↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
ღმერთო შენ დაგვიფარე!სულით-ხორცამდე შემძრა ამ ბიჭის მონათხრობმა.რა გვეშველებააააააააააააააააააა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Aug 2008
Posts6
კარმა1
OFFLINEPROFILE
ტეკლა იკნებ ე-მაილი მომცე შენი.....მიშიკო გერმანიიდან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts86
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარგი ორშაბათი დაგვდგომოდეს ჩემო ტანჯულო ქართველებო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Aug 2008
Posts6
კარმა1
OFFLINEPROFILE
მასეა ყოველთვის...არ იცით?!.................. ვის აინტერესებს ახალგარზდები...თვითონ არ იზიან რას აკეთებენ,მარტო ვრზხვებიტ ყოველთვის....ან სად მიყავდატ ახალგარზდები???
ერტი თვიტონ ზავიდნენ და იბრძოლონ მანდ,...მართალი ხარ ძმაო....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
damrtkmeli wrote:
ციტატა:
ტეკლა იკნებ ე-მაილი მომცე შენი.....მიშიკო გერმანიიდან...

პმ ში მოგწერე უკვე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ბრძოლები ორ ფრონტზე
15:43 11.08.2008
სამაჩაბლოს დაცვა თანდათან უფრო ძნელი ხდება.

[ლევან სეფისკვერაძე]
სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებისა და ქართული ქალაქების დაბომბვის პარალელურად, ზუგდიდის რაიონის ქართულ სოფლებზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული რუსული აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ყველაფერს უკვე საქართველო-რუსეთის ომი ჰქვია და და შიდა ეთნოკონფლიკთან არაფერი აკავშირებს.

ქალაქ ცხინვალის აღების შემდეგ, რუსეთის 58-ე რეგულარული არმიის და ქალაქ ტულადან გადმოსროლილი პოლკის “სამშვიდობოებმა” იერიშები ქართული სოფლების მიმართულებით წამოიწყეს.

რუსებს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართული სოფლების მოსახლეობამ, რომლებიც დანგრევას გადარჩენილ სახლებში იმალებოდნენ და იქიდან ცდილობდნენ საკუთარი სახლისა და სოფლის დაცვას.

დიდი შემოტევების მიუხედავად, ქართული სოფლების: ერედვის, ნიქოზისა და თამარაშენის მკვიდრი მამაკაცების დიდმა ნაწილმა ცოლ-შვილის გახიზვნის შემდეგ, საკუთარ სახლებში დარჩენა და ერთმორწმუნეობის ნიღბით მოსულ მოძალადეებს ამჯობინეს.

ნიკო ბარიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “დარწმუნებული ვარ, რუსები ჩვენი მხრიდან ასეთი დიდი წინააღმდეგობის გაწევას ნამდვილად არ ელოდნენ. ცხინვალის აღების შემდეგ, ქალაქში შესულმა რუსებმა დიდი ზეიმი დაიწყეს და ეგონათ, საბოლოო გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ ვერ მივართვით! რუსებს უნდოდათ, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებიც აეღოთ, თუმცა მთელი ორი დღის განმავლობაში, ჩვენმა ბიჭებმა ცხინვალის გარეთ ცხვირიც კი არ გამოაყოფინეს. რუსებს ჯარისკაცები ემატებათ და ემატებათ და თავდაცვა თანდათან უფრო ძნელი ხდება. დროზე უნდა მოგვხედოს ამერიკამ, თორემ ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვა წყალში ჩაიყრება”

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ჯარი დღემდე ინარჩუნებს ცხინვალთან ახლოს მდებარე სარაბუკის სიმაღლეებს. რუსებმა ომის პირველსავე წუთებიდან სცადეს ამ სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, თუმცა მისი მიუდგომლობისა და ქართველი მებრძოლების თავგანწირვის გამო, აგრესორების ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

სამამულო ომი გრძელდება. რამდენიმე ათეული რეზერვისტის ლაჩრობის და ფრონტიდან გამოქცევის მიუხედავად, ქართველები პოზიციებს ჯერ-ჯერობით ინარჩუნებენ. ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელები კი, ამ ომის ხსენების დროს მხოლოდ უხერხულად იშმუშნებიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts86
კარმა51
OFFLINEPROFILE
ახლა ვფიქრობ ,რომ ისეთი პატარა ქვეყანა,როგორიც საქართველოა არ უნდა ხარჯავდეს,სახსრებს შეარაღებისათვის,რადგან ყავს მეზობლად ისეთი მონსტრი ქვეყანა როგორიც რუსეთია,რომელიც არანაირ კანუნებს არ იცავს და იქცევა ისე როგორც მას უნდა,აქედან გამომდინარე,თუ ჩვენ ვიქნებით ნეიტრალური ქვეყანა პრეტენზიაც არ გვექნება ომზე,ახლა რა გამოდის.მართლაც საუკეთესო ჯარი გვყავს,საუკეთესოდ გაწრთვნილი,მაგრამ რუსეთთან მაინც ზღვაში წვეთი.მაშ რათ გვინდა ეს ჯარი მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას მივახმაროთ? საცოდავი ზვიად გამსახურდია ტყუილად კი არ ოცნებობდა კავკასიის გაერთიანებაზე იმიტომ რომ მან იცოდა მარტო ერთი პატარა ქვეყანა ვერაფერს გახდებოდა რუსეთთან.რუსეთთან მეზობლობა ჩვენი მძიმე სატარებელი ჯვარია.გაგვნთავისუფლე ღმერთო ამ მძიმე ტვირთისაგან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გიორგი ხუციშვილი: “დასავლეთი თავის პასიურობით შეცდომას უშვებს”
15:07 11.08.2008
“ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქციოს”

[ნინო მიქიაშვილი, \"რეზონანსი\"]
იმაზე, თუ რის გამო დაიწყო ომი საქართველოში და რა პოზიცია შეიძლება დაიკავონ დასავლურმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, “რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორს, გიორგი ხუციშვილს.
გიორგი ხუციშვილი: სიტუაციის აქამდე მიყვანას ყველას ერთად ვაბრალებ. ეს იყო ყველა მხრიდან დაშვებული უგუნური ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ღია და დაუფარავი აგრესია.

ეს გამოიხატება იმაში რომ ხელყოფილია ადამიანების სიცოცხლე, დაბომბილია ქალაქები და დასახლებული პუნქტები, სტრატეგიული ობიექტები. რუსეთი საბოლოო შეტევაზე გადმოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაამონოს. საქართველოს ყველა მოქალაქე ერთიანია იმაში, რომ ეს უნდა შეწყდეს და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.

რატომ პასიურობს დასავლეთი?
- იმიტომ რომ მსოფლიო რუკაზე საქართველოს პატარა ადგილი უკავია. დასავლეთი თავის პასიურობით შეცდომას უშვებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომლის გამო ახლა ასეთი გააფთრებული ბრძოლა მიდის.

ამ ვითარებაში სულ ერთი არ არის რუსეთი აქ თავის პოლიტიკას გაატარებს, თუ ვერ გაატარებს. ამ შემთხვევაში ჩვენი აქტიურობაა საჭირო. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქციოს.

როგორ წარმოგიდგენიათ ეს აქტიურობა?
- ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა შევიდეს საჩივარი, რომ აგრესია ხორციელდება, რომელიც უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, რუსეთის წინაამღდეგ რაღაც სასჯელი, რაღაც ზომებიუნდა იყოს გამოყენებული.

კონკრეტულად რა ფორმებით შეიძლება დასავლეთმა ზეწოლაგანახორციელოს რუსეთზე?
- საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ უფლება შეფასება გააკეთონ და ისე გამოაქვეყნონ, რომ ამას მსოფლიოში დიდი საინფორმაციო დაფარვა ჰქონდეს. გარდა ამისა, უნდა იყოს კატეგორიულ მოთხოვნა რომ შეწყდეს აგრესია.
არ შეიძლება ეკონომიკური სანქციები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ?
- შეიძლება, მაგრამ სანქციების გამოყენების პროცედურა დროში გაიწელება. რუსეთზე ზეწოლა უნდა განახორციელოს აშშ-მ, ევროკავშირის ხელმღვანელობამ, თუ არიან ჩვენი მეგობრები და აინტერესებთ რა მიმართულებით წავა საქმე რეგიონში, იქნება თუ არა აქ კავკასიური ომი, იქნება თუ არა აქ დესტაბილიზაცია. ეს მათ უნდა აწუხებდეს, რადგან ეს ამბავი მათ საზღვრებთან ხდება.

რა საფრთხე შეიძლება შეექმნას დასავლეთს, ეს კონფლიქტიმთელ კავკასიას რომ მოედოს?
- ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ ეს არის დერეფანი ნავთობსადენის, გაზსადენის და სწორედ რუსეთის ინეტერსშია ის, რომ დასავლეთმა აქაურობა აღარ განიხილოს, როგორც ენერგო-დერეფანი და მიმართოს ალტერნატიულ გზებს, რომელსაც რუსეთი სთავაზობს.

რუსეთს უნდა დერეფანი გავიდეს ისეთ ქვეყნებში, რომელსაც ბოლომდე აკონტროლებს. ახლა აქ რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს ბრძოლა მსოფლიოში ენერგო-ექსპანსიისთვის და ენერგო-მონოპოლიისთვის.

ფაქტია - პირისპირ ჩვენ და რუსეთი ვართ...
- დიახ, ფაქტია, მაგრამ რას მოვითხოვთ, რომ ბრძოლაში აზერბაჯიანი და სომხეთი ჩაებან?

რუსეთის საელჩოს პარალელურად აქციები სამოქალაქო საზოგადოებამ აშშ-ს და ევროპის ქვეყნების საელჩოებთანაც უნდა მოაწყოს, რათა ისინი ვაიძულოთ მშვიდობის დამყარებაში დაგვეხმარონ?
- ასეთი აქციები უნდა მოაწყოს იმ მოთხოვნით, რომ საქართველოს ამ მძიმე სიტუაციაში ქმედითი დახმარება გაუწიონ.

ერაყში ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელების გვერდიგვერდ იბრძოდნენ და ახლა ჩვენრატომ არ დაგვიდგნენ გვერდზე?
- აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. გვერდზე იმიტომ არ დაგვიდგნენ, რომ ეს არის განსხვავება დიდსა და პატარა ქვეყანას შორის. ჩვენ მათ მეგობრულ დახმარებას ვუწევთ და ხელს ვუწვდით, როცა საჭიროა.

ამას ვაკეთებთ იმისთვის რომ ძნელბედობის ჟამს ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ, მაგრამ ამჟამად დარწმუნებული არა ვარ, რომ მათგან საპასუხო დახმარებას მივიღებთ.

შეგიძლიათ პროგნოზი გააკეთოთ?
- რუსეთის გეგმაში შედის ხანგრძლივი და გაჭიანურებული დაპირისპირება წარმოიქმნას, იყოს პარტიზანული ომი და ა.შ. სინამდვილეში შეიძლება ასეც მოხდეს - შეიძლება მშვიდობა დიდხანს ვერ დამყარდეს. ამიტომ რაც შეიძლება მალე ქმედითი ჩარევა უნდა განხორციელდეს - რეგიონში გაერო-ს, ან სხვა სამხედრო, ან პოლიციური შენაერთები უნდა შემოვიდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართავს ავრცელებს
13:08 11.08.2008

[”ინტერპრესნიუსი”]
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართავს ავრცელებს და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ისინი მაინც განაგრძობენს საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბობმბვას.

ამასთან, რუსეთის სამშვიდობოების სარდალმა ქართულ-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გენერალმა ჩაბანმა, რომელიც საქართველოს მიერ პესონა ნონ- გრატად არის გამოცხადებული, ზუგდიდში მყოფ საქართველოს პოლიციას იარაღის ჩაბარება მოსთხოვა.

მიმართვაში მითითებულია იმ პუნქტების შესახებაც, რომელიც აგრესორი რუსეთის ბობმდამშენებიდან დაიბომბა. მიმართავში აღნიშნულია, რომ დღეს თბილისის თავზე 50 ავიაგამანადგურელი დაფრინავდა.

მიმართვის მიზანს საერთაშორისო საზოგადოებისადმი არსებული ვითარების მიწოდება, რეაგირებისა და დახმარების თხოვნა წარმოადგენს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს...
საქართველოს ხელისუფლება ამზადებს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესატანად.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელში ასახული იქნება არა მხოლოდ ბოლოდროინდელი მოვლენები, არამედ 1992 წლიდან აფხაზეთში განხორციელებული გენოციდისა და ეთენოწმენდიდან დაწყებული, დღევანდელი აგრესიის ფაქტების ჩათვლით. ეკა ზღულაძის განცხადებით, სარჩელი მზადების პროცესშია.

გარდა ამისა, ზღულაძემ ისაუბრა ამ დროისთვის საბრძოლო პოზიციებზე არსებული ვითარების შესახებ.

მისი ინფორმაიცით, სამთარობო ძალები ინარჩუნებენ იმ პოზიციებს, რომლებიც მათ ბოლო პერიოდში ეჭირათ. კერძოდ, ეს არის ცხინვალის სამხრეთით პოზიციები.

მან მოუწოდა მოსახლეობას, მასმედიის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია და უსაფუძვლო ჭორები.

“მოსახლეობაში პანიკის დათესვა საომარ მდგომარეობაში არის დანაშაული და ის დაუსჯელი არ დარჩება. გარდა ამისა, დეზინფორმაციის გავრცელება სამართალდამცველების მიერ იქნა აღკვეთილი”,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ზღულაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული ვებ-გვერდების მუშაობის შეფერხებაზეც. მისი თქმით, იერიში, რომელიც რუსეთმა საქართველოზე მიიტანა, აისახება სამთავრობო ინტერნეტსაიტების მუშაობაზეც. კერძოდ, შექმნილია პრობლემა ვებ გვერდებთან დაკავშირებით, თუმცა ცოტა ხანში ეს ყველაფერი გასწორდება და ქართული ვებ-გვერდები მუშაობას განაახლებენ.

ამასთან, ეკა ზღულაძემ უარყო ჩNN-ის მიერ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცხინვალი დაიბომბა ქართული ავიაციის მიერ. და ამასთანავე

ზღულაძემ კატეგორიულად უარყო ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც, თითქოს ის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებმაც ავიაიერიში მიიტანეს ქართულ ქალაქებზე, სომხეთის გიუმრის ბაზიდან შემოფრინდნენ. მისი თქმით, ეს არის სრული დეზინფორმაცია.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ჩამოვა...
ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ დღეს საქართველოში საგანგებო ვიზიტით ჩამოვა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი.
ვიზიტის დღის წესრიგი დაზუსტებული არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ტერი დევისი საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
ზუგდიდის რაიონის პოლიციის შენობების უმრავლესობა რუსული ნაწილების, მათ შორის რუსი სამშვიდობოების მიერ არის აღებული...
სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს.
ზუგდიდის რაიონის პოლიციის შენობების უმრავლესობა რუსული ნაწილების, მათ შორის რუსი სამშვიდობოების მიერ არის აღებული.

ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ზონაში, სადაც განთავსებულია სოფელი ხურჩა, აფხაზებისა და რუსების გაერთიანებული ნაწილები შევიდნენ.

ქალაქ ზუგდიდში რუსების პატრულირება ხორციელდება, რაც მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს.

უტიაშვილის განცხადებით, ესენი არიან, როგორც ე.წ. სამშვიდობო ნაწილები, ასევე, რეგულარული ჯარი.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
ბერნარდ კუშნერი თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარდ კუშნერი თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა.
იგი ეცდება, დაარწმუნოს რუსეთი, რომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

“საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. ახლა ვეცდებით, ამაში მეორე მხარეც დავარწმუნოთ. მთავარია, ცეცხლი შეწყდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში სხვა პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება და ვერც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება”,-განაცხადა კუშნერმა.

მოსკოვში უშედეგო ვიზიტის შემთხვევაში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ თბილისში დაბრუნდება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
საქართველოში საფრანგეთის პრეზინდენტს ნიკოლა სარკოზის ელიან...
საქართველოში საფრანგეთის პრეზინდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტი იგეგმება.
საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის დეტალები ჯერ დაუზუსტებელია. არ არის ცნობილი ჩამოსვლის თარიღი, დრო და დღის წესრიგი. საფრანგეთის სალჩო აღნიშნულ ინფორამაციას დაზუსტებისთანავე გაავრცელებს.

არსებული ინფორმაცით, ნიკოლა სარკოზის ვიზიტი, შესაძლოა, ხვალ განხორციელდეს.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია მზად არის მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა.

“გერმანია აქტიურად ჩაერთვება მოლაპარაკებაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”-განაცხადა ანგელა მერკელმა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი