↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გორში კიდევ ერთი ბომბდამშენი გაანადგურა
საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ გორში საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის საგარეო მინისტრის ყოფნისას ორმა რუსულმა თვითმფრინავმა გადაიფრინა.
მისივე თქმით, ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებულია ერთი თვითმფრინავი.

უტიაშვილის განცხადებით, სულ განადგურებულია 19 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ამ წუთში სააკაშვილი ლაპარაკობსო რუსთავი 2-ზე, უყურებთ ვინმე? რას ამბობს მაინტერესებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
პრეზიდენტი მოუწოდებდა ერთიანობისკენ და სამოქალაქო წინააღმდეგობისკენ. ეხლა მიდის ლაპარაკი რომ რუსეთი აკეთებს განცხადებას, რომ საქართველოში რეჟიმი უნდა შეიცვალოსო.
საინტერესოა, ვინ კითხავს რუსეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. მათი სითავხედე საზღვარს გადადის. საქართველოში ხელისუფლება მაშინ შეიცვლება, როდესაც ამას ქართველი ხალხი ჩათვლის საჭიროდ. ნუთუ ასეთი მილიტარისტული და იმპერიული განცხადება რუსეთისა მსოფლიოს არ აფხიზლებს? რომელ საუკუნეში ვართ? ეტყობა რუსეთის ხელისუფლებას დროის შეგრძნება დაუკარგავს. სად არიან რუსული დემოკრატიული ძალები, რატომ არ ამბობენ თავის სიტყვას, ნუთუ არ ელახებათ თავმოყვარეობა და არ რცხვენიათ თავისი ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების გამო. იქნებ მუშაობა ამ მიმართულებითაც უნდა მიდიოდეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
არსებული ინფორმაციით, რუსები სენაკის სამხედრო ბაზაზე შევიდნენ...
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები სენაკის სამხედრო ბაზაზე შევიდნენ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი უახლოეს ნახევარ საათში სენაკში ჩასვლასა და ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს.

ამასთან, თვითმხილვლეთა ინფორმაციით, რუსულმა მძიმე სამხედრო ტექნიკამ ხობის რაიონშიც გაიარა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს...
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ “ნიუს.რუ.ცომ” გაავრცელა.

როგორც სააგენტო იუწყება, პუტინმა ეს განცხადება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საომარი ვითარების დასრულების შემდეგაც უყურადღებოდ არ დატოვებს.

“დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგ ჩვენ დახმარებას გავუწევთ საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა თუ ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამისთვის 10 მილიარდი რუბლი გამოიყოფა”,-განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი აღშფოთებულია დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ.

“მაკვირვებს ცინიზმის მასშტაბები და ცინიზმის ის ფორმა, როდესაც შავს თეთრად წარმოაჩენენ ან პირიქით”,-აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, აგრესორის მსხვერპლად წარმოჩენა დიდი ნიჭია.

Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძვირფასო მეგობრებო, ჩემო საყვარელო დესპანელებო, ცოტა (გვერდულად) ვილაპარაკებ და ტქვენ გაიგებთ რისი თქმა მინდა.მინდა შეგახსენოთ გამონათქვამი\" არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო\",ჰოდა სხვა უპრო( ბნელი ) საინფორმაციო წყაროებიდან , მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დამთავრდება. მე არ ჩამთვალოთ იუ.ფუჩიკის \"სარჩობელაზედ\" იმ დედად, რომლის შვილი რამოდენიმე წუთში უნდა ჩამოაღრჩონ და დედა კი იმედს აძლევს, მე გადაგარჩენ,- თუ თავსაბური მოვიხვიე ,- იცოდე ვერაფერს გშველი,ხოლო თუ არა და ჩემი იმედი იქონიეო(დედა მაინც ვერ შველოდა სასიკვდილოდ განწირულ შვილს და არ უნდოდა მის სახეზე შიში დაენახა ხალხს, მან ხომ ვაჟკაცი გაზარდა, მებრძოლი, შეუდრეკელი უშიშარი) შვილი შესცქეროდა დედის თვალებს იმედით აღსავსე თვალებით,რადგან მის თავზე თავსაბურს ვერ ხედავდა. შვილს, ბოლო ამოსუნთქვამდე სჯეროდა, რომ გადარჩებოდა, იმედი მეგობრებო ყველაზე ბოლოს კვდება. თუ ჩვენი და ჩვენი სამშობლოს აღსასრულია, მოდით სიკვდილს თვალებში ღიმილით ჩავხედოთ.ქართველ კაცს და არც ქალს შიში არ სჩვევია. ამიტომ ნუ გავახარებთ მტერს, რომ ჩვენ, ვიღაც -ვიღაცეების გვეშინია.თვითოეული ჩვენთაგანის სიტყვა გაშიფრულია ნებისმიერ საითზე.ამითომ, ვიყოთ მედგარნი,შეუდრეკელნი, ოპტიმისტები და ნუ ჩამოვყრით ყურებს ჩემო ლამაზო ხალხო, ჩემო ბრძოლაში დაბადებულო, აღზრდილო და გამობრძმედილო ქართველო ერო, ტორემ ჩვენი ეს განწყობილება ჩვენს მეომრებს, იგივე ჩვენს შვილებს გადაეცემათ და ძალას აკლებს.კარგები რომ ვართ და ლამაზი სმშობლო რომ გვაქვ, იმიტომ მოგვდის ეს ყველაფერი. ხომ გაგიგონიათ \"ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო\" ძალიან გთხოვთ, მოერიდეთ საიტზე მოწინააღმდეგე ქვეყანაზე აუგს და თქვენი მოსაზრებების აფიშირებას. მერწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება,არ შემიძლია გითხრათ რატომ. ხოლო რაც შეეხება ინფორმაციის ნაკლებობას ვებ გვერდებზე და ტელევიზიით, ეს ასეა საჭირო. მე არ გამხნევებთ, ამ წერილს სრული პასუხისმგებლობით ვწერ. ჩვენ გავიმარჯვებთ!!! ღვთის წილხვედრი ქვეყანა საქართველო გაიმარჯვებს და სულ მალე გაბრწყინდება.
აბა ეხლა მაჩუქეთ თქვენი იმედიანი ლამაზი ღიმილი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ქალბატონო მანა თქვენი წერილი ყურადღებით წავიკითხე ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად დამთავრდეს, მაგრამ სენაკში, ზუგდიდში, უკვე რუსების ჯარი დადგა, სენაკიდანაც დაიძრნენ მონსტრები. ქუთაისში აპირებენ შემოსვლას ჩემ ბიძაშვილი დაიბარეს და ჩააბარებინეს იარაღი , პუტინმა რაც თქვა სამწუხაროდ გამართლდება თბილისში შევალთო. არაა საჭირო ინფორმაციის შეზღვუდვა პირიქით იცოდნენ და თავს უშველონ ვისაც როგორ შეუძლია. ახლახან მითხრეს სამტრედიაში შევიდნენ. უფალო გვიშველე:( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ამინ, ღმერთმა გისმინოს. ისტორიაში ხშირად ხდება, როდესაც ერთ ნაბიჯს დგავენ უკან, იმისთვის რომ მერე, ორით წინ წავიდნენ. არა მგონია იმედი ვინმეს ჰქონდეს დაკარგული, ყველა ისევ ერთად შეკრულია და გვერდი-გვედს დგას.საზრიანი ქმედებებიც, ვისაც ეს ხელთ ეწიფება, საქართველოს გადაარჩენს, ჩვენს შვილებს გადაარჩენს და ვერავინ მიაღწევს იმას, რომ უკარნახოს ქვეყანას რა გააკეთოს და ვინ ჰყავდეს ხელისუფალი.მსოფლიო ფხიზლდება!!!!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ამ სტატიას ვაქვეყნებ აქ იმიტომ რომ გაგიგოს ყველამ რა ერთან გვაქვს საქმე ეს წავიკითხე დღეს კვირის პალიტრაში ::

1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს,-- ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო...
ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს...
მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას \"ვილისით\" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით.ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს...
ოთხივე ქართველი იყო...

ეს რაღაც გამოგონილი არ არის უნგრეთის უახლოეს ისტორიაში წერია....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება...სხვა რა დაგვრჩენია...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ინფორმაცია სენაკის სამხედრო ბაზაზე რუსული ძალების შესვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ინფორმაცია სენაკის სამხედრო ბაზაზე რუსული ძლების შესვლის შესახებ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, სენაკის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ათეული რუსული ტექნიკა მიემართება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
gaga wrote:
ციტატა:
ამ სტატიას ვაქვეყნებ აქ იმიტომ რომ გაგიგოს ყველამ რა ერთან გვაქვს საქმე ეს წავიკითხე დღეს კვირის პალიტრაში ::

1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს,-- ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო...
ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს...
მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას \"ვილისით\" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით.ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს...
ოთხივე ქართველი იყო...

ეს რაღაც გამოგონილი არ არის უნგრეთის უახლოეს ისტორიაში წერია....

ვენაცვალე მაგათ სულებს... რუსულ არხებზე რომნახოთ რას საშინელებებს აბრალებნ ქართველ ჯარისკაცებს გაგიჯდებით მე გაგვგიჯდი იმდენი ვიტირე,ნუთუ მარტლა ასე გაცხოველდნენმეთქი ქართველები...მაგრამ არა...ქართველს ალბათ ვერანაირი განსაცდელი ვერ შეცვლის ვენაცვალე ჩემს ერს ჩემს ხალხს...გული მიკვვდება რომ ასეტი ერი ვნადგურდებით...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
http://tsxinvali.blogspot.com/

http://russiangeorgianwar.blogspot.com/

http://qartu.com/

http://stop-bombing.blogspot.com/

http://occupation.tspteam.com/

http://geoconflicts.wordpress.com/

http://realgeorgia.wordpress.com/

http://warnet.ucoz.org/

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი