Cherub wrote:ციტატა:
სამწუხაროა, მაგრამ საქართველოდან რუსულ საიტებზე ვერ შევალთ

დაუარეს რუსებმა ქართულ საიტებს და გააოხრეს. ხალხნო რა იქნება ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგვეხსნან რუსები. უკვე ყოველდღე არაოფიციალური წყაროებით ეს ორი დღეა მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაციოა, რომ თბილისისს მოერიდონ. არაფერსაც არ მოვერიდები. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ მოვკვდები. ყელში ამოვიდა უკვე რუსეთის ასეთი საქციელი!
რას ნიშნავს მოერიდონ? გულისხმობენ, რომ თბილისის დაბომბვას აპირებენ?
მიუხედავად მათი ვერაგობისა, ვეჭვობ თბილისი დაბომბონ. თუმცა ორი პრობლემაა:ხელგაშლილი ხომ არ შეხვდება დედაქალაქი, რომ თავისუფლად აიღოს? არა და, წინააღმდეგობის გაწევა ნიშნავს ბრძოლას. მაინც ვფიქრობ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს არ დაბომბავენ.ღმერთი იყოს ყველას მფარველი.