↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
2 ნოემბრის გამოსვლა...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 72 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
მგონი დიდიხანია უკვე ეს თემა უნდა გამეხსნა აქ,დესპანელების დიდმა ნაწილმა ფაქტიურად ამ თემაზე სხვა განყოფილებაში ისაუბრა,მათ შორის მეც,მაგრამ მგონი უფრო კარგი იქნებოდა თუ აქ გავმართავდით ჩვენს დისკუსიას...რას ფიქრობთ 2 ნოემბრის გამოსვლასთან დაკავშირებით,რა იყო ეს; პატარკაციშვილისა და შავბნელი ძალების პროვოკაცია საქართველოში თუ უბრალოდ ხელისუფლების ყურადღების გარეთ მყოფი ხალხის პროტესტი...აზრი ძირითადად მხოლოდ ამ ორი ვერსიით შემოიფარგლება,მე მეორეს ვემხრობი,ამ შემთხვევაში,მაინტერესებს თქვენი აზრი,რას ფიქრობთ ამ მდგომარეობაზე,იყო თუ არა ხალხის მოთხოვნა კანონიერი,რას ეთანხმ,ებით(თუ საერთოდ ეთანხმებით)და რა არ მიგაჩნიათ სწორად ხალხის მოთხოვნაში...თემა ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს,მე მაპატიეთ უფრო ვრცელ შესავალს ვერ გთავაზობთ...ვისაუბროთ და განვიხილოთ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
2 ნოემბრის აქციები საქართველოში პროვოკაციაც იყო და უყურადღებოდ დარჩენილთა პროტესტიც . პროვოკაცია იყო იმიტომ რომ რუსეთს ხელს აძლევს ყველანაირი არეულობა ჩვენში და პატარკაციშვილის პოზაც ვერაა მთლად სანდო.უყურადღებოდ დარჩენილთა პროტესტისაც მწამს, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის შენებით გართულ მთავრობას გამორჩა ხალხის სოციალური დაცვის მომენტი.ყველას არ შეუძლია, მიატოვოს ოჯახი, სამშობლო და რკინის ქალამანი ჩაიცვას საზღვარგარეთ სამუშაოდ, როგორც მე და მრავალი სხვა თანამემამულე მოვიქეცით.ამბოხების ინსპირატორები მძულს, ხალხი მეცოდება, მაგრამ იცოდეთ რომ ამ ყველაფერს საშინელი შედეგები მოყვება და ციტი ბდღვნად არა ღირს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
პირადად მე ხალხს შევუერთდები. რასაც აცხადებენ სასამართლოს უნდობლობაა ხალხში და სამართალი არააო მართალია, მე პირადად შევხვედრივარ უსამართლობის დიდ მაგალითებს. და თუ მთავრობას ის გონია რომ უფრო მეტი მომხრე ყავს ვიდრე მიტინგზე გამოსული \" ბრმა ბრბოა\" მაშინ რატო ეშინია არჩევნების ჩატარების? ესენი ხომ მხოლოდ არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას ითხოვდნენ. სამწუხაროდ მთავრობამ კარგად იცის რომ მათი რეიტინგი დღეს ნულია და წყალწაღებულებივით ხავსს ეჭიდებიან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მეგობრებო,სიმართლე გითხრათ არ მიყვარს პოლიტიკა,მაგრამ ჩემ აზრს გავმოვთქვამ.ყველასი სურვილია საქართველო იყოს მშვიდი,წყნარი.არანაირი მიტინგები,არანაირი კამათი.ახლანდელ საქართველოში,ნარკომანებით სავსეა ახალგაზრდობა.და,ასე თუ გაგრძელა კიდევ,მაშინ არ იქნება ის საქართველო როგორიც იყო ძველად.ქართველმა ხალხმა,ქართველმა ერმა უნდა ვეხმარებოდეთ ერთმანეთს,უნდა ვესიყვარულებოდეთ,და არა ისე ეხლა როგორც ხდება მიტინგზე.
5 დღეა მიტინგები ტარდება,მაგრამ მაგი სააკაშვილს(ჩემი აზრით),ბოდიში და,სულ ცალ ფეხზე ჰკიდია რას ამბობს ხალხი.თან,ძაან შეშფოთებულია ა.შ.შ და სხვა ქვეყნები,ხოლო რუსებს კი უხარიათ.შევარდნაძე-ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსისა,ზის და კაიფობს უეჩველი.მან წარმოსთქვა სიტყვა(თუ გახსოვთ):,,მოვა დრო,და მე თქვენ მოგენატრებით\"-ო.ეგ სიტყვები ედუარდმა მიმართა ხალხს ტელევიზიით.
საქართველოში უნდა სუფევდეს სიმშვიდე და ერთგულება ხალხის მხრიდან ერთამნეთისადმი და სიყვარული!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩემი აზრით დამნაშავე ორივე მხარეში უნდა ვეძებოთ. ის ხალხი, რომლებიც იქ დგანან მართლა გაჭირვებამ მიიყვანა, ოპოზიციურმა პარტიებმა კი ხალხის ამ სატკივარით ისარგებლეს და ამით წყალი საკუთარ წისქვილზე დაასხეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ხალხს მისცეს საბაბი პროტესტის უმაღლესი ზომისათვის მიემართათ და ქუჩაში გამოსულიყვნენ.
ერთადერთი გამოსავალი ორივე მხრიდან დათმობებზე წასვლა და პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებაა...
საქართველოში აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს 9 აპრილი და მსგავსი საშინელელებები.....

საქართველო მზის და ვარდების მხარეა (ვარდები არ იგულისხმოთ რევოლუციის სიმბოლოდ)ღვთის კურთხეული ქვეყანაა და უფალი დაიფარავს მისი მადლიანი კალთით!!!!
ქართველებო უფლის წყალობა არ მოგვკლებოდეს!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ კიდევ,მართალია არავარ სააკაშვილით აგფრთოვანებული მაგრამ,რაც ეგ მოვიდა,ბევრი თუარა,ცოტა მაინც გაკეთდა და ასე ვთქვათ დაგვინახა ხალხმა რომ ვარსებობთ(საქართველოს ფარგლებს გარეთ ვგულისხმობ)ოპოზიციის მოსაწონი მთვარობა ჯერ საქართველოს კიარა,ჩონგურივით რომ აქვთ აცყობილი საქმე ქვეყნებს ,იქ არაა,ოპპზიცია იმისაა რომ აკრიტიკოს პოზიცია.ამიტო ყველაპერს არ უნდა ავყვეთ და ყოველ ტაშის დაკვრაზე მიტინგები არ უნდა ვმართოთ.მართალია გაჭირვებამ მიიყვანა ყველა იქ,მაგრამ ცოტაც მოვითმინოთ,იქ ზიგზიგი და გაყინვა ჯობია?დარწმუნებული ვარ ამით არაფერი შეიცვლება.:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
tikiki wrote:
ციტატა:
მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ კიდევ,მართალია არავარ სააკაშვილით აგფრთოვანებული მაგრამ,რაც ეგ მოვიდა,ბევრი თუარა,ცოტა მაინც გაკეთდა და ასე ვთქვათ დაგვინახა ხალხმა რომ ვარსებობთ(საქართველოს ფარგლებს გარეთ ვგულისხმობ)ოპოზიციის მოსაწონი მთვარობა ჯერ საქართველოს კიარა,ჩონგურივით რომ აქვთ აცყობილი საქმე ქვეყნებს ,იქ არაა,ოპპზიცია იმისაა რომ აკრიტიკოს პოზიცია.ამიტო ყველაპერს არ უნდა ავყვეთ და ყოველ ტაშის დაკვრაზე მიტინგები არ უნდა ვმართოთ.მართალია გაჭირვებამ მიიყვანა ყველა იქ,მაგრამ ცოტაც მოვითმინოთ,იქ ზიგზიგი და გაყინვა ჯობია?დარწმუნებული ვარ ამით არაფერი შეიცვლება.:(

