giulia wrote:ციტატა:
ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, ჩემო პატრიოტო ხალხო, ჩვენ კველანი ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და ყველას ერთნაირათ გვიყვარს საქართველო. არ არსებობს უფრო მეტი პატრიოტი ან უფრო ნაკლები .არსებობს ან თავის ქვეყანაზე შეყვარებული , DA არის პატრიოტი და არსებობს ის ვისაც არ აინტერესებს პატრიოტობა, ეს გრძნობა და სიტყვა \"პატრიოტი\" ჩვენ ყველა ქართველს გვაქვს,არ არსებობს ქართველი რომელსაც არ უყვარს საქართველო, ამ გრძნობას დიდი სიფრთხილით ვატარებთ გულით. ასე რომ ქართველებში არ არსებობს არც ერთი ქართველი რომელიც არაა პატრიოტი. მინდა გთხოვოთ ყველას ვიყოთ შეკრულები ერთად, უთანადგომოთ ერთმანეთს მიუტეოთ თუკი ვნახავთ რომ რომელიმე ჩვენგანი უხეშად გვიპასუხებს, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ პარტიას ან გაერთიანებას მივეკუთვნებით, ჩვენ ყველანი ერთ გაერთიანებას ვეკუთვნით რომელსაც \"ერთიანი საქართველო\" ქვია მე ვხედავ რომ დღეს ჩვენი მთავრობა და ოპოზიცია ერთად იდგა,ჩვენ ხალხიც ერთად უნდა ვიდგეთ და ეს დიდი ბოროტი ბუმბერაზი რუსეთი ვერ დაგვაჩოქებს. ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ.ჩვენ ის ერთიანი ერი ვართ რომელიც დღესაც იბრძვის თავისუფლებისთვის, და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ერთად უნდა ვიყოთ შეკრულები ყველააააა ჩვენ ღმერთი დაგვიფარავს. მიკვარს ჩემი ერი ჩემი სამშობლო ჩემი ხალხი და ამას ვერაზერთი რუსის სამხედრო წაგვართმევს ვერც 9 აპრილს წაგვართვეს,ერთად ვიყოთ ქართველებო.=ko=