↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვზივარ ფანჯარასთან,ვითვლი დღეებს,
გარეთ გასვლა მინდა ძალიან,
ქუჩაში მივდივარ,თავს ვუხრი ხეებს
ალბათ სიყვარულის ბრალია...
ფოთოლი შრიალებს,ვუსმენ ხალისით,
თუმც მისთვის არც კი მცალია;
ზამთრის გასვლას ვუცდი,ვხარობ მაისით
ალბათ შემოდგომის ბრალია...
შენი სიცილი კვლავ თვალწინ მიდგას,
სახეზე პატარა ხალია...
მე შენ გელოდები,ვინც რა უნდა თქვას
ალბათ...სიყვარულის ბრალია!

შ.როსტიაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე ვარ უშენოდ...
მზიანი დღე ისევ თენდება,
და ჩვეულებრივ მოდის საღამო...
ღრუბლები ისევ მიცურავენ ბროლის
გედებად
და როგორც მაშინ ცაა
ისევ დაუსაბამო...
ვის ვეჩურჩულო?!.
ან ოცნებებით ვის ავუშენო
მტკვარზე სანთლებით მოჩახჩახე
ზღაპრული ტივი?!
მე ცოცხალი ვარ...
მე არ მოვკვდი და
ვარ უშენოდ-
თუკი სიცოცხლე ჰქვია
ამ ტკივილს!..

ეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძველ მოგონებებს,გამხმარ ყვავილებს
შენი ღალატის დაჰკრავს სურნელი,
ვერ შევიყვარე მაინც სხვა ვინმე,
სხვა სიყვარულის არ ვარ მსურველი!
და სანამ მართლა დავბერდებოდე,
დავბავშვდებოდე ისევ მეორედ
ფიცი_ქვეყანას რომ მპირდებოდი
ისევ ტყუილად გამიმეორე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
არაფრისაგან ყველაფერი არ უნდა შექმნა
რადგან სულ ბოლოს იგი მაინც არაფერია,
დღესაც არ ვიცი შენს გარეშე რა უნდა მექნა
გარეშე შენდა არსებობა საშინელია...
მთვარე კი გარეთ ისევ ართობს მტირალა ღამეს
და თვალებიდან ვარსკვლავების ცრემლები მცვივა
ნუ დაბრუნდები, ნუ შემინდობ ნუ შემიყვარებ ,
თორემ რაღაცა ვიცი ისევ არ გამოგვივა
და გადავყვები სადღაც გამქრალ არაფრის იმედს
არაფრისაგან გამოგონილ უცხო ზმანებებს
არაფრის ბოლო თუკი მაინც არაფერია
სანამ შენ წახვალ მე თვითონვე თავს დაგანებებ...
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
,,დღეს,მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს,კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა,გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია,ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს,სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც,სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის,მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში,მარტოობამ დასწერა ჯვარი,,

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.
მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.
ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და
ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,
ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,
ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები...
და მაშინ გეტყვი, რომ მიყვარხარ! თუმცა მანამდე
სჯობს არ მნახო და დავრჩე შენთვის გამოცანადვე.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
როგორც მორევი ჩუმად და მუხთლად
შენ ისევ მრვრიე ფსკერისკენ მიხმობ...
მე მინდა შენს თმებს ათასჯერ ვუთხრა,
ის,რაც შენამდე ათასჯერ მითხრეს.
მერე ვიპოვით უბრალო მიზეზს
და დავშორდებით,როგორც ბავშვები,
მაგრამ ხსოვნაში ჩავრჩებით ისევ,
როგორც ჭიქაში ყავის ნალექი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მამაზეციერს შევავედრებ ჩემს წმინდა გრძნობებს,
სიყვარულის ხატს მოწიწებით ვეამბორები,
ზეცას ასწვდება შენზე ლოცვით დაღლილი ექო,
ამღერდებიან სიყვარულის ანგელოზები.
ყრუდ ქვითინებენ ეკლესიის წმინდა სანთლები,
თუ რა ძნელია განშორება მათაც იციან,
შემომყურებენ სევდიანი თვალით ხატები
მიწაზე დაღლილს ასაფრენად ცაში მიცდიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ეს ლექსი ძალიან,ძალიან,ძალიან მიყვარს!