შენ ჩემო კარგო ადამიანო აქ არ ცხოვრობ და ასე მკაფიოდ არ შეგიძლია დაინახო აქ რა გაკეთდა და რა გაფუჭდა. სააკაშვილამდე კარგად გვიცნობდნენ სხვა ქვეყნებში, თუნდაც შევარდნაძის წყალობით და მანამდეც ასე რომ სააკაშვილით არ დაწყებულა საქართველოს ცნობადობა ჩვენს საზღვრებს გარეთ. მხოლოდ ფანტანები, ფასადები და გზის გადაკერებები არ კმარა ხალხისთვის, ელემენტარული სასაზრდოვო მინიმუმი მაინც უნდა ქონდეს ადამიანს, არ უნდა ჩამოერთვას არც მწერალთა კავშირს და არც არავის მისი საკუთრება, არ უნდა გამოასახლოს ძალადობით ადამიანები კუთვნილი ბინებიდან და ასე და ასე შემდეგ. ეს მიტინგი დაიწყო იმიტომ რომ ხალხს მასთან დიალოგი სურდა და ბატონმა მიშამ ეს არ ისურვა , მხოლოდ რამოდენიმე დღეში ის მონოლოგით მოგვევლინა და ამ ყველაფერს დიალოგი უწოდა...არ სურს ხალხს არა მხოლოდ მშივრებმა და უმუშევრებმა იარონ (ქართველები ძალიან ამტანი და გამძლე ხალხი ვართ) არამედ სულში ჩაფურთხებულებმა.არაა ლამაზი პრეზიდენტმა ინტელეგენციას ჩარეცხილები უწოდოს და ა.შ. ბევრი ტკივილი და კითხვები დაგროვდა რაზეც არავინ პასუხს არ გვცემს...როდემდე შეიძლება ამ ყველაფრის ატანა? მერწმუნე იმ ყინვაში არავის არ სიამოვნებს იქ დგომა ასე რომ ამის ატანა შეუძლებელი ხდება ჩემო კარგო. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ეს უამრავი უბრალო ხალხი აზრია!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
ნახეთ დიასამიძის გამოსვლა და შემდეგ გაანალიზეთ ყოველმა თქვენთაგანმა, თუ რაზე საუბრობს...

http://www.youtube.com/watch?v=9CuVUJn3BlM

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეხლა ვნახე. სჰარლოტა. მადლობტ. არაა სტორი? ვისი იმედი უნდა ვკონდეს? ამატი კველა სკამისტვის რომ იბრზვის? ზალინ მესჰინია .ის რაც სჰევკმენიტ კიდევ დაინგრევა. და მერე? ან ცჰვენ რა გვესჰველება ვდარდობ ზალინ . როდის უნდა დავბრუნდეტ. მასჰინ როცა სასჰინლად მოვხუცდებიტ ? დაავადმკოფდებიტ ამდენი სტრესის და ნოსტალგიის მერე?/ არ ვიცი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
ესეც ჩვენი დემოკრატია...თურმე ხალხის ცემა და დაჭერა დემოკრატია ყოფილა...არ ვიცი თუ ამდენი გაბედეს უარესსაც იზავენ...გაოგნებული და ცოტა დაბნეული ვარ! როგორ შეიძლება ასე გაიმეტი შენი ხალხი? როგორ შეიძელბა ასე უმოწყალოდ ცემო ახალგაზრდები?როგორ შეიძლება თუ დემოკრატიულ სახელმწიფოზე პრეტენზია გაქვს ასე მოექცე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს? თურმე ხალხს მოუთხოვია ამ აქციის დაშლა, თურმე პალატკების აღებაც მათ მოუთხოვიათ (და სად იყო პალატკები ნეტავ?) თურმე ხაინდრავაც ნარკომანი ყოფილა და ასე შემდეგ...მემგონი ასე თუ გაგრძელდა სისხლის დაღვრასაც არ მოერიდებიან...ამაში კი უბრალო ხალხი მოყვება...აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, აღარ მინდა ამ ყველაფერს ვუყურო და ეს ყველაფერი მოვისმონო :( პირველად ჩემს ცხოვრებაში აქედან წასვლაზე ვფიქრობ სერიოზულად და თანაც სამუდამოდ...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
შოკში ვარ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა :( ასე არ შეიძლება ასე გამეტებით ხალხის ცემა, წყლით და გაზით ხალხის დაშლა და დაწამვლა..ეს რა უბედურებაა ესაა დემოკრატია...მეშინია უკვე თავგატეხილი და დაშავებული ხალხია და მალე გამოიყენებენ ეს უგუნურები იარაღსაც...ამას რას ვუყურებ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
http://www.police.ge/curview.aspx?newsid=30467&categoryid=1
ძალიან მაინტერესებს ამ ინფორმაციას რომ დებდნენ, გაზის შემცველობა რატომ არ დაწერეს?
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ეხლაც უკრან ტაში ზოგ-ზოგიერთებმა არსებულ ხელისუფლებას,საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას იყენებს,ეკლესიას არ ინდობს ეგ ურწმუნო და ეკლესიაში აგდებს მომწამლავ ბალონს,სირცხვილი მათი...ქვეყანა თავზე დაგვამხო,ვნანობ რომ ხმა მივეცი მის პრეზიდენტობას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
აი ეს 2 ნოემბრის ფოტოებია. ავტორი: მე =zer=
[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1347_02112007259.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1347_02112007259.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1348_02112007257.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1348_02112007257.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1349_02112007256.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1349_02112007256.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1350_02112007266.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1350_02112007266.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1351_02112007260.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1351_02112007260.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1352_02112007258.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1352_02112007258.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1353_02112007285.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1353_02112007285.jpg[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts80
კარმა50
OFFLINEPROFILE
რას უნდა ელოდე სააკაშვილის და მისი \"შპანასაგან\".გაიხარონ სისხლის მსმელებმა.უკრან ტაში მიშას პოლიტიკას იმათ,ვისაც თურმე შუქნიშნებზე გზას არ ვუთმობთ,იმიტო რო ისინი მიშას დორბლებს წმინდავენ.აი,თურმე რატო გვეძახდა ემიგრანტებს ჩამოდითო?სიკვდილით ვერ გაძღა,რაოდენობა არ მოწონს საქართველოში დარჩენილი ხალხის,ვერ ამოივსო მუცელი ქართველი კაცის ჭამით.რა ააშენა?საფლავები?რატო აქვს ასეთი ცხოველური სურვილი არჩევნების არ ჩატარების გაზაფხულზე? განმუხურში ერთ წამში ჩაფრინდა ჩემი ხალხის გვერდით უნდა დავმდგარიყავიო,და ეს ხალხი ვისია,ეს შვილები,ეს დედები ვისია ძალიან მაინტერესებს?!რა განსხვავებაა მიშა სააკაშვილსა და იმ რუსის ჯარისკაცს შორის 9 აპრილს სისხლის გუბეები,რო დააყენა რუსტაველზე და შავი გაზაფხული გაუთენა საქართველოს?!ამს თქმა არ შეიძლება,მაგრამ ზღვარს გადაცდა ეს ყველაფერი დიდიხანია.ღმერთმა დაგინახოთ თქვენი \"სისხლიანი სიკეთე\" და იმედი მაქვს ამ \"სიკეთეს\" საქართველო არ დაგივიწყებს,მოვა დრო!!! ძალიან გთხოვთ,კატო,გიგა რა ხდება უფრო დაწვრილებით თუ არ გეზარებათ ამ წუთებში.დიდი მადლობას გიხდით წინასწარ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 72 posts ] 
2 ნოემბრის გამოსვლა...
დესპანი