mana wrote:ციტატა:
მე გეტყვი ბაზი რაშია საქმე და, როცა ქვეყანაში არის არასამშვიდობო მდგომარეობა, ის ქვეყანა ნატოში ვერ შევა, სანამ არ დამყარდება მშვიდობა, დანარჩენი შენ თვითონ განსაზღვრე, რადგან ყველაფერს ვერ დავწერ, ან ყველაფერ ამას უნდა ძალიან დიდი მასშტაბები მისცეს. დაამტკიცოს უნდა, რომ ძლიერია და საქართველოს დაკარგვით მთელი კავკასია შორდება და არ უნდა მსუქანი ლუკმა გამოიგდოს პირიდან. ლექსი ხომ მაგარი მუშტი იყო ცხვირში?
mana ეს არახალია. მაგრამ ვერ გავიგე ეს ციტატა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დაიწყეს ლაპარაკი მსუბუქად იმის შესახებ, რომ ნატოში კი შევალთ, მაგრამ ამ ორი რეგიონის გარეშე.
\"თუ რუსეთი მიიერთებს, რაც უფრო რეალურია, მაშინ რუსეთი აღმოჩნდება ოკუპაციის ღიად გამოცხადების აუცილებლობის წინაშე და აქ უკვე მთელ მსოფლიოს მიეცემა რუსეთის სამართლებრივი საერთაშორისო პოზიციების დასუსტების რეალური შანსი!
მოკლედ აი ასე უნდა შევიდეთ ნატო-ში.... და გამალებით დავიწყოთ დასავლეთის ქვეყნებთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების, ასევე იმ აღმოსავლეთ ევროპული კოალიციური უსაფრთხოების სისტემების შექმნა, რომლის უმაღლესი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც ამ საბედისწერო დღეს ჩვენთან იყვნენ...
ეს ძველ ევროპას აღარ მისცემს შანს ”ახალი სუდეტი” მოუწყოს აღმოსავლეთ ევროპას. ამიერკავკასიისსხვა ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის მიმართ (მიუხედავად მათი პოლიტიკური მიმართულებისა) განსაკუთრებული მეგობრული პოლიტიკა კი ამიერკავკასიის რეგიონალური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.\"
http://presa.ge/index.php?text=news&i=3406
როგორ ფიქრობ?
P.S. კი, მუშტი მაგარი იყო.