↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ედებოდა მტერი მთა-ველს,
გვედებოდა ყიზილბაშთა მზერა...
ვერვინ ასწვდა მყინვარწვერის თაველს,
თვალი დასწვა საქართველოს მზემა.
მამულს ყიდდა შინაური
თუმცა,ხმლების გალავანი რტყია..
ისე მტკივა წიწამური,
როგორც გულში მოხვედრილი ტყვია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს ლექსი ჩემმა მამიკომ მიუძღვნა დედას , სანამ დაიღუპებოდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.და ამიტომ ძალიან მიყვარს, მე ვფიქრობ თქვენც მოგეწონებათ.

მაისში, როცა ფანჯრის მინას წვიმა დახაზავს,
წვიმის ხმაური ჩამოუშვებს სიმძიმის ფარდას.
ო, ერთი წუთით მოუსმინე ამ წვიმის ხმაურს
და გამიხსენე , ეს ხმაური როგორ მიყვარდა.

ნუ, ნუ დახაზავს წყვილი ცრემლი მაშინ შენ სახეს,
მე ეგ ღაწვები უცრემლოდაც ადრე დავხაზე,
შენს ყორან თმებში მე გავაბი თეთრი ძაფები
გთხოვ მაპატიო შენი ასვლა გოლგოთას მთაზე.

თუ წვიმის ხმაურს შეეძლება ამბის მოტანა,
დავაბარებდი ჩემს სიყვარულს ჩუმსა და უთქმელს.
ბულბულის სტვენას რომ გაიგებ ჩემად იგულე,
ბაგე შეახე ვით ჩემ ბაგეს, სველ ვარდის ფურცლებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშორდით,
წყალს მივდევ დაუდგომელსა,
ორთაყვირები დამემსხვრა,
გულზე მდინარე მომეცა...
დროც მიდის, როგორც მდინარე
თურმე შენ გადამივიწყე,
დაშლილა, ტივი დაშლილა,
მივცურავ ერთი ტივისხე.
არ ვიცი, ბედი ავბედი
წამიღებს რომელ მხარესა,
მიმატივტივებს მდინარე
გულაღმა მწოლიარესა,
ტივი დაშლილა ,წყალს მიაქვს
ორთაყვირების ნამტვრევი,
ვიხსენებ შენსა ღიმილსა,
ხანდახან მომენატრები.
ხანდახან გესმის? ხანდახან...
თურმე მეც გადაგივიწყე,
მზე ჩადის, ტივი დაშლილა,
მივცურავ ერთი ტივის ხე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
გამარჯობა!!!

ჩემს მონატრებულ თემას და მეზობლებს

=sher=

იოსებ ნონეშვილი

* * *

ქართული სული ვაჟკაცურ
ცეკვებში ამღერებული,
ხან დინჯი, როგორც ლილეო,
ხან ფიცხი, გახელებული;

მოსხლეტილ ზვავთა ზრიალი,
ცაში ნავარდი არწივად,
ფართა და ხმალთა ჯახანი,
შეტევა, თავის გაწირვა;

მკლავებში გამომწყვდეული
ოცნება, უსაზღვროება,
ქალ-ვაჟთა ტრფობის უკვდავი
და უნაზესი პოემა...

რაც კი უხსოვარ დროიდან
ჩვენს გულში ცეცხლად ანთია,
ქართველ ხალხს ქართულ ცეკვებში
ჩაუქსოვ-ჩაუხატია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
****************

ბაგეთა კოცნა ლოდინს,
არ მიქარვებდა შენსას,
მე დავიღალე მოდი,
ჩემი დაღლისა შევსვათ.

შევსვათ უნაზეს სურვილს,
ვჭვრეტდი სხივებად ჩენილს,
ოდესღაც მქონდა სული,
შევსვათ სულისა ჩემის!

შევსვათ?!– ცხოვრება მოკლე,
ღიმილს მიჰგავდა შენსას,
მე უშენობით მომკლეს
ჩემი სიკვდილის შევსვათ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
პასუხი კონსტანტინე გამსახურდიას

***********************
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ.

ო, რა ტყუილად დაგიქადია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი მუქარა, შენი ქადილი,
გაყვა შარშანდელ ქარს.

დღესაც სხვისი ვარ, ჩემი ხელები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ..

მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა თქვას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შორს... დედამიწა ცხოვრობდა ნისლში,
ცრუ ბედისწერა ყვავილებს კლავდა,
მე ვიძინებდი ძლიერი შიშით
და დემონები მეხვივნენ თავთან...

მომქონდა შენთან ჩემი ცრემლები
ბზარავდა მინებს ძლიერი ექო,
საშინლად თოვდა, და ფანტელებით
კვლავ ივსებოდა გზა საცალფეხო...

მე დედამიწა მახსოვდა ასე...
უგონოდ მთვრალი, უგონოდ სველი...
მიუღწეველი იყო სინაზე
და სილამაზე შეუმჩნეველი.

ვკვდებოდი თითქოს.. როგორც ტარიგი...
იქვე ჩემს სახლთან ხარობდა გვიმრა,
დრო, ჩემზე ადრე გარდაიცვალა
და გადარჩენა მომისამძიმრა.........

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქვეყანა აავსო შურმა,
უღმერთოდ იცინის ღმერთი,
რა გალაპარაკებს თურმე
გაჩუმდი, იყავი შენთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
სიტყვების ასოციაციიდან გამომყვა ეს განწყობა:)

მუხამბაზი

აკაკი წერეთელი

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!

ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!

შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!

შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!

სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!

ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები!

გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია:

საუკუნო მეგობრობის მცველია!

ახალი კი დროებითად მწველია

და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.

შენ ერიდე!.. მოიფარე ფარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!

ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?

ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,

თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,

შენი სახე მაინც ჩემ თვალთ წინ არი;

თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?

ვეხეტები გზა-და-კვალდაბნეული!

ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!

გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..

სჯობს, შევრიგდეთ!.. ფეხ-ქვეშ დაგივარდები!

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,

გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მუხამბაზი

მუხამბაზო, რა ტკბილი რამა ხარო"

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალს ავახელ,ზედ წამწამზე მიზიხარ!

ყმასავიტა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი-შენი ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
რას გაწუხებ?მე ჩემთვისა იქა ვარ
ჩემთვის ჩუმად ვამბობ:" რა ლამაზი ხარნ"

გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!

რტო ალვსა, შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია.
ეგ თვალები-- ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა- შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს ვთქვა:" გეთაყვა ჩემი ხარ!!!"

გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ!!!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!

ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!!!
ფიქრები მაქვს, ჭინ შენი სახე მოდის!!!
მინდა რომ ვჰსთქვა დ წინ შენი სახელი მოდის!!!
ჩემს გულში რა ამბებაი , რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე :"აგრე რათა ხარ?"

გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?
ვის რატ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!

ორთაწალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ,
ჯამით ტოლუბაში მნახე, ვინა ვარ,
აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ,
მაშინ შეგიყვარდე სთქვა "ძვირფასი ხარ!"

გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შენ არ ხარ ევა,მაგრამ ხარ ქალი,
იქნებ ჩემს თვალში ესეც ნაკლია,
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი,
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია.
ხუმრობა იქით,მე შემიყვარდა
მოშორებული ჩემს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დავთმობ იმ ნეკნის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ''ქალი''.


=cd ;-)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი,
ღვინო შესვას ფერად ლალი.
დაიჯერებს,რომ ნამდვილად
მისთვის კვდება ყველა ქალი.

ღვინო შესვას,ბლომად შესვას,
ვისაც არ აქვს ორი გროში,
მას თავისი ეგონება,რაც ოქროა მსოფლიოში.
ვისაც დარდი არ ასვენებს,

ღვინო სვას და დათვრეს ხელად,
ღვინო წუხილს დაავიწყებს,
ღვინო შეიქმს უდარდელად.
სატრფო არ მყავს,ფული არ მაქვს,

დარდი მაქვს და რაც ვარ ეს ვარ.
ამიტომაც სხვაზე მეტი.
სამჯერ მეტი უნდა შევსვა.

შ. პეტეფი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ხალხური

* * *

ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი
ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
გიორგი ლეონიძე
ყივჩაღის პაემანი

...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა…
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

1928

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი