შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ამ სტატიას ვაქვეყნებ აქ იმიტომ რომ გაგიგოს ყველამ რა ერთან გვაქვს საქმე ეს წავიკითხე დღეს კვირის პალიტრაში ::
1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს,-- ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო... ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს... მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას \"ვილისით\" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით.ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს... ოთხივე ქართველი იყო...
ეს რაღაც გამოგონილი არ არის უნგრეთის უახლოეს ისტორიაში წერია....
გაუმარჯოს საქართველოს! ძმაო გიორგი! ძალიან ვწუხვარ ამ ცუდ რუსების საქციელის გამო და დასაწყისიდან სულ ვნერვიულობ და ვიტანჯები. რა თქმა უნდა სადაც ვხდები ნათესავებს და ახლობლებს საქართველოს გამო მელაპარაკებიან და ძალიან გაბრაზებულები არიან... ის რომ ჩვენც აქედან ვართ თქვენი გვერდით მთელი სულით და გულით, დღეს კიდევ რამდენიმე კაცს დავხვდი, რომელებმაც მითხრეს, მზად ვართ საქართველოში ყოფნისას მაინც თუ იარაღის დაჭერა არ შეგვიძლიაოო, მათი გვერდით ვიყნეთო, რომ არ იგრძნონ მარტოობაო, ის რომ იცოდნენ ფერეიდნელი ქართველებიც მათთან არიან ამ სიტუაციაში. გიორგი, ძალიან არაჩვეულებრივია ეს ამბავი იმიტო რო ქართველმა ხალხმა აჩვენა რუსეთს რომ მათი არაფერი არ ეშინია და ის დრო დამთავრებულია უკვე როცა თბილისს იკავებდნენ წითლები და ხოცავდნენ ხალხს, დღეს საქართველო ერთიანად შეკრებილი და თავისი ჯარით შვილები და მაგრად უდგას ბოლომდე რუსებს, ან სიკვდილი ან სრულად საქართველო, ეს ქართველის ხასიათია რომ მამულის გარეშე არ აინტერესებს სიცოცხლე, ანუ სიცოცხლე უნდა თავისი ერთიანი მამულთან და სამწუხაროდ ეს არ იცის მტერმა, რომ ალბათ ოდესღაც მიხვდება ძალიან მალე. გიორგი, შენ გამაგებინე თუ რა შეიძლება ჩამოსვლა თქვენთან, ოღონდ არა სტუმრად არამედ ის რომ მაინც თქვენთან გვერდით ვიყვნეთ, აუცილებლად გამირკვიე ეს ამბავი (სამინისტროდან) რომ თუ წამოვიდე საზღვარზე ხომ არ იქნება პრობლემა ის რომ თითქმის არ შემიშვებენ მეთქი და გთხოვ, გეხვეწები, გამირკვიო ეს ამბავი. გიორგი, მე მჯერა ჩვენი გამარჯვება და მტრის დამარცხება, ფაქტიურად მტერმა უნდა დაცალოს დაპყრობილ თავისუფალ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. გაუმარჯოს საქართველოს სოხუმიდან ცხინვალამდე!!!!!!!! ”ისევაც დაიბადებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისინი არ ამოსწყდებიან, არ შეჭამონ ჯავრი მტრისანი” ფერეიდნელი ქართველი.
გაუმარჯოს ქართველს! შვენ ვინა ხარ და სადავრელი ხარ? მე შენი საიტი მინახავს და ძალიან შამყორვებია. ღმერთმა გიშელოს! თუ ხდების და გამოგივა ერთ ცოტა თუ ბევრი საქართველოს ქალაქების და სოფლების სურათი გამომიგზავნე. მე ფანიაშვილი ვარ და ირანის ფერეიდანში ვცოცხლობ, ჩემ სახელი მაჯიდ და ჩემ ძმას სახელი საიდ არი. სურათჩი მარჯვენა მე ვარ და მარცხენა ჩემ ძმა არი. მე მიყვარს ქართველი და საქართველო! დიდი მადლობა. მაჯიდ ფანიაშვილი. ირანი. \"შთაბეწდილებები, წინადადებები, შენიშვნები \" - \"ირანი. ფერეიდანი\", ჩანაწერი 6.
ღმერთო გვიმრავლე ჩვენი ბედკრული საქართველოს შვილები ,რომლებიც მარგალიტებად არის გაბნეული სხვის მიწებზე ,უფალი ფარავდეს ქართულ ჯიშს და გენს ,დიდი მადლობა ბატონო გუგუა, ასეთი თავგანწირული შრომისათვის ,საქართველოსა და ფერეიდნელი ქართველების ჯაჭვი გამაგრებისათვის