↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მცეთაში შემოვიდნენ,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის ქმედებებს ”ინტერვენცია” უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ეომება რუს ხალხს და იმედოვნებს, რომ დადგება მშვიდობისა და მეგობრობის დრო.

”ჩვენ არ ვეომებით რუს ხალხს. მე იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ვიმეგობრებთ და ერთად ვიცხოვრებთ. თუმცა, საქართველო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე კბილებით დაიცავს თავის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ყველაფერს, რაც ეხლა საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, ”შეიძლება ვუწოდოთ ინტერვენცია”.

”ამჟამად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და ანექსია მიმდინარეობს და, შეიძლება ითქვას, რომ იწყება საქართველოს დანარჩენი ნაწილის ანექსიაც ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან განაცხადა, რომ კვირას რუსი სამხედროები გორის აღებას ცდილობდნენ, თუმცა, ქართულმა არმიამ ეს მცდელობა მოიგერია.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოდის საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ასევე უკრაინის, თურქეთის, გერმანიისა და დანიის ლიდერები.

”ჩვენ გვსურს დაუყონებლივ შევწყვიტოთ კონფლიქტი, თუმცა, არა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასად. საქართველო არასდროს იცეკვებს ”სხვის დაკრულზე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას იმისთვის, რომ ის პანიკას არ ყვება და ასევე მადლიერება გამოთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც კვირას აქციაში Stop Russia მიიღო მონაწილეობა.

”მე დასავლეთ საქართველოში მივემართებოდი და ვხედავდი, რომ მრავალ მანქანაზე მიმაგრებულია სახელმწიფო დროშები. საქართველოში იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რათა დაცული იქნას ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
პატრული მოაცილებს რუსულ ჯარს ეს რა ხდება .......

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ესა გავიგე (არ ვიცი რამდენად ზუსტია ინფორმაცია...მაგრამ რეალობასტან ახლოსაა..და გასაკვირიც არაა) კასპი აიგეს უკვეო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ნინო ბურჯანაძე: პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღებას უნდა მივეჩვიოთ

[ნინო მიქიაშვილი]
ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ახლა “დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტია.
აშშ-ში სააკაშვილის თქვენით ჩანაცვლებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქედან წასულმა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილზე ძალიან ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ჩაიტანა ამერიკაში? ამბობენ, საომარ მოქმედებაში სწორედ ამის გამო ჩაებაო.
ნინო ბურჯანაძე: უბრალოდ უხერხულია ახლა, ამ სიტუაციაში ამაზე ლაპარაკი. საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მიეჩვიოს იმას (ამ შემთხვევაში დიდაქტიკური ტონი ჩემმა ხალხმა მაპატიოს და ესმიიღოს იმან, ვისაც ეხება), რომ აშშ არ არის ის ქვეყანა, რომელიც ვიღაცაზე ბრაზდება და შემდეგ ამ ქვეყნის პირველი პირის შემცვლელის ძებნას იწყებს.

მით უმეტეს, საქართველოს შემთხვევაში, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როცა ჩვენი ხალხის ნაწილი ასე ფიქრობს და მსჯელობს, ეს არის შეურაცყოფა ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი და იმ ქვეყნის, რომელმაც საქართველოს ამდენი რამ გაუკეთა.

არანაირ შემცვლელზე აქ ლაპარაკი არ ყოფილა. აშშ ყოველთვის ცდილობდა საქართველოს იმ პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა, რაც არსებობს. ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, მაგრამ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და უნდა მივეჩვიოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღებას და არა სხვებზე ყველაფრის გადაბარებას და გადაბრალებას.

კონდოლიზა რაისი აქ ჩამობრძანებული იყო იმისთვის, რომ კონკრეტულად ესაუბრა როგორ შეიძლება დარეგულირდეს კონფლიქტები აფხაზეთში, ცხინვალში; როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში შემდგომი დემოკრატიული პროცესები და როგორ უნდა დაეხმაროს ამაში ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს.

მაგრამ, დღეს რეალობა ძალიან შეცვლილია, ვითარება სრულიად სხვაგვარია და ბუნებრივია, ყველა სხვა თემაზე საუბარი უბრალოდ, არაკორექტულად და არასწორად მიმაჩნია.

ჩვენი ქვეყანა არის უმძიმესი განსაცდელის წინაშე. ახლა ნამდვილად არ არის კითხვების დასმის და იმის გარჩევის დრო, რატომ მოხდა ასე, როგორ მოხდა, ვისი მეტი ბრალია, ვისი ნაკლები, შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო თუ არა.

ამის დრო მოვა, იმედი მაქვს, რომ ამის განხილვის და ანალიზის საფუძველი საზოგადოებას ნამდვილად ექნება. ახლა ჩვენთვის მთავარია ერთი რამ, რომ ჩვენყველანი ვიყოთ ერთად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორი დაიკავეს.
გორში რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შემოსვლამდე ქართულმა ძალებმა ქალაქი უბრძოლველად დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
Премьер-министр России Владимир Путин заявил, что Россия сделает все \"для логического завершения миротворческой миссии\" в Грузии.

Выступая во время заседания президиума правительства в понедельник, Путин назвал циничной поддержку Тбилиси со стороны США.

\"Жаль, что некоторые наши партнеры не помогают нам, а пытаются мешать. Я имею в виду и переброску Соединенными Штатами Америки своими военно-транспортными самолетами воинского контингента Грузии из Ирака фактически в зону конфликта\", - сказал Путин.

\"Удивляет масштаб этого цинизма, удивляет умение выдавать белое за черное и черное за белое, - заявил премьер. - Саддама Хусейна, который вырезал несколько шиитских деревень, надо было повесить, а нынешних грузинских правителей, которые в одночасье просто стерли с лица земли 10 осетинских деревень, танками давили детей и стариков, которые заживо сжигали мирных граждан, - этих деятелей, конечно, нужно взять под защиту\".

ერაყის ამბების დატრიალებას გვიპირებს მგონია ეს პუტანკა პუტინი.
3 დღეა რას ბჭობს მსოფლიო, რა ვერ გადაუწყვეტიათ, რით ვერ აჩერებენ ამ ერთ ლილიპუტს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ხომ არავინ იცის დღევანდელი უშიშროების საბჭოს სხდომა როგორ დამთავრდა?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ეს გავიგე ეხლა

მოკლედ
ეხლახანს გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება იმის თაობაზე რომ რუსეთის ჯარები თბილისში შემოსვლას არ გეგმავენ! ასე რომ ნუ პანიკობთ, არავინ არავის არ დაბომბავს
რუსეთის ჯარს დაკავებული აქვს გორი და ზუგდიდი, ხდება ქუჩების პატრულირება.
ხვალ სარკოზი ჩამოდის, ნატოს სხდომა იმართება, გაეროს სხდომა იმართება და სავარაუდოდ ზეგისთვის ყველაფერი დამთავრდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined06 Dec 2006
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
amy wrote:
ციტატა:
ეს გავიგე ეხლა

მოკლედ
ეხლახანს გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება იმის თაობაზე რომ რუსეთის ჯარები თბილისში შემოსვლას არ გეგმავენ! ასე რომ ნუ პანიკობთ, არავინ არავის არ დაბომბავს
რუსეთის ჯარს დაკავებული აქვს გორი და ზუგდიდი, ხდება ქუჩების პატრულირება.
ხვალ სარკოზი ჩამოდის, ნატოს სხდომა იმართება, გაეროს სხდომა იმართება და სავარაუდოდ ზეგისთვის ყველაფერი დამთავრდება.

უფალს ვევედრები კეთილად აგვიხდინოს შენი სიტყვები !!!!!
მართლა ზალიან დაპანიკებულია ხალხი და ათას სისულელეს ამბობს და სჩადის
კიდევ ერთხელ უფალმა, გვთისმშობელმა და ყველა წმინდანმა კეთილად აგვიხდინოს შენი ნათქვამი !!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ამინ!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ემი ჩემი წერილი თუ მიიღე?
კურიერი ვერ გავხსენი ვერაფრით მომეშველეთ გთხოვთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
ემი ჩემი წერილი თუ მიიღე?
კურიერი ვერ გავხსენი ვერაფრით მომეშველეთ გთხოვთ!

არა მანა არანაირი წერილი არ მიმიღია... ვიპიქრე რომ უპასუხოდ დამტოვე ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე იქ გწერდი, რომ არავისი პეშკად არ გამოვდგები და რაც ვთქვი ის ისეა და თქვენ ყველა მალე დაინახავტ, რომ მართალი ვიყავი და ტყუილად ნუ ნერვიულობ ჩემო პაჭუა გოგომეთქი. ეგ იყო სულ და რატომ არ მიიღე? ალბათ ჯიმიც ომში წავიდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Jan 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://occupation.tspteam.com/ გააავრცელეთ ეს საიტი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი