შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9960
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
მთელ საქართველოში და მაშინდელ საბჭოთა კავშირში იცნობდნენ შრომის კოლმეურნეობის დირექტორს მიხაკო ორაგველიძეს. ამავე დროს ბატონი მიხაკო განუმეორებელი სხარტი იუმორითაც გამოირჩეოდა. ჰოდა, მოხდა ასეთი რაღაც:
გაათავისუფლეს მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიკომის პირველი მდივანი და დანიშნეს ახალი. მიხაკო ვალდებული იყო მიელოცა ახალი მდივნისთვის.
ჰოდა, ადის შრომის კოლმეურნეობის თავმჯდომარე რაიკომის შენობის კიბეზე და ამ დროს ხედავს, ძველი და ახალი მდივნები ერთად ჩამოდიან. შუა კიბეზე შეხვდნენ ერთმანეთს. ასეთ შეხვედრას ბატონი მიხაკო ნამდვილად არ მოელოდა. როგორ მოიქცეს აღარ იცის! ძველი და ახალი მდივანიც მისი მეგობარია. ან ყოფილ მდივანს რა უთხრას, ან ახალს? და მოულოდნელად ორივეს ასეთ ისტორიულ ფრაზას ეუბნება:
- თქვენი წასვლა (ძველ მდივანს მიმართავს) ამ ახლის მოსვლამ გადამატანინაო.
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9961
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
თანამშრომელთან ვიყავით პურმარილზე ასე ათი-თორმეტი კაცი. ჩემ წინ იჯდა ერთი ახალგაზრდა, საკმაოდ თავხედი თანამშრომელი, რომელიც თავის უკულტურობას სუფრაზეც ამჟღავნებდა. ლაპარაკს აღარავის აცლიდა. ორი-სამი ჭიქის მერე კი მთლად მიუშვა სადავეები. თამადა ვარ, ფეხზე ვდგავარ და ოჯახის უფროსის, ედიშერის სადღეგრძელო უნდა შევსვა.
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9966
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
მიხო შეყვარებულ წყვილთან მოხვდა მატარებლის კუპეში. გოგო:თემო თავი მტკივა ბიჭი:მოდი გაკოცებ და მოგირჩება ცოტა ხნის შემდეგ. გოგო:თემო თვალი მტკივა ბიჭი:მოდი გენაცვალე გაკოცებ და მოგირჩება ცოტა ხნის შემდეგ. გოგო:თემო ტუჩები მტკივა ბიჭი:მოდი გაკოცებ და მოგირჩება მიხო დაფიქრდა და ბიჭს ეკითხება; ჯო ბუასილ მაარჩენ?
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9968
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
მეგრელი და გურული წაკამათდნენ: - რაია ძიაკაცო, ვინცხა კონსტანტინე გყავდათ, გამსახურდია და რაცხა მოთხრობა დაწერა \"დიდოსტატის მარჯვენა\", რას წაგვაჭამეთ თავი ტრაბახით? - აუჰ, \"დიდოსტატის მარჯვენა\" თუ მოთხრობა, აპა თქვენი ეგნატე ნინოშვილის \"გოგია უიშვილი\" დეპეშა ყოფილა მაშინ!
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9971
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
ფანჯრის რაფაზე ქალი კიდია და კივის. მიხო კი თითებში ჩაქუჩს ურტყამს. შაქრომ დაინახა და მიხოს ეუბნება: - რასა შვრები, მიხო, ქალს მაგრე უნდა მოეპყრა? მიხო: - ქალი კი არა, სიდედრია! შაქრო: - დახე, დახე, როგორ ებღაუჭება რაფასა!
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9972
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
მაროს საყურეები აჩუქეს და მიხოს ეხვეწება: - გამიხრიტე რა მიხო ყურები! მიხო: - შენი დედა კი ვატირე, ჩემი გასახვრეტი - სხვას გაახვრეტინე და ბებიაშენის გასახვრეტს მე მახვრეტინებ?!!
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9976
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
მიღებაზე ფსიქიატრთან: - ექიმო, ყოველ ღამე საშინელ სიზმარს ვხედავ. ჩემი სიდედრი დადის და ნიანგს დაატარებს თოკზე გამობმულს. წარმოგიდგენიათ: ბასრი კბილები, მზაკვარი თვალები, სიძულვილით სავსე მზერა, ცივი დახორკლილი კანი! - ჰო, მართლაც საშინელია... - მოიცათ, ჯერ ნიანგზე ხომ არაფერი მითქვამს...
Re: ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)#9977
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
ქალი ჩივის პოლიციაში: – 15–მა კაცმა გამაუპატიურა. – ნუ ღელავთ, ქალბატონო, ყველას დავიჭერთ. – არა, ყველა არ მინდა, მარტო მესამე, მეხუთე და მეთერთმეტე მაინტერესებს