ეკატერინე ჭავჭავაძეს

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი
ახლაც მინათებს შენი მშვენება,
შენგან შევიტყვე,რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება!
შენც ცოცხალი ხარ,შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების
იყავ ბანაკი გაზაფხულისა.
შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარები,
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გაძლებს შენი მშვენება,
შენ_ სილამაზის ნაზო გრიგალო
შენგან არასდროს მომესვენება!

მ.ლეონიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე!
როცა ქვეყანა წინ აღმიდგა,ვით მუხანათი,
უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს,
თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.
და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე
არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,
ახლა მომიზღვე წამი ჩემი დასატანჯავი!
ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო,
რომ ვერ მოგასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება,
დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო,
დღესვე მაღირსოს უშენობა ავმა ბუნებამ!
შენი დაკარგვით დაკარგული გული ჩამწყდება
და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება!

უ.შექსპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
აი,სად შეგხვდი,ვით მუხანათი
და მე კი თურმე დამღამებია,
შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია!
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ,
მითხარი,ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა ის გული მე მაქვს
ვიცი,სხვა გული არ გინდატრია!
შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ცაუქროლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს ვერვის გაუგონია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ქალი
-ლამაზი ქალი სხვისია,
ლამაზი ქალი მტრისას!
თავს მოგჭამს ძმაო ნისიად
ისეთ რამეებს იზამს...
-ჭკვიანი ქალი რათ გინდა?!
ჭკვიანი ქალი მტრისას,
თავს დაგაჯდება გაგქურდავს
და ამოგიხმობს ტვინსა!
-მდიდარი ჭირვეულია,
მდიდარი ქალი მტრისას!
ღარიბი სასწაულია_
სხვისი შეაცდენს ქისა...
-თქვენ ვაჟბატონო ,რამდენი
ცოდვა გდებიათ კისრად,
აუ,რამდენი ოჯახი
აშენებულა მტრისა!.. :):):)

შ.ნიშნიანიძე =cd =aiit =feria =ci=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი.

ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გათენებულა ახალი წელი,
და მორიდებით და როგორც მუდამ,
ვწერ და ვერ ვგზავნი მოლოცვის წერილს
და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად.
და მინდა შორით ვესროლო თეთრად,
გასახსენებლად უცოდველ ყრმობის,
უფოსტოდ,ჩუმად მოვიდეს შენთან,
როგორც ზეციდან ფიფქები მოდის.
მაგრამ სადღაა ჯიქური ძალა,
რომ მოგაწვდინო ნაფიქრი გუნდად?
მარტოდენ ნატვრა,მარტოდენ კრძალვა,
ჩამგუბებია საწვიმარ ღრუბლად.
არადა...მინდა გაიგო წრფელად
მიზეზი ჩემი უძილო თრთოლვის,
მინდა,მესხურო მხურვალე ცრემლად,
დამადნო,როგორც ბაბუა თოვლის.
არადა,რა ვქნა,მოდი,მიშველე,
მუ მაწანწალებ კარიდან კარად,
თორემ უქუდო და ფეხშიშველი
გამოვიქცევი,მოვყვები ბარათს.
და ჩემს მაგიერ ფურცელი გეტყვის
და მორიდებით და როგორც მუდამ,
ვწერ და ვერ ვგზავნი მოლოცვის წერილს
და ქაღალდს ვკუმშავ თოვლისფერ გუნდად.

=kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყოველ ახალ წელს,
ზე სურვილი გვწევს,
ყოველ ახალ წამს,
მარადისად გვწამს,
რომ მამულის ხმა,
გაგვიმაგრებს მხარს,
რომ სიმაღლით გვმზერს
სიახლეთა მზე,
რომ ბედნიერ წელს
დავიგულებთ მზედ,
ფიფქია თუ თოვს,
გული სიტკბოს გვთხოვს,
აღმავლობის მთას,
იმედები რთავს,
გაუმარჯოს მწეს-
სამშვიდობო წელს.
გავუმრავლდეთ ერს
ჩვენს შნოსა და ფერს
და ფიფქებიც წერს:
მრავალ ახალ წელს!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი