.
ამასთან, დღის მეორე ნახევარში თბილისში ჩამოსვლას გეგმავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
აფხაზეთის კონფლიქტის ზინაში მყოფი დსთ-ს სამშვიდობო ძალების სარდალმა, სერგეი ჩაბანმა დილის 7:00 საათზე, ენგურის ხიდზე გამართული შეხვედრის დროს ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა.
რუსი სამშვიდობოები მოითხოვენ, უსაფრთხოების ზონის ზუგდიდის ნაწილის 10-კილომეტრიან ზოლში ყველა ქართველმა პოლიციელმა და ძალოვანმა იარაღი სამშვიდობო ძალებს ჩააბაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამშვიდობოები 10:00 საათის შემდეგ იარაღის ძალით ამოღებით იმუქრებიან.
რუსული მხარის ულტიმატუმის მიუხედავად, ქართული პოლიცია ზუგდიდში რუსი სამშვიდობოებისთვის იარაღის ჩაბარებას არ აპირებს და მოსახლეობის დაცვას განაგრძობს.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუს ჯარისკაცებს არ აქვთ უფლება, ქართულ პოლიციას ასეთი მოთხოვნა წაუყენონ.
\"რუსულ მხრის ამ აბსურდული მოთხოვნის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გაერო-ს ვაცნობეთ და ქმედითი ნაბიჯებისკენ მოვუწოდეთ. ჩვენ ბრძოლა რამდენიმე, მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზე გვაქვს მოსაგები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ფაქტები საერთაშოსირო დონეზე დაფიქსირდეს. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეებს ჩაიდნენ რუსები, მით უფრო გაძლიერდება საერთაშორისო თანადგომა საქართველოს მიმართ\", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 04.30 საათზე რუსულმა ბომბდამშენმა ჭურვები კახეთშიც ჩამოყარეს.
როგორც \"ინტერპრესნიუსის\" კორესპონდენტი იუწყება, მათი სამიზნე დედოფლისწყაროს რაიონში განთავსებული შირაქის სამხედრო აეროდრომი გახდა. თუმცა, აეროდრომი 15-16 წელია არ ფუნქციონირებს, ანუ მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია რუსულმა სამხედრო ნაწილმა დატოვა.
ჩამოგდებულია 12-მდე ჭურვი, რის შედეგადაც დაზიანებულია აეროდრომის ასაფრენი ბილიკი და სანგრები.
დაბომბვის შედეგად აეროდრომთან ახლომდებარე სოფლებში, ზემო და ქვემო ქედსა და არხილოსკალოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა, ჩაემსხვრა მინები. საბედნიეროდ, მსხვერპლი და დაჭრილები არ არიან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
2008-08-11 08:05
რუსულმა ბომდამშენებმა სენაკის სამხედრო ბაზა და განმუხურს პატრიოტთა ბანაკი დაბომბეს

რამდენიმე წუთის წინ რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა სენაკზე. ორი ჭურვი ბომბდამშენებმა სამხედრო ბაზაზე ჩამოაგდეს, ორი კი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტთან ახლოს.
მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა არიან დაჭრილები.
რუსულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის პატრიოტთა ბანაკიც.
პატრიოტთა ბანაკი უკვე ევაკუირებული იყო, თუმცა დაბომბვის დროს იქ ტექნიკური პერსონალი იმყოფებოდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ორმა რუსულმა ბომბდამშენმა 03:05 საათზე ბათუმთან ახლოს ჭურვები ჩამოყარა.
თუმცა, ჭურვები არც ქალაქის და არც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არ აფეთქებულა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჭურვები ახალშენის ტყეში აფეთქდა.
რუსულმა ბომბდამშენებმა ბათუმის თავზე დაახლოებით 10 წუთის განმვლობაში იფრინეს და შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცე დატოვეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
2008-08-11 02:43
მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან – ბერნარ კუშნერთან და ალექსანდრე სტაბთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა და საქართველო იძულებულია თავი დაიცვას.
\"ჩვენ არ გვსურს რუსეთთან ომი, მაგრამ ტანკები ჩვენი დედაქალაქისკენ მოემართებიან და თვითმფრინავები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას ბომბავენ. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, ძალთა დაშორიშორება და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით ნდობის აღდგენა\", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საფრანგეთსა და ეუთოს მსოფლიოში მაღალი ავტორიტეტი და ნდობა გააჩნიათ და ამდენად, პროცესში მათი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ყველაზე დიდი სიურეალისტური კრიზისია, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლებოდა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ცხინვალის რეგიონის დაპყრობის შესახებ განცხადება სრულიად აბსურდულია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ეუთო მზად არიან კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურად ჩაერთონ და ვითარება აუცილებლად პოლიტიკური გზით უნდა დარეგულირდეს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთის მოქმედმა თავმჯდომარე ალექსანდრე სტაბმა ასევე დაადასტურა ევროკავშირისა და ეუთოს მზადყოფნა, ჩაერთოს ვითარების პოლიტიკური გზებით დარეგულირეის პროცესში.
\"უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, ძალთა გაყვანა და სამშვიდობო მოლაპარაკება. ასევე უნდა შეიცვალოს სამშვიდობო ფორმატი, თუმცა, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა იქნება მომავალში\", - განაცხადა სტაბმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ეს კი კულმინაცია

http://www.life.ru/news/30122 ნახეთ რას წერენ ჩვენს პრეზიდენტზე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
რას ფიქრობთ, ხედავთ გამოსავალს? ან რა სახით.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
განდის მეთოდში მეთქი_ვერ ვიტყვი, ინდოელები ბევრნი იყვნენ...რამენაირად უნდა ვაიძულოთ მსაოფლიო, რეალურად დაგვეხმაროს.რეზოლუციები და კეთილი სურვილები არ შველის საქმეს.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მსოფლიო გარდაუვალი არჩევანის წინაშე

12:33 11.08.2008

[გაგი ოთიაშვილი. ნიუ იორკი, აშშ]
სწორედ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება დადგა მკაფიო არჩევანის წინაშე:
დაუთმოს რუსეთს საქართველოს განადგურება და შექმნას ”რუსული სუდეტის ოკუპაციის ”პრეცედენტი”. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია შეიტანოს მეზობელ ქვეყნებში პასპორტები და მერე დაიპყროს ისინი ”საკუთარი მოქალაქეების დაცვის” საბაბით. ასეთი პრობლემა ელოდება უკრაინას, ლატვიას, ლიტვას, ყაზახეთს...

ამასთან მსოფლიოს მოუწევს ახალი აგრესიული მონოპოლისტი მონსტრის დაბადებაში მელოგინის როლის შესრულება. აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია კვლავ აღმოჩნდება თავისი უზარმაზარი რესურსებით რუსეთის მარწუხებში.

ამერიკას 8-12 თვეში შეექმნება სისხლიანი ბრძოლების კასკადი - რუსეთი უკვე გათელილ კავასიაზე ირანთან ერთად შექმნის ენერგო-კარტელს და მიაწვდის იარაღს ახლო აღმოსავლეთის ექსტრემისტებს... მერე რუსეთი ეცდება დიდი მსხვერპლის მიზეზით ამერიკის გაძევებას ჯერ ერაყიდან, მერე უკვე ავღანეთიდან... ამერიკა ადრე იყო უმთავრესი შემსყიდველი ენერგომატარებლებისა და რუსული ბუნებრივი რესურსების... ეს მას უქმნიდა ანგარიშგასაწევ პოზიციას,რადგან ამერიკულ შესყიდვებზე იყო დამოკიდებული რუსული ფინანსური სიმყარე.

ახლა ჩინეთის (განსაკუთრების ამ ოლიმპიადის შემდეგ) და ინდოეთი ხდებიან ბუნებრივი რესურსების უდიდესი მომხმარებლები და შემსყიდველებიც... რუსეთს მზად აქვს ევრაზიული სტრატეგიული გაერთიანების პროექტი... მხოლოდ ცენტრალურ აზიას უნდა ჩაუხშოს იმედი ევროპასთან და საერთოდ მსოფლიოსთან პირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობისა! ამას კავაკსიის დაბრუნებით შესძლებს მხოლოდ. რუსეთის მიმართ დათმობის შემთხვევაში მსოფლიო 3-4 წელში მიიღებს ტოტალიტარული რეჟიმების კოალიციას - ევრაზიულ გაერთიანებას (რუსეთი-ჩინეთი-ირანი-ცენტრალური აზიის ქვეყნები-პაკისტანი-ჩრდ.კორეა-მონღოლეთი).

აი ეს თუ უნდა ევროპელ ბალეტმესტერ მინაზებულ პოლიტიკოსებს... მაშინ ისინი ღირსები იქნებიან აღმოჩნდნენ ახალი ატილას ქვეშ!

ახლა განვიხილოთ მოვლენათა განვითარების დასავლური გეგმა - შუა აზიის მხრიდან ამიერკავკასიის გზით ენერგორესურსების ტრანსპორტირება ევროპაში ძირს უთხრის რუსეთის გეგმებს - შუა აზია თავად ხდება ევროპასთან პირდაპირი მიმწოდებელი გაზისა და ნავთობისაც, რასაც ამჟამად ოცნებითაც კი შეუძლებელს ხდის რუსული იმპერიალისტური გაზპრომი.

დასავლეთის პოზიციების გამაგრება ამიერკავკასიაში ირანს უბიძგებს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისაკენ და რა თქმა უნდა ევროპის ნეიტრალურ ქვეყნის (მაგ. შვეიცარიის,ფინეთის რომელიმე კომპანიის საშუალებით რათა შარიათის კანონების დარღვევაში არ დასდონ ბრალი) ირანი შეუერთდება ევრაზიულ ამიერკავკასიის დერეფანზე გამავალ დიდი ენერგეტიკულ სატრანპორტო ქსელს რათა გაყიდოს თავისი გაზი.

თან შუა აზიის ქვეყნები მიიღებენ 4-5 ჯერ მეტ მოგებას, ვიდრე ეს ამჟამად მათ გაზპრომთან კაბალური ურთიერთობით აქვთ. ევროპაც ალტერნატიული ენერგომატარებლების საშუალებით უფრო დამოუკიდებელი იქნება რუსეთისაგან, თან ევროპას მეტი არჩევითობის საფუძველზე მიეცემა ენერგო-რესურსების ფასების დარეგულირების შანსი.

ამ შემთხვევაში ევრაზიული რეგიონი რუსეთს მონოპოლიური მდგომარეობიდან თავს დააღწევს. აი ესაა ნამდვილი არსი. თან არ დაგვავიწყდეს ეკონომიკური კრიზისის მიმდინარეობა ევროპაში.

ევროპელების მსყიდველობითი დაინტერესების მკვეთრ დაცემასთად დაკავშირებით, ფინანსური წრეების მიერ ახალი საინვესტიციო სფეროებისა და მიმართულებების მოძიება ძალიან ძნელია ევროპაში. ევროპელი მოსახლეობა დემოგრაფიულად მცირდება - ე.ი. ახალშექმნილი ოჯახების მიერ საიპოთეკო კრედიტით სახლების, მანქანების და სხვა მოძრავ-უძრავი ქონების შეძენის პროცესი შენელებულია... ამ შემთხვევაში ამიერკავკასია,შუა აზია, და სხვა ქვეყნები წარმოადგენენ პოტენციურად მზარდ ბაზრებს ამ რეგიონებში მზარდი ეკონომიკა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ზრდის...

თუ მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება წინ აღუდგება რუსეთის ბარბაროსულ ქმედებეს, მაშინ ევროპას რუსეთი შესთავაზებს ლიბერალურ პოლიტიკურ ხაზს ისე, რომ ძველის მიერ ჩადენილზე პასუხს აღარავინ მოსთხოვს, რათა ეს გარეგნულად ლიბერალური თავმიკანტურებული დათვი არ გააბრაზონ თავგანწირვამდე...

აქ საქართველოს სტრატეგიულად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება... ეს თავად ამერიკელებს არცა აქვთ შემეცნებული კარგად. მათი ჰილი ბილური აზროვნებით ბინლადენი და აიათოლას ირანია მთავარი მტერი და არა მოსკოვი-ირანი-ჩინეთის პოლიტიკურ-ენერგეტიკული ტოტალიტარული კარტელი(!) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაღებულ უმეცრებასთან. აქ პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მხოლოდ მაკ ქეინი ხვდება თუ რა საშიშროება ელის ამერიკას მოსკოვი-პეკინ-თეირანის პოლიტიკურ-ენერგეტიკული ტოტალიზირებული კარტელით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
აკაკი ბობოხიძე: არ ღირს, მოწინააღმდეგის ძალების შეუფასებლობა

11:29 11.08.2008

[ლალი როზომაშვილი, ”ვერსია”] სამწუხაროდ, შექმნილ სიტუაციას ვერც საქართველოს სამხედრო კოალიციის წევრობა შველის, რომლის თანახმადაც, ქართველები ერაყში იბრძვიან. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს შიდა კონფლიქტში ჩარევა არავის ევალება. ამას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა სჭირდება. ანტიერაყული კოალიცია კონკრეტულად ერაყში ოპერაციის ჩასატარებლად შეიქმნა, თუმცა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუ საქართველოს დასჭირდება, ჩვენი ძალები ერაყიდან უნდა გამოვიდნენ. აკაკი ბობოხიძე “ვერსიასთან” საუბარში აცხადებს:
- საქართველომ უნდა შექმნას დოკუმენტი და მოითხოვოს პირდაპირი სამხედრო დახმარება შეერთებული შტატებისგან. გამოიყენებს თუ არა, ეს ამერიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ გამოიყენებს. მსოფლიოში ყოფილა შემთხვევები პორტების საერთაშორისო კონტროლის ქვეშ აყვანისა და მიმაჩნია, რომ ფოთის, ბათუმისა და ყულევის პორტების აყვანა საერთაშორისო კონტროლის ქვეშ შესაძლებელია. ეს პორტები მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს არა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად ე.წ. საერთაშორისო მეგობრობას ემსახურება.

რაც შეეხება ევროპას, ამბობს, რომ ცეცხლი შეწყვიტონ ქართველებმა და ოსებმაო, ანუ, არ სურთ კონფლიქტი იმ რეალობად აღირონ, რაც გვაქვს. არა მარტო დღეს, 1990 წლიდან მოყოლებული, ეს კონფლიქტი ქართულ-რუსული იყო. სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლების შეცდომები მსოფლიოს დისკომფორტს უქმნიდა, რომ ამ კონფლიქტს თავის სახელი დარქმეოდა, კონფლიქტი ეთნოკონფლიქტად ამიტომ მოინათლა.

დღეს მე ვხედავ, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, კვლავ ამ გზას ადგანან. ეს სირაქლემას პოზიციაა. ევროპას სურს, ამ პოზაში იმყოფოს თავი, მაგრამ ამ წუთში დაზარალებული ჩვენ გამოვდივართ. მესმის, ევროპა სულ არაა ვალდებული დაგვიცვას, მაგრამ, ვნახოთ, რამდენად უღირთ საქართველოს ტერიტორია. დღეს სატრანზიტო დერეფნის სამი ალტერნატივა არსებობს – რუსეთზე გამავალი, კავკასიაზე და იქიდან ერაყზე. თუ ევროპას სურს მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე, იყოს”.

როგორ შეაფასებთ კოკოითის განცხადებას, რომ რუსეთისგან უფრო დიდ მხარდაჭერას ელოდა...
- ბლეფია, თითქოს ოსები მარტონი დარჩნენ და მხოლოდ ისინი გვიწევენ წინააღმდეგობას. ესაა ჩვეულებრივი ხრიკი, თითქოს რუსეთი მას თავს არიდებს. მისი განცხადება, სხვას არაფერს ემსახურებოდა. ხშირად იხსენებენ, რომ თავის დროზე საინფორმაციო ომი წავაგეთ, რა კეთდება ახლა ამ კუთხით? - ვფიქრობ, სწორი დიპლომატიური ნაბიჯები სრულიად საკმარისი იქნება, რომ საინფორმაციო ომი არ იქნას წაგებული. საინფორმაციო ომი დიდი დიპლომატიის ძალიან მცირე ნაწილად მიმაჩნია და თუ სწორად იქნება წარმართული, დიპლომატია თავისთავში ინფორმაციულობის ძალიან დიდ წილს მოიცავს. საინფორმაციო ომი არ არის მხოლოდ მასმედიაზე დამოკიდებული. ავტომატურ რეჟიმში სწორი დიპლომატიური აქცენტები და სწორი ნაბიჯები ნიშნავს, რომ ვიღაცა ინფორმაციული ხდება.

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ინფორმაციული ომი მხოლოდ მასმედიას აკისრია, მაგრამ ეს ომი მხოლოდ მასმედიისა და ინტერნეტის “ასაწევი” არ არის. მიმაჩნია, რომ სწორი დიპლომატიური ნაბიჯები ინფორმაციულ ომს ორი მესამედით მოგვაგებინებს. ერთი მესამედი, ბუნებრივია, საიფორმაციო საშუალებებზე იქნება დამოკიდებული. ამ მხრივ, რუსებს ძალიან დიდი იარაღი აქვს, რომელიც თავისი სივრცით, პრაქტიკულად, მსოფლიოს ფარავს. ვხედავდი კადრებს, თითქოს ქართველი ფაშისტები ოს ბავშვებს უსწორდებიან. ეს ამაზრზენად მოქმედებს ნებიმიერ მხილველზე. ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მონტაჟი იყო, მაგრამ ასეთ კადრებს მასმედია უნდა დავუპირისპიროთ. დანარჩენ ნაწილში, ვინც ინფორმირებული უნდა იყოს, მიმაჩნია რომ დიპლომატიით იქნებიან.

ამ მხრივ, რამდენად დიპლომატიურია ნიშნის მოგებით გაკეთებული განცხადებები...
- არ ვარ ამის მომხრე. პირიქით, არ ღირს, მოწინააღმდეგის ძალების შეუფასებლობა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მაგალითად მოგვყავს სუსტმა, შეუიარაღებელმა ფინეთმა როგორ დაამარცხა უფრო ძლიერი რუსეთი. ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეც ესაა - მსოფლიოში წამყვანი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რუსული იმპერია დავამარცხოთ. არადა, ათი წლის წინ რუსეთის დამარცხება გაცილებით იოლი იყო, ე.წ. დემოკრატიული ფასეულობები რუსეთის მხრიდან მაშინ დეკლარირების დონეზე მაინც იყო. დღეს კი ღია აგრესიულ მოქმედებებზე გადადის და მსოფლიოს აზრს იგნორირებას უკეთებს. მაშინ ხელისუფლების უნიათობის გამო, რუსეთს დამარცხების ისტორიული შანსი გავუშვით. დღეს გაცილებით სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
დავით დარჩიაშვილი: რუსეთთან მიმართებაში ტერმინი “სამართალდამცველი” უხერხულია...
11:35 11.08.2008

[ლალი როზომაშვილი, ”ვერსია”]
საქართველო კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ რომ დარჩეს, კონფლიქტში ჩართული რუსული მხარე უკან არაფერზე იხევს. თითქოს ოსი ეროვნების ხალხის წამებაზე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევ მხარეზე, სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრა. “ვერსია” პარლამენტარ დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
რუსეთის სამართალდამცველებმა საქართველოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს...
- სრული სიგიჟეა, რუსეთთან მიმართებაში ტერმინი “სამართალდამცველი” უხერხულია...

