↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ბევრი იმედი გაწბილდება,
? ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
? ქალი, რომელიც გიყვარს.
? ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
? ქალი, რომელიც გიყვარს.
? წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
? მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
? თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
? ქალი, რომელიც გიყვარს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
* * *
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს
რომელიც არასოდეს ახდება,
იმ ნატვრას,იმ სიყვარულს
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს იმ ცრემლებს გაუმარჯოს
ბალიშზე მწუხარებისგან დადებილს,
იმ წუხილს,იმ სევდას,იმ შეცდომას
ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
ყველაფერ იმ გრძნობას გაუმარჯოს
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია,
იმ ვაჟს,იმ გოგონას გაუმარჯოს
ვისაც ეს ტკივილი უგრძვნია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა? :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ დააპურე ჩემი ფიქრი და იდუმალი,
გონება ჩემი აღმოცენდა შენს თბილ უბეში,
ყოვლის მხილველი, ყოვლის მომსწრე მაგრამ მდუმარე,
შენა ხარ ქვეყნად ერთადერთი ჩემი ნუგეში.
შენ არა ერთხელ გახურებულ შუბლს მიგრილებდი,
დაშენმა მკერდმა ჩემი მწარე ცრემლიც იწვნია,
ო,მაპატიე,სიყვარულის ყველა ილეთი
თუ ისევ შენზე, მხოლოდ შენზე გამომიცდია.
შენთან გავლიე ნახევარი ჩემი ცხოვრების,
და მინდა დარჩეს ეს ამბავი როგორც თქმულება,
რადგან შენსავით საიმედო და ახლობელი
ღმართი და რჯული მე ამ ქვეყნად არ მეგულება.
ყველა მშვენება რომ მენახა დიდების ღირსი,
შენ დაგიწერდი მაინც ამ ლექსს ადრე თუ გვიან,
შენ უნდა გერქვას ბეატრიჩე, ნესტანი ვისი,
მაგრამ ბუმბულით გატენილი ბალიში გქვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
=zer= მეც მაქვს მასეთი ბალიში=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
mancho1 wrote:
ციტატა:
=zer= მეც მაქვს მასეთი ბალიში=lol=

:)
კი მგონი ბევრია მასეთი ბალიშები...\"სერიულად გამოუშვეს\"=lol= =lol= =lol=

შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა

შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული.
სახილველი გველოდება სამოთხისა,
აპრილება გველოდება არხვატული.

კიდეგანა ბისნა თოვლის ქუდიანი,
ტახის წყალზე გმირთა ეპიტაფიები.
საბეკურთან გრაალები ლუდიანი,
შარაგზაზე არხვატული კაფიები.

სადაც შვლებს და ფიქრებს ერთად ვაბალახებ,
წამოდი და მე გაჩვენებ, იმ ხეობის, იმ ადგილებს.
წამოდი და შენი თვალით დაგანახებ,
მითების და ლეგენდების სინამდვილეს.

შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა,
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული,
სახილველი გველოდება სამოთხისა,
აპრილები გველოდება არხვატული.

თამაზ წიკლაური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ხალხურ მოტივზე

როშკასთან ცივი ნიავი
ქალივით კოცნას შემპირდა,
მზეც აღარა ჩანს აღარსად,
გამრღვევი ღრუბლის ჯებირთა.
აღარცერთს აღარ დავუცდი,
ლამაზო, შენი ჯიბრითა,
ქარაფში ჩავიჩეხები,
ქვიშას ჩავიტან ჯიბითა,
თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის
და მომრთავს ვერცხლის შიბითა,
- რაისად მოკვდი? - გპასუხობ:
- არ გიყვარდი და იმითა...

მიხეილ ღანიშაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მზეო,ამოდი,ამოდი,
ნუ ეფარები მთას!
ლამაზი ქალი დამზრალა,
მიუალერსე მას!
მიუალერსე,უთხარი,
რომ სიყვარული გწვავს,
თორემ ქალია, იცოდე,
წავა...გაჰყვება სხვას...\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წუხელი ღამით?

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

გალაკტიონ ტაბიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული,
მერე მზერის აფარება ურცხვად მკერდზე,
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით? წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა
წამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
იქნებ შევძლო ჩაგჩურჩულოთ მოფერებით,
ქალბატონო,ბოდიშით და მყვარებიხართ
მაპატიეთ ქალბატონო,რომ მიყვარხართ,
როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი,
წამობრძანდით თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოფენილი ქვაფენილი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * *

შორს მწვერვალებთან ნისლი მოიწევს,
ამ მაღალ მთებში ძილი მწადია,
ცა რომ დათრთვილულ ჩადრს ჩამოიწევს
მას,გაოცების ანდამატი აქვს.
უბელოდ მიყვარს ცხენზე ჯირითი
ქარის ჩურჩული,ფიქრების თოვა,
ეს მოკენჭილი ვიწრო ბილიკი
სივრცის განედი რომ მიატოვა.
იმ მუხის ძირას მოსული ია
და მისი გულის სათუთი ფეთქვა,
ისე მაწვალებს ვით ნოსტალგია
შორი წარსულის,გრძნობების სეტყვა.
მიწას -ჩემხელა გული როდი აქვს,
წყარო -მწვერვალთან განა დაშრება??
სხეული მხოლოდ კალაპოტია
სულით პირამდე ამოსავსებად.
უუნაგიროდ მიყვარს ჯირითი,
გრილი ნიავის სახეში ცემა,
თმებზე დაყრილი ნისლის ქვირითი
მძივების წვიმა და ვარსკვლავთცვენა.
გასწი იორღავ! და მომატარე
მიწა,დახნული ჩემი ხელებით,
მზეო ,გვირგვინი გამომატანე,
მთავ,სიმძიმეში შეგეშველები.
გრძნობა ეს მარტო სიტყვა როდია,
ჯანღი ქარაფზე განა გაჰქრება??
სიცოცხლე ჩემი,დანაზოგია
შენი სიკვდილის დასამარცხებლად.

თეკლე ბატონიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან

მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
ფრთხილად წამოვიღებ,ოცნებით გავჟღინთავ,
მეეტლეს ვაჩუქებ ვარსკვლავის ნაწნავებს,
ციმციმა მარყუჟებს გადმოვყრი მაღლიდან.
მზეს-ცხელი ღიმილის ანარეკლს ავათლი,
ნექტარს დავამზადებ სხივების ბაფთიდან,
წვიმის სიმფონიას მძივებად დავაყრი,
მძივებად დავაყრი ღრუბელთა ბალთიდან.
არ მინდა სამშობლო ნისლწყვდიადისფერი,
ბოღმით შესუდრული მტები და ველები,
გრძნობადაკარგული,ფიქრებშელახული,
კუპრამოვლებული ბინძური ხელებით.
მინდა მედგრად მდგარი ურყევი სასახლე,
ღვთიური გვირგვინით მოსილი მთაწმინდა,
იქ სადაც ოცნება დენთივით ვარვარებს,
სადაც პოეზიის შეგრძნება მაწვიმდა.
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
და ჩემი თბილისის ტკივილით გავჟღინთავ,
ლექსად აკინძული ნაწნავის მარყუჟებს,
ვიცი არ დამაჭრის მე ჩემი მთაწმინდა.

თეკლე ბატონიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ღმერთო

ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო.

მიხა ხელაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
გულო ჯავრისგან მოკლულო
რა დაგაყარო წამალი?
არც მოგიდგება ექიმი
არც მოგეტევე სამარი.
ეს ჩემი გული ორია,
ერთში წვიმს ,ერთში დარია,
ავტირდე შავყრი ღრუბელსა,
რომ გავიცინო,დარია,
ეს ერტი გული მეტყოდა,
მოკვდი ,რათახარ მთელია!
მეორეც ამას ამბობდა,
იყავ,აჯავრე მტერია!
ეს ჩემი გული რასაგავს?
ცასა გავს შემოღრუბლულსა,
პირ შეკრულ ,დამძიმებულსა,
საწვიმრად გამზადებულსა,
ქალსა ჰგავს ქმარ-ყოფამოშლილსა,
მამისა დაბრუნებულსა,
ხმალსა გავს პატრონ მომკვდარსა,
სადავე ცამოშვებულსა,
წისქვილს გავს მიშლილ- მოშლილსა
სათავე გადაგდებულსა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
\'\'ნუ იცინი,ნუ მაცინებ,
გაგვაჭორი ჭორებენო,
შეგვატყობენ სიყვარულსა,
დაგვაშორი შრებენო.\'\'

ხალხური

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი