↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გია ყარყარაშვილი - "აგვისტოს ომი მტრისთვის სამაჩაბლოს ჩაბარების ოპერაციას უფრო ჰგავდა"

"თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა, რომელმაც აგვისტოს ომის შესახებ სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა, გუშინ საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გაეცნო ირაკლი ალასანიას ახლად შექმნილი გუნდის პოლიტიკურ მიზნებს, სრულ მხარდაჭერას უცხადებს და იზიარებს მის პოზიციას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები - ვიქტორ დოლიძე და ალექსი პეტრიაშვილი", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "აგვისტოს ომი მტრისთვის სამაჩაბლოს ჩაბარების ოპერაციას უფრო ჰგავდა".
"2004 წელს პოლიტიკიდან ჩემი წასვლის ძირითადი მიზეზი იყო ახალი ხელისუფლების მკვეთრად უარყოფითი დამოეიდებულება წარსულში აქტიურ ფიგურათა მიმართ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებას მართლა ჰქონდა ქვეყნის გამთლიანებისა და განვითარების უნიკალური შანსი, რომელიც ვერ გამოიყენეს... ჩვენ წლების განმავლობაში ვითმენდით ხელისუფლების ამპარტავნობას, უსაფუძვლო მილიტარისტულ რიტორიკას - თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ პირდაპირ თქვა - ნუ გეშინიათ რუსეთის არმიის მოძველებული, ჟანგიანი ტექნიკისო. ასე რომ, ომის დაწყებასა და კატასტროფულ მარცხში სუბიექტურობის წილი საკმარისზე მეტი იყო. ხელისუფლებამ ომის ვეტერანებს აგვისტოს მძიმე დღეებში გვთხოვა, დავხმარებოდით. ჯერ კიდევ ბოლომდე არ მითქვამს, რაც იმ დღეებში გორში, კონფლიქტის ზონაში ვნახე. ჩვენ კი გვიხმეს საშველად, მაგრამ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ იქაურობის დატოვებაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ყარყარაშვილი.
"ჩემი დასკვნა არ არის ტენდენციური. ფაქტების გაანალიზების შედეგად, კითხვაზე, რა იყო აგვისტოს ომი - აგრესიის შეჩერება, შეტევაზე გადასვლა თუ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მცდელობა, დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვერც ერთ ამ ვერსიას ვერ დავეთანხმები. ეს ყველაფერი სამაჩაბლოს ჩაბარების ოპერაციას უფრო ჰგავდა. რაც შეეხება ტალიავინის კომისიას, თუ მათი სურვილი იქნება, სიამოვნებით შევხვდები. მასალები სრულად გამოქვეყნდება... ფაქტია, ხელისუფლებამ სრულად დაკარგა რეალობის აღქმისა და შექმნილი მდგომარეობის ობიექტური შეფასების უნარი. მან სრული დისკრედიტაცია განიცადა საკუთარი ხალხისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე", - აღნიშნავს გია ყარყარაშვილი და შეკითხვას - "რატომ გადაწყვიტეთ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა სწორედ მას?" - პასუხობს:
"არასოდეს დამავიწყდება ირაკლი ალასანიას მეტად დასაფასებელი ნაბიჯი, როცა მან პირადი ტრაგედიის მიუხედავად, შეძლო მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ დამჯდარიყო აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აფხაზების ნდობა და პატივისცემა მოიპოვა. ეს სამოქალაქო გმირობის ტოლფასია. მე განცდილი მაქვს ასეთი ტრაგედია - ჩემი ძმა აფხაზეთში დაიღუპა. ასე მხოლოდ მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნების მქონე ადამიანები იქცევიან. დღეს ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოყვანის შანსი მხოლოდ ირაკლი ალასანიას გუნდსა და იმ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ".
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=13360

ლიცემერი: ჩვენ ერთ ადგილზე რა გაგვაჩერებს , ერთად და ძმურად მივდივართ ...უკან

უზერებო, მარგინალები , როგორც ჩუმად წავიდნენ , ხანდახან ისევე ჩუმად მოდიან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერვიუ
არმენ ავეტისიანი: ჯავახკი ჩვენი წინაპრების მიწაა

სომხური სააგენტოები თუ გაზეთები საქართველოს მიმართ თავიანთ მტრულ დამოკიდებულებას არასოდეს მალავდნენ, მაგრამ განსაკუთრებით აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საერთოდ ანტიქართული დოღი გამართეს. დეზინფორმაციის გავრცელებაში, ალბათ, სააგენტო "`ბაგინ.ინფო"-ს პირველობას ვერავინ წაართმევს, რომელმაც სამცხე-ჯავახეთი უკვე სომხეთის ტერიტორიადაც კი გამოაცხადა.

ამის დასტურად თუნდაც ბოლო დღეებში გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციაც საკმარისია. ესენია: არმენ ავეტისიანი: ჯავახკი ჩვენი წინაპრების მიწაა (12.02.2009 / 10:19); "ვირტუალური ჯავახკის" მითის დასასრული (12.02.2009 / 16:44); ედუარდ აბრამიანი: საქართველო გვაიძულებს ტერორისტულ რეჟიმს საკადრისი პასუხი გავცეთ (14.02.2009 / 10:35); სევაკ არწრუნი: საქართველოს ხელისუფლებამ ჯავახკში კრიზისის ახალი კერა შექმნა (15.02.2009 / 06:20); სტეპან მარგარიანი: ჯავახკის საკითხში სომხეთი პასიური მეთვალყურის როლში არ უნდა იმყოფებოდეს (15.02.2009 / 13:56). თუ ვისი დაკვეთით მოქმედებენ ის და სხვა `მობაგინო~ საშუალებანი, ამაზე "ჯორჯიან თაიმსი" პრეზიდენტის მრჩეველს, ვან ბაიბურთს ესაუბრა.

"ჯორჯიან თაიმსი": რუსულენოვანი სომხური სააგენტო `ბაგინ.ინფო~ კვლავ გააქტიურდა და სამცხე-ჯავახეთში სომხების ვითომ დისკრიმინაციაზე ამეტყველდა. რას უნდა მივაწეროთ ეს?

ვან ბაიბურთი: ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველივე ამას აზვიადებს, თითქოს ჯავახეთში ცუდი ვითარებაა, სომხეთის მთავრობის კოალიციაშია და სამი მინისტრიც ჰყავთ.

_ ვინაა ეს ძალა?

_ თქვენ თვითონ მიხვდებით.

_ "დაშნაკებზეა"~ საუბარი?

_ ალბათ, ეტყობა სერჟ სარქისიანის მოსვლის შემდეგ მათ რაღაც პრობლემები შეექმნათ. ხშირად ვკითხულობ სომხეთში გამომავალ გაზეთებს და, ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნა გამომაქვს. ამიტომ, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკასთან ერთად სომხეთის მთავრობის კრიტიკის დონეც მატულობს. ეს აშკარად ჩანს. კიდევ გეუბნებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, უფრო სწორად, დეზინფორმაცია, რომელსაც "ბაგინი" და ზოგიერთი გაზეთი ავრცელებენ, თუ გააანალიზებთ, თავად მიხვდებით, ვისი გავლენის ქვეშ არიან. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

_ ვისი გავლენის ქვეშ არიან, მოსკოვის?

_ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც "ბაგინს" წაიკითხავს, მიხვდება, თუ ვინ არის მისი პატრონი. რასაკვირველია, რუსეთი.

_ უფრო რომ დავაზუსტოთ, რუსეთის სპეცსამსახურები...

_ კი ბატონო, საინფორმაციო ომს სპეცსამსახურები აწარმოებენ. თუ გნებავთ, დავაკონკრეტოთ, "ბაგინის" მისამართს, ძალიანაც რომ გინდოდეთ, ვერ იპოვით. თუ ეს საინფორმაციო საშუალებაა, რატომ მალავს მისამართს, ტელეფონს. ხომ შეიძლება რაღაცა გინდოდეს და დაურეკო რედაქციას. სხვა საინფორმაციო საშუალებებთან ხომ ასე ხდება. აქ კი ეს შეუძლებელია. ამიტომაც მიმაჩნია, რაც ხდება, ეს არის საქართველოზე საინფორმაციო შეტევის ერთი ჯაჭვი, რომელშიც შედიან "ა.ინფო" ახალქალაქში, "ბაგინი" და "რეგნუმი".

_ ასევე "პანარმენიან.ნეტ"...

_ ეგ არ ვიცი და ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ "პანარმენიან.ნეტ"-ისა და სხვა საინფორმაციო საშუალებათა პირველადი წყაროები არიან "ბაგინი" და "ა.ინფო".

_ ისევე, როგორც მოდესტ კოლეროვის "რეგნუმი"?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვიცი, რომ კოლეროვი კრემლში იჯდა და თუ იგი კრემლში სპეცსამსახურების კურატორი იყო, მაშინ, დავარქვათ, რომ ასეა. ამ "რეგნუმს" და "ბაგინს" ტვინიც არ ჰყოფნით, ეს მასალები ისე მოამზადონ, რომ პატრონის კვალი არ ჩანდეს. გამიგეთ?

_ რატომ ხდება ასე?

_ ალბათ, იმიტომ, რომ ამ სააგენტოებში არაპროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობენ.

_ მაინც, ვინ?

_ ალბათ, პროფესიონალი სალდაფონები. იმიტომ, რომ როგორც სომხური, ასევე რუსული მასალები იმდენად არაპროფესიონალურადაა დაწერილი, იმდენი გრამატიკული, სტილისტური, თუ აზრობრივი შეცდომებია მათში, რომ გექმნება შთაბეჭდილება, ეს სააგენტო კი არა, მოსახლეობის ფორუმია.

_ "ბაგინი" და მისი მსგავსი საინფორმაციო საშუალებები გაჰყვირიან, რომ არაქართულ სკოლებს ავიწროვებენ და ხურავენო. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

_ ხელისუფლება გაგებით ეკიდება ამ საკითხს და მცირეკონტინგენტიან არც აზერბაიჯანულ და არც სომხურ სკოლებს არ ხურავს. ეს გამორიცხულია. მიმაჩნია, რომ იგივე "ბაგინის" პარალელურად უნდა შეიქმნას "ნეობაგინი", რომელიც სიმართლეს გაავრცელებს. გარდა ყველაფრისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხომ იციან, სინამდვილეში რა მდგომარეობაა, მაგრამ "ბაგინს" არ პასუხობენ. რადგან, თუ დონორებს აჩვენებენ, რომ აქ ნორმალური ვითარებაა, მაშინ, რასაკვირველია, გრანტს ვერ მიიღებენ.

იგივე "ბაგინს" ვინ აფინანსებს, არ ვიცი, მაგრამ, თუ გავრცელდება ის ინფორმაცია, რაც სინამდვილეშია, მაშინ მასაც შეუწყდება დაფინანსება. ამიტომაა ასეთ ინფორმაციას რომ უშვებს, თორემ, იგივე "ბაგინმა" რატომ არ აღნიშნა, ჯავახეთში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გაზი რომ გაიყვანეს, იქ ახალი თანამედროვე სამკერვალო ფაბრიკა "`არამანი" გახსნეს, საავადმყოფო, გზები, სკოლებში კომპიუტერები შეიტანეს და ა.შ. "`ბაგინში", "`რეგნუმში" და საქართველოს სხვა არაკეთილმოსურნე გაზეთებში ამაზე ერთი სტრიქონი დაიბეჭდა მხოლოდ. ვითომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. რასაც ისინი სჩადიან, ეს ხომ ჟურნალისტიკა არაა.

ფრიდონ დოჩია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.echo.msk.ru/blog/echomsk/573755-echo/

წაიკითხეთ თუ შეიძლება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველო კორუმპირებული ქვეყნების ``შავ სიაში`` აღმოჩნდა
რადიო ``კომერსანტი``, FM 95,5

რომელი ქვეყნების გვერდით მოხვდა საქართველო ამ სიაში...

საქართველო მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ``შავ სიაში`` მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაცია ``გლობალ ინთეგრითიმ`` მსოფლიოს 57 ქვეყანაში კორუფციის დონე და მის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ბრძოლის მაჩვენებელი შეისწავლა. ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ``შავ სიაში`` საქართველოს გვერდით ანგოლა, ბელორუსი, კამბოჯა, ჩინეთი, ერაყი, ჩერნოგორია, მაროკო, ნიკარაგუა, სერბეთი, სომალი და იემენი შეიყვანა.
კვლევის ავტორების განცხადებით, ანგარიში ადგილზე ჩატარებულ მრავალწლიან გამოკვლევებზეა დაფუძნებული, რომელიც 260 ჟურნალისტმა და ამ ქვეყნების მეცნიერებმა ჩაატარეს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრს მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა რადიო ``კომერსანტთან`` საუბარში საერთაშორისო ორგანიზაციის ამ დასკვნას არასანდოს უწოდებს. ლეჟავას თქმით, საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად ქმედითი ღონისძიებები გატარდა და საკმაოდ შედეგიანადაც. ``არსებობს სხვა უფრო სარწმუნო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის დონის შესახებ კვლევებში ჩვენს ქვეყანას ობიექტურად და დადებითად წარმოაჩენენ``,–აცხადებს ლეჟავა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ კორუფციის თვალსაზრისით საქართველოში პრობლემას ელიტარული კორუფცია წარმოადგენს. ``რეალურად მასობრივი კორუფცია ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ელიტარული კორუფცია, რის შედეგადაც გარკვეული კლანების მიერ სფეროები მონოპოლიზირებულია``,– აცხადებს ვეფხვაძე და დასძენს, რომ ``დღეს წარმოუდგენელია ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესი აწარმოო თუ სახელისუფლებო კლანის წარმომადგენელი არ ხარ``.

საქართველოში ელიტარული კორუფციის არსებობის შესახებ ვეფხვაძეს ექსპერტი ირაკლი შავიშვილიც ეთანხმება და ცალსახად აცხადებს, რომ ქვეყანაში სწორედ ელიტარული კორუფცია ყვავის. ``ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კორუმპირებულები არიან ფაქტია``,–აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ კორუფცია ნიშნავს არა მარტო თანხების მითვისებას, არამედ არასწორი გადაწყვეტილებების მიღებასაც, რაც ხელისუფლებას ნამდვილად ახასიათებს.

შავიშვილისგან განსხვავებით, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ``გლობალ ინთეგრითის`` კვლევას უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ არასამართლიანია საქართველო ისეთ კორუმპირებულ ქვეყნებს შორის მოაქციო, როგორიც არის სომალი და ერაყი. ``ფაქტი ის არის, რომ ბოლო წლებში კორუფციის დონემ საქართველოში საგრძნობლად დაიკლო და ამ კუთხით ჩატარებულ სხვა კვლევებში მესამოცე ადგილზეც კი გავსულვართ 190 ქვეყანას შორის``,–დასძენს გოგოლაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხელები შორს პატრიარქისაგან, ხელები შორს!.

კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები

ძვირფასო მკითხველო! დღეს 2009 წლის თებერვალია. წაგებულია ომი და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, თუმცა ნებისმიერი მამულიშვილის ფიქრი, პირველ ყოვლისა, პატრიარქს დასტრიალებს. ერთმანეთში ირევა ჭორი და მართალი, ურწმუნოების მიერ გავრცელებული.

ქვეყანაში სრული ქაოსია!

პატრიარქი საფრთხეშია!

არ ვიცით რა იქნება ხვალ...

ყოველივე ამის გარკვევას ჯერ კიდევ 2008 წლის 31 იანვარს ცდილობდა "ჯორჯიან თაიმსი". დავბეჭდეთ კიდეც წინამდებარე სტატია, რომელმაც, როგორც ჩანს, აქტუალობა კვლავ არ დაკარგა. ამიტომაც, ძვირფასო მკითხველო, ვუშვებთ გამონაკლისს და უცვლელად გთავაზობთ თითქმის ერთი წლის წინანდელ სტატიას. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

_ "ზოგიერთის კრიტიციზმი კრეტინიზმში გადადის. ეს ფრიად დამახასიათებელია გონებრივად ვიწრო ადამიანებისათვის, რომელთაც ქმნილებაში ხინჯის ძიება უფრო აინტერესებთ, ვიდრე ჭეშმარიტებისა".

ეს სტროფები, ჩემო ძვირფასო მკითხველო, მე, რიგით ჟურნალისტს არ მეკუთვნის _ ასეთი რადიკალური დასკვნისთვის არც გამბედაობა მეყოფა და არც სტატუსი. ეს ქართული ფილოსოფიის ფუძემდებლის, ორატორის, სიბრძნისმეტყველის, მთარგმნელისა და პედაგოგის, შალვა ნუცუბიძის სიტყვები გახლავთ. თუმცა თავს უფლებას მივცემ და დღევანდელ სტატიაში სახელგანთქმულ ფილოსოფოსს ნაწილობრივ დავესესხები.

გარშემო მიმოიხედე, მეგობარო და კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილ გონებრივად ვიწრო არსებებს მრავლად დაინახავ: ისინი აკრიტიკებენ ამინდს (იმიტომ, რომ თოვს და ყინავს), აკრიტიკებენ მზეს (იმიტომ, რომ ვერ ათბობს), აკრიტიკებენ კარის მეზობელს (იმიტომ, რომ სამსახური იშოვა), აკრიტიკებენ მეგობრის ქმარს (იმიტომ, რომ გამელოტდა), აკრიტიკებენ ნათესავის ცოლს (იმიტომ, რომ ლამაზია), აკრიტიკებენ თანამშრომელს (იმიტომ, რომ ხელფასი მოემატა), აკრიტიკებენ ჟანგს (იმიტომ, რომ თოფი შეჭამა), აკრიტიკებენ ვირთაგვას (იმიტომ, რომ მსუნაგია), აკრიტიკებენ ძაღლს (იმიტომ, რომ შესაძლოა გაცოფდეს), აკრიტიკებენ ლარს (იმიტომ, რომ "გამყარდა"), აკრიტიკებენ მეფე ერეკლეს (იმიტომ, რომ "რუსეთს მიგვაერთა")...

კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილი, გონებრივად ვიწრო არსებები ჩვენში დაუნდობლად აკრიტიკებენ, აგრეთვე, პოპულარულ ჟურნალისტებს, წარმატებულ ბიზნესმენებს, პატრიოტ და გულწრფელ პოლიტიკოსებს, სახელგანთქმულ სპორტსმენებს. კრიტიკა მათი პროფესია და მოწოდებაა.

ეს "კრიტიკოსები" თვით საქართველოსაც აკრიტიკებენ, სახეს მანჭავენ, ხელებს შლიან და გმინავენ: ერთხელ დაიბადო ამქვეყნად და ისიც საქართველოში?!

არადა, ეს "კრიტიკოსები" ბედის განგებით იმ ქვეყნის შვილები არიან, რომელსაც:

"წარსულში ჰქონია ასეთი პერიოდი, როცა ქვეყანა იფურჩქნებოდა, როცა ქართველი მეფეები მთელი კავკასიის ისთმოსს, ორ ზღვას შუა მდებარე მხარეს განაგებდნენ ტამანის ტალახიანი ვულკანებიდან, ვიდრე მარად ცეცხლოვან ბაქომდე. ბეშთაუს ხუთი მთაგრეხილიდან, ვიდრე სომხეთის ზეგანის სიღრმემდე გაშლილ ქვეყანაზე ბატონობდნენ"
(პროფ.დოქტ. კარლ კოხი. "`მოგზაურობა საქართველოში". 1847)

კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები, რომლებიც წუხან, რომ ერთხელ დაიბადნენ ამქვეყნად და ისიც საქართველოში, ყბის მონგრევამდე აკრიტიკებენ ყველაფერს და ყველას.

თვით უწმიდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ილია მეორესაც აკრიტიკებენ!

_ არ დავცხრე, ვიდრე ვიყო, _ ბრძანებდა საუკუნეების წინ კათოლიკოსი ანტონ პირველი (ბაგრატიონი 1720-1788). მეცნიერი და ლიტერატორი, განმანათლებელი და კლასიკური ენების უბადლო მცოდნე, ვახტანგ მეექვსის ძმისშვილი და ერეკლე მეორესთან თანაშეზრდილი, 19 წლისა ბერად აღკვეცილი.

_ ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები.

_ დასძენდა მოგვიანებით კიდევ ერთი სულმნათი კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი, ამბროსი ხელაია (ბესარიონი. 1861-1927), მკვლევარი და ფილოსოფოსი. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეთა პირისპირ მებრძოლი დიდბუნებოვნად ითმენდა "ტარტაროზში"~ დაბეჭდილი ბინძური ლექსებით დაცინვასა და ქილიკს. 1924 წელს ქართულმა სასამართლომ კათოლიკოს-პატრიარქს რვა წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ესეც აიტანა და დაითმინა ბრძენკაცმა.
რა დროს არ იყვნენ საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე დღევანდელი გონებრივად ვიწრო "კრიტიკოსები"?! "ტარტაროზს" მრავალათასიან ტირაჟებით დაბეჭდავდნენ და თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიებით, დამშეული ვირთაგვებივით დაესხმოდნენ თავს კათოლიკოს-პატრიარქს.

"ტარტაროზის" უკან ჩასაფრებული "`კრიტიკოსები" წითელი ფლომასტერით გადახაზავდნენ კიდევ ერთი უდიდესი პატრიოტის, იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის (1825-1896) სწავლებას: "განიშორეთ" ყოველი უშვერი სიტყვა პირისაგან თქვენისა. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალება ილია ჭავჭავაძემ ეროვნულ გლოვას გაუთანაბრა და გაენათში შემდეგი სიტყვები ბრძანა: დიახ, ბატონებო, მისი ბაგით თვით ღმერთი მეტყველებდა და ვაი, რომ დადუმდნენ იგი ბაგენი და ვინ იცის, როდისღა გვაღირსებს ღმერთი ამისთანა კაცს...

მრავალმოწყალეა უფალი, ჩემო კეთილო მკითხველო და მისი შეწევნით, ზემოხსენებული სულმნათი საეკლესიო მოღვაწეებისა და შეუპოვარი მამულიშვილების მემკვიდრედ ერის სულიერი მამა და წინამძღვარი, ჩვენთვის დაუღალავად მლოცველი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოგვივლინა. ილია შიოლაშვილი _ ეს სახელი უდიდესი პატივით მოიხსენიება მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.

მან აღზარდა, გეენას ცეცხლს მაქსიმალურად აარიდა და ჭეშმარიტ ქრისტიანებად აქცია დასაღუპად განწირული "ჯინსების თაობა".

კომუნისტური ათეიზმის მარწუხებისაგან გამოგლეჯილებს თავიდან გვასწავლა ლოცვა, გაგვიადვილა მარხვა, შეგვაყვარა მტერი და გაგვიმრავლა მოყვარე. მაგრამ, რა ვუყოთ კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილებს, რომლებიც მეზობლის ნათესავის დისშვილის ნარკომანი ქმრის "კრიტიკის" შემდეგ უსათნოესი პატრიარქის "კრიტიკოსობაში" იმაღლებენ სამეცნიერო ხარისხებს?

ზოგი "კრიტიკოსი" ილია მეორეს მრავალათასიან მიტინგებზე მიუსვლელობას არ პატიობს, ზოგი ზედმეტად ლავირებადიაო, ქირქილებს. ზოგს ჩვენი პატრიარქის "დიპლომატიურობაში" ეპარება ეჭვი. ეკლესიებს გვინგრევენ და პატრიარქი დუმსო, გული უწუხს ზოგ "კრიტიკოსს".

_ ეს რაა იმასთან შედარებით, რაც საპატრიარქოში ხდება, მაფია ჭამს იქაურობასო, ქირქილებს ზოგი. ზოგ "კრიტიკოსს" ერის სულიერი მამა ერთი რიგითი ჯარისკაცი ჰგონია და პავლე მოროზოვივით ტანკს რომ არ ეფარება, გამბედაობას უწუნებს.

საზოგადოება მძაფრად პოლარიზებულია. "დააცხვრე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა" , ჩუმად კითხულობს ფსალმუნს ტაძარში გარინდებული მრავალათასიანი ღრმადმორწმუნე მრევლი და ყოველი მათგანი მზადაა, თავი შესწიროს უფალს და თავის საყვარელ პატრიაქრს, ილია მეორეს.

"ტარტაროზის" უკან შეკუჭული კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები კი ხმამაღლა აკრიტიკებენ ერის სულიერ მამას:

_ პატრიარქი მიშას ინაუგურაციაზე მაინც მივიდაო, ცხარობენ.

_ ვაი არს, რომელი იტყვიან ბოროტს კეთილად, _ კითხულობს ლუკას სახარებას მართლმადიდებელი მრევლი...

_ საპატრიარქოს ხელისუფლებამ ჯიპები ჩამოურიგაო, _ იღრინებიან კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები.
და უნებურად მაგონდება ორი ათასი წლის წინანდელი ბრბოს ფანატიკური ღრიალი: ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ. ჯვარს აცუ.

_ საჯენ უფალო მაგინებელნი ჩემნი, და ბრძოლე მბრძოლთა ჩემთა, _ კითხულობს აღმაშენებელის "გალობანს" ღრმადმორწმუნე მრევლი.

_ საპატრიარქოში მაფიაა, მა-ფი-ა! _ თმას იწეწავენ და კვლავ ყელისჩახლეჩვამდე გაჰკივიან კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები და ერის პატრიარქის ყოველ ნაბიჯს ბინძური ლუპებით აკვირდებიან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძალიან საინტერესო სტატიაა ... თემაშიც "ჯდება".

არიელ კოენი - ფონდ Hერიტაგე-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ავტორი წიგნისა “ყაზახეთი: გზა დამოუკიდებლობისკენ"

არიელ კოენი - ამერიკა ვერასდროს დაუშვებს, რომ მოსკოვმა გაიმყაროს თავისი მიღწევები ევრაზიაში და განსაკუთრებით, კავკასიაში

ჯერჯერობით არავითარი "გადატვირთვა" რუსეთთან ურთიერთობებში

კრემლთან "თაფლაკვერის" პოლიტიკა არ მუშაობს

არიელ კოენი (The Washingon Times, აშშ), 20 თებერვალი, 2009

ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკამ რუსეთთან ურთიერთობაში "გადატვირთვის ღილაკს" უნდა დააჭიროს თითი. მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ არ უნდა დაუშვას, რომ მოსკოვმა გაიმყაროს ის შედეგები, რასაც ბოლო ხანს ევრაზიაში მიაღწია. კრემლთან "თაფლაკვერის" პოლიტიკა არ მუშაობს.

კრემლი ისე ქმედითად აფართოებს თავისი გავლენის სფეროს ევრაზიაში, რომ თვით დღევანდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა, როდესაც რუბლი დოლართან მიმართებაში 50 პროცენტით დაეცა, ხოლო მოსკოვში ფასიანი ქაღალდების ბაზრის კაპიტალიზაცია 89%-ით შემცირდა, ვერ ვერ შეძლო "ახლო საზღვარგარეთზე" მისი მიძალების ტემპის შემცირება.

ვაშინგტონისთვის განგაშის სიგნალად უნდა ქცეულიყო ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გადაცემული "გამოსახლების უწყება". 4 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გვერდით მდგომმა ბაკიევმა განაცხადა, რომ სურს შეერთებულმა შტატებმა დატოვოს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის აეროპორტის ტერიტორიაზე განლაგებული აშშ სამხედრო-საჰაერო ბაზა "მანასი", რომელიც ავღანეთში ამერიკული სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი პუნქტია.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები "მანასს" 2001 წლის შემოდგომიდან იყენებდნენ ჯარის, მატერიალური საშუალებებისა და ტექნიკის ავღანეთში გადასასროლად. თუმცა, ჯო ბაიდენის რეაქციის გავითვალისწინებით ჩანს, რომ ობამას ადმინისტრაციას ან არ სურს დათვის გაღიზიანება, ანდა უფრო უარესი – მაინცდამაინც არ აწუხებს ბაკიევის მოთხოვნა, რისი გაკეთებაც მას რუსეთმა აიძულა.

თუმცა შეშფოთების საბაბი ნამდვილად არსებობს, ვინაიდან პაკისტანის გავლით უმოკლესი მარშრუტი სულ უფრო ხშირად ხდება თალიბების თავდასხმის სამიზნე (თებერვალში მათ ჰიბერის უღელტეხილზე გამავალი მეტად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქეს) და შედარებით გრძელი, მაგრამ უსაფრთხო ცენტრალურ-აზიური მომარაგების გზა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

წლების განმავლობაში რუსეთი და ჩინეთი ცდილობდნენ ყირგიზეთისა და უზბეკეთის დაყოლიებას, რათა მათ აშშ-ის ბაზები გაეუქმებინათ. უზბეკეთი 2005 წელს დანებდა და ამერიკელები ყარში-ჰანაბადის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან გააძევა.

როგორც ჩანს, გეოპოლიტიკაში მუშაობს განგსტერული მიდგომები ტონი სოპრანოს მანერებით. "მანასის" ბაზის დახურვის მიღწევის შემდეგ, მოსკოვი ახლა ავღანეთის მიმართულებით საბრძოლო მასალებისა და მომარაგების ტვირთების გადასაზიდად აშშ-ს თავის თვითმფრინავებს სთავაზობს. მსგავს სიტუაციაში ნიუ-ჯერსელი მაფიოზი-მენაგვეები ასე ამბობდნენ: "თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ჩვენი ნაგვის მანქანებითა და ნაგავსაყრელებით სარგებლობა. საკუთარის გამოყენება გნებავთ? ეს დაივიწყეთ!"

მოსკოვმა წელს ფინანსური შიმშილით დაუძლურებულ ყირგიზეთის მთავრობას 2 მილიარდ დოლარიანი კრედიტი შესთავაზა საბაზროსთან შედარებით ძალიან დაბალი პროცენტით. ასევე 150 მილიონი დოლარის დახმარებაც გამოუყო. ამ პაკეტით მან, აშშ-ს “კარტი გაჭრა”, რომელიც ბიშკეკს ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარით ეხმარებოდა.

რუსეთმა აგრეთვე გაატარა საიდუმლო ღონისძიებები, რათა ზეგავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე და ფარულად ხელი შეეწყო ანტიამერიკული ქუჩის დემონსტრაციებისა და კამპანიისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რათა ყირგიზეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოეხდინა.

იმავდროულად, დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ განაცხადა სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ. ამ 15000-კაციანი შენაერთის ძირითადი ნაწილი რუსეთის მედესანტეები იქნებიან.

სწრაფი რეაგირების ძალები შესაძლოა გამოიყენონ არა მარტო შინაური მტრების წინააღმდეგ, არამედ რათა დათრგუნონ "ხავერდოვანი რევოლუციები" ან არეულობები მოსახლეობაში, რის მიმართაც ზემოხსენებულ ორგანიზაციაში შემავალ ავტორიტარულ რეჟიმებს საერთო ზიზღი აერთიანებს.

რუსმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს სეპარატისტულ აფხაზეთში თავისი სამი სამხედრო ბაზის დაფუძნების თაობაზე. ისინი აძლიერებენ თავის სამხედრო პოტენციალს სამხრეთ კავკასიაში, ემუქრებიან ისედაც სახიფათო ვითარებაში მყოფ საქართველოს და აგრეთვე მსხვილ ნავთობ და გაზსადენებს, რომლებიც კასპიის ზღვის სანაპიროებიდან თურქეთის გავლით ევროპაში მიემართება.

მოსკოვი სულ ახალ და ახალ ნაბიჯებს დგამს, რათა გააძლიეროს თავისი ზეგავლენა უზარმაზარ ტერიტორიაზე პოლონეთიდან წყნარ ოკეანემდე. მისი ინიცირებით შეიქმნა რუსეთისა და ბელორუსიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი სისტემა. რუსეთმა ასევე განაცხადა დსთ-ს ქვეყნებისათვის 10 მილიარდ დოლარიანი სტაბილიზაციის ფონდის ფორმირების შესახებ, რომლის უმეტეს ნაწილს (7.5 მილიარდს) თავად გაიღებს. ასეთი ხარჯების მიზანი მარტივია – ფულითა და იარაღით მოკავშირეების ყიდვა.

პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ავღანეთში ტრანზიტის ნებართვის ასაღებად, ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვში უნდა ჩავიდეს და არა ევრაზიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დედაქალაქებში. ამგვარად, რუსეთს შეუძლია ჯერ შექმნას პრობლემები, შემდეგ კი, მისი გადაწყვეტის გზა შემოგვთავაზოს, რისთვისაც, ცხადია, გადახდა მოგვიწევს.

რაც უნდა იყოს, ეს მხოლოდ ყველაზე ოპტიმისტური სცენარია. უარეს შემთხვევაში, რუსეთი მოგებად ჩათვლის, თუ აშშ ავღანეთში დამარცხდება. ჯერ ერთი, ეს იქნება ავღანეთში 80-იანი წლების საბჭოთა ფიასკოსთვის სამაგიეროს გადახდა. მეორე მხრივ, მოსკოვში ვიღაც-ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მარცხი ყველას თვალნათლივ დაანახვებს ნატოს დასუსტებასა და მასთან ერთად აშშ-ის მსოფლიო ბატონობის კრახს.

შესაძლოა, რუსეთი ტყუილად იმედოვნებს, რომ ჩინეთსა და ირანთან ერთად მოახერხებს ნაწილებად დაშლილი ავღანეთის გაერთიანებას და თალიბებს არ მისცემს საშუალებას, რათ გააძლიერონ ზეგავლენა თავის მოკავშირეებზე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. მაგრამ მთავარი და გრძელვადიანი მუქარა რუსეთის “სუსტ სამხრეთს” ელის რადიკალურად განწყობილი ისლამისტებისგან და არა ამერიკისგან. და ამ მუქარის საპასუხოდ მოსკოვს არაფერი გააჩნია.

არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი ცდილობს თავისთვის უზრუნველყოს ე.წ. "პრივილეგირებული ინტერესების ზონა", როგორც ეს მედვედევმა 31 აგვისტოს თავის გამოსვლაში განაცხადა. ასეთი ქმედებები სავსებით მიესადაგება იმ პოლიტიკას, რომელიც ორი ათეული წლის წინ ჩამოაყალიბა ევრაზიის კონცეფციის ლიდერმა საგარეო პოლიტიკის დარგში, ევგენი პრიმაკოვმა და ამ მიმართულების ბევრი მიმდევარი ამერიკას რუსეთის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

პრიმაკოვი ბორის ელცინის მთავარი ჯაშუში გახლდათ. 1994 წელს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, რომელსაც იგი იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც მოუწოდებდა აღდგენილიყო რუსეთის ბატონობა "ახლო საზღვარგარეთზე", ანუ საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე.

მოგვიანებით, პრიმაკოვი მედგრად იცავდა მრავალპოლარული სამყაროს კონცეფციას, რომელშიც აშშ-ის გავლენას დაასუსტებდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა ქვეყნები. დღესდღეობით, პუტინი და მედვედევი მოუწოდებენ შეიქმნას ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურა, რომელიც დაფუძნებული იქნება მასშტაბური გავლენის სფეროებზე არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

რუსეთს სურს ლიდერობა რეგიონში და გავლენის გაძლიერების ფაქტორებად იყენებს სამხედრო ძლიერებას, უნიკალურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ატლანტის ოკეანედან წყნარ ოკეანემდე და ენერგორესურსების უზარმაზარ მარაგებს.

ობამას ადმინისტრაციის სურვილი, დააჭირონ თითი "გადატვირთვის ღილაკს" რუსეთთან მიმართებაში, სავსებით გასაგებია. მოსკოვის მოკავშირეობა საგრძნობლად გააიოლებდა ბირთვული განიარაღების, ავღანეთში სტაბილიზაციისა და ირანისთვის (რომელიც ცდილობს ბირთვულ სახელმწიფოდ გახდომას) სანქციების დაწესების საკითხების გადაწყვეტას. ასეა თუ ისე, აჩქარება, შესაძლოა კეთილგონიერების მტერი აღმოჩნდეს, როდესაც საქმე რუსეთისა და ამერიკის ორსაუკუნოვან ურთიერთებას ეხება.

შეერთებულმა შტატებმა "მანასის" ალტერნატივა უნდა მოიძიოს. კონკრეტულად ლაპარაკია თურქმენეთზე, უზბეკეთსა და ტაჯიკეთზე. ამერიკა ვერასდროს დაუშვებს, რომ მოსკოვმა გაიმყაროს თავისი მიღწევები ევრაზიაში და განსაკუთრებით, კავკასიაში. მან ბედის ანაბარა არ უნდა მიატოვოს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები და არ "გადაულოცოს" ისინი რუსეთის "გავლენის სფეროს".

http://www.ipn.ge/ge/index.php?news=13542

This post has been edited by licemer on 22 Feb 2009, 17:26

--------------------
ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,
ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,
რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად.

დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიცემერი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
არის საფრთხეები, რომ რუსეთის წაქეზებით სომხებმა საქართველოს ჯავახეთი წაართვან. რუსეთი პარალელურად მუშაობს თურქეთთანაც და საქართველო-თურქეთის ხელისუფლებების სიამტკბილობის მიუხედავად, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართოს და ეს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით არ მოხდება.

სომხები დიდი ხანია ჯავახეთს ეპოტინებიან და ახლა, როცა საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც დაცემულია, საუკეთესო მომენტია სურვილების ასასრულებლად.

რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ თურქები სომხების შემოსარიგებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. სომხები ჯერ კიდევ 20 წლის წინ (სანამ ყარაბახის ომი იქნებოდა) აცხადებდნენ, რომ როგორც კი სომხეთი დამოუკიდებლობას მიიღებდა, მას უნდა დაებრუნებინა ყარაბახი და შემდეგ - ჯავახეთი. ამის შემდეგ კი, მათ შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად უნდა ებრძოლათ.

ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც სომხები ჯავახეთის აფეთქებისგან თავს იკავებდნენ, ის იყო, რომ მთელი ტვირთები სომხეთში ფოთის პორტიდან შედიოდა. მაგრამ, კლიმიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ მათ გარანტია მიიღეს, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი ექნებათ, რომლის მიცემა მხოლოდ თურქეთს შეუძლია, მაშინ, აგრესიას აუცილებლად დაიწყებენ.

შეიძლება ითქვას, ნიადაგის მომზადება დაწყებულია. ”სომხურ პრესაში სისტემატიურად იწერება, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯავახეთში ეთნოტერორს აწარმოებს და მოსახლეობა მასობრივ დისკრიმინაციას განიცდის. ისინი შეეცდებიან ააჯანყონ ჯავახეთის მოსახლეობა და რუსეთი, შესაძლოა, საერთოს არ ჩაერიოს ამ ომში”, - ამბობს კლიმიაშვილი.

სხვათა შორის, დღეს თურქეთის საგარეო მინისტრი სომხეთში ჩადის, რომელიც ალბათ, გარკვეულ გარანტიებს შესთავაზებს სომხებს. სომხურ-თურქულმა დიალოგმა უკვე აზერბაიჯანშიც გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანულ ვებ-გვერდებზე გაჩნდა განცხადებები, სადაც ისინი გულისწყრომას არ მალავენ მოძმე თურქეთის ნაბიჯების გამო.

ამის საპასუხოდ კი, ორი დღის წინ თურქმა პარლამენტარმა გააკეთა განცხადება და იგი, ასე ვთქვათ, შეეცადა დაემშვიდებინა აზერბაიჯანელები, რომ თურქი ძმა მათ არასოდეს უღალატებს. თუმცა, სომხებთან უნდა შერიგდნენ. ამის შემდეგ კი, თურქეთი მათ ყარაბახის პრობლემის მოგვარებაშიც დაეხმარება.

თუ ეს ავისმომასწავებელი პროგნოზები გამართლდა და სომხეთმა რუსეთის წაქეზებით ჯავახეთისთვის დაიწყო ბრძოლა, სავარაუდოდ, თურქები დასავლეთ საქართველოზე მიიტანენ იერიშს. მითუმეტეს, რომ ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, ომის დაწყების შემთხვევაში, თურქებს სრული უფლება ეძლევათ ბათუმში ისე შემოვიდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც დაეკითხონ.

ამის ერთადერთი მიზანი, სომხებისთვის შავ ზღვაზე გასასვლელის მიცემა იქნება. რამაზ კლიმიაშვილი დარწმუნებულია, რომ თურქები სომხებისთვის ბათუმის მიმცემები არ არიან, მაგრამ ახალი გზის მშენებლობა მალე დასრულდება და სომხების ოცნებაც ასრულდება. – ”სამწუხაროდ ეს არის ყველაზე ცუდი რეალობა, რაც შეიძლება წინ გველოდებოდეს,” - ამბობს კლიმიაშვილი.

ექსპერტი შიშობს, რომ ამ პროვოკაციების ასაცილებლად დასავლეთი თავს არ გამოიდებს: ”შეიკრიბება უშიშროების საბჭო, მიიღებს რეზოლუციას ომის შეწყვეტის თაობაზე და ამით დასრულდება ყველაფერი. ზუსტად ისე, როგორც ეს აგვისტოში მოხდა”.

ერთი შეხედვით, არსებული საფრთხეები ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ აგვისტომდე ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ რუსეთი ასე შორს შეტოპავდა. მაშინ, როგორც ექსპერტები ამბობენ, მიშას პროვოკაციებმა დაღუპა ქვეყანა და ახლაც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს იგი.

და კიდევ, ბევრი რამ ოპოზიციის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა და უკვე ერთმანეთის კრიტიკაზე გადავიდნენ. რა იქნება ხვალ, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ მათი კინკლაობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მიშა კვლავ ქვეყნის სათავეშია და რა მზაკვრულ გეგმებს ამზადებს, ამის პროგნოზირება ალბათ, ოპოზიციასაც გაუჭირდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურამ შარაძის საქმის გამოძიებაში ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ერთვება
24 თებ. '09

გურამ შარაძე
აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას ჰყავდა მოწმეები, მათ შორის - საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია "ლდაგის" ვიდეოთვალმაც ასახა.

გურამ შარაძის ოჯახის წევრებს სამართალდამცავების მიმართ უამრავი პრეტენზია აქვს. ეს ეხება, როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე გამოძიებას და სასამართლოს. გურამ შარაძის მკვლელობის პირველივე წუთიდან სამართალდამცავები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

ოჯახი სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის’’ ფირზე აღბეჭდილი კადრებსა (სადაც გარკვევით ჩანს, რომ მკვევლი, რომელიც მსხვერპლს უკან მიჰყვება, რადიკალურად განსხვავდება დაკავებული ,,მკვლელისგან’’) და არაერთი მოწმის (რომელთა ვინაობის დასახელებისაგან, გასაგები მიზეზების გამო, შეგნებულად თავს ვიკავებთ) მონათხრობზე დაყრდნობით, თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ის ჩაიდინა ორმა დაქირავებულმა ქილერმა და დაკავებულ გიორგი ბარათელს არავითარი კავშირი არ აქვს გურამ შარაძის მკვლელობასთან. მეტიც, ბარათელი მკვლელობის ადგილის მიდამოებში სამართალდამცავების მიერ იძულებით იქნა მიყვანილი მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ, მაშინ, როდესაც ნამდვილი მკვლელები სამშვიდობოს იყვნენ გასულები. გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მან ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. 2008 წლის 14 ნოემბერს სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე "არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის".

2009 წლის იანვრის თვეში, პროექტის - "სასამართლო სისტემის მონიტორინგი 'საქართველოში" ფარგლებში, "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და ჟურნალ "სიტყვის" მიერ ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხება გურამ შარაძის მკვლელობას საქმეს (გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი, პროექტის მხარდამჭერი _ "ევრაზიის პარტნიორობის ფონდი"). გამოძიების საშუალებით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე, აგრეთვე, საფუძველი ეცლება ხელისუფლების ვერსიას ოჯახის ,,სუბიქტურობის’’ შესახებ. ამ გამოძიებამ ცხადყო, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე, ფაქტიურად, არ გამოძიებულა. უამრავი ეჭვი ჩნდება გიორგი ბარათელის ბრალეულობის მიმართ, რომელიც 27 წლიან სასჯელს იხდის.

არც გამოძიებამ, არც სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა. სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა არამარტო უსამართლოდ, არამედ, მთელი ცინიზმით. გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატი საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებს. საქმში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ერთვება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზურაბ ნოღაიდელმა ”რაკიინ ჯორჯიას” პარტნიორების სიისა და იარაღის შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება მოითხოვა

[”ინტერპრესნიუსი”]
მოძრაობა ”საქართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კომპანია ”რაკიინ ჯორჯიას” პარტნიორების სიისა და საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვების კონტრაქტების დეტალების გამოქვეყნებას მოითხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა განაცხადა, კომპანია ”რაკიინ ჯორჯიასთვის” ტელეკომპანია ”იმედის” მიყიდვით ჯოზეფ ქეიმ ტელეკომპანია მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს გადასცა. მისი თქმით, სწორედ პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი არიან აღნიშნული კომპანიის თანაპარტნიორები.

- ”9 აპრილის აქციისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მოახლოების გამო ხელისუფლებას ტელეკომპანია ”იმედის” მკაცრი კონტროლი ესაჭიროება, მაგრამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ ”იმედი” ისევ ხალხის გახდება, როგორც ეს მის მფლობელს ბადრი პატარკაციშვილს სურდა. ყოველივე ამის გამო მოვითხოვ, გამოქვეყნდეს ”რაკიინ ჯორჯიას” პარტნიორების სია, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს”, - განაცხადა ნოღაიდელმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მის მოძრაობას ”რაკიინთან” პრეტენზია არ აქვს და ამ კომპანიას საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მსხვერპლად მიიჩნევს.

იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებით კი ნოღაიდელი სვამს კითხვებს, რა ოდენობისა და ხარისხის იარაღი იყიდა საქართველომ 2 მილიარდ დოლარად და რატომ ვერ გამოიყენა ქართულმა ჯარმა ეს შეიარაღება რუსეთთან ომის დროს საკმარისად ეფექტურად.

- ”იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას პირადად მიხეილ სააკაშვილი იღებდა და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს თანხა საქართველოს ხმარდებოდა. თუმცა, რუსეთთან ომის შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა. თუ იარაღის ყიდვისას დარღვევები იყო დაშვებული, ეს ფაქტობრივად, ქვეყნის ღალატია”, - განაცხადა ნოღაიდელმა.

მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ მოძრაობის წევრები დღეს გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 9 აპრილისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში. გადაწყვეტილება კი ხვალისთვის გლდანის მოსახლეობასთან დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრებს აწამებენ

გელა მთივლიშვილი

"აქამდე ისე გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს. საკვებად უცხიმო სუპს გვაძლევდნენ, ეხლა რაც შეიძლება მეტ მარილს აზავებენ, რომ ვერ ვჭამოთ და ნარჩენებით საკუთარ ფერმებში ღორები გამოკვებონ. ან თუ შევჭამთ, წყალი მოგვწყურდეს, წყალს კი არ გვაძლევენ. ხმის ამოღების შემთხვევაში გვაგინებენ. გვცემენ მომსახურე პერსონალის და პოლიციის თანამშრომლებიც. ექიმები ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ, მალე მოკვდებითო, მარტო ამას ამბობენ. წამალი მოვითხოვეთ, გაგვაშიშვლეს და თირკმელებში სასტიკად გვირტყეს. ესეც არ გვაკმარეს და კარცერში ჩაგვყარეს. ვიხოცებით" - ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს სთხოვენ.

მსჯავრდებულთა თქმით, გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ როგორც ამბობენ, კიდევ უფრო მეტად დაისაჯნენ.

"ჩვენს წერილებში მოყვანილი კონკრეტული ფაქტების შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საქმის კურსში დაწესებულების დირექტორი და ადმინისტრაცია ჩააყენეს, მათი დავალებით კი უარესი დაგვმართეს. წერაც აგვიკრძალეს. ვახერხებთ და ამ წერილს თქვენთან ახლობელს ვატანთ. გთხოვთ, ყველას გააგებინოთ აქ რა ხდება. პროტესტის გამოხატვის სხვა საშუალება არ გვაქვს, ისედაც ვშიმშილობთ", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 60-ზე მეტი მსჯავრდებული აწერს.

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ამავე დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის ინდივიდუალურად დაწერილი წერილი საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის სახელზე.

მსჯავრდებული რობერტი ხარაიშვილი უკვე ორი თვეა ჩივის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციას მან მკურნალობის ჩატარების თხოვნით ბევრჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. "პალატიდან გარეთ საკვების მისაღებად გასვლაც არ მსურს, რადგან გვამცირებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, არადამიანურად გვეპყრობიან. ორი თვეა წამლებს ვითხოვ და არ მაძლევენ. დაწესებულებას ამხელა ეზო აქვს და სუფთა ჰაერზე საერთოდ არ გვიშვებენ. პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ გვაქვს. მაშინვე კარცერში მიგვათრევენ.Kკარცერი ავადმყოფებით არის სავსე. რატომ, რა მიზეზით? რა უნდათ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს კარცერში? ზოოპარკში ცხოველები ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არიან. მეოთხე კვირაა ყელი და ხორხი გამისივდა, ხმა წამერთვა და საშინელი ტკივილები მტანჯავს. ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ვითხოვე, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელსაც კი არ მაძლევენ", - აღნიშნავს რობერტ ხარაიშვილი.

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პრეტენზიებსა და ბრალდებებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე კატეგორიულად უარყოფს.

"ამ დაწესებულებაში პატიმრები კარცერში არ იმყოფებიან. მსჯავრდებულები ჩვეულებრივ ოთახებში არიან და მათზე ყველა ის პროგრამა ვრცელდება, რაც ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებს ეკუთვნით. ამასთან ერთად, დაწესებულების შენობაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირადად ვარ იქ რამდენჯერმე ნამყოფი და ვიცი, რომ პატიმრები გარეთაც გადიან. რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამის შესახებ ინფორმაციას მივაწოდებ ხელმძღვანელობას, მინისტრს და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო რეაგირებას მოვახდენთ" - განაცხადა სალომე მახარაძემ.

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობასთან დაკავშირებით ფლობს თუ არა ინფორმაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი, ამის გარკვევა ვერ შევძელით. "მე კომენტარს მხოლოდ იმ ჟურნალისტებს ვაძლევ, ვისთანაც საჭიროდ ვთვლი", - აღნიშნა არსენიშვილმა.

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.
სხვა რესურსები/Other Resources:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დავით თევზაძე: აგვისტოში არანაირი ომი არ ყოფილა, ეს იყო საცოდაობა და, სამწუხაროდ, ამდენი სისხლის ფასად...

"ქვეყნის ომისთვის მომზადება ორ და სამ დღეში არ ხდება. ამას სჭირდება წლები და ეს ყველაფერი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან.

ჩვენი ქვეყანა არანაირი ომისათვის მზად არ არის. რაც არ უნდა კარგი ჯარი გყავდეს, ქვეყანა ვერ იომებს, თუ არ არის ეკონომიკური ბაზა ამისათვის. ეს სერიოზული თემებია და თან, არა ისეთი, რომ გაზეთის ფურცლებიდან ვიღაცა მოძღვრო", _ აცხადებს "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე.

ის ერთ-ერთია თავდაცვის უწყების იმ ყოფილ მაღალჩინოსანთა შორის, ვისი ინიციატივითაც "გენერალთა კლუბი" შეიქმნა. როგორც დავით თევზაძე ამბობს, კლუბის შექმნის იდეა დიდხანს მწიფდებოდა. დეკემბერში კი მისი დაფუძნება საბოლოოდ გადაწყდა. კლუბს რამდენიმე ამოცანა აქვს, გადამდგარი, დათხოვნილი ოფიცრების კვალიფიკაციის შენარჩუნება, მოსახლეობაში სამხედრო ცოდნის პროპაგანდა და ქართველი ოფიცრებისთვის მუნდირის ღირსების დაბრუნება.

"ჯორჯიან თაიმსი": რა მდგომარეობაა დღეს შეიარაღებულ ძალებში?

დავით თევზაძე: კონკრეტულად ჯარში რა ხდება, არ ვიცი. შეხება არა მაქვს.

_ რა შეიცვალა თქვენი თავდაცვის მინისტრობის შემდგომ ქართულ ჯარში?

_ ძალიან კარგია, რომ ჯარი ჩაცმულია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმ თვისებების დაკარგვის ხარჯზე, რაც გვქონდა.

_ რა თვისებებს გულისხმობთ?

_ ვსაუბრობ სულისკვეთებაზე, თავგანწირულობაზე, ეს კი ჩაცმულობაზე მეტია.

_ გარეგნულად ჩანდა, რომ საკმაოდ ძლიერი და მომზადებული ჯარი გვყავდა და რატომ უნდა ჩაკვდეს სულისკვეთება, რა იწვევს ამას?

_ კარგი ცხოვრება.

_ მშიერ და ჩაუცმელ ჯარში უფრო მეტი სულისკვეთებაა?

_ ეგ არ მითქვამს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მოტივაცია მეტი იყო მაშინ, როცა ჯარისკაცი ხელფასისთვის არ მსახურობდა. ახლა კი მოჭარბდა ხალხი, რომელიც შეიარაღებული ძალების რიგებში მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო მსახურობს.

_ ამან არაპროფესიონალთა მიზიდვა გამოიწვია?

_ გამოიწვია ის, რომ ადამიანები, რომლებიც მოტივირებულნი იყვნენ ბრძოლისთვის, როგორც ჩანს, ქვეყნისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენენ.

_ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის, ჯარში პროფესიონალები ჰყავდეს?

_ არ ვიცი რა არის ხელისუფლების პრიორიტეტი. მე მათთან არა ვარ. უბრალოდ, ასე გამოდის.

_ რაც შეეხება აგვისტოს ომს, როგორ შეაფასებდით?

_ შედეგი, რომელიც მივიღეთ, ძირითადში უცოდინარობამ განაპირობა.

_ თქვენ ადრე საუბრობდით, რომ ჩვენი ჯარი უფრო მეტად იყო მომზადებული სამშვიდობო და არა საბრძოლო ოპერაციებისთვის.

_ დიახ, პოლიტიკური ამოცანა, რა თქმა უნდა, სხვა იყო და ჯარიც ამ ამოცანის შესაბამისად ემზადებოდა და არა ომისთვის.

_ როდესაც ქვეყანას ორი კონფლიქტური ზონა აქვს და საბრძოლო მოქმედებების განახლების მუდმივი საფრთხე არსებობს, ჯარი საბრძოლო მოქმედებისთვის არ უნდა მოემზადოს?

_ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ სამხედრო ძალებით არ ვაპირებთ კონფლიქტების გადაჭრას.

_ თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური იყო ომის რიტორიკა?

_ ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ომზე საუბრობდა. ფაქტია, რომ ქართველი ჯარისკაცი გარკვეულ დონეზე იყო მომზადებული, თუმცა არა _ ომისთვის.

_ აფხაზეთის ომთან რა პარალელს გაავლებდით?

_ არანაირად არ შევადარებ. ის მართლა ომი იყო. ეს კი ყველამ იცის, რაც იყო.

_ აბა, ეს რა იყო?

_ აგვისტოში არანაირი ომი არ ყოფილა, ეს იყო საცოდაობა და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ამდენი სისხლის ფასად...

_ საფრთხემ გაიარა, თუ შესაძლოა, კიდევ აღმოვჩნდეთ ასეთი საცოდაობის წინაშე?

_ არ ვიცი.

_ ქართულ არმიას შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი?

_ არ ვიცი, არა ვარ ქართულ ჯართან დღეს.

_ მაშინ "გენერალთა კლუბს" რისთვის ქმნით თუ იტყვით, რომ ჯართან არ გაქვთ შეხება. არ გსურთ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ?

_ ჩვენს მიზნებში არ წერია ჯარის დახმარება. იქ წერია ჩვენი, გარკვეული ურთიერთობების აღდგენა, საზოგადოებაში ჩვენი რენომეს აღდგენა.

_ აგვისტოს ომის შემდეგ ექსპერტები წაგებული ომის გამო პასუხისმგებლობას ჯარისკაცებზე მეტად მეთაურებს აკისრებენ შეცდომების და არაორგანიზებულობის გამო...

_ იცით რაშია საქმე, ეს ერთგვარი ფანდია. ჯარისკაცმა თავისი ამოცანა რომ შეასრულოს, ბუნებრივია, ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს. ასე რომ, ორივე თანაბრად არის პასუხისმგებელი.

_ შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა?

_ რა თქმა უნდა, არ არსებობს ასე, რომ ჯარისკაცი ძალიან მაგარია. არც ჯარისკაცები იყვნენ მაგრები. შეიარაღებული ძალების მოქმედება არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან გაურკვეველი იყო ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი, ამიტომაც არ იყო ადეკვატური მოქმედება.

მეთაურებს არ ესმოდათ რას აკეთებდნენ. თორემ რუსეთის მხრიდან შემოსული ძალის შეკავება გააზრებული ქმედების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.

_ გასაგებია, ქართულმა ჯარმა მომზადების მაღალი დონე ვერ აჩვენა, რაც შეეხება რუსულ არმიას, მათზე რას იტყვით?

_ ვერც რუსებმა დატოვეს დიდი შთაბეჭდილება. თავდაპირველად ისინი ქაოტურად მოქმედებდნენ, მაგრამ შემდგომ თანმიმდევრულები გახდნენ.

_ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ამ ომის გამო უამრავი ჯარისკაცი აღმოჩნდა ციხეში...

_ ფაქტია, რომ მეთაურობა არ ვარგოდა. რაც შეეხება ვინმეს დასჯას, მაგ საკითხის დამყენებელი მე არ გახლავართ. რა თქმა უნდა, უნდა დადგეს უმაღლესი სარდლობის პასუხისმგებლობის საკითხი.

_ ხელისუფლება ომს დამარცხებულად არ აცხადებს და ამბობს, რომ გამარჯვება წინაა...

_ ეს პოლიტიკური გემოვნების ამბავია.

_ რაც შეეხება პოლიტიკურ გემოვნებას, რა მდგომარეობაა ამ კუთხით?

_ მე პოლიტიკოსი არ გახლავართ და არც ვაპირებ პოლიტიკაში გარევას.

_ მიმდინარე მოვლენებს თვალს ხომ ადევნებთ?

_ მერე რა, რომ ვადევნებ.

_ როგორ შეაფასებთ?

_ არ შევაფასებ.

_ საუბრობენ, რომ ოპოზიციის გააქტიურების შემთხვევაში შესაძლოა, ხელისუფლება პროვოკაციულ ომში კვლავ ჩაერთოს... თქვენ ამას გამორიცხავთ?

_ იცით, ამაზე არ ვფიქრობ. შეიძლება წამოიწყოს და შეიძლება _ არა.

_ აგვისტოს ომის აცილება შესაძლებელი იყო?

_ არ არსებობს დაპირისპირება, რომლის თვიდან აცილება არ შეიძლება. მაშინაც კი, როცა წარმატების იმედი გაქვს, უნდა იცოდე შენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება.

_ ომის შედეგებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს?

_ ნატოსკენ სწრაფვა გაცხადებული იყო, მაგრამ ამ ომმა არ დაგვაახლოვა, ყოველ შემთხვევაში.

_ ამერიკასთნ გაფორმებულ თანამშრომლობის ქარტიას როგორ შეაფასებთ, რას გვაძლევს ის ჩვენ?

_ ეს ზოგადი დოკუმენტია და თუ პოლიტიკური ნება იქნა, შეიძლება ამ დოკუმენტის ბაზაზე რაღაცები აიგოს.

_ პოლიტიკური ნება ვისგან უნდა იყოს?

_ ახალი ადმინისტრაციისგან. შევხედოთ რა იქნება. დრო გვაჩვენებს ყველაფერს.

_ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას, თუ ჩვენი ჯარისკაცები იქ ბრძოლას არ სწავლობენ, რას გვაძლევს?

_ სხვის ომში არ მონაწილეობენ, საერთაშორისო ძალებთან ერთად მშვიდობის განმტკიცების ან დამყარების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობენ.

_ თქვენ ხომ განაცხადეთ, რომ იქ ბრძოლასა და საბრძოლოდ მზადყოფნას არ სწავლობენო..

_ პრიორიტეტებს საზღვრავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. რა უნდა ისწავლონ ჯარისკაცებმა, ეს მათ უნდა განუსაზღვრონ.

_ რაც შეეხება თავდაცვის მინისტრების ხშირ ცვლას, რამდენად აისახება ეს ჯარზე?

_ ხელმძღვანელობის ხშირი ცვლა ჯარისთვის კარგი არანაირად არ არის და ამაზე მეტად უარესია, როდესაც ხელმძღვანელობასთან ერთად იცვლება მთელი შრე _ თანამდებობის პირებისა.

_ თქვენი თავდაცვის მინისტრობის დროს როგორი იყო სახელმწიფოს პოლიტიკა?

_ როცა ჯარს დაფინანსება აქვს, ეს კარგია, მაგრამ ფინანსებს ჭკვიანური გამოყენება უნდა.

_ ჯარში ჭკვიანი ხალხი აღარ გვყავს?

_ ჯარში შეიძლება უამრავი ჭკვიანი ადამიანი იყოს, მაგრამ აუცილებელია ისიც იყოს პროფესიონალი, ვის ხელშიც სახსრებია.

_ თანხების არასწორი განკარგვა და ვიღაცის ჯიბეებში დალექვა ხდება?

_ ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ასეთ საუბრებს ვერ ავყვები.

_ თუ გაეცანით თავდაცვის მინისტრის 2009 წლის ხედვას?

_ არა, სურვილი არ მქონია. ჯერ ერთი, ფაქტია, რომ ეგ არ არის მისი დაწერილი.

_ ანუ სხვა ქვეყნიდან ,,კოპით" გადმოიტანეს?

_ არ ვიცი, საიდან და როგორ არის გადმოღებული, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რასაც მან ხელი მოაწერა, მისი ხედვა არ არის.

_ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციას, რომლის შეცვლა ასე უცებ გახდა საჭირო, თუ იცით ვინ არიან მის შექმნაში ჩართულები?

_ მე ვიცი ვინც უნდა იყვნენ ჩართულები და ვინ არიან ჩართულები, ეს არ ვიცი.

_ ვინ უნდა იყვნენ, თქვენ ვის გაუწევდით რეკომენდაციას?

_ პირველ რიგში, ამის კორდინაციას უშიშროების საბჭო უნდა ეწეოდეს.

_ დღევანდელ უშიშროების საბჭოში არიან ისეთი კადრები, რომლებიც ასეთი დოკუმენტის შემუშავებას შეძლებენ?

_ აბა, მე რა ვქნა. შემიძლია წინადადებები შევთავაზო.

_ რას საქმიანობს დღეს დავით თევზაძე?

_ ასწავლის სტუდენტებს, მაგისტრანტებს.

_ ჯართან შეხება რომ არ გაქვთ, გული არ გწყდებათ?

_ იმდენ რამეზე მწყდება გული...…

_ არა გაქვთ სურვილი, კვლავ სამხედრო ცხოვრებით იცხოვროთ?

_ ჩემს ასაკში უკვე ნელ-ნელა წყდები ამ პროცესებს.

_ არც თქვენი შვილები აღარ არიან შეიარაღებულ ძალებში?

_ არა.

_ რატომ, თქვენ ურჩიეთ?

_ არა, როდესაც ჩემი გოგონა ერაყიდან დაბრუნდა, დაითხოვეს.

_ რა მოტივით?

_ არ ვიცი.

_ იმის გამო დაითხოვეს, რომ თქვენი შვილი იყო?

_ არ ვიცი, ალბათ.

_ თქვენ არ მოგიმზადებიათ რაიმე დასკვნა, რა შეცდომები იქნა დაშვებული აგვისტოს ომის დროს?

_ არა, დასკვნა არ დამიწერია, ჩემთვის ვიფიქრე. მაგრამ რა?

_ და რას თვლით მაინც ყველაზე დიდ შეცდომად?

_ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას.

_ ეს ტერიტორიები საბოლოოდ დავკარგეთ?

_ დრო გვაჩვენებს.

დალი ბჟალავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯანსუღ ჩარკვიანი: ხელისუფლებაში დიპლომატიის ნატამალი აღარ არსებობს

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის აზრით, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და აირჩიოს ლიდერი, რომელიც დანარჩენ ლიდერებს სათავეში ჩაუდგება.

„ერმა უნდა დაინახოს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ერთი ადამიანი აირჩიეს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოუცხადებს საზოგადოება ნდობას ლიდერთა რჩეულს“, – ამბობს ბატონი ჯანსუღი და მისი აზრით, ოპოზიცია ერთ გზას თუ არ დაადგა, ჩვენი საშველი არ იქნება და ისედაც დანგრეული ქვეყანა, საბოლოოდ განადგურდება.

– ბატონო ჯანსუღ, საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებას როგორ აფასებთ?

– ქვეყანა დაღუპვის პირასაა მისული. საქართველოში სიტყვა პატრიოტიზმი დაკარგულია. პატრიოტი ის არის, ვინც სამშობლოს ემხრობა და არა პრეზიდენტს. ხელისუფლებაში დიპლომატიის ნატამალი აღარ არსებობს. დიპლომატები გაყარეს და ბავშვები, თინეიჯერები მოიყვანეს. ზაქარია ქუცნაშვილის მამას რომ დააკავებ და კვიციანის და ციხეში გეყოლება, კოდორის ხეობას აფხაზეთად რომ გადააქცევ და ახალგორში ოსეთის ხელმძღვანელს დანიშნავ, ეს არ არის დემოკრატია.

– თქვენ პრეზიდენტს შეხვდით და ესაუბრეთ, ხომ არ გაითვალისწინა მან თქვენი მოთხოვნები?

– არა, არაფერიც არ გაუთვალისწინებია. სხვათა შორის, ეს თემა, ისევე როგორც ინდაურების, ჟურნალისტებმა აიტაცეს. ამ ბოლო დროს ერთ გაზეთში ისევ დაიწერა ფრაზა „წითელი ინტელიგენცია“. თუ მაინცდამაინც ყურადღებას ფერებზე ამახვილებთ, მე ცისფერს წითელი ფერი მირჩევნია და იცოდეს ეს წერილების ავტორმა. დაანებოს თავი ამ ფერებს და ინდაურებს.

დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას... არაფერი შეცვლილა და მეტიც, სასამართლოს განაჩენით მწერალთა კავშირის შენობა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს. მწერალთა კავშირი შენ იმიტომ არ გინდა, რომ საბჭოთა კავშირთან არის დაკავშირებული? ევროკავშირი გინდა? რაშია საქმე? კავშირი რა შუაშია? ერთი სიტყვით, ძალიან გაუნათლებელი ხალხია ხელისუფლებაში მოსული.

ამ შეხვედრით პრეზიდენტმა, ეტყობა, ხალხს უთხრა, სურვილი მაქვს, შევხვდე ყველასო. ახლა კი ყველაფერზე უარს ამბობს. არ მითქვამს ჩარეცხილებიო, არც ლილიპუტინიო, არც ის, რომ ომი მოვიგეთო. ქუთაისში უთქვამს, ომი მოვიგეთ და წავაგეთ კიდეცო. და ერთ ქუთაისელს უხუმრია: მიხარია, რომ ნიჩიაზე დაამთავრეთო.

მე არც რუსის ჩექმის მომხრე ვარ და არც ურწმუნო ამერიკის. არ შეიძლება ყველასთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს? უნდა იცოდე, ვის ებრძვი და იმასთან ისეთ ურთიერთობაში უნდა იყო, როგორიც ნაცარქექიას ჰქონდა დევებთან. სხვანაირად არ შეიძლება!

– ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. თქვენი აზრით, ხელისუფლება წავა დათმობაზე?

– რა თქმა უნდა, არ წავა, მაგრამ ხალხმა თუ მოითხოვა, უნდა გაუწიოს ანგარიში. უნდა შეუძახო პრეზიდენტს, რომ ქვეყანაზე მარადიული არაფერია და თუ ხალხს არ უნდიხარ, უნდა გადადგე. მე მგონია, რომ, თუ ხალხი თავის სიტყვას იტყვის, ხელისუფლებამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა, ანუ ხალხი იტყვის წადი, ხელისუფლება იტყვის: კი ბატონო. მაგრამ წინ და წინ იმაზე საუბარი, რომ პრეზიდენტი როგორც კი წავა, უნდა დავიჭიროთ, არასწორია, რადგან ეს მის წისქვილზე ასხამს წყალს. უთხარი, წადი და წავა, რა!

– პრეზიდენტი აცხადებს, 2013 წლამდე არსად ვარ წამსვლელიო, ოპოზიცია ირწმუნება, გაზაფხულზე სააკაშვილის რეჟიმს დავასრულებო, რა მოხდება, როგორია თქვენი პროგნოზი?

– ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და შეძლებს ხელისულების გაშვებას, მაგრამ თუ ცალ-ცალკე იქნებიან, არაფერი გამოუვა.

– ოპოზიციის ნაწილმა ლიდერად ალასანია მიიჩნია, თვენ რას ფიქრობთ? ბატონი ირაკლი ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც შეძლებს ქვეყნის მართვას?

– ალასანია ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ღირსეული ახალგაზრდაა და, რაც მთავარია, გმირი კაცის – მამია ალასანიას შვილია. წლების განმავლობაში პოლიტიკური და დიპლომატიური კარიერა გაიკეთა, მაგრამ მე მინდა ოპოზიციის ლიდერებმა აირჩიონ ლიდერად და ამის შემდეგ მივემხრობი მას.

– ამბობენ, სააკაშვილი პატრირქის შეცვლას გეგმავსო. ამაზე რას გვეტყვით?

– ჩემი აზრით, ეს ჭორია, თუმცა პატრიარქი მაინცდამაინც გულზე რომ არ ეხატებათ, ესეც ფაქტია, რადგან ილია მეორე უდიდესი პიროვნებაა, ასეთი ადამიანები უნდა ქადაგებდნენ ერში. არა მგონია, გაბედონ და რამე დაუშავონ. ამას ვერ დავიჯერებ, და თუ საქართველო ამ დონემდე დაეცემა, მაშინ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი. სანამ მრევლად არ იქცევა ქვეყანა და ჯოგი იქნება, არაფერი გვეშველება.

ქეთი ხომერიკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
თქვენ არ მოგიმზადებიათ რაიმე დასკვნა, რა შეცდომები იქნა დაშვებული აგვისტოს ომის დროს?

_ არა, დასკვნა არ დამიწერია, ჩემთვის ვიფიქრე. მაგრამ რა?

_ და რას თვლით მაინც ყველაზე დიდ შეცდომად?

_ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას.

_ ეს ტერიტორიები საბოლოოდ დავკარგეთ?

_ დრო გვაჩვენებს.

საინტერესოა რომელ დროს გულისხობენ ?კიდევ რომელს?
რამდენი თაობა უნდა შეეწიროს კიდევ ამ დროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკო2008 Vემო მეგობარო.ყველაზე საინტერესო იცი რა არის.წუხელ ტელეკომპანია იმედმა აჩვენა.ტურმე დაღუპული ვაჟკაცების ოჯახებმა დახმარება რომ მიიგონ კანონში მუხლია შესატანი,ამას 6 თვის მერე ამბობენ აგვისტოს მოვლენებიდან
ნ წარმოგიდგენია.რამდენს მარცენალი შვილი დაეკარგა.რამდენს მამა რომელიც შვილებს ინახავდა და ჩვენი მთავრობა ეხლა ფიქრობს კანონში სიახლის შეტანას.რაზე შეიძლება საუბარი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერვიუ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან ნოდარ ჯავახიშვილთან

-ამბობენ, ლარს ცუდი დღე ელოდებაო. ხომ არ განმეორდება "მწვანე პარასკევი"?
-ამისთანა შეკითხვები მიზანშეწონილი იქნება, ხელისუფლებას დაუსვათ, მათ უკეთესად იციან, თუმცა, ხელისუფლება ნაკლებად პროგნოზირებადია ამ კუთხით. ჩემი პროგნოზი კი, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, უსაფუძვლო აღმოჩნდეს. დღეს არ არის საშიშროება "მწვანე პარასკევის" განმეორების, მაგრამ არც მაშინ იყო ამის საფუძველი, როცა ლარის დევალვაცია მოხდა. ეროვნულ ბანკს ჰქონდა რესურსებიც და იყო სავალუტო რეზერვებიც. ასე რომ, საფუძველი არ არსებობდა, ლარის კურსის ვარდნა მომხდარიყო, ეს იყო შეგნებული დანაშაულებრივი ქმედება. არ უნდა მომხდარიყო ლარის კურსის დაცემა, მით უმეტეს, პარასკევს.
-ლარის კურსის შენარჩუნებისათვის ხელისუფლება იძულებულია, სავალუტო რეზერვები დახარჯოს, რა თანხა იხარჯება ამისთვის?
- მე გავიგე, რომ იანვრის თვეში 160 მილიონი დაიხარჯა ლარის კურსის შესანარჩუნებლად. ეს თანხა არ არის ცოტა, საქმე ის არის, როგორი ეკონიმიკური პოლიტიკა აქვს ქვეყანას და როგორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა? დღეს შეიძლება 160 მილიონი კი არა, 160 მილიარდი დახარჯოს სახელმწიფომ, მაგრამ მიზანი რა არის? 3 წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რატომ მყარდებოდა ლარი და რა მიზანს ემსახურებოდა მისი გამყარება? არ ვიცით, რატომ მოხდა მაინცდამაინც, პარასკევს ლარის კურსის ვარდნა, ამის შესახებ აზრიანი განმარტება არავის მოუცია. არავინ გვეუბნება, ახლა რა უნდათ. თუ არ გაარკვია საზოგადოებამ და მასმედიამ, რა უნდა ხელისუფლებას, შეუძლებელია პერსპექტივაზე ლაპარაკი.
-რამდენად ამოწურვადია რეზერვი?
- ყველაფერი ამოწურვადია, მაგრამ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შემოვა მილიონები, საიდან და როგორ, არავინ იცის. დღეს დოლარზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე იყო, მაგრამ ვალუტის სიმყარე დაკავშირებულია ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე, როცა ექსპორტზე მოდის 20% და იმპორტზე - 80%, ეს არასოდეს ეყოფა დოლარს. ერთი 4-თან ყოველთვის გვაქვს გარღვევა. ჩვენ ვართ მომხმარებელთა საზოგადოება და არა სახელმწიფო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სარეზერვო ფონდი ივსება მეგობარი ქვეყნების დახმარებით, ინვესტიციების და საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლების დახმარებებით. ქვეყანა თავის დოლარს არ გამოიმუშავებს, ანუ ყოველი ხუთიდან, მხოლოდ ერთს გამოიმუშავებს, ოთხი ვიღაცამ უნდა აჩუქოს. სანამ გვჩუქნიან დოლარებს, კარგად ვიქნებით. მაგრამ ასე ქვეყნები არ ცხოვრობენ. ეს იმას ჰგავს, რომ დღეს მათხოვარი გამოდის ქუჩაში, დგას და ვიღაცა პურის ფულს აჩუქებს, ხვალ კი შეიძლება ესეც ვერ შეაგროვოს.
- ბოლოსდაბოლოს, რეზერვებიც გამოილევა, რა მოხდება მერე, როგორია თქვენი პროგნოზი?
- ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არა მარტო ბოლო წლებში, არამედ, ბოლო 10 წელია, რომ ეს კრიზისული სავაჭრო ბალანსი გამოსწორდეს. პირიქით, მდგომარეობა უარესდება. შარშან ვამბობდი, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი 20-80%-ზეა მეთქი, წელს კი ეს სხვაობაც შეიცვალა, რადგან სასუქებზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, მოთხოვნა დაეცა. 20% რომ გვქონდა, ახლა 10%-ია. მართალია, სავალუტო რეზერვები დღეს ივსება, შეიძლება ხვალაც შეივსოს ვინმეს დახმარებით, მაგრამ ქვეყანა სახელწიფოს ვერ დაარქმევს თავს, ვიდრე შიდა რეზერვები არ გვექნება. ქვეყანა არაფერს აწარმოებს. შეიძლება, საქართველოში კარტოფილი და ხახვი საზღვარგარეთიდან შემოდიოდეს?
- რას იტყოდით ეროვნულ ბანკზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი რეზერვი კიდევ უფრო შემცირებულია.
- მერე რა რომ შემცირებულია, მილიარდზე მეტი ხომ აქვს, ამას არა უშავს, მაგრამ ქვეყანა რომ მშვიდად გრძნობდეს თავს, მას უნდა ჰქონდეს, საკუთარი. თუ 500 ათასს ჩამოცდება სავალუტო რეზერვი, მაშინ უკვე საგანგაშო იქნება. ერთ მშვენიერ დღეს, ეს პრობლემა დადგება და როდის, არ ვიცი.
-რა თანხა დაიხარჯა ლარის კურსის შესანარჩუნებლად?
- საერთოდ არ ვიცი, გეტყვით იმას, რომ იანვრის თვეში 160 მილიონი დაიხარჯა, ეს ცოტა არ არის, მაგრამ არც ტრაგედიაა. თუ შეპირებულ 2 მილიარდს მივიღებთ და სწორად დავხარჯავთ, მაშინ არ იქნება კატასტროფა, მაგრამ თუ მივიღებთ და იმ ფულს სახლში წაიღებენ ჩინოვნიკები, ეს კატასტროფა იქნება. მომხმარებელთა საზოგადოებამ, ანუ მათხოვრების ქვეყანამ, სადაც არ არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და სადაც ექსპორტი ბალანსდება იმპორტით, არ შეიძლება, დიდხანს იარსებოს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი