↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE


თქვენ გეუბნებით ძმებო მგოსნებო

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

შენ გეკითხები, ცაო ნათელო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

რას გავუკეთებ მე საქართველოს?!

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?!

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე, ―

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!

ლადო ასათიანი
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE

* * * * *

ცა უსასრულო,
ზღვა უნაპირო,
გზა - ატლასივით გლუვი გემბანი.
მოგიგონებდი, მაგრამ ვაი, რომ
აყვირდებიან მოგონებანი.
შეაშფოთებენ იელებს ძილში.
დააღვიძებენ სიზმრებს, ვით ბავშვებს,
დააფეთებენ დაბორკილ რაშებს,-
ვაით და ვიშით,
ვაით და ვიშით...
მოგიგონებდი,
კვლავ რომ არ მქონდეს,
აწ დაკარგულის დაკარგვის შიში.

მორის ფოცხიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი...დამაგვიანდა.
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
******************

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
გხედავ და დღეა ისევ მზიანი,
ძვირფასო! ,მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები, ისევ მოგელის........

ტერენტი გრანელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts609
კარმა97
OFFLINEPROFILE
გაიხარე ძალიან მომეწონა და ერთობ ვისიამოვნე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 May 2007
Posts72
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვაშლი მსხალი ატამი
კომბაინი ქათამი
მინდორი და ველი
ტრანგალეტკით მოგულაობს
შოთა რუსთაველი.

ლიმონი და ფორთოხალი
დიდი კაკლის ჩერო.
იხარე და იდღეგრძელე
ჩემო საქართველო.

:):):):):):):):):):):):):) ჰა რავარი არი?არი გოჭივით?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
აქ რამდენი აკაკი წერეთელი ყოფილა,რა ხდება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანი

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე_სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს, ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი_გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: _აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
_ნეტავი მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი).
ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვისაც სიყვარული შეუძლია

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბარიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარეა,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია.
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცდომენის პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.
ვისაც უხარია ყველაფერი-
ტყეები და ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია.
ვისაც არასოდეს გაუავდრდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!

მ ე დ ე ა კ ა ხ ი ძ ე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
mamali წერს:
გაიხარე ძალიან მომეწონა და ერთობ ვისიამოვნე
შენც გაიხარე...კრგია რომ მოგეწონა!!! :)

***************

თქვი, არჯაკელო ხვიარა
ქსანზე ვინ ჩამოგიარა?
რავი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა.
არა, მეც ისე ვიკითხე
სალაპარაკოდ კი არა.

ანა კალნდაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
****************
შენზე ვუამბე გაზაფხულს,
გრძნობა ვასინჯე ცის კარს...
ამ ქარსაც გამოვკითხე და
სიტყვა ვაწიე იმ ქარს...
ბოლოს მივაგენ გვირილას-
ათას ფურცელა მთის ქალს...
სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე:
მიყვარს? არ მიყვარს ? მიყვარს...
არ დამიმალა გვირილამ:
გიყვარს...ძალიან გიყვარს...

ანნა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
usaTauro qaosi

"ჩვენ თქვენთვის არ ვწერთ...
გულახდილობის ზღვარზე დამდგარები... აღსარებას ვამბობთ და ვცდილობთ აღარ ვითამაშოთ..."

როცა სევdიანი ვხვდები,
როცა ოცნებათა სამყაროში ზღვარი გადალახულია და ცამც მოიწყინა,
როცა წვიმს და მეჩვენება ცა ტირის და მეც მეტირება,
ვკითხულობ…
რატომ ტირის ცა და სად დავკარგე ცრემლები…

წვეთებს ხელის გული შევუშვირე...
გამითბა...
მუჭში შენახვა მოვინდომე...
დამისხლატა…
წვიმს..

რატომ?
წვიმა - ცის ცრემლები…
ცის სევდა და ჩვენს შორის აღმართული ერთფერიანი დასაგლეჯი ფარდა…

ტირის ცა და ვტირივარ…

დამშრალი ცრემლები გამახსენდა...
ხელოვნუნური ცრემლები გამახსენდა...
წვიმს…
არა, აღარ წვიმს…
მონატრებად…

აცივდა და ველი ჩემადქცეულ წვიმის წვეთებს…
ცივა და ლოყები მეყინება...
ჩემს ფანჯრებთან თეთრი ფიფქები მოეხეტნენ…
წვიმა გაიყინა…
და თოვს...

თოვლი მიყვარს -
თეთრია და ნაზი…
წვიმას მირჩევნია...
მზესაც მირჩევნია…
წყალს არ მირჩევნია…
წყალია სიცოცხლე...
და მიწა…

თოვლი - წვიმა...
ზღვა - მდინარე...
სევდას გგვრის და გაცოცხლებს…
გაშიენებს და გიყვარს...
გიყვარს და გაურბიხარ...
გაურბიხარ და ბრუნდები…
სრულკი ქაოსია და სრული ჰარმონია…

მზე გიყვარს და ემალები...
წვიმა სევდას გგვრის და გახალისებს...
თოვლი სულს გიმშვიდებს და გყინავს...

ყველაფერი ცვალებადია…
ყველაფერი ერთმანეთს ენაცვლება და გაფიქრებს…

ისმენ და ვერ გებულობ…
ქაოსია და ვეღარაფერს ვალაგებ…
მოხვალ და ყველაფერს დაალაგებ…
სათქმელს მათქმევინებ და გარბიხარ…
გარბიხარ და ბრუნდები…
გკოცნი…

გეხები გაყინული ტუჩებით და ლოყა კიდევ უფრო გეყინება...
ტუჩებიც მეყინება და გულიც…
სურვილს მიჩენ გესაუბრო…
სურვილს მიჩენ ამოვთქვა…

საკუთარ ტავს ვესაუბრები და გასმენინებ…
ვერ მიხუტებ...
ვერ მკოცნი და თვალებიც სადღაც გაგირბიან…
ჩვენ შორის სუსტი კედელია…
დაანგრევ და ნამსხვევები ჩაგიტანს...

ნამდვილი ცრემლი მომენატრა...
მლაშე...
თბილი და უსიტყვო…
უსიტყვოდ ბევრი რამეების მოამბე…

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს კიდევ ჩემი ერთერთი საყვარელი ლექსია, ყველას ხომ ვერ გამოაქვეყნებ...

სათქმელი დიდხანს მალეს და ვეღარ დამალეს...
ნათქვამი ჭრელ საბურველში გაახვიეს და სტრიქონებს ამოაფარეს...
ერთადერთი იმედი დაიტოვეს...
წაიკითხავს და მიხვდებაო ცალ-ცალკე თქვეს და წერილებად ჩამოასხეს...

თითქოს ყველაფერი იყო...
რაც არ იყო - ბედნიერება ერქვა და
იყო ცოლი და იყო საყვარელი.
ცხოვრება სავსე იყო და მიდიოდა თავის გზით და ტოვებდა სველ ნაკვალევს და სიცივეს...

ოცნებამ ფრთები შეისხა და დაიწყო...
რაც დაიწყო ზღაპარი ერქვა და რაც დამთავრდა - სიზმარი...

მერე მტვერში გახვეული წიგნის გადაფურცვლა იყო და თაროში ღრმად შემალული ყდამოგლეჯილი წიგნები...

დაინახე და გაიხსენე...
გაიხსენე და გახსენება ცოტაა...
ხელით უნდა შეეხო და დაიბრუნებ...
იყო და... იქნება... შიში შეუცნობელისა და შიში დანახულის...

მოვიდა და როგორც იქნა შეამჩნიე...
შეამჩნიე და ხელი წაატანე...
გრძნობების მორევში გადაეშვი და გაიღვიძე...

შიშმა შეგბოჭა და უარი ათქმევინე
არჩევანი შენია და აირჩიე...
შეცნობილი, ათასჯერდანახული და შენი...
ხელი გაუშვი და ზურგი მიუშვირე...
ითხოვე და დაუბრუნე…
აჩუქე და დაისიზმრე...
შენთვის...

შენში აცხოვრე და სხვისთვის გაიმეტე...

დრო არ ითხოვა და დრო არ ჭირდებოდა...
დრო გჭირდებოდა და ზღაპარი...

ქალს ზღაპრის ფერი აქვს და ფერი იყო ძნელი დასანახი...
ზღაპარშიცა და რეალურშიც...
მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა მისი თვალები და
ღიმილი გაზაფხულის პირველი ყვავლივით ნაზია და მზიანი..
ალერსი ზღვისა, სევდა წვიმისა,
სურნელი გაზაფხულისაა და გემო სკიდან მოპარული თაფლის...

დაანახა რა უნდა ეპოვა ცხოვრებაში და წავიდა...
იპოვი და გაიხარებ...

იპოვი?!
ეძებე...
იქნებ გაგიმართლოს და მიხვდე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
ggtggt როგორ გეტყობა რომ კვების მრეწველობაში მუშაობ :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
პოეზია არ გიყვართ? რატომ? მარტო ერთ ადამიანს აქვს გამოქვეყნებული....

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი