↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ძვირფას ქალს
გარშემო იდგა თბილი ჰაერი
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.

მე არ ვფიქრობდი მაშინ წვიმაზე,
ღმერთო, რა იყო ამის მიზეზი.
კვლავ მიდიოდა ქალი ძვირფასი
და შენ სახეზე ნელა მიმზერდი.

და თითქოს ბედი მიჰქონდათ თვალებს
და მე სიმშვიდეს შენში ვეძებდი,
ნელა წარმოსთქვი: მე დავიღალე!
და შენ აღმართზე უცებ შეჩერდი.

ჩემებრ გაფრენის სურვილს ანთებდა
ეს ცა, მაღალი და ასე მუქი.
ვამჩნევდი, სახეს რომ მინათებდა,
შენი თვალების ცისფერი შუქი.

დღე იყო თეთრი, დღე იყო თბილი
და მოგაგონდა შენ ჩემი ლექსი.
მე შენ დამტოვე ხელდაკრეფილი,
მე შენ დამტოვე და გაიქეცი.

გარშემო იდგა თბილი ჰაერი
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე თუ დავიკარგო ,გელათში მეძიეთ
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.
მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე.
იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.
მე თუ დავიკარგო მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკვივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები,ანდა ვარძიაში,-
მთოს გულში წყაროსავით დაკარგული.
მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ,-
მხოლოს ჩემს სალოცავ მამულში!

ლილი ნუცუბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
რაც გამოვტოვე...ნუ წაიკითხავ,
არც სარჩევს შერჩა ჩემი ტკივილი;
წერტილიც პწკარს რომ უმძიმდა დიდხანს
დაკარგულია მთვარის ღილივით.
თავისუფალი მსურდა საყელო,
როგორც მდინარის ჩახსნილი ხიდი,
იქნება ასე ამოვახველო
ამ ჭლექიანი საწუთროს ბინდი.
მანამ კი ნუღარ დაეშურები
თვალებს უცრემლოს და უკაეშნოს,
ნურც სველ ლექსებზე დამემდურები:
სულ წვიმდა ,სული სადღა გამეშრო?!

ლაშა გახარია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
სადღაც შორეთში ,გაუგებარ სივრცის აკვანში
აზრი გამოჩნდა,იშვა ფიქრი მხოლოდ მალულად,
სადღაც ბნელეთში ,მიუწვდომელ უცხო მხარეში
აზრმა სიტყვა შვა ,დაიწერა ლექსი ქართულად.
სადღაც ბილიკზე ,დაუდეგარ აზრის რკალებში
მუზამ იყივლა და დაიწყო ლექსით თარეში,
სადღაც ფიქრებით გადავსებულ მოგრძო ბადეში
აზრმა იელვა და გაება თავის მახეში.
ფიქრი შვილია გონებისა,აზრიც მისია,
სიტყვა ძალაა ჩენ მოდგმისა ,დიდი ხიდია,
მე აზრი ფიქრზე,სიტყვა ლექსზე გადამიბია
და ამ ჭიდილში თავი ცემი ვერ შემიცნია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
შიში მაქვს ღამის და სიბნელის ფარული შიში,
ყველა საგლოვარს ღამე ვიგლოვ,მე ღამე ვიშვი;
მგონია ღამე დამთავრდება ჩემი ცხოვრება
და მაინც ღამე ასე მიყვარს განმარტოება...
ღამეს ავუგე ოცნებების ფართო ტაძარი,
ღამე მეზმანა კონტურები ჩემი სამარის,
ღამე ყველაზე მეტად მცივა,მეტად მწყურია,
ღამე ხომ მართლა უფრო მეტი სიყვარულია...
ღამით ვიცილებ ყველა ნიღაბს,ვიბრუნებ სახეს,
მისთვის ვინახავ გადამალულ საკმეველ სანთელს,
ღამით ვჭვრეტ ყველა ნამოქმედარს,ყველა შეცდომას,
ღამეს ვთხოვ პასუხს,მხოლოდ პასუხს და არ შენდობას...
როდესაც ქრება ყველა შუქი,ყველა სინათლე,
მე არ მაშინებს არც ტკივილი ,აღარც სიმართლე,
მაშინებს ღამე და სიბნელე ფარული შიშით,
რადგან დღის ცოდვებს ღამე ვიგლოვ, მე ღამე ვიშვი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
მოფენილია ბრძოლის ველი ცხენ-კაცის მძორით,
ქართველის აბჯრით
და ქართველის ჯაჭვით და თორით,
ყვავით და ყორნით,
შაბარდუხით, სვავით და ქორით...
მესამე დღეა მკვდარი მკვდარზე აწყვია ყორედ.
და უცბად ვიღაც წამოსწევს თავს,
ტირილის მაგვარს გამოსცემს ხმას
(ეხვევა მწერი სულთმობრძავის სისხლიან ტუჩებს)
მოიკრებს ძალს,
მოიქნევს ხმალს,
დაჭრილი ვინმე,
მიცვალებულს ყვავ-ყორანს უქშევს
დიაცი ყრმითურთ თმაგაშლილი ჩამორბის გორით,
იესოს ჯვარი გადმოჰყურებს ბრძოლის ველს შორით...
ცოფს ჰყრის შაჰ-აბას
ნადირ-შაჰი გინებით გვიკლებს,
სპარსი და თურქი
შენს თათხვაში და აუგშია,
ამ დუნიიზე
შე საბრალო, ძმაკაცი არ გყავს,
აუქშიე ქართველო, ყვავ-ყორანს აუქშიე

ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე

* * *

- 1 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„სიტყვა - ისარივით სწორი!
ლექსი - ხანჯალივით მჭრელი!
ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი!
ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!“

- 2 -

ენავ - მოსათხრელო ძირში,
ტუჩო - მარგალიტებს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კერა - მშობლის ნაბუდარი!
ენა - ლაჟვარდებით მსვლელი!
მიწა - ჩვენი საკუთარი!
ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!“

- 3 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
კიდევ, კიდევ პასუხს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!
სული - ანთებული, წრფელი!
გული მართალი და გულზე
მართლად
დადებული ხელი!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე

* * *

იცოცხლე, მე ვიღორძინო,
იცოცხლე, ვიქცე ბალღად,
იცოცხლე, მე მოგილხინო,
თუ შენ მეყოლე კარგად -
ვაზო,
კორტოხო,
კრამიტო,
ჭადარო,
მზეო,
ცავ,
კაცსავით გადღეგრძელებ,
შენს სადღეგრძელოს ვსვამ...

იყავი -
მეტი რა გინდა,
შენ
საქართველო ხარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე

სამშობლო

ჯიხვი - ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასით პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის -
წითელ-
ფეხება მტრედებო?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემი ცხოვრების სადარებელი
საცაა გავა მატარებელი...
მიემგზავრება იმედი ჩემი-
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება,
რა საჭიროა ეხლა გოდება?
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა ,ან შეცოდება?!
მატრებელი სთვლემს ,როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა...
ვინც სხვებს აცილებს ,დროა ჩასვლისა-
მატარებელი ხუთ წუთში გავა...
აჰა,დაიძრა რკინის ბორბლები ,
მივსდევ ვაგონებს...მახრჩობს გრძნობები...
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემსჰვიდობები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი-
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი?!
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?!

გ.ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
დავლიოთ? ოხ, არა!
მომშორდით თავიდან.
მე ახლა რატომღაც,
დალევა რა მინდა!

არ დავლევ თუ სუფრას
ქალი არ ამშვენებს,
ნაღვინარ თვალებით
გრძნობას რომ ახელებს.

ადგება, ირწევა,
ვით ქარში თოლია,
მე მაშინ ქალისთვის
ვგიჟდები მგონია.

დავლიოთ? ოხ, არა!
მომშორდით თავიდან.
რატომღაც უქალოდ
ქეიფი არ მინდა!

ეს წუხანდელ მოფქიფეებს!!!!=lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

ტიტებს დაუხრიათ თვალები
და შორს ეკლესია მოჩანს,
ქარი ღია სარკმელს დაეძებს
და დღე ზღაპარივით მორჩა.

იქნებ სხვა დღე აღარც მოვიდეს,
ფურცლებს აიტაცებს სევდა,
ნეტავ სხვა დღე აღარც მოვიდეს,
ან შენ მომაკითხო, დედა.

ბინდი – სანთლის ალით წაშლილი,
რაღაც გახმაურდა უცებ,
ღამეს შეშინებულ ბავშვივით
გული გამალებით უცემს.

ტიტებს დაუხრიათ თვალები
და შორს ეკლესია მოჩანს,
ქარი ღია სარკმელს დაეძებს,
და დღე ზღაპარივით მორჩა...

რეზო გეთიაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,
თვალთწინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,
სიკვდილი მიჯობს ცდაშია.
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია

წუხელ უფრო ეს მომენტი იყო:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

მაშინაც წვიმდა, თუმცა, ნაძვებში,
მხოლოდ ნაძვებში, მხოლოდ ქუჩებში,
მე ხელში მქონდა შენი ალერსი
და წვიმა იყო ჩემზე უხეში.
მერე დამითმე ცივი თითები,
მერე მაჯები, მზერა, ღიმილი
და ისევ წვიმდა... ალბათ ბევრისთვის
ცოტა უაზროდ და სიმძიმილით.
ჩვენ კი წვეთების ხმაზე ვცეკვავდით,
სულს მიკაწრავდი თვალსი წიწვებით,
მარჯვენა ხელში წვიმა მეკავა,
მარცხენა მკლავზე ზაფხულს ვიწვენდი.
შევცდი კიდევაც, ერთგან თუ ორგან,
მერე უეცრად აგვებნა გზები,
ერთად გახსენი შუბლი და ქოლგა,
წვიმას კი სურდა შუბლიც და თმებიც.
მაშინაც წვიმდა, თუმცა, ნაძვებში
და მე ვფიქრობდი სულ სხვა წვიმაზე...
წვიმს... მომენატრა შენი ალერსი,
წვიმს... იმის მერე, ალბათ მეასედ...

რეზო გეთიაშვილი

=cd

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება.
წამოგვეწევა სიბერე,
მელვით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა;
სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხდენია.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი