elchi wrote:ციტატა:
ჩემო ქართველებო,ეს თემა ორი დღის წინ შემოვიტანე.
შემთხვევითი არ ყოფილა.
დაახლოებით 3 საათში,/ეხლა ღამის 12-ია/ჩავსვავ მანქანაში და აეროპორტისკენ ჰერი-ჰერი,არცერთს არ სძინავს.
6 წელზე მეტია წამოყვანილები მყავს.
ერთი ციდა წრუწუნები ჩამოვიყვანე და დიდ გოგონებს უშვებ უკან.
სიმართლეს გეტყვით, ცოტა ვფრთხილობ, აქ ჩემს ჭკუაზე გავზარდე, ვაითუ ვეღარ იგუონ იქაური,ახლანდელი მდგომარეობა.
მშობლები მომახსენებენ ყველაფერს, ვნახოთ ერთი, რა შვილები გაუზარდე ქვეყანას.
ერთ თვეში დასკვნა-ს მოგართმევთ.
ეჰჰ, გული და სული, თან მიაქვთ ამ მამაძაღლებს.
ეხლაც იქ არიან.
ყველაფერს თავის თვალით უყურებენ.
მაინც ჩამოვალთ საქართველოში, მომავალ წელს კიდევო.
ასე მიპასუხეს ტელეფონზე ორივემ.