↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
წვიმის წვეთები ტირიფს დაეცა,
ატირდა ისიც..
ტიროდა ზეცა და მისი ცრემლები
აწვიმდა ტირიფს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანი-ორი საახალწლო

1
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული,მამა-პაპის ჯილაგი-
უცხოდ განათებული,პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებუთლი,სხვაზე არ გასაცვლელი:
მწვანე სუროს ფოთოლი...კურკანტელას მარცვალი...
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი,გაოცებული,მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტი ზედ გასხია მასრებად,
ალბატ,ცასჰი თუ მოხდა შენი გლამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი "მრავალჟამიერ"აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ,
ხან შენ გიმზერ ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც ვერ გამიგია,რა მახარებს,რას ველი
ასე თვალგაურყვნელი,სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემომცქერი,შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო,ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები!

2

რიონის პირად შპოთავს ქალაქი,
ათას ჭირსა და ლხინში ნაქები,
ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ
განათებული ჩიჩილაკებით.
მის განთიადებს ნუ დაივიწყებ
და არასოდეს არ დაბერდები...
ის თეთრი ჩოხა ისევ გაცვია,
ისევ პრიალებს წუღა-მესტები,
ისევ მესხეთის ქუჩით მიდიხარ
და მოგძახიან იგივ სწორები,
შეგხვდება ვინმე ოჯახიშვილი,
კოხტა ყმაწვილი მოეწონები,
ხელში აგიყვანს,შუბლზე გაკოცებს,
უზალთუნს მოგცემს,აგრე დაგლოცავს:
"მრავალ ახალწელს დაესწარ,შვილო,
და ესახელე იმერლის ოჯახს!"
რიონის პირას კი ქუხს ქალაქი,
ათას ჭირსა და ლხინში ნაგები,
ყველგან ნახევრად ღიაა კარი
და ციმციმებენ ჩიჩილაკები.
მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნი
გარინდებულან მკვდრულ მყუდროებით,
მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული,
ყმაო.გარდასულ იმა დროების!

1942

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
გალაქტიონ ტაბიძე

ატმის რტოო,დაღალულო რტოო,
ატმის რტოო,სიმშვიდეა შორი.
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს,თუ ისევ უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხვის.
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.
ქარი კივის,ქარი კივის,კივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ახლა ზღვაა,ახლა სისხლის დროა,
თუ დაგარჩი,ხომ გადარჩი,კარგი...
ატმის რტოო,დაღალულო რტოო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა? :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე არ ვწერ ლექსებს...ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი,მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს მეყოფა გამოსარჩლებლად!
იტყვიან ასე:იყო საწყალი
ორიპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი;
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი...
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა;
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა...

ტიციან ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ღამე მთვარე შორეული
შენსკენ გრძნობა მორეული,
მოვალ როგორც მთვარეული
შენზე ფიქრით არეული...
მოვალ როგორც დილის ნამი
ავმხედრდები როგორც ტარი
მოვალ როგორვ წვიმის დარი
მოვალ როგორც ნიავ-ქარი...
გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად
ატმის ყვავილის სურნელით
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.
ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად
მანათობელ ცისარტყელად.
მოვფრინდები თუნდაც მერცხლად
გავწვიმდები ისევ სევდად
აზვირთებულ ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.
ზამთრით მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.
როგორც ფიქრი შორეული
მოვალ გრძნობა მორეული,
შენზე ფიქრით არეული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
წითელ-ყვითელ-ლურჯ-თეთრ მინდორს
წვიმამ გადაუარაო.
ყვავილებში ვდგევარ, ვფიქრობ
სიზმარია თუ არაო.
კოხტა გოგო ფეხშიშველა
კაბა აოკაპიწეო
მომარიდე ბიჭო მზერა
ეგ თვალები სამიწეო.
მიაწყევლა, მიაკრულა,
ისე, გულით კი არაო
მინდორ-მინდორ, ჭალა-ხევ-ხევ
წვიმამ გადაიარაო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩუმად!ვიღაც მღერის მთაზე...რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან,როგორც აქ,ამ ქვეყანაში,
არსად,არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი,ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი.
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით,ისე ჟინით და ისეთი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები-აქ,ამ წარმტაც ქვეყანაში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!
”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!

ლ.ა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მუხამბაზი

მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.
ჩამჩი-მელქო

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი - შენ ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე, რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: „რა ლამაზი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

რტო ალვისა შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები - ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა - შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვსთქვა: „გეთაყვა, ჩემი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა - შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: „აგრე რათა ხარ?“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტი კრივში მნახე, ვინა ვარ! –
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: „ძვირფასი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

გ.ო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ტ.გ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე
* * *

მეწადა, ქართველს მევლო ქართველად,
ის, რაც მწამდა და მკლავდა - მეხატა...
ვგონებდი, მშობლის ასე ადვილად
სესხი და ვალი გადამეხადა...

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით!
ხვალ-ზეგ მომსვლელი, ალბათ, მიხვდება:
მხოლოდ სიკვდილით! - ცხოვრებით გრძელით
სესხი და ვალი არ გადიხდება...

შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს, -
მე მზის ქართულის მითქვამს სიცხოვლე, -
ასიათასჯერ მე გიხდი ბოდიშს -
მაპატიე, რომ დიდხანს ვიცხოვრე!

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით
და ყელგაღადრულს აქ მრჩება თვალი...
გადაუხდელი ცხოვრების გრძელის
მიმყვება შენი სესხი და ვალი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!
ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
* * *

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

ეს არის უმაგრესი, უძლიერესი და რეალური ლექსი...

http://literatura.iatp.ge./audio/gverdt ... avshvi.wma

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი