|
გოდერძი ჩოხელი
ნუ გეშინია
ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდეს ხვალისა, შენს სალოცავებს ვფიცავ - დაიზრდებიან ბალღები, ალგეთს ლეკვები მგლისა!
მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუხა დამძიმდაო, წყალში ჩავარდაო. წყალი შეგუბდაო, ნაპირს გადვიდაო, მუმლი შეწუხდაო, მალე დაიხრჩვაო, მუმლი დაიხრჩვაო, მუხა გადარჩაო.
ქართველო, ხელი ხმალს იკარ
ქართველო,ხელი ხმარს იკარ, გათენდა დღე დიდებისა, თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა. მამულის დახსნის დღე არის, ქვეყანა გვნუკავს შველასა, თავისუფლების შოვნაÎ სჯობს საშოვნელსა ყველასა. მამულის დამხსნელს ვაჟკაცის ხმალი და გული სდომია, ვაჟკაცის გამომჩენელიც, მტერთან გულდაგულ ომია. მაშ, მამულს თავი შევსწიროთ საშველად, გამოსახსნელად, თუ მისთვის დავიხოცებით, ჩვენ ის გვეყოფა სახელად. ქართველო, ხელი ხმარს იკარ, გათენდა დღე დიდებისა – თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა!
|