↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გურმანთა კლუბი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 162 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
ამ ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ხალხი შემოვდივართ. მოდით აქ ვისაუბროთ კულინარიაზე, რა მოგწონთ, რა მოგეჩვენათ უცნაურად, რა არ მოგეწონათ და ერთმანეთს რეცეპტებიც გავუზიაროთ.
მე პირადად, ძალიან უცნაურად მომეჩვენა, რომ აქ ინგლისში ხაჭო რა არის არ იციან, არცერთ სუპერმარკეტში არ იყიდება. ბოლოს არც ისე დიდი ხნის წინ მივაგენი რუსულ მაღაზიაში და ძალიან გამეხარდა :))

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
სხვათაშორის ვერც მე ვპოულობდი და ბოლოს მივაგენი, თურმე ხაჭოს აქ ricota cheese-ს ან cotage cheese ეძახიან, მართალიამ მთლად იმ ნამდვილ ხაჭოს არ გავს მაგრამ, მაინც გაჭირვებაში დააჯერებ თავს რო ხაჭოა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts365
კარმა97
OFFLINEPROFILE
leonardo წერს:
სხვათაშორის ვერც მე ვპოულობდი და ბოლოს მივაგენი, თურმე ხაჭოს აქ ricota cheese-ს ან cotage cheese ეძახიან, მართალიამ მთლად იმ ნამდვილ ხაჭოს არ გავს მაგრამ, მაინც გაჭირვებაში დააჯერებ თავს რო ხაჭოა.არც საბერძნეთში იციან რა არის ხაჭო აქვთ მიმსგავსებული რომელსაც ეძახიან antotiros მაგრამ არაფერი საერთო არ აქვს ჩვენს ხაჭოსთან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
აბა ბედიც შენ გქონია მაია,არც საფრანგეთში მოიპოვება ხაჭო არა და ერთი კვირაა ხაჭოს ვნატრულობ,პიტნა ვიყიდე და ხაჭოს ვერ მივაგენი,მერე იძულებული გავხდი რომ მე თვითონ გამეკეთებინა რძისგან,ლიონი დიდია და ძალიან მეზარება სიარული აქაც არის რუსული და კიდევ სომხური მაღაზიები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
იმ რუსულ მაღაზიაში ქართული ღვინოც ვიყიდე, აუ, იცით, რა კარგი იყო? :) ხაჭო კი პოლონურ მაღაზიებშიც იყიდება.
კი გვიკვირს რატომ არ იციანო, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ჩვენ რამდენი რამე არ ვიცით? ჯერ მარტო ყველის რამდენნაირი სახეობა აქვთ. ან კიდევ ათასნაირი ხილი და ბოსტნეული, თვალით რომ არ გვინახავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts73
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი მეგობარი ამერიკაში ფლორიდის შტატში ცხოვრობს და ერთ ერთი საუბრის დროს მითხრა რომ წიწიბურა მომენატრაო. მაშინ ძალიან გამიკვირდა ის, რომ იქ 'გრეჩიხა' ანუ წიწიბურა არ იშოვებოდა :)
მოსკოვსა და პეტერბურგში ყველაფერი იშოვება ან თითქმის ყველაფერი, რასაც ჩემი ქართული გასტრონომიული ფანტაზია წვდება ქართული ღვინისა და ბორჯომის გარდა. მხოლოდ ყველაფერ ამას რაღაცა აკლია მარილივით და ეს რაღაცა მგონებ საქართველოს მონატრებაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
წიწიბურა რომ ვიყიდე (ისევ იმ რუსულ მაღაზიაში, გაიხაროს იმისმა პატრონმა :)) აქაურებს თვალები შუბლზე დაასხდათ - ეგ რა არისო. რომ გავასინჯე კი მოეწონათ, კარგი ყოფილაო :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
წიწიბურაზე რა მოგახსენოთ მაგრამ აი კარგ გაკეთებულ ხინკალს და დეიდაჩემის გაკეთებულ ხაჭაპურებს კი ვნატრულობ

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts73
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისე რაც მართალია, მართალია და საქართველოში ნებისმიერი, თუნდაც სულ უბრალო კერძი უფრო გემრიელად გეჩვენება ადამიანს არა?
თორემ ხინკალი, მწვადი და ხაჭაპურები არც აქ გვაკლია, აქაურ ქართველებს :)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
აბა თაკო ბედიც შენ გქონია მე აქ კი ვაკეთებ ხანდახან მაგრამ იცი სიმართლე გითხრა ისეთი გემო მაინც არა აქვს როგორც საქართველოში გაკეთებულს იმედია შენც დამეთანხმები,ამის გამო ხშირად იმიტომ არ ვაკეთებ და იმიტომაც მენატრება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
ხაჭაპურისთვის ვურევ მოცარელას და ფეტას. ხან ხაჭოსაც. ხინკალი კი კარგია სახინკლეში, სახლში გაკეთება მეზარება ხოლმე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ეგეთები ჩემო მაია საფრანგეთშიც არის თუ ბევრს შეჭამ ნამეტანი გაგასუქებს,აქ ხომ ფრანგები საერტოდ საჭმელს ნაკლებად აკეთებენ,მაღაზიაში ყველაფერი მზა იყიდება,ამათი ხილის იაგურტები ძალიან მიყვარს განსაკუტრებით დანონის მარკის

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts73
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქაური საჭმელებიო? მაია რუსების ნაციონალური საჭმელი მწვადი გახდა და დიდი პილმენი ანუ ხინკალი. როგორც კი დათბა და შესაძლებლობა მიეცათ ბუნებაში გასვლისა, ეგრევე დაიძრა მეგაპოლისიების მოსახლეობა 'შაშლიკებზე' ტყეში :mf: :dm:
კიდევ აქაური სუფრის მშვენებაა ე.წ. სალათები და 'სელიოდკა პოდ შუბოი', რომლებიც მე არ მიყვარს. სამაგიეროდ რუსული სუფრა სულ უფრო ემსგავსება კავკასიურს.
ამ რამდენიმე წლის წინ ჩემთან დაბადების დღეზე ჩემმა მეგობრებმა ლობიო პირველად გასინჯეს. ერთმა მითხრა: უი ეს რა გემრიელი ყოფილაო. ამის შემდეგ მათთვის 'ფასოლ' გახდა ლობიო :handeating:
:az:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ეჰ,რა ბედნიერია ის ვინც ეხლა საქართველოშია და ქართულ საჭმელებს ჭამს,მე კი აქ ამათსაჭმელებს ზოგჯერ ინდაურივით ვყლაპავ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
როგორ, ნუთუ არაფერი მოგწონს?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 162 posts ] 
გურმანთა კლუბი
დესპანი