რუსული ტელეარხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი და დაშავებული გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული მხარე აცხადებს. ამის გამო, ხალხში სერიოზული პანიკაა
- ბუნებრივია, საგანგებო, საომარ ვითარებაზე გადაეწყობა ქართული საინფორმაციული სამსახურებიც. არანაირ ათასებზე საუბარი არ შეიძლება, ბევრად უფრო დრამატული და გართულებულია ვითარება, რაც ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი კვარტლების დაბომბვა დაიწყო, მსხვერპლი კი არის. თუნდაც ერთი დაღუპული ადამიანიც საშინელებაა... 30 გარდაცვლილი - ბრძოლის ველზე დაღუპულებზე, პირველ დღეზე ითქვა. იქ ყველაფერი ძალიან სუფთად და ნელა კეთდებოდა, რომ მსხვერპლი მოწინააღმდეგე მხრიდანაც არ ყოფილიყო. ახლა საშინელებაა...

არანაკლებ პანიკას იწვევს ინფორმაციები თითქოს თბილისსაც საფრთხე ემუქრება...
- საომარი მდგომარეობა იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო გადაერთოს მათ შორის ხალხის სწორად ინფორმირებაზე. საზოგადოებრივი შტაბები, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, უბნების დონეზეა გასაკეთებელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ იარაღი აიღოს, არამედ თუ სადმე რამე პრობლემაა, იგივე ჭორების გადამოწმება, დახმარება იქნება თუ დევნილების დაბინავება ამ საკითხებზე იმუშავოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მამუკა არეშიძე: კოკოითი, თავდაცვის მინისტრ ლიუნოვთან ერთად, ჯავასთან ახლოს, წყალკანალის ბუნკერშია
11:40 11.08.2008

რეზო შატაკიშვილი, ”ვერსია”]
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ხელისუფლებას ურჩევს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უხმოს თურქეთსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებს, მთელს მსოფლიოს...
- ცხინვალის რეგიონი, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინწინ. შეიძლება მთლიანად ჩვენი იყოს, შეიძლება გაიყოს, შეიძლება რაიმე სხვა ფორმით იყოს. შეიძლება ყველაფერი საქართველოს იურისდიქციაში იყოს, ჯავისა და მიწასთან გასწორებული ქალაქ ცხინვალის გარდა, რომელიც უკვე თავიდან ასაშენებელია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული.

ამდენად, სტატუსქვოზე ლაპარაკიც კი გამორიცხულია, ან ვიღას უნდა ელაპარაკო ამ სტატუსქვოზე? აღარ არსებობს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება, საკუთარი ხალხი მიატოვა და გაიქცა სადღაც. ჩემი ინფორმაციით, კოკოითი, თავის თავდაცვის მინისტრ ლიუნოვთან ერთად, იმყოფება ჯავასთან ახლოს მდებარე სოფელ მსხლებში, წყალკანალის ყოფილ შენობაში, ბუნკერში...

ეს იყო დუნედ მიმდინარე, დაკონსერვებული კონფლიქტი, და ასეთი მდგომარეობა აწყობდა ყველას, მოსკოვსაც, თბილისსაც, სოხუმსაც, ცხინვალსაც, საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომლისთვისაც მთავარი იყო ცეცხლი არ განახლებულიყო და არა ის, რომ კონფლიქტი მოგვარებულიყო. ეს არის წესი, მოქცევის წესი ამ საერთაშორისო ინსტიტუტების. რომელი კონფლიქტი მოაგვარეს კარგი შედეგით? კოსოვო? სასაცილოა.

დღესაც მარტო ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი? ეს ყველაფერი იმას ჰგავს, რესტორანში კაცები რომ ჩხუბს დაიწყებენ და კეკლუცი ქალები წიოკს ატეხენ, გაჩერდითო.
- ზუსტად ეგაა, ეგეთი უბედურება გვჭირს ზუსტად... გახსოვთ, რა შედეგითაც დასრულდა რუსეთ-ჰოლანდიის მატჩი. მატჩის წინა დღეს რუსეთმა და ჰოლანდიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომ ჰოლანდიას გადაეცემოდა ბალტიის გაზსადენის 9%... მთელი ჰოლანდია ლაპარაკობს იმაზე, რომ მათმა ნაკრებმა ამ 9%-ის გამო გაყიდა თამაში. გერმანიაც ამ ბალტიის გაზსადენით მიიბა რუსეთმა, გაიყიდა შრიოდერი, გერმანიის ყოფილი კანცლერი დღეს “გაზპრომის” დირექტორთა საბჭოს წევრია.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროპა, სამწუხაროდ, ხშირად ივიწყებს პარტნიორობას, მეგობრობას და თავისი ინტერესებით მოქმედებს. თუმცა მთლიანად დასავლეთზე ამის თქმა არ შეიძლება. დასავლეთისთვის ეს რეგიონი ნავთობტრანზიტისა და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაზე ზეწოლის რეგიონია. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ევროპა და იგივე ვერც ნატოს ხელმძღვანელობა, ჩვენს საკითხთან დაკავშორებით მკაფიოდ ვერ ლაპარაკობს, ის მაინც უნდა დაიცვან, რაც მათ სჭირდებათ, რაც მათ ტანთან ახლოსაა და რაც მათ მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ვალდებულები არიან, ეს დაიცვან. როგორც ვთქვი, ყველა ერთი არაა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს, ამერიკის შეერთებული შტატებია.

პრინციპში, ჩვენი რეალური მოკავშირეები, რომლებიც ჩვენს პოზიციებს დაიცავენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ესაა აშშ, ბალტიისა და ახალგაზრდა ევროპული ქვეყნები. დანარჩენების იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს.

ამ დღეებში უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, საქართველოში დასახმარებლად ამერიკული ჯარის შემოსვლაზე. იყო ნატოს დახმარებაზეც ლაპარაკი, კონგრესი იხილავდა სამშვიდობო მანდატით ამერიკელი ჯარისკაცების ჩაყენებას…
- ვერ გეტყვით, რეალურია თუ არარეალური, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ჩვენს აეროდრომებზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები სწორედ იმიტომ დაიბომბა, რომ ამერიკული თვითმფრინავები არ დამჯდარიყო იქ... ფოთის დაბობმვაც გამაფრთხილებელი დაბომბვა იყო იმისთვის, რომ იქ აკვატორიაში თუ გამოჩნდებოდა სხვა ქვეყნის გემები... ჩვენს აკვატორიულ წყლებში მარტო დესანტის გადმოსასხმელად კი არა, ამიტომაც შემოვიდა რომ იქაურობა ეკონტროლებინა, ნატოს გემებს რომ არ შემოეღწია.

ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლა ვერ შეძლებენ შემოსვლას?
- ვერ გეტყვით, ეს ისეთი რამეა... შენი არ იყოს, მეც მინდა, რომ ამ წუთში დაგვეხმარონ... ვალდებული არიან, დაგვეხმარონ იმიტომ, რომ როცა სჭირდებოდათ და დღესაც, ჩვენი ბიჭები იბრძვიან მათ მხარდამხარ ერაყში. ახლა დასავლეთია ვალდებული, ჩვენ დაგვეხმაროს, დიპლომატიური მეთოდებით, შეიარაღებული ძალით თუ შეიარაღებით. სტინგერები არა გვაქვს საკმარისი, ისრაელმა, რუსეთის ზეწოლით, ერთი ათი დღის წინათ, უარი განაცხადა ჩვენთვის შეტევითი სახის იარაღის მოწოდებაზე... მეეჭვება, ახლა ნატომ ასეთი მასირებული მონაწილეობა მიიღოს ამ კონფლიქტში. დე, ვცდებოდე.

როდესაც ეს კონფლიქტი განახლდა, სანამ ასე აქტიურად ჩაერეოდა რუსეთი, კოკოითი აქტიურად ახსენებდა ჩრდილოეთ კავკასიელებს. ახლა, როცა უკვე თვითონ რუსეთია ასე ღიად გადმოსული აგრესიაზე, რა მნიშვნელობა აქვს ჩრდილოკავკასიურ ფაქტორს.
- გეგმა იყო ასეთი, ოსურ შენაერთებს იერიში უნდა მოეტანათ ქართული მხარის მიერ დაკავებულ სიმაღლეებზე და საქართველო უნდა ჩაეთრიათ ლოკალურ ომში. უნდა ყოფილიყო რამდენიმედღიანი ომი და ამ ომის პიკზე უნდა მომხდარიყო კოდორზე შეტევა. რაც ხდება კიდეც პრინციპში...

ასევე, იმ დღეებში უნდა დაწყებულიყო მობილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც რუსეთს სჭირდებოდა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ მთელი კავკასია გვებრძოდა. მაგრამ ეს გეგმა აერიათ.

ოსებმა ეს შეტევა ვერ განახორციელეს. არავის ეგონა, რომ ქართული ჯარი ასე ძლიერი აღმოჩნდებოდა, ოსური კი ასეთი სუსტი. ამიტომ, რაც 2-3 დღე უნდა გაჭიმულიყო, 8 საათში მოთავდა. მობილიზაცია კი გამოცხადდა, მაგრამ შემოსვლა მოასწრო მხოლოდ სამასმა მოხალისემ ჩრდილოეთ ოსეთიდან. მათი უდიდესი ნაწილი, სამხრეთ ოსეთიდან წასული იყო. დანარჩენებმა ვეღარ მოასწრეს იმიტომ, რომ რუსეთმა გასწია გვერდზე ეს დეკორაცია და პირდაპირ თავისი ნაწილები შემოიყვანა იმიტომ, რომ ის ჩრდილოეთკავკასიელი მოხალისეები, საბრძოლო თვალსაზრისით, განსაკუთრებულ არაფერს არ წარმოადგენდა.

დღეს ღიად ჩანს, რომ ჩვენ რუსეთს ვებრძვით და ჩვენ დაგვეხმარებიან ამ ომში ჩრდილოეთ კავკასიელები?
- ჩვენი ხელისუფლების შეცდომა ისაა, რომ ჩვენ არ ვეურთიერთებით ჩრდილოეთ კავკასიას. ფეხებზე გვკიდია. არადა, დღეს, გროზნოში გამოკითხვის შედეგად, უფრო მეტ სიმპატიას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ვიდრე რუსეთის მიმართ. ანუ, ბევრი მებრძოლი იძახის, დაგვიძახონ და საქართველოს მხარდამხარ ვიომებთო. ასევეა ინგუშეთში. რასაკვირველია, არავინ ეძახის.

სხვა რესპუბლიკებში სხვანაირი მდგომარეობაა. პასიურია დაღესტანში და უფრო ანტიქართულია ყაბარდო-ბალყარეთსა და ადიღეში, რადგან იქ უფრო პრორუსული განწყობაა. ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას აქვს საშუალება, საერთო-კავკასიური ფასეულობების დასაცავად მოუხმოს კავკასიელებს რუსეთის წინააღმდეგ საომრად. დარწმუნებული იყავით ძალიან ბევრი კავკასიელი წამოვა.

მათ გარდა არიან ბოევიკებიც, რომლებიც იმის მხარეს იბრძოლებენ, ვინც გადაუხდის. მათი დაქირავებაც არაა ცუდი ალბათ.
- შეგიძლია დაიქირაო კიდევაც და ისედაც მოიწვიო. ამის გარდა, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა, ამ 2 წლის წინ ანკარაში, შეკრებაზე, განაცხადეს, რომ მათი სურვილია საქართველოს გვერდით დაუდგნენ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. ასევე ფერეიდნელმა ქართველებმაც არაერთხელ შემოგვთავაზეს გამოგვიყენეთო, თან მათ ყველას აქვს გავლილი სამსახური ირანის ელიტარულ ნაწილებში. ამ რესურსის გამოყენება, რასაკვირველია, შეიძლება ახლა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გამოიყენოს?

ჩვენს დაძახილზე ვინ მოვა, ფერეიდანში და თურქეთში მცხოვრები ქართველების გარდა?
- ძალიან ბევრი კავკასიელი. სხვა ეროვნების ხალხიც. ახალგაზრდა ევროპიდან, ამერიკიდან. რამდენი აზერბაიჯანელი იომებს, იცი? ოღონდ აქაური კი არა, იქაური. კარგად არ არის საქმე, მაგრამ უიმედო სიტუაცია ნამდვილად არაა, რადგან ჯერ-ჯერობით ვგრძნობ ერისა და ბერის კონსოლიდაციას, მებრძოლების პროფესიონალიზმსა და თავდადებას, საერთაშორისო საზოგადოებაც გააქტიურდა, აშშ ყოველ შემთხვევაში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
სულ სხვა რაღაცა ყოფილა ომი...

00:34 11.08.2008
ზოგმა პანიკა ატეხა სუ-24-ებს ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი და კიდევ რამდენიმე რეზერვისტი დაიჭრა...

ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე ამოვიკითხეთ. ომი ომია, არის ნგრევა და მსხვერპლი, მაგრამ ხსჰირად არის უაზრო ნგრევა და უაზრო მსხვერპლი.
არავინ დავობს, რომ ქართველებმა დიდებულად იომეს. მაგრამ, აქ საუბარია რეზერვისტებზე, ჯერ კიდევ ბავშვებზე. შესაძლოა, არც მთლად ბავშვებზე - გულიანებზე, ანთებულებზე… მაგრამ, ნამდვილად გამოუცდელებზე. ომს ხასიათი იგებს.

იმ ახალგაზრდას, რომლის სიტყვებსაც ახლა წაიკითხავთ, ხასიათი და სამშობლოს სიყვარული ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აკლდა მომზადება და, რაც მთავარია, აკლდა მაგალითი. თუმცა, სჯობს თავად წაიკითხოთ. ჩვენ მას ბოდიშს ვუხდით, რადგან ნებართვა არ აგვიღია, ისე ვბეჭდავთ. იმედია, არ გაგვინაწყენდება

”აქ პირობებზე არ არის საუბარი... ომში რომ შემწვარ-მოხრაკულებს არ მოგართმევენ და რბილად ვერ დაიძინებ, ყველამ იცის და მაგაზე არც არავის ქონია პრეტენზია...მაგრამ გორში ჩემი ძმაკაცები იყვნენ...

რამდენიმე ასეული კაცი იყო ერთად ორი დღის მანძილზე და ერთი ოფიცერი არ ყავდათ, რომ რამე მიეთითებინათ...

2 დღე გაურკვევლობაში იყვნენ...

როცა ხალხს იწვევ ვიღაცას ხო უნდა ჩააბარო მაგათი თავი... პროფესიონალები ხო არ არიან რომ თვითნებურად მიიღონ გადაწყვეტილებები... ბიჭები დაბომბეს, რამდენიმე დაიღუპა კიდეც.... ზოგმა პანიკა ატეხა სუ-24-ებს ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი და კიდევ რამდენიმე რეზერვისტი დაიჭრა...

იმიტომ რომ პატრონი არ ყავდათ არავინ...

ჩვენ ოსურ სოფელში წაგვიყვანეს 150 კაცი და პოზიციები გავამაგრეთ...

გუშინ ოსებმა რომ შემოგვიტიეს, ჩვენი ერთადერთი რეგულარულის ოფიცერი პანიკებში ჩავარდა და უკანდახევის ბრძანება გასცა მაშინ როცა მაგარი პოზიციები გვქონდა და ჩვენ 150 ვიყავით და ოსები მაქსიმუმ 50-60...

რეზერვისტებს რო ბრძოლა გვინდოდა (100% ჩვენ გავიმარჯვებდით მაგ სიტუაციაში) და დაპანიკებულმა არმიის კაპიტანმა რო ბოზი კურდღლებივით გამოგვაქცია უკან, ეს საქციელი რა არის - ვერ ვხვდები...

მერე ავტობუსებით გორისკენ წავედით და ბომბები ჩამოყარეს... ავტობუსებიდან გადმოვცვივდით ჩვენ და დავიმალეთ ტყეში... ჩვენი კაპიტანი კი ჩახტა პიკაპში, დაგვიბარა, აქ იყავითო და 2 საათით წავიდა...

მერე მოვიდა... რო ვეკითხებოდით, რა უნდა ვქნათო - არ ვიციო...

მერე სარდლობასთან დარეკა და ჩემი ყურით გავიგონე, რომ ჰკითხა, ამ ხალხს რა ვუყოო და იქიდან რომ უპასუხეს, მაგათთვის გვცხელა ეხლა, სადაც გინდათ იქ წაიყვანეთო...

მერე გორში წაგვიყვანეს და უცებ ეს კაპიტანი ბრძანებას იღებს უკან სოფელში დაბრუნდით და ოსებისგან გაწმინდეთ ცოტანი არიანო...

ანუ, გამაგრებული პოზიციებიდან გამოგვაქციეს და ვიღაცა დაყ….მა უკან სოფელში ასვლა ბრძანა, როცა 100% იქ უკვე ჩვენივე გათხრილ სანგრებში იქნებოდნენ ჩასაფრებულები და ბუზებივით დაგვხოცავდნენ...

მოკლედ, 3 საათი ვიყავით გორში და მაგ ხნის მანძილზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს...

ამ დროს 30 დავრჩით, დანარჩენები თბილისში წავიდნენ...

როგორც იქნა დარეკა შტაბიდან, ელაპარაკნენ და გვითხრეს, იარაღი და ტყვია წამალი დატოვეთ და თავისუფლები ხართო...

დავტოვეთ და ღამით ფეხით წამოვედით 30 კაცი გორიდან... კიდე კაი გზაში ავტობუსმა გაგიჩერა და ჩამოგვიყვანა...

კიდევ მანამდე რამოდენიმე ინციდენტი მოხდა რეზერვისტებს და ოფიცრებს შორის რის თქმასაც ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ...

მოკლედ, რისი თქმა მინდა... გამოუცდელი კაცი რო წახვალ ომში, მაგალითი გამოცდილმა უნდა მოგცეს...

დიდი სტრესია ძაან... სულ სხვა რაღაცა ყოფილა ომი... თავიდან მეგონა რომ მარტო ის იქნებოდა საფიქრალი, არ მოვმკვდარიყავი და სხვა როგორ მომეკლა...

მაგრამ, იქ არავინ ფიქრობდა საკუთარ თავზე...

ყველა ოჯახებზე ფიქრობდა... და ფსიქოლოგიურად მაგრად გვძაბავდა ის რომ ყველას ოჯახი გვედგა უკან და ამ დროს ბატებივით ვიყავით და არ ვიცოდით, რა გავეკეთებინა...

როცა სამშობლოსთვის კვდები, დიდ რამეს ნიშნავს... მაგრამ, როცა ხედავ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება არაფრისთვის მოკვდე, მოკვდე ისე რომ ამ შენი სიკვდილით შენ ქვეყანას არაფერი შეემატოს მაგრად ტეხავს...

ფრონტის წინა ხაზს რაც შეეხება, მე მანდ არ ვყოფილვარ, მაგრამ 200 რეზერვისტი რომ ცხინვალში ყავდათ, 100% ვიცი... ბოლოს, ვეღარ გაუძლეს ბიჭებმა და გამოიქცნენ თავისით...

შეიძლება, წესით, არ შეიძლება ასე , მაგრამ ამ მომენტში ვერ გავამტყუნებ მაგ ხალხს”.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი