amy wrote:ციტატა:
მეც მიკვირს მიშა არაა ის კაცი ამხელა შეცდომა დაეშვა,ასე უპასუხისმგებლოდ მოქცეოდა ერს...ან რაღაც გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი,ან და მიშა წააქეზეს,დახმარებას დაპირდნენ მაგრამ , უღალატეს,მიატოვეს...მაგრამ ესეც ლოგიკასაა მოკლებული ვის აწყობდა ეს შედეგი?!
ვის აწყობდა და რუსეთს,ამაზე ორი აზრი არ არსებობს.ამ სიტუაციაში მხოლოდ რუსეთი დარჩა მოგებული, რომელმაც ოსეთი გამოიყენა თავის მიზნებისათვის და ჯერ ჩვენი და მერე რუსეთის დაბომბვების შედეგად ცხინვალი და შემოგარენი გასწორებულია მიწასთან. ახლა 10 მილიარდი გამოყო რეკონსტუქციისთვის, რომელიც ვერანაირად ვერ წაადგება იმ 2000 დაღუპული ოსის ოჯახს, ისევე როგორც ჩვენ ამერიკის \"აღშფოთება\" და რუსეთის საქციელის \"დაგმობა\". დამთავრდება ეს ომიც და ალბათ საქართველოს მოუწევს ფასეულობების კიდევ ერთხელ გადაფასება და მიხვედრა, რომ დიდ პოლიტიკურ თამაშებში ის ჭირდებათ როგორ პლაცდარმი, დერეფანი და არავითარ შემთხვევაში როგორც პარტნიორი ან თანასწორი.ამ ყველაფრით რუსეთმა მსოფლიოს დაუმტკიცა რომ პირობებს დღეს ის აყენებს და ნატოს გაფართოება ეგრე \"ლაითად\" არ მოხდება,ამით გაკვეთილი მიცა უკრაინასაც.