↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მანა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვალერია ნოვოდვორსკაია - რუსული საზოგადოებრივი აზრი პუტინს ვერ და არ შეაჩერებს

\"ჩვენ არასოდეს ვატყუებთ არც ხალხს, არც ხელისუფლებას, ბოროტებასთან კომპრომისზე არ მივდივართ, ჩვენ რუსეთის ჭეშმარიტი თავისუფლების მომხრეები ვართ, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია\", - ამბობს ცნობილი რუსი დისიდენტი, პოლიტიკური პარტია \"დემოკრატიული კავშირის\" თავმჯდომარე ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელსაც მიმდინარე პროცესებზე გაზეთ \"ყველა სიახლის\" კორესპონდენტი ესაუბრა.

- საინტერესოა, როგორია რუსული საზოგადოების რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება?
- სამწუხაროდ, დღეს რუსეთში ძალზე ცოტა ადამიანია ქართველთა მხარეს, რუსეთი იმპერიაა და აქ ჟირინოვსკის აზრებია პოპულარული, რადიოსადგურ \"ეხო მოსკვისაც\" კი არა აქვს სათანადო პოზიცია. ასე რომ, რუსული საზოგადოებრივი აზრი პუტინს ვერ და არ შეაჩერებს.
- რუსული ინტელიგენციის პოზიციაც ასეთია? მას ხშირად უყვარს საუბარი საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე...
- საქმე ის არის, რომ მათ შორისაც ჭეშმარიტი დემოკრატები ცოტანი არიან, რუსეთის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას და საბჭოთა კავშირის აღდგენაზეც კი ოცნებობენ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ცნობილი რუსი მწერალი, დისიდენტი სოლჟენიცინი ხელისუფლებას აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთთან მიერთებისკენ მოუწოდებდა. ინტელიგენციის დიდი ნაწილი ფეხდაფეხ დაჰყვება პუტინს, რომ მისგან რაიმეს გამორჩნენ.
- დღეს ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეებს იცავს.
- მაგრამ რატომ არავინ ჰკითხავს, საიდან გაჩნდნენ იქ რუსთეთის მოქალაქეები? ყველამ იცის, რომ იქ რუსულ პასპორტებს ჰუმანიტარული დახმარებასავით არიგებდნენ, სხვათა შორის, თავის დროზე ჰიტლერიც ასე საუბრობდა სუდეტელი გერმანელების დაცვის აუცილებლობაზე და ამ საბაბით შეიჭრა პოლონეთში, ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
- რუსეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ საკუთარი ინტერესები აქვს კავკასიის რეგიონში და ყველა გზით ეცდება აქ გავლენის შენარჩუნებას.
- ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანას საკუთარი საზღვრების მიღმა არც უნდა ჰქონდეს ინტერესები, რუსეთი დიდხანს იყო იმპერია, იგი ვერავის მფარველი ვერ იქნება, ვერავის უპატრონებს და ვერც ლუკმა-პურით უზრუნველყოფს, მას მხოლოდ ბომბები მოაქვს.
- რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა მატვეი განაპოლსკიმ ახლახანს, თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ რუსეთში რეალურად, ორხელისუფლებიანობაა - მედვედევისა და პუტინის, ეთანხმებით მას?
- რა თქმა უნდა, არა. ქვეყნის მმართველი დღეს ვლადიმერ პუტინია, მედვედევი კი მისი ხელის ბიჭია.
- თქვენი აზრით, ვინ ცდება უფრო ხშირად - ხალხი თუ პოლიტიკოსები?
- პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ცდებიან, მოსავალს კი ხალხი იმკის, თუმცა, საზოგადოება ხშირად ინდიფერენტიზმისთვისაც ისჯება. დღეს აქ, რუსეთში ზოგიერთი \"ცნობილი სახე\" გაჰყვირის, რომ მზად არის, მოხალისედ წავიდეს საქართველოში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი არსად წამსვლელები არიან.
- რატომ ვერ ეგუება ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი იმას, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, თვითონ გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი?
- ჩვენი პოლიტიკისების დიდმა ნაწილმა ვერ დააღწია თავი დიდმპყრობელურ, იმპერიულ აზროვნებას, დღეს რუსეთის დუმაში, პარლამენტში არც ერთი დემოკრატიულად მოაზროვნე დეპუტატი არ არის, რაც ხალხის ნების გამოხატულებაცაა, მეტი რა გითხრათ!
- თქვენი აზრით, როგორი იქნება დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროპის პოზიცია საქართველოს მოვლენებისადმი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდწილად არის მიბმული რუსეთზე?
- ევროპამ დღეს საქმით უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისთვის ღირებული დემოკრატიული ფასეულობები მხოლოდ დასავლეთის ერთიანი ზეწოლა, მოკოვიდან ვიზების გაწვევა აიძულებს კრემლს, უკან დაიხიოს, შეჩერდეს, თუმცა, ჯერჯერობით ევროპა ფრთხილობს, აშშ კი აქტიურობს.
- მაგრამ აშშ-მ თვითონ დაიწყო ომი ერაყსა და ავღანეთში გაეროს რეზოლუციის, მისი ნების გვერდის ავლით...
- ის, რომ რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ამ ორგანიზაციას ხელს უშლის ქმედითი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამიტომ გადადგა მაშინ აშშ-მ ეს ნაბიჯიც. თუმცა, ცხადია, ამით რუსეთის დღევანდელი მოქმედების გამართლება, \"შეფერადება\" ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ასეთი მცდელობები იყო და მომავალშიც იქნება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
საქართველოს საგარეო უწყება - რუსი აგრესორების ქმედების შედეგად გორში მწიფდება ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დღეს კიდევ ერთხელ დაარღვიეს შეთანხმება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები გორში არ შეუშვეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
\"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ქ. გორში შეყვანილია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ქალაქის დანაღმვა. რეალური საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ამ დროისთვის გორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა და ჟურნალისტები, რადგან რუსი ოკუპანტები არ აძლევენ მათ ქალაქის დატოვების საშუალებას. ქალაქში რამდენიმე შენობას ცეცხლი უკიდია. რუსი აგრესორების ქმედების შედეგად გორში მწიფდება ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა.
ასევე, რუსეთის საოკუპაციო ჯარები დაბრუნდნენ სენაკში და ფოთში. მიმდინარეობს სენაკის სამხედრო ბაზის და ფოთის სამხედრო პორტის ძარცვა, საქართველოს კუთვნილი ქონების განადგურება.
\"რუსი ოკუპანტების ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ფედერაციის აგრესიის აღსაკვეთად საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ჩარევის აუცილებლობას\", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. 2008-08-14 15:16

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
2008-08-14 17:49
სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითს დე-ფაქტო რესპუბლიკების აღიარების შანსი რეალურად მიაჩნიათ

ოსი და აფხაზი სეპარატისტების ლიდერები - ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში მიიჩნევენ, რომ მათი დე-ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შანსი სრულიად რეალურია.
ამის შესახებ მათ დღეს მოსკოვში, \"ინტერფაქსის\" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
\"ვადების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ეს სრულებით რეალურია. განსაკუთრებით უკანასკნელი მოვლენების, იმ აგრესიის შემდეგ, რომელიც საქართველომ განახორციელა. საქართველომ თავად გვიბიძგა ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოხდეს\", - განაცხადა კოკოითმა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას საერთაშორისო სამართლის ნორმების მკაცრი დაცვით მიაღწევს.
კოკოითის განცხადებით, ასეთი ძლიერი დარტყმის მიუხედავად, დამოუკიდებლობისკენ სამხრეთ ოსეთის ხალხის სწრაფვა არ შეცვლილა და საამისოდ ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძველი აქვს.
კოკოითი აღნიშნავს, რომ ცხინვალი დამოუკიდებლობის თაობაზე წინა ორი რეფერენდუმის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს და კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს.

რა ეშველებათ ამ ავადმყოფებს ძლივს ვიკავებ თავს ბილწსიტყვაობისგან ერთი ამათი თავი მომცა ლიფტში ......................................

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო თანხებით პარლამენტიც დაეხმარება
იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო თანხებით პარლამენტიც დაეხმარება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაავალა, გადახედონ პარლამენტის ბიუჯეტს და მაქსიმალურად გამოყონ თანხები, რაც კი შეიძლება, ამ ეტაპზე პარლამენტს მოაკლდეს. სამართლებრივი ფორმალობის დაცვის მიზნით საპარლამენტო ბიუჯეტისთვის თანხების გამოკლებასთან დაკავშირებით პარლამენტი მოამზადებს სპეციალურ დადგენილებას, რომელიც უახლოეს სხდომაზე იქნება მიღებული.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
საქართველოს ხელისუფლება დაგომისის ხელშეკრულებასაც აუქმებს ბეჭდვა ელფოსტა
საქართველოს ხელისუფლება დაგომისის ხელშეკრულებასაც აუქმებს. როგორც ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განმარტა, ხელშეკრულების გაუქმებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალება უკვე მიღებული აქვს და ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურული და სამართლებრივი საკითხების მომზადება. \"დაგომისის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების დასრულების შემდეგ ინფორმაციას მთავრობა პარლამენტს აუცილებლად მიაწვდის, ამ გადაწყვეტილების მისაღებად კი ოფიციალურად პარლამენტის თანხმობა საჭირო არ არის\" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
საქართველოს დსთ-დან გასვლის საკითხს მხარი ერთსულოვნად საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა. უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, \"დღეს სრულიად გაუმართლებელია საქართველოს დარჩენა იმ ორგანიზაციაში, რომელშიც თავის დროზე სისხლით და ყურებით შეგვათრიეს\". \"ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს და ვერაფერი გვარგო იმ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში, როგორიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს არის ორგანიზაცია, რომლის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ თავი შეიკავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისგან, მათმა ნაწილმა კი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის სურვილიც კი არ გამოთქვა\" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ \"დადგება დრო, როცა თავად რუსეთში შეიცვლება განწყობები, ხელისუფლება და ხელისუფლების მიდგომები და ქვეყანას მიეცემა შანსი, ჰქონდეს მეგობრული, თანასწორუფლებიანი და ნორმალური ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოსთან\".

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
რუსეთის მიერ გახორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დედაქალაქში 28 ათასი დევნილი დარეგისტრირდა. დევნილები 268 ობიექტშია განთავსებული. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა კობა სუბელიანმა განაცხადა. \"დევნილები სკოლებსა და ბაღებში არიან განთავსებული, დღეს საღამოს კი დაიწყება ამ ობიექტებში განთავსებული დევნილების საკვები პროდუქტებით მომარაგება, რისთვისაც თანხები სახელმწიფომ უკვე გამოყო. ამასთან, ამ ობიექტებში ჩასახლებული დევნილებისთვის საკვები პროდუქტები მოხალისე ჯგუფებსაც მიაქვთ\" - ასეთი ინფორმაცია მიაწოდა დღეს კოლეგებს კობა სუბელიანმა. მისივე თქმით, იმ ობიექტებში, სადაც წყლის, დენის და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებია, სამშენებლო კომპანიებმა უკვე დაიწყეს შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, რათა დევნილებს ელემენტარული პირობები შეუქმნან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rigts Watch-ის განცხადებით, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ოსი სეპარატისტები მარადიორობას ახორციელებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ოსური ბანდფორმირებები ქართულ სოფლებს წვავენ და არბევენ. ამასთან, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა და გორის რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარულ კორიდორს საჭიროებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას კონფლიქტის დროს დაღუპულთა რიცხვის გაზვიადებაში ადანაშაულებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
http://occupation.tspteam.com/ ყველამ ნახეთ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოსგან გორისა და ნიქოზის ეპარქიის მოსახლეობასთან დაკავშირებაში დახმარება ითხოვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოს, რათა დაეხმარონ გორისა და ნიქოზის ეპარქიის მოსახლეობასთან დაკავშირებაში. ასევე ითხოვა პირადად პატრიარქს მიეცეს საშუალება შევიდეს გორში და ნიქოზში და იქედან დაჭრილი და დაღუპული გმირი მებრძოლები გამოიყვანონ.

როგორც მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოში უწმინდესს განუცხადეს, მათ დღემდე არ მიუღიათ წერილი, რომლითაც ახლახანს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს მიმართა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ წერილი კვლავ გააგზავნა.

საუბრისას უწმინდესმა მრევლს კვლავ მოუწოდა გაძლიერებული ლოცვებისკენ. კერძოდ, ხშირად იკითხონ 50-ე ფსალმუნი, რომელიც სინანულის გამომხატველია და 90-ე, რომელიც იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. პატრიარქმა ასევე კურთხევა მისცა ერს, იკითხონ ღვთისმშობლის ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე”.

პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ დღეს ტაძრებში მოხდა წყლის კურთხევა. სასულიერო პირებს აქვთ კურთხევა ტაძრების გარშემო ქუჩები და სახლები ნაკურთხი წყლით აკურთხონ.

“არ გაგიტყდეთ გული, არ შეშინდეთ, ამაზე მძიმე დღეები უნახავს საქართველოს”, - ბრძანა პატრიარქმა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
თვით მაგათი ექსპერტები აღიარებენ იმას, რომ სამაჩაბლოში მცხოვრები ოსებისთვის არაფერი არ შეიცვლება, ვინაიდან ისისნი ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების შემთხვევაში აღმოჩნდებიან რუსების ქვეშევრდომები, ხოლო მთლიანად ოსეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი-აბსურდია.ანუ არანაირი დამოუკიდებლობა სამაჩაბლოში მცხოვრები ოსებისთვის არ არსებობს.ამდენი საუკუნე ჩვენს მიწაზე თავი გადაირჩინეს შიმშილისაგან და უამრავი უბედურებებისაგან და უმადურობობით რუსეთის კიჟინას აჰყვნენ.

ლინკი განაპოლსკის ინტერვიუსი ნოვოდვორსკაიასთან წინა გვერდებზე დავდე და წაიკითხეთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
2008-08-14 22:14

სვანეთის მოსახლეობა რეგიონში რუსული ჯარის ყოფნით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ რუსული მხარე კვლავ უარს ამბობს სამხედრო ძალის და სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე.
როგროც \"ინტერპრენიუსს\" ადგილობრივებმა აცნობეს, ხაიშის ზემოთ 2 კილომეტრში მესტიის მიმართულებით კვლავ რჩება სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, დაახლოებით 30 ერთეული \"ბე-ემ-პე\" და ათამდე სამხედრო მანქანა. მოსახლეობის ვარაუდით ისინი რუსეთის რეგულარული არმიის წარმომადგენლები არიან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
2008-08-14 21:45

გორში დღეს, 22.00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა ტელეკომპანია \"რუსთავი 2\"-ს განუცხადა.
მისივე თქმით, კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია რუსი გენერლისგან მიიღო, რომელიც გორში სიტუაციას აკონტროლებს.
ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული დროიდან ქალაქში შესვლა და გადაადგილება შეიზღუდება. რუსი გენერლის თქმით, კომენდანტის საათის მიზანი, ქალაქში წესრიგის დამყარებაა. დაკავებულია რამდენიმე მაროდიორი, თუმცა არსებული მონაცემებით ასეთი ფაქტები გორის გარშემო კვლავ ფიქსირდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი \"კავკასიასა და მთელს მსოფლიოში\" საერთაშორისო შეთანხმებების შესრულების \"გარანტირებით\" იმუქრება. \"რუსეთის პოზიცია ურყევია: ჩვენ მხარს დავუჭერთ აფხაზი და ოსი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც გაერო-ს წესდების, 1966 წლის საერთაშორისო კონვენციისა და \"ევროპის უსაფრთხოების შესახებ\" ჰელსინკის ხელშეკრულების შესაბამისად იქნება მიღებული და არა მარტო დავუჭერთ, არამედ მათ გარანტირებას მოვახდენთ კავკასიასა და მთელს მსოფლიოში\" – განაცხადა მედვედევმა დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან შეხვედრისას.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი