↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მერე რა, რომ ღვინობისთვე გავიდა.

შემოდგომის ფოთოლცვენის დარი ხარ,
სულში გიზის ცისარტყელას ფერები,
ხან მომღიმარს, ხან რატომღაც მოწყენილს,
ვერ გავძლებ და თმებზე მოგეფერები.

შემოდგომის ორომტრიალს გადარებ,
სევდის წვიმა ვერასდროს შეგეხება,
მაგრამ მაინც ვეჭვიანობ ბავშვივით,
რომ ეს ქარი ჩემს მაგივრად გეხება.

ღვინით თრობა მგონი ახლა დავიწყე,
მაპატიე, ლექსი ზღვარს გადავიდა,
სიყვარულის სადღეგრძელოს გთავაზობ,
მერე რა, რომ ღვინობისთვე გავიდა.

მაკა გელაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს ჩემი მეგობრის საყვარელი ლექსია და ის გოგოც ამ ლექსივით საყვარელია:P

What lips my lips have kissed, and where, and why,
I have forgotten, and what arms have lain
Under my head till morning; but the rain
Is full of ghosts tonight, that tap and sigh
Upon the glass and listen for reply;
And in my heart there stirs a quiet pain
For unremembered lads that not again
Will turn to me at midnight with a cry.

Thus in the winter stands the lonely tree,
Nor knows what birds have vanished one by one,
Yet knows its boughs more silents than before:
I cannot say what loves have come and gone;
I only know that summer sand in me
A little while, that in me sings no more.

Edna St. Vincent Millay

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
იასამნები

თუ სარკმელში შემომიყრი იასამნებს,
გაკოცებ და მორცხვად მოგარიდებ თვალებს,
წვიმა მოდის, მერე რაა რომ ავდარია,
გული მღერის, შემიყვარდი რა ხანია...
მე რომ არ ვტქვა, ვიცი გამთქვავს გიჟი გული,
გაპატიო? არც ეს არის კარგო რთული...

თუ სარკმელში შემომიყრი იასამნებს,
გაკოცებ და მორცხვად მოგარიდებ თვალებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორ ვაკოცე ან რა ვუთხარი
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
გოგონას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის აღზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ ერთმანეთს რომ დაგვაშორა
დედამისს გული არა ქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა ,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნიშნიანიძის არაა ეგ? დაწერეთ რა კიდევ ნიშნიანიძის ლექსები

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა "პატარა გოგოს მამაიკო უყვარს"
იქნებ ვინმემ დაწეროთ? სამწუხაროდ ზეპირად არარ მახსოვს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ არ მახსოვს ნია, რომელიც მახსოვს იმას ვუწერ ხოლმე დაბლა :(
ეს ლექსი მართლა არ ვიცი რომელია:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა ,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა ,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა ,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა ,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა .

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი ,
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ .

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები .
უფლის განაჩენი არ იყო სადაო .

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი ,
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა ,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა :
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები ...
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო ,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად .
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი ,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად ,
ანდებად ,
თუ კავკასიონის მთებად ,
აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია .
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი.....

იოსებ ნონეშვილი

ამ ლექსსზე ვგიჟდები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
პატარა გოგოს მამიკო უყვარს

არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე!
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზარს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
-მამიკო მოდის...-მამიკო მოდის!
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
-რა მომიტანე?-წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო რას არ ითმენს,
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ქვია თმები).
ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო მუდამ აცინებს გოგოს.
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
დარიალობენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?
ვეღარ მონახა მამიკომ ქუდი?
-მამიკო მიდის!
-მამიკო მიდის!
ასტეხავს განგაშს ხმა მოტიტინე.
და იმუქრება პაწია თითით
-მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ!
***
სულგანაბულა პატარა ბინა,
თიჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს,
პატარა დედის კალთაში ყვინთავს,
თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად.
ნუღარ უწყრები, დედიკო, ნუღარ,
თვალები ისევ ცრემლით აქვს სველი,
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის!
შ. ნიშნიანიძე

ნეტ-ში ვიპოვე კარამელკაა, ეს ჩემი ბავშვობაა, მამაჩემი სულ მივლინებებში იყო და მეც სულ ასე მამიკოს მონატრებაში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
ნიშნიანიძის არაა ეგ? დაწერეთ რა კიდევ ნიშნიანიძის ლექსები

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა "პატარა გოგოს მამაიკო უყვარს"
იქნებ ვინმემ დაწეროთ? სამწუხაროდ ზეპირად არარ მახსოვს

შოთა ნიშნიანიძისაა კი

ესეც

შოთა ნიშნიანიძე
ორი ტირიფი

- ატოტილი, ირიბი,
რატომ ტირის ტირიფი?

- მთელი წელიწადია,
გაღმა გასვლა სწადია.

ასეთივე პატარა ასეთივე ირიბი,
იქ, მეორე ნაპირზე, წუხს მეორე ტირიფი.

**************************
ხვალე

ვახტანგ ჯავახაძეს

რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი „ხვალე“.
- დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!
ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
- ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
ხვალ ანონსია „ღალატის“!
- ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ...
ხვალე გიყიდი...
კარგი... დაწყნარდი, კარგი!
ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე,
ხვალე და
ხვალე!
შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ შენთან იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე!

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნია აი ეს ლექსი მიყვარს უზომოდ!!!

გული
როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა,
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ.
თვითონ ღმერთი, წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე -
მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ…

შოთა ნიშნიანიძე

მოუსმინეთ სიმღერას

http://literatura.iatp.ge/audio/dolidze_guli.mp3

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
=lol= შინაბერებს=lol=

შინაბერა
ნიკოლაი გუმილიოვი
თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური

ცხოვრება სევდაა, ცხოვრება ფუჭია,
არ ინდობს არავის სავსებით.
იგივე ნოხები სასტუმრო ოთახში,
იგივე მტვრიანი თასები.

ხელთ ვიღებ პატარა, ნაცრისფერ, მტვრიან ტომს,
გავფანტო ნაღველი წყეული.
მაგრამ ამ ტომებშიც სხვა უყვართ კავალრებს
და არა მე, ასე ეული.

სრულიად სხვაგვარი, სრულიად სხვაგვარი,
მოვჩანვარ ვეება სარკეში.
მე ვარ ნაიადა, მთვარის სინათლეზე
ლივლივა მდინარის ტალღებში.

ვარ საუკუნეთა სიღრმეში მცხოვრები
პრინცესა, სულს ტრფობა სჭირდება
და ვისმენ მთრთოლვარედ ლამაზი პაჟისგან
წარმოთქმულ ხოტბას და დიდებას.

ან ბალზე, ვერსალში, როცა დედამიწა
დღისით დაღლილ თვალებს ასვენებს,
ვატყვევებ თვით მეფეს, ხოლო სხვა ჭაბუკთა
მზერას სევდის ცრემლი ასველებს.

ანდა ჩემს რომანსებს ეტრფის თვით პარიზი,
ხალხზე მაგიურად მოქმედებს
და ისე ძლიერ, რომ ცნობილი პოეტი
მე მიძღვნის სტანსებს და სონეტებს.

მერე... გავთხოვდები, ვიქნები ერთგული,
ქალი ქმრისთვის უნდა ცხოვრობდეს,
მაგრამ ჩემს ოცნებას, ჯიუტს და თავნებას
რა შეცვლის სიცოცხლის ბოლომდე.

და, სამაგიეროდ, დაღლილთან სიკვდილი
ცხენით მოჭენდება ფიცხელით,
ვით უცხო რაინდი, ქერცლიან ჯავშანზე
ვარდი რომ უელავს წითელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ფილმ "მევლუდი"-და

ჰოიდა ნანა,ოი ნანა,
ქედა შუა ხევკულოიდანა,
დედო დრიმით დამემღერა
დიდგოროზი მთებითანა.
მთები რისთვის თვალსეირი?!
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა?!
მარჯანისთან ,ნაჯვარისთან
დაჯვარული ქვები წვანან,
ქვებში ჩუმად ჩაჰქვითინებს
ჩემი დიდი მემრის ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი
აჭარელი ვიყავ განა...
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება
შატბერდი და შორი ბანა
აქ სანთლები ჩემო სისხლო
დღესაც კიდევ არ ჩამქრალა,
საქართველოვ ჩემო დედავ
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მწუხარება,მქუხარება გენაცვალა!
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხა ძირში კიდევ ვდგავარ,
შენი სჯულის საჯოლდაოდ
მარადიდში მრავლდა მყავარ
შენი ერის სიმაღლისთვის
სხას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ დიდგულე,
რომ ამფერი აჭარელი გყავდი განა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძვირფასებო, "ყველა კარგი ია მინდა გაჩუქო,ყველა კარგი წიგნი მინდა დაგითმო" -აი ეს ლამაზი ლექსი ხომ არ იცით ბოლომდე? რაგაც ვიცი, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ სწორია და ისე არ მინდა დავწერო. მადლობთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
კეტა საკვარელო. ცჰემო კარგო. როგორ მახარებ ხოლმე. სჰენ გაიხარე.ამ საუკეტესო სიმგერასტვის.სჰენი კარგი გემოვნებისტვის. ზალინ კარგი ხარ. გკოცნი ბევრს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნუ დაიჩოქებ, თორემ ძნელია წამოდგომა,
თუ შენი აღარ დაგრჩენია,
სხვისთვის იციცხლე!
თუ ბედნიერი არ იქნები,
სულ ერთი ბეწო სიხარულისთვის მაინც იცოცხლე!
თუ სახატეში კელაპტარი ყველა ჩაგიქრა,
სულ პაწაწინა სანთლის შუქზე მაინც ილოცე,
ოღონდ ნუ დათმობ! ნუ დაიჩოქებ!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი