↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
* მთავარი
* ჩვენს შესახებ
* კონტაქტი

პრინცესა და დათვი: ევროპის არისტოკრატია ცოცხალია

economist

საქართველო ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას გერმანიაში, ქვეყანაში, რომელიც მის სავაჭრო კავშირებს რუსეთთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხოლო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას პრობლემურ ქვეყნად აღიქვამს. ასე, რომ ვინ შეძლებს საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებას გერმანიაში ყველაზე უკეთ, თუ არა გერმანიაში–განსწავლული ჰაბსბურგი? როგორც კი ის თავის ნდობის მანდატს მომავალ თვეში პრეზიდენტს წარუდგენს, გაბრიელა მარია შარლოტა ფელისიტას ელისაბედ ანტონია ვონ ჰაბსბურგ–ლოტრინგენი, ავსტრიის იმპერიის და ჰერცოგის ასული, უნგრეთის და ბოჰემიის სამეფო პრინცესა ბერლინში საქართველოს ელჩი გახდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ასეთი სახელის წინაშე წესით ყველა კარი გაიღება.

ბერლინის დიპლომატიურ სცენაზე გამოჩენილი ფიგურა ვლადიმერ კოტენევია, რუსეთის ელჩი გერმანიაში, დაუოკებელი მაღალი წრის წარმომადგენელი, რომელიც ევროპაში ფაქტობრივად ყველაზე დიდი საელჩოს მმართველია. ქალბატონმა ვონ ჰაბსბურგმა (სახელი, რომელსაც ის უპირატესობას ანიჭებს) მისი ტიტულების მიუხედავად, საეჭვოა კოტენევის ძალისხმევის ნიშნულს მიაღწიოს. თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია გერმანელები საქართველოს ევროპულ ფესვებსა და მომავალზე ჩააფიქროს. ლუქსემბურგში დაბადებული და გერმანიასა და ავსტრიაში გაზრდილი პოლიგლოტი ქალბატონი ვონ ჰაბსბურგი ავანგარდისტი სკულპტორია და ლითონზე მუშაობს. ის საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქე გახდა და ენის შესწავლა დაიწყო (რასაც „ყოველდღიურად აუმჯობესებს“, აცხადებს ბატონი სააკაშვილი).

მისი ოჯახის სტანდარტების მიხედვით დიპლომატია ბერლინში ეკზოტიკურ საქმიანობად არ მიიჩნევა. ჰაბსბურგელი იმპრატორების მემკვიდრეებმა საბჭოთა იმპერიის დაშლის პროცესს ხელი შეუწყვეს, განსაკუთრებით, 1989 წელს ზაფხულში უნგრეთიდან ავსტრიაში ხალხის მასობრივი გადასვლის ორგანიზებით, რამაც რკინის ფარდაში პირველი დიდი ხვრელი გააჩინა. ქალბატონი ჰაბსბურგის ექვსი დედმამიშვილიდან, მისი ყველაზე უმცროსი და ვალპურგა წამყვანი კონსერვატიული პოლიტიკოსია შვედეთში; მისი ძმა გეორგი უნგრეთში განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი. კიდევ ერთი – ევროპის პარლამენტში მუშაობდა.

მამამისი ოტო ვონ ჰაბსბურგი, რომელიც ახლა 97 წლისაა, ერთ–ერთი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც ავსტრია–უნგრეთის იმპერია შეიძლება ახსოვდეს (მისი მამა კარლოსი, ბოლო იმპერატორი იყო. იმპერია დაინგრა, როდესაც ოტო 6 წლის იყო). ის იმ სამყაროს კოლაფსს არ განიცდის, სამეფო ეტიკეტისგან თავისუფალია და ამბობს, რომ ყველას ვისაც ამის სურვილი აქვს, „თქვენი უდიდებულესობის“ ნაცვლად, შეუძლია „იდიოტი“ უწოდოს. მისმა ქალიშვილმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ გერმანიის დიპლომატიურ პროტოკოლი გაცილებით შეზღუდულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტმა ოკუპანტები შეაფუცხუნა

[ლევან სეფისკვერაძე]
22 თებერვლის საღამოს, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსები ჩავიდნენ. ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტობი თავიდან არ ამხელდნენ, თუმცა როგორც ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ჩვენთან საუბარში ამბობს, ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებიდან, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში და რუსულ საგოშაგოებზე დიდი ფაცი-ფუცი შეინიშნებოდა. როგორ ჩანს, რუსი ჯარისკაცები ცდილობდნენ უფროსობას სათანადოდ დახვედროდნენ. წმენდნენ იარაღს, იწესრიგებდნენ ფორმას, ღებავდნენ მოძველებულ ტექნიკას და სხვა...

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” რუსი მაღალჩინოსნების რეგიონში ჩასვლა მხოლოდ მაშინღა დაადასტურა, როდესაც ეს უკანასკნელნი უკვე ცხინვალში იყვნენ. გარდა ამისა, რუსები არ აცხადებენ კონკრეტულ გვარებს იმ მაღალჩინოსებისა, რომლებმაც ოკუპირებული რეგიონი მოინახულეს და მათი ვიზიტის მიზეზებზეც ტრადიციულად ძალიან ბუნდოვან ინფორმაციას იძლევიან.

თუმცა, სოფელ ნიქოზის მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ირწმუნებიან, რომ რუსი სამხედრო მარალჩინოსნების ცხინვალში ჩასვლის მთავარი მიზეზი 13 თებერვალს ცხინვალის ახალ სამხედრო ბაზაზე რუს ჯარისკაცებს შორის მომხდარი ჩხუბი იყო.

მევლუდ ფინარაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “კარგად მახსოვს, დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც ცხინვალის მხრიდან სროლის ხმა გაისმა. თქვენც იცით, რომ აქ სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ჩვენთან ვერავის გააკვირვებ, მაგრამ აშკარა იყო, რომ მთვრალი სამხედროები ტრადიციულად უაზროდ კი არ ისროდნენ, არამედ საროლა აშკარად ორმხრივი იყო. ღამით ხმები მკვეთრად ისმის და რუსების ყვირილის ხმა ქართულ სოფლებამდე აღწევდა.

სროლა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დილით კი, რუსულ საგუშაგოსთან ორი “ბეტეერი” დაამატეს. ამბობენ, რომ რუსებსა და ოსებს შორის მოხდა ჩხუბი, მაგრამ უფრო დასაჯერებლი ის, რის რომ რუსებმა იჩხუბეს ერთმანეთში. ასეთი ჩხუბები და საქმის გარჩევა რუსებს შორის ძალიან ხშირად ხდება და მათთვის ეს უცხო ამბავი არ არის”

თუკი რუსი მაღალჩინოსნები ცხინვალში აღნიშნული კონფლიქტის გამოსაძიებლად ჩავიდნენ, საფიქრებელია, რომ სიტუაცია ამჟამად მართლაც ძალიან მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხებს რიცხავს, ქართველი მოსახლეობაც ნათლად ხედავს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც რუსი ჯარისკაცები დგანან.

ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო თვეების მანძილზე რუსებმა და სეპარატისტებმა ქართული მოსახლეობის კუთვნილ პირუტყვზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, საკმარისია ძროხა გარეთ დაგრჩეს, რომ მეორე დღეს მისი პოვნა შეუძლებელი ხდება, რადგან ყოველ საღამოს რუსები და სეპარატისტები ერთგვარ “სასურსათო რეიდებს” აწყობენ.

რეგიონში განთავსებული ქართული საპოლიციო შენაერთები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიის წარმომადგენლები ოკუპანტების მხრიდან გლეხობის პირდაპირ ძარცვას ვერაფერს უპირისპირებენ და საქართველოს ხელისუფლების უძლურება იმითაც ჩანს, რომ როდესაც საქონელწართმეული გლეხები ქართველ პოლიციელეთან ან ევროპელ დამკვირვებლებთან საჩივლელად და საქმის გამოძიების მოთხოვნით მიდიან, ეს უკანასკნელნი გლეხებს მხოლოდ იმას პირდებიან, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავარვევთო, მაგრამ ბოლო 2 წლის მანძილზე ქართველი გლეხებს დაკარგული საქონელი ჯერ არც ერთხელ დაუბრუნებით და ამის იმედი მათ არც აქვთ.

გიორგი ედელაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “გარეთ ფეხიც რომ დაგრჩეს, რუსები იმასაც კი მოგაჭრიან და საქონელს რას უზამენ? ეგრე რამ დაამშია ეს ხალხი ვერ ვხვდები. მაგრამ ყველზე ცუდი ის არის, რომ როდესაც საქონელს დაკარგავ, იცი რომ სამართალს ვერსად ნახავ. ჩვენს მთავრობას არაფრის თავი არა აქვს და საწყალმა პოლიციელებმა რა უნდა ქნან?

იარაღის გამოყენება ამათ აკრძალული აქვთ, ცხინვალის მხარეზე გადაადგილება არ შეუძლიათ და ჩვენს სოფლებთან დგომით რა გამოვა? ევროპელები კიდევ პასტა-ფურცლებით დარბიან და სულ რაღაცას წერენ, მაგრამ წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ, როცა ჩვენს დაცვას ეგენიც ვერ ახერხებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველა ერთისათვის, ანუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება ხალხისთვის გადაგდებული ანკესია, რომელზეც სატყუარად ამავე ხალხის ემოციაა წამოგებული, სინამდვილეში კი ერთიცა და მეორეც შეთანხმებული არიან თამაშის წესებზე. ამ წესების ერთგულად დამცველებს აჯილდოებენ, დამრღვევებს კი მკაცრად სჯიან.
“ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის” მუშკეტერების მორალური კოდექსის უმთავრესი დევიზი იყო, თუმცა ქართულ პოლიტიკაში მან მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
საქართველოში ამ დევიზის მხოლოდ მეორე ნაწილია ძალაში. “ერთი ყველასათვის”, დიდი ხანია, არ ყოფილა და, ალბათ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს დაცდა, სანამ იმ “ერთის” გონებამდე მივა “ყველასათვის” გარჯის აუცილებლობა.
რაც შეეხება დევიზის მეორე ნაწილს “ყველა ერთისათვის”, ჩვენს შემთხვევაში აქ “ერთის” მიმართ გამოჩენილ ერთგულებას კი არ ნიშნავს, არამედ - ამ “ერთის” სამსახურში ყოფნას.
“ერთმაც” და დანარჩენებმაც იციან, რომ ეს სამსახური დაფასებას საჭიროებს და სიძუნწე უპატიებელია. სხვა ყველაფერი მიგეტევება, თუკი “ერთის”, ანუ პირველის სამსახურისთვის ყოველთვის #1 მზადყოფნა გექნება.
ზურაბ ნოღაიდელიც და ირაკლი ალასანიაც პრეზიდენტ სააკაშვილის სახელისუფლო გუნდის წევრები იყვნენ მისი აღზევებისთანავე და, როგორც ჩანს, ამ გუნდიდან არც წამოსულან. მათ მიმართ (განსაკუთრებით ნოღაიდელის) უავგუსტესის ქილიკიც ხალხის მოტყუების უნიჭო მცდელობაა, თორემ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვა, აკრიტიკა, ისეთი რა უძლურება შეეყარა სააკაშვილს, რომ ერთი მობილური ტელეფონი ამასაც არ “უხეთქნა”.
მაგრამ, არა, ნოღაიდელი ხელშეუხებელია. ხელმწიფის კარის პოლიტ-ექსპერტებიც ნელ-თბილად უქიმუნჯებენ ენერგიამოზღვავებულ ექსპრემიერს, რომელიც ხელისუფლებიდან “დაღლილ ვირად” წამოსული ოპოზიციაში “ტროას ცხენად” ტრანსფორმირებული “შე­გორდა”.
ნოღაიდელი რუსულ ხაზზე დაჯდომას ცდილობს და მასაც და მის თანამოაზრეებსაც რუსეთუმეების იარლიყს აკერებენ. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ექსპრემიერი ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრში არ ათენ-აღამებს.
მეორე “ტროას ცხენს” - ირაკლი ალასანიას არ უჭირს იდუმალებით მოცული პერსონის როლის თამაში, რადგან მის ხასიათშიც “ზის” და იოლად ახერხებს საჯარო პოლიტიკაში გაწონასწორებული პოლიტიკოსის იმიჯის შექმნას.
ზურაბ ნოღაიდელიცა და ირაკლი ალასანიაც მიშას “კარის მუშკეტერები” არიან და, რასაც უნდა აკეთებდნენ და სადაც უნდა დადიოდნენ, კარგად იციან, რომ მიზანი იმ “ერთის” მსახურებაა, იმ “ერთის” გადასარჩენად გარჯაა.
გამოსდით კიდეც - ვაშინგტონისა და მოსკოვის ხაზი დაკავებულია. ასე ფიქრობს ხალხი, რომელიც სააკაშვილის პროპაგანდისტულ ნისლში ვერ გარკვეულა, რომ ალასანიაც და ნოღაიდელიც ახლა მიშას გადასარჩენად ოპოზიციაში გადატყორცნილი “ლეგიონე­რები” არიან და მეტი არაფერი...
ამიტომაც ატყდა კაკანი და კრიახი ოპოზიციურ “საქათმეში”.
ამათ ფონზე იკვეთება მიშას კიდევ ერთი “მუშკეტერი” - ლევან გაჩეჩილაძე. მასზე ბევრს არაფერს ვიტყვი. ცოდვად ისიც ეყოფა, თავის “უცნობ” ძმასთან ერთად რამდენიმეჯერ რომ გამოაშვებინა ხალხს “ორთქლი” და ამ ხალხის ინტერესებით სააკაშვილთან ფარულ შეხვედრებზე სარფიანადაც ივაჭრა.
Enter password - პაროლიც შეყვანილია და ყველაფერი გაშიფრულია. მთელი ეს აურზაური კი ხალხის კიდევ ერთხელ მოსატყუებლად ატყდა. მიზანი გაცხადდა - “პარავოზი” 2013 წლამდე უნდა “მიჩუქჩუქდეს”, რადგან ამ პერსონებს მიშას მატარებელში თითო ადგილი ან კუპე კი არა, მთელი ვაგონი აქვთ დაჯავშნული.
კვებაც გარანტირებულია და დესერტიც - ბებოს კაკლის მურაბა.
მიშა, მოვდივართ! მოვდივართ, რომ კიდევ ერთხელ გიხსნათ და დაგიმტკიცოთ ერთგულება - ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნოღაიდელის ბიზნესალღო თუ კრიმინალური წარსული და პოლიტიკური შეცდომები
nogaideli_zurab_002

ქართულ პოლიტიკურ დაფაზე საინტერესო გადათამაშებები ხდება, რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ ქართული ოპოზიცია „მინუს ერთს“, ანუ მოღალატესა და კრიმინალ ნოღაიდელს გვერდით არ დაიყენებდა. ნოღაიდელი ამბობს, რომ „მინუს ერთში“ის არ უგულისხმიათ. ამის მიუხედავად, ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა საკმაო დრო და ენერგია სწორედ მის წარსულზე საუბარს მიუძღვნა. ასეა თუ ისე, გამოდის, რომ ყოფილი პრემიერის ქონების წარმომავლობა ძალზე საინტერესოა.

ნოღაიდელის ხელისუფლების უმაღლეს საფეხურებზე მოღვაწეობიდან არც ისე დიდი დროა გასული, რომ დაგვვიწყებოდა როგორ ვითარდებოდა ქვეყანა და სავარაუდოდ, მომავალშიც რას უნდა ველოდეთ მისგან.

აგვისტოს ომის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა, რომლის პოლიტიკური კარიერაც არც მეტი, არც ნაკლები, 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დარბევას და ქვეყნის სიღატაკეში ჩაგდებას შეეწირა.

რევოლუციის ერთ-ერთი ავტორის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მესამე პირის პოსტი მის თანაგუნდელ, ფიზიკოს, თუმცა ფინანსებში უკვე გამოცდილ ორგზის ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ჩააბარეს.

პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაურია, თუმცა ქართულ რეალობაში მისი ძირითადი საქმე ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელობაა და სწორედ პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ უნარსა და გამოცდილებაზეა ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა დამოკიდებული.

მთავრობის ხელმძღვანელად ნოღაიდელის მოსვლისას ყველა აცხადებდა, რომ ის არ იყო პოლიტიკოსი და თანამდებობისთვის შეუფერებელი, ხისტი ხასიატი ჰქონდა.

მთავრობის ხელმძღვანელობისას ნოღაიდელის ხისტი ხასიათი იმდენად თვალშისაცემი არ ყოფილა, რამდენადაც კახა ბენდუქიძის ფაქტორი. კულუარული ინფორმაციით, ნოღაიდელს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და ყველაფერს ბენდუქიძე წყვეტდა. რად უნდოდა ნოღაიდელს ასეთი მესამე კაცობა, გულწრფელ პასუხს ალბათ კარგახანს ვერ მივიღებთ.

თუმცა ნოღაიდელი ამბობს, რომ მისი პრემიერობის დროს ქართული ეკონომიკა დრევანდელთან შედარებით ბევრად სტაბილური იყო. ძნელი სათქმელია, ახლა როგორი დღეები ექნებოდა ქართულ ეკონომიკას ნოღაიდელი მთავრობის ხელმძღვანელად რომ დაეტოვებინა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ თავად პრეზიდენტმა აღიარა, ქვეყნის აუტანელ სიღატაკეში ჩაგდება მთავრობის დამსახურება იყოო. რატომ და როგორ, ამაზე არავის არაფერი უთქვამს. ჩამოლაბორანტებული პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხიც არ დამდგარა, პირიქით, პოსტიდან გაცილებისას პრეზიდენტმა მადლიერების ნიშნად ორდენიც კი გადასცა.

ნოღაიდელის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოიწევა თუ ოპოზიციაში მისი ყოფნა ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნის. სხვათა შორის, ექსპერტები ნოღაიდელის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნისთანავე ამბობდნენ, რომ ყოფილ პრემიერს ბევრი ცოდვები ჰქონდა და შესაძლო იყო, თავისი წარსულის გამო ოპოზიციას გვერდით არც კი დაეყენებინა. ოპოზიციამ ის ერთხელ 9 აპრილის მიტინგებიდან ჩამოიშორა, მეორედ სულ ახლახანს, როცა რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსთან გაერთიანება არ მოისურვა. თუმცა პოლიტიკურ დაფაზე ფიგურების გადასაწყობად ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

ნოღაიდელის კაპიტალი

რას უხსენებენ და რას ვერ პატიობენ ნოღაიდელს, სამართლიანი კრიტიკაა თუ ძლიერი კონკურენტის ჩამოშორების შიში, რომელიც რეალურად გაუხსნელი კარტით თამაშობს? სხვათა შორის, ჯერ კიდევ უცნობია ნოღაიდელის რამდენიმე მილიონიანი კაპიტალის წარმომავლობის საკითხი, რომელიც მისი პრემიერ-მინისტრობის დროსაც იდგა დღის წესრიგში.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დაახლოებით 20 წლიან ისტორიაში მართლაც ხელშესახები კაპიტალი დააგროვა. იმდენად, დიდი, რომ ორიოდე წლის წინ „ჯორჯიან თაიმსის“ მილიონრთა საპატიო სიაშიც კი მოხვდა. დღეს ნოღაიდელი ამბობს, რომ ბევრი მილიონი არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, მაღალი ხელფასის წყალობით დააგროვა.

არც მაშინ და არც მას შემდეგ არავის აზრად არ მოსვლია, ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობა თუნდაც საზოგადოებაში ეჭვების გასაფანტად შეესწავლა. უფრო მეტიც, ოპოზიცია ყოველთვის ამბობდა, რომ ნოღაიდელი დაგროვილი ქონების ლეგალიზებას ცდილობდა და საკუთარი ქონების ნაწილი ოფიციალურად ჰქონდა დეკლარირებული. საუბარია იმ ქონებაზე, რაც მან ვითომდა ბიზნესსაქმინობით დააგროვა.

ექსპერტებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ყოფილმა პორემიერ-მინისტრმა თავისი მილიონები სახაზინო ვალდებულებებით იშოვა. სხვათა შორის არც ეს საკითხი შეუსწავლიათ სათანადო უწყებებს.

სახაზინო ვალდებულებები ე.წ ფასიანი ქაღალდები იყო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო უშვებდა და ბანკები კი მას არნახულად მაღალ პროცენტიანი სარგებლით ყიდულობდნენ.

პირველად სახაზინო ვალდებულებები მიხეილ ჭკუასელმა გამოუშვა. ჭკუასელის მოდელი, რომელიც შემდეგ ნოღაიდელმა დახვეწილად აამუშავა, კარგი საშუალება იყო კერძო კაპიტალის შესაქმნელად. თუმცა ნოღაიდელი მარტო არ იყო და ფულს მშობლიურ პარტიასაც უნაწილებდა.

ექსპერტებმა სქემაც გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, ინფორმაცია, როდის გაიმართებოდა სახაზინო აუქციონი, მხოლოდ ფინანსთა მინისტრისათვის და ეროვნული ბანკისთვის იყო ცნობილი. ნოღაიდელი კი ამით მშვენივრად სარგებლობდა. სახაზინო ვალდებულებების აუქციონი თვეში საშუალოდ, ორჯერ ეწყობოდა და დაახლოებით 15%-იანი განაკვთზე იყო საუბარი, თუმცა წლის ბოლოს წლიურ 300-400%-იან მოგებაზე გადიოდა. ასეა თუ ისე, ნოღაიდელს ჯერჯერობით ყველაფერი შერჩა.

მისი პრემიერობის დროს ეკონომიკა სულს ღაფავდა თუმცა, მაინც არსებობდა. მშენებლობის ბუმი, ინფრასრტუქტურა, მოწესრიგებული აღრიცხვიანობა, ასე თუ ისე მისაღები საბაჟო-საგადასახადო კოდექსები, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გვახსოვს და ინვესტორებიც თუ არ მორბოდნენ საქართველოში ფიქრობდნენ მაინც, ამ ქვეყანაში შესვლა ღირს თუ არაო.

„შირნჰოფერის“, „ელიტ-ელექტრონიქსის“, „სონის“ და სხვა კომპანიების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ ნოღაიდელის დროს საინვესტიციო გარემო ყვაოდა. დანდგეული რიყეცა და თაბუკაშვილის ქუჩის მესაკუთრეებისთვის ჩამორთმეული სახლიც ნოღაიდელის სახელს უკავშირდება, გაურკვეველი (ბოლოს ირკვეოდა, რომ რუსული) წარმომავლობის კომპანიებისთვის მიყიდული ენერგოობიექტებიც არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, პრივატიზების პროცესიც გამჭვირვალედ მიმდინარეობდაო, თუმცა ობიექტურები რომ ვიყოთ, ეს ყველაფერი, არა ერთი ჩინოვნიკის, არამედ მთელი ხელისუფლების სინდისზეა.

არის სხვა კითხვებიც, მაგალითად, იყო თუ არა ყოფილი პრემიერი გარეული კორუფციაში. როგორ მიიღო ნოღაიდელის ცოლის კომპანიამ 17,5 მილლიონიანი გრანტი ან როგორ აღმოჩნდა იგივე კომპანია ტელეკომუნიკაციების წართმევა-გადანაწილების საქმეში ერთერთი მოთამაშე ჯერაც არ გარკვეულა (სხვათა შორის ამ თემას ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრმა საკმაოდ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიებაც მიუძღვნა).

პრემიერის სავარძელთან გამოთხოვებიდან ძალიან მალე ყოფილი პრემიერი „მილანის” ცნობილ ფეხბურთელთან, კახი კალაძესთან ერთად ერთობლივი ბიზნეს-პროექტის – “კალა კაპიტალის” ერთ-ერთ მონაწილედ მოგვევლინა.

ითქვა, რომ ბიზნეს-ჯგუფი უცხოური და ქართული კაპიტალით დაფინანსდებოდა და ინვესტიციებს სამ სფეროში – ენერგეტიკაში, მშენებლობასა და საბანკო პროექტებში ჩადებდა, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა.

ნოღაიდელის ენერგოინტერესების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია. მას ეკუთვნოდა ენერგეტიკის საკითხებში საკონსულტაციო კომპანია, რომელიც რამდენიმე მეგობარ პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად სახელმწიფო სამსახურიდან შესვენების ხანმოკლე პერიოდში დააფუძნა.

პრემიერ-მინისტრობისას კი მეურნე პოლიტიკოსი ნავთობპროდუქტებითაც დაინტერესდა. ნოღაიდელის ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ მისი არც ერთი სამსახური ბანკში საკუთარი ანგარიშის გახსნის საშუალებასაც კი არ იძლეოდა. თუმცა ტელეეთერით ისიც კი უთქვამს, რომ მილიონ დოლარიანი ხელფასი ჰქონდა(?!)

1989-92 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად. შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. 1992-1995 - საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს თავმჯდომარეობდა. 1995-1999 წლებში კვლავ საქართველოს პარლამენტის წევრია, ხოლო 1996-97 წლებში ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი გახდა.

1999 წლის ნოემბერში პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც 2000 წლის მაისამდე ხელმძრვანელობდა. 2000 წლის მაისიდან 2001 წლის 1 ნოემბრამდე ნოღაიდელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა.

პარლამენტარისა და ფინანსთა მინისტრის 200-ლარიანი ხელფასით ზურაბ ნოღაიდელი 2002-2003 წლებში „სახალხო ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. 2003 წლის გაზაფხულიდან შემოდგომამდე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი იყო.

2003 წლის ნოემბერში ნოღაიდელი კვლავ ფინანსთა მინისტრი გახდა, 2005 წლის 17 თებერვლიდან კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.

ამ დროს ნოღაიდელს უკვე ჰქონდა დეკლარირებული მილიონი. რომელიც როგორც ვარაუდობენ, სწორედ ფინანსთა მინისტრობისას იშოვა

ამ საქმიანობით ნოღაიდელი 2005 წლის ზაფხულამდე იყო დაკავებული. ამ „ფულის საჭრელი“ მექანიზმის მოშლა კი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის დამსასხურებაა.

2006 წელს სახაზინო ვალდებულებების აუქციონი 19,5-იანი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირების გამო ჩაიშალა. ითქვა, რომ ბანკებმა არაკეთილსინდისიერად ითამაშეს, პირი შეკრეს და ბიუჯეტის გაძარცვა მოინდომეს. იმ პერიოდში რომან გოცირიძე აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკის გათვლებით ამ ინციდენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 150 ათასი ლარით აზარალა. საუბარია 9,5-პროცენტიანი განაკვეთის 19,5 პროცენტამდე გაზრდაზე, მაშინ, როცა 2004 წლამდე სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები თვეში 44-45 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.

ცხადია, მონაცემები ეროვნულ ბანკშიც უნდა ინახებოდეს და დაინტერესების შემთხვევაში, სათანადო უწყებებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

სხვათა შორის ნოღაიდელს ხშირად უხსენებენ ნულოვანი ვარიანტის მხარდაჭერასაც. 2001 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა ე.წ. “ნულოვანი ვარიანტიის” რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ყოფილი სსრკ–ს ქონებიდან საქართველოს რესპუბლიკის წილზე უარის თქმას ითვალისწინებდა. სსრკ–ის ქონება 300 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული (ამორტიზაციის გათვალისწინებით), საიდანაც საქართველოს 5 -დან 10 – მილიარდ დოლარამდე ეკუთვნოდა. სანაცვლოდ საქართველომ „პარიზის კლუბში” 170-მილიონიანი დოლარის ვალების 20 წლიან რესტრუქტურიზაციას მიაღწია. ნულოვან ვარიანტს შეეწირა მოსახლეობის მიერ საბჭოთა ბანკებში დაგროვილი თანხებიც, თუმცა მოგვიანებით ანაბრები საქართველომ შიდა ვალად აღიარა, მაგრამ შეიძლება ითქვას იმდენად სასაცილოდ დაბალ კოეფიციენტზე იყო საუბარი, ხალხის ინტერესიც კი არ გამოუწვევია. ნოღაიდელი კი არ ნანობს რომ ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა, რადგან თვლის, რომ 2004 წელს ქვეყანა სწორედ ამ ვალის რესტრუქტურიზაციამ გადაარჩინა და ამიტომ გახდა საქართველო თუნდაც ელექტროენერგიის მწარმოებელი ქვეყანა.

მარიამ თოდაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
განტევების ვირი

ზურაბ ნოღაიდელი ძნელად წარმოიდგენდა, რომ არსთა გამრიგე ესოდენ მნიშვნელოვან მისიას დააკისრებდა - მან მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის თავდაყირა დაყენება და ნაძალადევი ჰარმონიისა და ერთიანობის ხუხულასავით ჩამოშლა.
არ ვამბობ, ეს მისია კარგია თუ ცუდი, ახეირებს თუ აზარალებს ქართული პოლიტიკისთვის ჭყინტ, თუმცა სახელისუფლო ინტრიგებში საფუძვლიანად გარკვეულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა ბოლოდროინდელმა მოულოდნელმა გააქტიურებამ ბევრ და ბევრისთვის არასასურველ პროცესს დაუდო სათავე. ანდა, თუ მაინცდამაინც მოთავედ არ გამოდგება, შეგვიძლია ასეც ვთქვათ - მან ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა და პოლიტბომონდი გაურკვევლობის ბურუსში გახვია.
გაფინანსისტებული ფიზიკოსის გაპოლიტიკოსებას ბიძგი 2008 წლის აგვისტოს ომმა მისცა. მაშინ ნოღაიდელის მკვეთრმა განცხადებებმა ძალიან გააოცა საზოგადოება. თვით ლეგენდარული სიხისტით ცნობილი ექსპრემიერისგანაც კი მოულოდნელი იყო ასეთი ფერისცვალება. ალბათ, ყველას გახსოვთ პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის დაღლილი სახე სარფის საბაჟოზე, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი მებაჟეების უფროსს - ზურაბ ანთელიძეს აწიოკებდა. ალბათ, ისიც გახ­სოვთ, წყალდიდობისას დუშეთში მოულოდნელად ასული პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით რომ ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს და სულ “შენ გიჟი ხომ არა ხარ, ახლავე ტრაქტორები გამოუშვიო!” - უკიოდა.
ვინც სააკაშვილის პიარსტრატეგიას იცნობს, ისიც იცის, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელია მტკიცე ხელით მართვის დიდოსტატის იმიჯის შექმნა სხვისი დამცირებით. ასეთი შემთხვევებისთვის პრეზიდენტს სხვაც ბევრი ჰყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის რანგი მაინც სულ სხვაა. სააკაშვილი იმ სტილის მმართველია, რომლის ფონზეც ნებისმიერი ჩინოვნიკი ნულს ქვემოთ უნდა განვიხილოთ.
ამ მხრივ გამონაკლისი ვერც ზურაბ ნოღაიდელი იქნებოდა. მას ხისტი მორჩილების დიდი გამოცდილება ჰქონდა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის პრეზიდენტობისას. თუმცა ბევრ პრობლემას მისი მფარველი ანგელოზი ზურაბ ჟვანია აგვარებდა და, სხვათაშორის, არც თუ ურიგოდ და მით უმეტეს, არც თუ უანგაროდ.
ზურაბ ნოღაიდელი ბევრს ითმენდა. ალბათ, უპრიანი იქნება, თუ ვიტყვი, იტანდა-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენო შალვა ნათელაშვილის შერქმეული მეტსახელი “დაღლილი ვირი” და შევარდნაძის ხუმრობა. როდესაც ექსპრეზიდენტს ამ მეტსახელის შესახებ ჰკითხეს, ჩვეული იუმორით უპასუხა, რამ დაღალა, კაცოო.
მართლაც, რამ დაღალა?
როგორც ჩანს, ზურაბ ნოღაიდელის სიჯიუტის ამბავი შევარდნაძისთვისაც არ არის სიახლე. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტ სააკაშვილთან რამე გამოსვლოდა, ამიტომაც, თუკი შევარდნაძის დროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გამოტანით იშოვა ერთი-ორი კაპიკი, სააკაშვილის დროს ელიტური კორუფციის ჭაობში ღრმად ჩაეფლო. ხმები მისი აურაცხელი ქონების შესახებ სულაც არ არის გადაჭარბებული, თორემ ცხონებულ ომარ ვარძელაშვილს მასზე არანაკლები თანამდებობები ეკავა, მაგრამ სიმდიდრის მოხვეჭა ვერ შეძლო, უფრო სწორად, - არ იკადრა.
ნოღაიდელი ქართული ლეიბორიზმის მამის შერქმეულ მეტსახელს მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებს. ცნობილია, რომ ვირი, თუ ერთხელ სადმე ჩაეფლო, იმ ადგილას სულ ფიანდაზებიც რომ დაუფინო, ფეხს ვერ გადაადგმევინებ. აი, ზურაბ ნოღაიდელმა კი ფინანსთა მინისტრის სავარძელი ორჯერ მოიზომა. როგორც ჩანს, შევარდნაძის დროსაც კორუფციის ჭაობში კი არ იყო ჩაფლული, არამედ კორუფციის გზატკეცილზე “მიბაკუნობდა” (ან ერთ ადგილზე აბაკუნებდა ფეხებს!) და, მისი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა გაპრემიერებული ჟვანიას რეკომენდაციით ისევ ფინანსთა მინისტრის პორტფელი ჩააბარა.
ამ პორტფელით რა მიჰქონდა და რა მოჰქონდა ნოღაიდელს, ახლა მხოლოდ სააკაშვილმა და იმ ვანომ იცის. კიდევ ერთმა კაცმა იცოდა, მაგრამ მისი სახელი და გვარი მისსავე გამოზრდილებმა დაივიწყეს და მეტად ნურც ჩვენ შევაწუხებთ. მით უფრო, რომ კარგს მაინც ვერაფერს ვიტყვით.
იციან მიშამ და იმ ვანომ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ. ისინი იტყვიან და ესეც იტყვის. ბოლოსდაბოლოს, რამდენჯერ უნდა აღიაროს პრეზიდენტმა შეცდომები?! ჯერ “ყველაზე დიდი შეცდომა” - ირაკლი ოქრუაშვილი - ვერ მოუნელებია და ახლა მისი ხელისუფლების ფინანსთა მინისტრისა და შემდგომ უკვე მთავრობის მეთაურის კორუფციაზე რომ ალაპარაკდეს, ხომ ჰკითხავენ, შენ სად იყავით და რას უყურებდი, როცა ეს მუტრუკი (გავირებამდე!) ასე არხეინად დანავარდობდა ბიუჯეტის ფულებით მოკირწყლულ ქვეყანაშიო?
ხმას არ იღებს, მაგრამ განა ვინმე იტყვის, რომ ჩერჩილივით “ცხელი და შემტევი” პრეზიდენტი იობის მოთმინებას იჩენს? სააკაშვილი ის ხვითო არ არის, ყოფილი პრემიერის წიხლი არ ეწყინოს. აქ რაღაც სხვა აბლაბუდა იხლართება და გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში ბევრი დარჩეს გაღიმებული.
ვნახოთ.
განკითხვის დღე, ადრე თუ გვიან, დადგება და, რაკი ზურაბ ნოღაიდელმა ეს ყველაზე უკეთ იცის, არც ერთ რადიკალ ოპოზიციონერს რომ არ წამოსცდენია, ისეთი ტერმინების რახარუხი ატეხა. პრეზიდენტი ჯერ გაოგნდა, მერე დაფიქრდა, ამას მარტო ფული რომ ადიდგულებდეს, მაგაზე მეტი მე მაქვს და ვერ გაბედავდაო.
სულ რაღაც წელიწად-ნახევარი დასჭირდა ნოღაიდელს პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებისთვის. ახლა მას არა როგორც ყოფილ პრემიერს, არამედ როგორც პარტიის ხელმძღვანელს ელაპარაკებიან. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იგი ცდილობს, კვლავაც მაღალი თამასა დაიჭიროს. ამიტომაც თავს არ უყადრებს ქართულ პოლიტიკაში ჭიპმოჭრილ ბევრ კოლეგას და ძალისხმევას არ იშურებს ცნობილი სახეების დასაინტერესებლად. ესენიც, ჩვენი დროის რიშელიეები და მონტესკიეები, ჯერ გარშემო უვლიდნენ, შემდეგ კი ქისასთან ახლოს მიუცუცქდნენ.
ჯერ “ხალხის პარტია” და “კონსერვატორები” რა სახსენებელია, მაგრამ პროცესი დაიწყო და, თუკი “ქრისტიან-დემოკრატები” და პაატა დავითაიას “ჩვენ თვითონ” (ალბათ, უფრო “მე თვითონ” უნდა ერქვას ამ პარტიას), აგრეთვე, ჯონდი ბაღათურია (მის პარტიას რა ჰქვია, აღარ მახსოვს, ალბათ, - “მე თავად”) ხელისუფლების ხელის შემყურეები არიან, ნოღაიდელის ორბიტაზე ბრუნვა კობა დავითაშვილმა მძიმედ, კახა კუკავამ კი მსუბუქად დაიწყეს; ზვიად ძიძიგურიც უნდა ვიგულისხმოთ სადღაც იქინე...
ამ ხალხს ზურაბ ნოღაიდელთან მისვლა გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ექსპრემიერის მოსკოვური ვიზიტები და მმართველ პარტიასთან - “ედინაია როსიასთან” გაფორმებული მემორანდუმი, ქართველი პოლიტიკოსებისთვის მეხის დაცემას რომ უდრიდა.
ეს ვოიაჟები დიდად არ გაჰკვირვებია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. ნინო ბურჯანაძე ღიად აცხადებს, რომ “ნოღაიდელის ნაბიჯები ნოღაიდელის საქმე, მისი არჩევანია, რომლის შედეგსაც დრო გვიჩვენებს. თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია. ფაქტია, ამის ყველა რესურსი ხელისუფლებამ ამოწურა და ახლა ნებისმიერზე ეჭვიანობს, ვისაც კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა”.
იმან, რამაც დიდად არ გააოცა ბურჯანაძე, სერიოზულად შეაშფოთა ე. წ. მედასავლეთეები - “ახალი მემარჯვენეები” და “რესპუბლიკელები”.
“ალიანსის” თანათავმჯდომარეები - დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი ისეთი სახეებით ლაპარაკობდნენ, ნოღაიდელთან საქმეს არ დავიჭერთ და “ყველას მინუს ერთი” ფორმულა უნდა ავამუშაოთო, თითქოს მათი გადასაწყვეტი იყოს ქართული პოლიტიკის ბედი. თუმცა მათ ინტონაციაში შეშფოთებასთან ერთად თამაშგარე დარჩენის შიშიც იკითხებოდა; მით უმეტეს, რომ ამ დროს გვერდს არ უმშვენებდათ მესამე თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, რომელმაც ორიოდ დღის შემდეგ განაცხადა: “ოპოზიციის ერთიანობას ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”. თუმცა ისიც დასძინა, რომ ნოღაიდელისგან წამოსული ნებისმიერი დაფინანსება მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
“ახალი მემარჯვენეების” ბურჟუაზიული მანერები დიდად გასაკვირი არც არის, მაგრამ საინტერესოა, რა აქვთ სალაპარაკო “რესპუბლიკელებს”. მათი პარტიის ლიდერები ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ამბობდნენ, აფხაზებს თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოს შექმნის უფლება აქვთო და, აჰა, აუსრულდათ პოლიტიკური პროგნოზი - პრეზიდენტ სააკაშვილის “ბრძნული პოლიტიკის” წყალობით რუსეთმა თვითგამორკვევას აღარ დაუცადა და აფხაზეთის რესპუბლიკა სახელმწიფოდ ცნო.
ახლა დაავიწყდათ მუდამ ჭკვიანური სახეებით დინჯად ხალხისთვის ჭკუის დამრიგებელ “რესპუბლიკელებს”, რომ ზურაბ ნოღაიდელს ისეთივე უფლებები აქვს ქართულ პოლიტიკაში, როგორც ამათ და კიდევ ბევრს. და როცა ნოღაიდელს შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას წამოაძახებენ, ნურც იმას დაივიწყებენ, რა წვლილი მიუძღვით 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში, როცა ქართული სახელმწიფოს აბორტმახერის ფუნქციებს ერთმანეთს ეცილებოდნენ; ისიც კარგად გაიხსენონ, სად იყვნენ 2003 წელს, როცა ამავე სახელმწიფოს რვათვიანი ნაყოფი დედის საშოში, ანუ პარლამენტში შევარდნით მოახრჩვეს და მერე ტაშის გრიალითა და ვარდებით გვამცნეს - ბიჭია, ბიჭიო...
შეიძლება ბევრმა არა, მაგრამ პოლიტიკაში ჭიპმოჭრილმა რესპუბლიკელებმა მაინც კარგად იცოდნენ, რომ კონსტიტუციური წყვეტა ორივე შემთხვევაში სავალალო შედეგებს გამოიწვევდა. ახლაც იციან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ, კვლავაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდათ.
განა ეს რესპუბლიკელები არ იყვნენ, ლომაიასეულ განათლების რეფორმას ძარღვებდაბერილები რომ იცავდნენ და იწონებდნენ? ახლა თვით პრეზიდენტი სააკაშვილიც კი სულელურს უწოდებს ამ საშინელ ექსპერიმენტს, რომელიც თავის სავალალო შედეგებს მალე გამოიღებს; რესპუბლიკელებმა კი თავი მოიქაჩლეს, ვითომ არაფერი.
განა რესპუბლიკელები არ გვისახავდნენ ახალ მესიად და მხსნელად ირაკლი ალასანიას? მაგრამ ახლა, როცა ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დუღილის ნიშნულს მიაღწია, ხელიდან ეცლებათ “ოქროს ბიჭუნა” და ცდილობენ, თავიანთი შეცდომები სხვას გადააბრალონ. ასეთ დროს კი სულზე მოუსწროთ ნოღაიდელის მოსკოვურმა მემორანდუმმა.
ზურაბ ნოღაიდელი განტევების ვაცად არ გამოდგება, მას უკვე შეერქვა “დაღლილი ვირი” და, თუ მაინცდამაინც, შეგვიძლია “განტევების ვირი” ვუწოდოთ, თუმცა, ალბათ, აქაც არ ივარგებს. მას თავისი ცოდვებიც უხვად დააბერტყა ქართულმა პოლიტიკამ. განტევების ვაცს კი გადატანითი მნიშვნელობით ისეთ ადამიანებს უწოდებენ, რომლებსაც სხვების მიერ ჩადენილ ცოდვებს აკისრებენ და სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის აგებინებენ პასუხს.
ოცდაცამეტ წელზე გადამხტარი რესპუბლიკელებისთვის, ალბათ, ცნობილია, მაგრამ მოგეხსენებათ ქართული ჩაჯონდილი პოლიტიკისა და პოლიტიკოსების ამბავი და მაინც შევახსენებთ, რომ უძველეს დროში ებრაელებს ასეთი წესი ჰქონდათ: წელიწადში ერთხელ საშემოდგომო დღესასწაულზე - “ცოდვებისაგან განწმენდის დღეს”, მთელი თემი შეიკრიბებოდა ველზე; უხუცესი ჯერ წირვას გადაიხდიდა, მერე გამოიყვანდა ვაცს, დააკისრებდა მას მთელი წლის განმავლობაში მრევლის მიერ ჩადენილ ცოდვებს და მიუშვებდა ტყეში მგლების დასაგლეჯად.
ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეძლებთ კი “ტყეში მგლების დასაგლეჯად” ზურაბ ნოღაიდელის გაშვებას? მით უმეტეს “უხუცესს” ჯერ წირვა არ გადაუხდია და, მიუხედავად იმისა, რომ გაკვირვებულია, “რამ დაღალაო”, სულაც არ აპირებს მისთვის მრევლის ცოდვების დაკისრებას. უფრო მეტიც, ბევრისთვის მოულოდნელად, ნოღაიდელის ბოლოდროინდელ გააქტიურებას იწონებს კიდეც.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გამეხებული ნოღაიდელი თანაგუნდელებს “ხმაში რკინის გარევას” სთხოვს და “მეტი სიმტკიცისკენ” მოუწოდებს.
არ არის ეს კაცი ტყეში მორჩილად წამსვლელი.
პოლიტიკაში პასუხისმგებლობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლამაზი ფრაზებით მანიპულირებას. ქართველი პოლიტიკოსები კი იმაზე მეტ შეცდომებს უშვებენ, ვიდრე შეიძლება. ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, თორემ ხელისუფლებას უკვე აღარაფერი ეშველება. მასზე უკვე ყველას ხელი აქვს ჩაქნეული აქაც და საზღვარგარეთაც. ახლა მრავალპოლუსიან სამყაროში მოვლენების განვითარებას აკვირდებიან და, ვინც იყოჩაღებს, კვერთხსაც ის დაეუფლება და გვირგვინსაც ის დაიდგამს.
ამიტომაც ცდილობს ზურაბ ნოღაიდელი კავშირების გაბმას მოსკოვსა და ბრიუსელში და ვერც ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილების განსაკუთრებულობაში დამარწმუნებს ვინმე, რადგან მასაც კარგად ესმის, რომ დიდი პოლიტიკა არც უსუფაშვილი-ხიდაშელის სამზარეულოში კეთდება და არც ბერძენიშვილების თავებში იხარშება დიდი სიბრძნე.
მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება და ისეთი ძალით ინჯღრევა ქართული პოლიტიკის დერგი, რომ ყველი და წათხი ერთმანეთში ითქვიფება. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა იქნება ხვალ და ზეგ.
თუმცა დღესვე ნათელია, რომ ზურაბ ნოღაიდელმა, როგორც უკვე ვთქვი, განტევების ვაცის როლი ვერ შეასრულა, თორემ განტევების ვირად ჯერ კიდევ გამოდგება.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, რომელსაც ქართული პოლიტიკის აქილევსადაც წარმოგვიდგენენ, ავიწყდებათ, რომ მასაც აქვს სუსტი ადგილი - პაგონი ქუსლზე!
თუცა ეს უკვე სხვა წერილის თემაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯიმი ჯალიაშვილი: ჩვენ ტერიტორიები რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ დაგვიკარგავს

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ გვესაუბრება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯიმი ჯალიაშვილი.
- ბატონო ჯიმი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ლამის გულუბრყვილოდ ირწმუნოს, რომ, ხვალ თუ არა, ზეგ მაინც სააკაშვილსა და მის გარემოცვას წმინდა მარტინის დღე გაუთენდებათ. ისე, თავის დროზე “ვარდების რევოლუციამ” “ნარინჯისფერ რევოლუციას” მისცა ბიძგი და როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია შანსი, რომ ახლა პირიქით მოხდეს?
- დავიწყოთ იმით, რომ “ნარინჯისფერ რევოლუციაზე” საქართველოს არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან თვითონ “ვარდების რევოლუცია”, რომლითაც ასე ამაყობს დღეს ჩვენი ხელისუფლება, არ ყოფილა ქართული პროექტი. ამას თავიდანვე ყველა ხვდებოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას დიდი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა, მაშინ ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა ის, რასაც სააკაშვილი და მის გარშემო მყოფნი გვთავაზობდნენ. დღეს უკვე სულ სხვა ვითარებაა - ხალხი, როგორც იქნა, გამოვიდა რევოლუციური ეიფორიიდან და უკვე არავის სჯერა იმ ზღაპრების, რომ, შევალთ თუ არა ნატოში, ტერიტორიებიც დაგვიბრუნდება და რუსეთიც უფრო დამთმობი, ლმობიერი გახდება ჩვენ მიმართ...
რაც შეეხება კითხვას, რა გავლენას მოახდენს უკრაინაში განვითარებული მოვლენები ჩვენს შიდა პროცესებზე, ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი მთელი რიგი დემოკრატიული პროცესებისა, მაგრამ, ვფიქრობ, საბოლოო სიტყვა მაინც ჩვენს საზოგადოებას, ხალხს ეკუთვნის... მით უფრო, დღეს უკვე საკმაოდ მომწიფებულია ის ვითარება, როცა პოლიტიკური პარტიები ნათლად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ერთ პოლუსზე - დასავლეთზე მიტმასნა ჩვენთვის ძალიან წამგებიანი და არახელსაყრელია. ახლა მთავარია, ეს კურსი შენარჩუნდეს და ყველა პოლიტიკური სუბიექტი ცალსახად ერთი პოლუსის - რუსეთისკენ არ გადაბარგდეს, თუ ასე მოხდა, ისეთივე სურათს მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს - კარგი ურთიერთობა დასავლეთთან, ხოლო უკიდურესად დაძაბული ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. ასეთი საგარეო პოლიტიკური კურსის მატარებელი საქართველო, თავის მხრივ, თვითონ რუსეთისთვისაც ძალიან რთული იქნება სათანამშრომლოდ, ვინაიდან მის ინტერესებში არ შედის, რომ ჩვენ ვიყოთ დიდ სახელმწიფოთა შორის ინტერესთა დაპირისპირების ასპარეზი. ეს თავისთავად არ შედის ჩვენს ინტერესებშიც და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ჩვენსა და რუსეთის წინაშე ერთი და იგივე ამოცანა დგას - ის იბრძვის ერთპოლუსიანი სამყაროს წინააღმდეგ, ჩვენ კი სწორედ ორპოლუსიანი სამყარო გვჭირდება...
მისასალმებელია, რომ დღევანდელი ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას ემხრობა და ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯებსაც დგამს...
- თუმცა ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები (თუნდაც ნოღაიდელი, ბურჯანაძე და სხვები), რომლებიც სულ რაღაც ერთი წლის წინათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას შეუძლებლად მიიჩნევდნენ და კრემლის მესვეურებს წყევლა-კრულვას უგზავნიდნენ. დღეს ეს ხალხი სულ სხვა ხმაზე მღერის. როგორ ფიქრობთ, რამდენად სანდონი არიან ისინი ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც?
- ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და, ალბათ, სავსებით ლოგიკურია, რომ ამ კითხვას ხშირად სვამენ, ვინაიდან როცა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია წელიწადში სამჯერ, ოთხჯერ იცვლის პოზიციას, თანაც არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე, თავისთავად განაპირობებს საზოგადოების უნდობლობას მისდამი. ეს ეხება ნოღაიდელსაც და, განსაკუთრებით, ბურჯანაძეს, რომლის რეიტინგიც ბოლო დროს კატასტროფულად დაეცა.
ვფიქრობ, ყოველივე ზემოთქმულის გამო, მათი როლი გრძელვადიან პოლიტიკაში შესუსტდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ნაბიჯები, რაც ნოღაიდელმა და მის გარშემო გაერთიანებულმა პარტიებმა ბოლო დროს გადადგეს, გარკვეულწილად შეიძლება წაადგეს ჩვენს ქვეყანას, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ მათ, ნებით თუ უნებლიეთ, გააკეთეს ძალიან გაბედული სვლები და გახსნეს დღემდე ფაქტობრივად ჩაკეტილი სივრცე რუსეთთან, რითაც, შეიძლება ითქვას, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა კვლავ აღდგეს. სხვა თუ არაფერი, ამით ის მაინც გაკეთდება, რომ დანარჩენი პარტიებისთვის გზა გაკვალული იქნება, ადრე თუ გვიან, როცა დრო მოვა, რომ აღვადგინოთ დიალოგი მეზობელ სახელმწიფოსთან, შეიძლება ყველაფერი ნულიდან დასაწყები არ გვექნეს.
- ორადორი პარტია, რომელიც ნოღაიდელთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, “მემარჯვენეები” და “რესპუბლიკელები” არიან. როგორ ფიქრობთ, რაიმე ძველი წყენა ახსოვთ გამყრელიძესა და უსუფაშვილს ყოფილი პრემიერისგან, თუ იმდენად გულანთებული პატრიოტები არიან, რომ სამშობლოს მოღალატესთან პირის შეკვრა მართლა “კუდიანების საქმედ” მიაჩნიათ?
- არ ვიცი, რა წყენას გულისხმობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ ბევრია ინტელექტუალურად სუსტი პარტია. ეს ეხება “რესპუბლიკელებსაც”, “მემარჯვენეებსაც” და ნოღაიდელის პარტიასაც... ვფიქრობ, მომავალში, ალბათ, ახლო მომავალში, პოლიტიკური თამაშებიდან უთუოდ გამოითიშებიან გაუგებარი იდეოლოგიისა და სახელწოდების სუბიექტები.
- კონკრეტულად რომელ სუბიექტებს გულისხმობთ?
- იმ სუბიექტებს, პარტიებს, რომელთა სახელწოდებებშიც ფიგურირებს სიტყვები: დემოკრატია, თავისუფლება და ა.შ. ოღონდ ფიგურირებს არა მკაფიოდ, არამედ ლოზუნგების დონეზე.
დემოკრატია და თავისუფლება - ეს არის იდეოლოგიის ერთი ნაწილი, მაგრამ, როცა ამა თუ იმ პარტიას არ გააჩნია სრულყოფილი, მთლიანი სტრატეგია (და ასეთია დღეს საქართველოში არსებული პარტიების უმეტესობა), ბუნებრივია, მას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს.
- რადგან მხარდაჭერა ახსენეთ, ბარემ ძმებ გაჩეჩილაძეებზეც გკითხავთ. რამდენიმე კვირაა, ტელეეკრანზე კვლავ აქტიურად ჩანს ორივე, მგონი, ისევ ლიდერობას უმიზნებს უფროსი “გრეჩიხა”... როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენი შეცდომა უნდა დაუშვას ამ კაცმა იმის მისახვედრად, რომ მისმა მატარებელმა, დიდი ხანია, ჩაიარა?
- თავის დროზე ლევან გაჩეჩილაძე საკმაოდ მაღალრეიტინგული ლიდერი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან შეძლო კიდეც ამ რეიტინგის შენარჩუნება, მაგრამ შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ვგულისხმობ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდს, როცა ოპოზიციურ სპექტრში შიდაგანხეთქილებებმა იჩინა თავი და ლიდერების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ გაჩეჩილაძე დაზარალდა, რადგან მან, როგორც ლიდერმა, ყველაზე მეტი პასუ­ხისმგებლობა აიღო თავის თავზე და, შესაბამისად, ყველაზე მეტი იმედგაცრუებაც სწორედ მისგან განიცადა საზოგადოებამ. დღესდღეობით, მგონი, ლაპარაკიც ზედმეტია მის ლიდერობაზე, ვინაიდან, ხალხი მას უკვე მეტ-ნაკლებად იცნობს და თუნდაც ჩვენი უახლოესი წარსულის მაგალითებიდან ყველამ კარგად იცის, რომ ის არ არის საკმარისად პრინციპული პიროვნება; მით უმეტეს, ერთი პერიოდი ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ იგი გარკვეულ ფარულ შეთანხმებაზე წავიდა ხელისუფლებასთან, როცა 7 ნოემბრის მეორე დღეს რიყეზე შეკრებილ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა. ამასთან, ლევან გაჩეჩილაძე არ არის იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, რომ მუდმივად ლიდერად მოიაზრებოდეს.
- რაც შეეხება კრემლის მესვეურთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ახლახან მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილი პერსონა ნონგრატად უნდა გამოცხადდეს. თქვენი აზრით, რა ქვეტექსტი შეიძლება ჰქონოდა ამ განცხადებას, ანუ რას ნიშნავს, როცა ერთი ქვეყნის პირველი პირი მეორე ქვეყნის პირველ პირზე ასეთ რამეს ამბობს?
- ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მნიშვნელობითაა ნახმარი და იგულისხმება რამდენიმე განცხადება, რომელიც ომის შემდეგ გააკეთა რუსეთმა. ეს ნიშნავს, რომ კრემლი სააკაშვილს არ ცნობს არჩეულ, ანუ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მიაჩნია, რომ მისი მმართველობის პირობებში შეუძლებელია რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარება და, შესაბამისად, არ სურს მასთან არც ერთ საკითხზე ლაპარაკი. ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვის მხრიდან როგორც ჩვენი ხელისუფლებისთვის, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის და, ასევე, დასავლეთისთვის, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი მისთვის არსებითი მნიშვნელობის არც ერთ საკითხზე არც დასავლეთთან, მით უმეტეს საქართველოსთან, უპირობო დათმობაზე არ წავა.
- დათმობაზე რომ არ წავა, ამას ისიც მოწმობს, რომ ახლახან საფრანგეთისგან სამხედრო გემი შეიძინა.
- ამ გემის შეძენას რუსეთისთვის არანაირი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, ამით უბრალოდ მოსკოვმა დაანახა დანარჩენ ევროპას და ამერიკას, რომ ის პატივს სცემს საფრანგეთს და მზადაა მასთან ღია თანამშრომლობისთვის ნებისმიერ სფეროში. თავის მხრივ, საფრანგეთმა თავისი ინტერესების ერთგვარი დემონსტრირება მოახდინა და ამით პირდაპირ მიანიშნა თავის მოკავშირე ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ მისთვის ერთია ალიანსის საერთო მიზნები, ამოცანები, ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - მისი ეროვნული ინტერესები...
- ისევ ქვეყნის შიდა პროცესებს დავუბრუნდეთ. ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრენი არიან (იგივე ნოღაიდელი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე და სხვები), ერთხმად აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი უმთავრესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება. პარალელურად იმასაც ამბობენ, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ვერ იქნება ამის ასპროცენტიანი გარანტი. ცოტა არ იყოს გაუგებარია, თუ მათი პრიორიტეტი ტერიტორიების დაბრუნება და მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარებაა და, თუ მათივე აზრით, ეს ორი რამ ერთიმეორეს არ გულისხმობს, ე.ი. მათ არ აქვთ სრულყოფილი სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება ამ ორი მიზნის ერთდროულად მიღწევა?..
- როცა ლაპარაკია ტერიტორიების დაბრუნებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე, ვინაიდან ჩვენ ეს ტერიტორიები არ დაგვიკარგავს რუსეთის ერთპიროვნული გადაწყდვეტილებით, არამედ დავკარგეთ იმიტომ, რომ მოვწყ­დით აფხაზ და ოს ხალხს. მოდი, ვთქვათ სიმართლე - 1991 წლიდან დღემდე ჩვენ ამ ორ რეგიონს ყველაფერი ვაკადრეთ იმისთვის, რომ განდგომილიყვნენ. და ახლა იმის ნაცვლად, რომ ბოდიშს ვუხდიდეთ, ეს ჩვენი პრეზიდენტი გამოდის და კიდევ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება. არ ვიცი, ვერ ხვდებიან, რომ ასე უფრო ვშორდებით ისედაც დაკარგულ რეგიონებს თუ ხვდებიან და ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ?! ერთი რამ ცხადია - ამ ხელისუფლების უხეში შეცდომების წყალობით, ჩვენ ძალიან დიდი ხნით, მინიმუმ ორმოცდაათი წლით მაინც, დავკარგეთ აფხაზეთიც და ოსეთიც და, რაც დრო გადის, ვფიქრობ, სულ უფრო მცირეა მათი დაბრუნების შანსი.
- მოკლედ, ასეა თუ ისე, ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, ვერც რუსეთთან გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ვერც ტერიტორიებს დავიბრუნებთ და ნატოში შესვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისე, ყველაფრის მიუხედავად, იუშჩენკომ მოახერხა ხელისუფლებიდან ღირსეულად წასვლა და როგორ ფიქრობთ, მიშას რამდენად დიდი შანსი აქვს, რომ ასევე ღირსეულად გამოეთხოვოს პრეზიდენტის სავარძელს?
- მიშას ჰქონდა ამის შანსი აგვისტოს ომამდე, მაგრამ ომის შემდეგ და, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ მისი მმართველობის პირობებში რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, ნელ-ნელა, ეტაპობრივად რომ გამოვიდეს ჩიხური მდგომარეობიდან და მერე წავიდეს ხელისუფლებიდან ისე, როგორც წავიდა, ვთქვათ, იუშჩენკო. ძალიანაც რომ უნდოდეს წასვლა სააკაშვილს, ახლა ის მოქცეულია წრეში, რომელიც ამის საშუალებას არ მისცემს, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ სააკაშვილი თვითონ აღმოჩნდა მის მიერ წლების მანძილზე ნაკოწიწები დიქტატურის მძევალი.
ცხადია, რომ ამ ხელისუფლების დამარცხება არჩევნებით შეუძლებელია. სწორედ ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური აღსასრული არ იქნება ლამაზი და ღირსეული, ანუ ისეთი, როგორიც იუშჩენკოს დასასრული იყო...
ეს ჩვენთვის სულაც არ არის სასიხარულო ფაქტი, პირიქით, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ახლა ბევრი რამ ჩვენზეცაა დამოკიდებული - თუ ვიბრძოლებთ მკაფიო და კონკრეტული მიზნისთვის, ადრე თუ გვიან მივიღებთ შედეგს; თუ არ ვიბრძოლებთ და გულხელდაკრეფილი ვიჯდებით - ჩვენი მდგომარეობა დღითიდღე გაუარესდება. მერე უკვე ვერანაირი აქტიურობა და მრავალათასიანი მიტინგები ჩვენს პრობლემებს ვეღარ უშველის...

ესაუბრა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელახლა შემოერთებასთან დაკავშირებულ საქართველოს მთავრობის ახალ გეგმებში არ არის გათვალისწინებული ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება: ამ რესპუბლიკების მოსახლეობა ამაში დაინტერესებული არ არის.

1936 წლის, საბჭოთა სტალინური კონსტიტუცია – ეპოქის შესანიშნავი დოკუმენტია. და თავად ის ფაქტი, რომ იმავე წელს სტალინმა ქვეყანაში „ტერორი გააჩაღა“, კიდევ ერთხელ მოწმობს თეორიასა და პრაქტიკას შორის ღრმა განხეთქილების შესაძლებლობაზე. ასეთივე ტიპის სხვაობის დანახვა შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტის გაცნობისას. მისი სახელწოდებაა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. სტალინის კონსტიტუციის მსგავსად, ამ იდეამ შეიძლება მხარდაჭრა რეჟიმის უცხოელი მომხრეებისგან მიიღოს, მაგრამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ის აბსოლუტურად მიუღებელია.

დოკუმენტში, მასში მოყვანილი შესანიშნავი სიტყვებისა და ამაღლებული გრძნობების მიუხედავად არ არის გათვალისწინებული მთავარი პრობლემა: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საქართველოს უნიტარულ სახელმწიფოში რეინტეგრაციის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. საქართველოს პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილს შეუძლია ეს სტრატეგია დასავლეთში განიხილოს, როგორც ეს გასულ კვირას ლონდონში გააკეთა, თუმცა არავის, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში მსგავს დისკუსიებში მონაწილეობა არ სურს. ისინი დაინტერესებულები არიან დასავლეთთან პირდაპირ კავშირებში და თავიანთი რესპუბლიკების მიღმა საკუთარი პასპორტებით თავისუფლად გადაადგილებაში. იმ შემთხვევაში თუკი დასავლეთი ამაზე არ წავა, ამ რესპუბლიკების ხალხთა მტკიცე განწყობა შესუსტდება და ისინი მოსკოვთან კავშირების განმტკიცებას განაგრძობენ.

საქართველოს ხელისუფლების ახალ დოქტრინაში მისი სუსტი წერტილები თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს. ამ დოკუმენტის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ, რომ საქართველო „უარს ამბობს საკითხის სამხედრო ძალით გადაწყვეტაზე“. ასეთ შემთხვევაში უცნაურად განმოიყურება ის, თუ რატომ არ აწერს ხელს სააკაშვილის მთავრობა ასე ჯიუტად „თავდაუსხმელობის“ ხელშეკრულებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე საქართველოს თავდასხმით პროვოცირებული ომის შემდეგაც კი, ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ქართულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ „თავდაუსხმელობაზე შეთანხმებას“ ხელს მხოლოდ რუსეთთან მოაწერს, მაგრამ არა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მაგრამ წლების განმავლობაში, სწორედ ქართული მხარის არაერთი თავდასხმის გამო აფხაზებმა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ თბილისის მიმართ რწმენა და ყოველგვარი ნდობა დაკარგეს. სწორედ ამ მიზეზის გამო ცდილობენ ისინი საკუთარი სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას, და საკუთარი ბედის განკარგვაზე უფლების მოპოვებას.

საეჭვოა აფხაზებმა დაიჯერონ საქართველოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი ხელს შეუწყობენ მათი „კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, რაზეც დოკუმენტის მეორე გვერდზეა საუბარი. აფხაზების კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა 1992 წლის მოვლენები, როდესაც საქართველოს არმიამ ბოლომდე გაანადგურა მათი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი – ფასდაუდებელი ბიბლიოთეკითა და სახელმწიფო არქივით. ქართველი ჯარისკაცები წვავდნენ აფხაზი ხალხის კულტურულ მემკვიდრეობას, რათა ქართულ მიწაზე მათი ყოფნის დოკუმენტური მტკიცებულება მოესპოთ.

როდესაც 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, საქართველოში ნამდვილი ქაოსი სუფევდა: სამხრეთ ოსეთში ომი იყო გაჩაღებული; სამეგრელოში მისი წინამორბედის მხარდამჭერები სამხედრო აჯანყებას აწყობდნენ, დაძაბულობა მატულობდა თავად აფხაზეთშიც. სწორედ ამ დროს, ბრიტანელმა პრემიერ–მინისტრმა ჯონ მეიჯორმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. იუგოსლავიის დაშლის შედეგების ფონზე, დასავლეთში გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხების თვითგამორკვევის უფლებისთვის ყურადღება არ უნდა მიექციათ და მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უფლებას, მიიღეს რა ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მსოფლიო ბანკსა და გაეროში.

დასავლეთის მხარდაჭერით ფრთაშესხმული საქართველო ორ კვირაში აფხაზეთს თავს დაესხა, გააჩაღა რა თოთხმეტთვიანი ომი, რომელშიც საბოლოოდ დამარცხდა, მაგრამ რომელიც აფხაზებს ძალიან ძვირად დაუჯდათ – მათ მოსახლეობის 4% დაკარგეს. მას შემდეგ საქართველომ მხოლოდ ის შეძლო, რომ აფხაზეთს ომამდელი სტატუს–ქვო შესთავაზა. რა გასაკვირია, რომ სოხუმში ამ გარიგებაზე არ თანხმდებოდნენ.

საქართველო–აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვის პოზიცია სოხუმის მიმართ ძალიან მეგობრული არ ყოფილა. რუსეთს იმ წლებში პოლიტიბიუროდან საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი კოლეგა ბორის ელცინი ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი შევარდნაძის პროტეჟე – ანდრეი კოზირევი იყო. თუმცა აფხაზეთის მტკიცე პოზიციამ არ დაჰყოლოდა საქართველოს ზეწოლას, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებამ და ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლამ არსებულ სიტუაციაში კორექტივები შეიტანა.

დადგა იმის აუცილებლობა, რომ წლების განმავლობაში სადაო ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია „არც ომი, არც მშვიდობა“ შეცვლილიყო. და სააკაშვილის რეჟიმი, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებით, სადაო საკითხის გადაწყვეტას შეეცადა. საქართველოს არმია გადაადგილდა ერთდროულად, როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთის კოდორის ხეობაში. პრეზიდენტმა მედვედევმა თავის მხრივ გამოასწორა რუსეთის ხელმძღვანელობის შეცდომა, რომელიც საბჭოთა საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთში თავის დროზე იმის გამო მიიღეს, რომ ისინი ერიდებოდნენ ტერიტორიული საზღვრების გადახედვის პროვოცირებას თავად რუსეთის შიგნით.

საქართველო უნდა შეეგუოს იმას, რომ სამყარო იცვლება, იცვლება ისტორიაც, და უარი თქვას ტერიტორიების აღდგენის ინტეგრაციულ სტრატეგიაზე. რა არის კარგი იმაში, რომ მაგალითად, თბილისი აფხაზეთის მთავრობას ჯიუტად დღესაც მარიონეტულს უწოდებს, მაშინ როდესაც სერგეი ბაღაფში ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგად?

რა თქმა უნდა, საქართველოს დასავლელმა მფარველებმა აქ თავისი როლი უნდა შეასრულონ. მათ უნდა დაარწმუნონ თბილისი იმაში, რომ მან რეალობა ადექვატურად შეაფასოს და აღიაროს ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა. დასავლური სახელმწიფოების ამგვარი ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომ ინიციატივებს. ამგვარად, მომზადდებოდა საფუძველი კონტრქუციული მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც მიმართული იქნებოდა ამიერკავკასიაში მყარი სტაბიულური სისტემის შექმნისკენ. ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში, ყველას ინტერესებშია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
უნიკალური, მაგრამ მოუვლელი საქართველოს კურორტები უცხოელებს აღარ იზიდავს
baxmaro-1

საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი იმის წინაპირობაა, რომ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი განვითრებული ბიზნესი იყოს. დედაქალაქში 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია არსებობს, რომლის უმეტესი ნაწილი დროებით არ ფუნქციონირებს, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ უცხოელი სტუმრების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. თუმცა, გასულ წელთან შედარებით სიტუაცია გამოსწორებულია და ტურისტული კომპანიების მფლოებელები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლისთვის უცხოელი სტუმრების რიცხვი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებული იყვნენ ქართველების დასვენების პრობლემა საზღვარგარეთ მოეგვარებინათ, უკეთეს პირობებში არიან. როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებულები აღნიშნავენ, პრობლემა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო, ტურისტული კომპანიების მიერ შერჩეული სერვისით ძირითადად ისინი სარგებლობდნენ, ვისზეც ყველაზე ნაკლებად აისახა კრიზისი და თან, საზღვარგარეთ დასვენების ფასებიც განახევრდა.

„შალი“ მრავალ ფუნქციური კომპანიაა, რომელშიც შემადგენლობაშიც ტურისტული სააგენტოც შედიოდა, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო უცხოელი ტურისტებზე, რომელთაც სურვილი ჰქონდათ საქართველოს რეგიონები და საკურორტო ზონები მოენახულებინათ. თუმცა, მსურველების სიმცირის გამო, კომპანიამ ტურიზმის კუთხით არსებობა შეწყვიტა.

ტურისტული კომპანია „ამსონს“ უფრო გაუმართლა. კომპანიის დირექტორი ვლადიმერ შენგელია, ამბობს, რომ კრიზისი მათ კომპანიაზე არ ასახულა.

„ეკონომიკური კრიზისის თავდაპირველად ძალიან შეგვეშინდა, გვეგონა კომპანია არსებობას ვეღარ შეძლებდა. თუმცა მოხდა ისე, რომ ჩვენმა პარტნიორმა ფირმებმა ფასები გაანახევრეს და შესაბამისად, მომხმარებელიც არ დაგვიკარგავს. სხვადასხვა ქვეყნებში დასვენების მსურველები სეზონების მიხევით არიან. ეგვიპტე ყველა სეზონისათვის აქტუალურია, განსაკუთრებით ზამთარში. შესაბამისად ფასიც ხელმისაწვდომია. ათ–დღიანი დასვენება 1500 ევროდან იწყება. ხშირად მიდიან კანარის კუნძულებე, სადაც ათ–დღიანი დასვენების ღირებულება 1034 დოლარიდან იწყება. სავიზო რეჟიმის არ ქონის გამო, თურქეთში დასვენების მსურველთა რიცხვი ძალიან ბევრია. ასე, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს“, – ამბობს ვლადიმერ შენგელაია

„ფეშენ თრეველის“ დირექტორი ლელა გზირიშვილი, აღნიშნავს, რომ საქართველოს კურორტებზე დასვენების მსურველებმა გაცილებით მოიკლო, ვიდრე საზღვარგარეთ დასვენების მსურველებმა.

„მოიმატა ეგვიპტეში დამსვენებლების რიცხვმა, ასე რომ სიტუაციას ვაბალანსებთ. მხოლოდ ომის ბრალი არ არის უცხოელი სტუმრების ნაკლებობა, ხშირ შემთხვევაში, კურორტები ვერ დაიკვეხნის მოწესრიგებული პირობებით.”

საგარეო საქმეთა ვებ–გვედზე საკმაოდ დიდი სტატიაა განთავსებული ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის დიდ მნიშვნელობაზე, სადაც ხაზი აქვს გასმული საქართველოს თვალწარმტაც ბუნებასა და გამაჯანსაღებელ ჰაერზე. სატელევიზიო გამოსვლლებშიც აუცილებლად მოვკრავთ ყურს, რომ საქართველო უჩვეულო და მდიდარი ბუნებითაა დასაჩუქრებული.

მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი წლებია რაც ზაფხულს ბახმაროში ატარებს, ამბობს, რომ ძალიან ცუდი პირობებია. თუმცა, ჰავა არის გამაჯანსაღებელი და ამიტომ უარს ვერ ამბობს კუსტარულ პირობებში დასვენებაზე.

„აქ შუქი არ არის, არც წყალისა და კანალიზაციიის პრობლემა არის მოგვარებული. ყოველ წელიწადს იძახიან მომავალ წელს სიტუაცია გამოსწორდებაო, მაგრამ მე ჯერ შედეგი არ მინახია. თუ უშუქობაზე დაიწუწუნე, უმალ გიპასუხებენ – მოვა სად წავა. უკვე ათი წელია ამ პასუხით აწყნარებენ მოსახლეობას. დენის პრობლემა მე საკუთარი გენერატორით მოვაწესრიგე, მაგრამ რა ქნას იმ ხალხმა მთელი წელი, რომ წვალობენ და თანხას აგროვებენ, იქნებ ბავშვები მთაში დაასვენონ? ბახმარო ღმერთმა არაჩვეულებრივი ბუნებითა და მდიდარი ჰაერით დააჯილდოვა. აქ თანაბრად ერწყმის ერთმანეთს მთისა და ზღვის ჰავა. ჰოდა, ასეთი კარგი პირობები რომ არის მოუარე, ქართველები აღარ ადიან იქ და უცხოელი ჩამოგივა და იმ ანტისანიტარიაში დაისვენებს?“, – აღნიშნა მომღერალმა.

მართლაც ჩვენს ქვეყანას, უამრავი კურორტი აქვს, რომელიც ყურადღებას ითხოვს და სადაც ელემენტარული პირობები კი არ არის, რომ საზოგადოებამ ნორმალურად დაისვენოს. სეზონის მიხედვით, ერთი ან ორი კურორტის გაპიარება ქვეყანაში ტურიზმს ვერ განავითარებს, მითუმეტეს, რომ პიარს ქვეყანა არასოდეს აუშენებია.

თიკო კალანდაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველოში შაქრის ბიზნესს სახელისუფლებო კლანი განაგებს და მალე შაქარიც ისეთივე ფუფუნება გახდება, როგორც ხორცი

სოსო შატბერაშვილი:
ჩვენს ქვეყანაში შაქრის იმპორტი ძირითადად უკრაინიდან ხორციელდება.
ამ ქვეყნიდან შაქარი
გივი თარგამაძეს შემოაქვს.
ამიტომაა, უკრაინაში ასე ხშირად რომ დარბის. თავის ბიზნესსაქმეებს აგვარებს

"არც ერთ ქვეყანაში შაქარზე ფასი ასე კატასტროფულად არ გაზრდილა,
როგორც ჩვენთან ბოლო თვეებში"

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზარზე შაქრის ფასმა მოიმატა. საცალო ქსელში 1 კილოგრამი შაქრის ფასი 1,60 ლარიდან 2,30 ლარამდე გაიზარდა. უახლოეს პერიოდში შაქარი კიდევ გაძვირდება. შაქრის იმპორტიორები ამას საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი დეფიციტით ხსნიან. თუმცა ეკონომიკის ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში შაქრის ბიზნესს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები განაგებენ და ფასსაც ისინი ადგენენ.
ლეიბორისტული პარტიის წევრის, სოსო შატბერაშვილის თქმით, უკრაინიდან საქართველოში შაქრის იმპორტს პარლამენტარი გივი თარგამაძე ახორციელებს.

"საქართველოს შაქრის ბაზარი მთლიანად მონოპოლიზირებულია. ამ ბიზნესს სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები მართავენ. ჩვენს ქვეყანაში შაქრის იმპორტი ძირითადად უკრაინიდან ხორციელდება. ამ ქვეყნიდან შაქარი გივი თარგამაძეს შეამოაქვს. ამიტომაა, უკრაინაში ასე ხშირად რომ დარბის. თავის ბიზნესსაქმეებს აგვარებს. ასევე ვიცი, რომ შაქრის ბიზნესში ერთ დროს ჯოზეფ ქეიც იყო. ახლა როგორაა მისი საქმე, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს პიროვნება სახელისუფლებო კლანთან დაახლოებულია და ფასებით მანიპულირება არ გაუჭირდებოდა. მოკლედ, საქართველოში გივი თარგამაძე და, სავარაუდოდ, ჯოზეფ ქეი აკონტროლებენ შაქრის ბიზნესს, მთავარ ლობისტად კი სააკაშვილი ჰყავთ. მათ ხელშია ყველა ის კომპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შაქრის იმპორტით არის დაკავებული. ამიტომ ფასზე წინასწარ თანხმდებიან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ შაქრის ბაზარზე არ არსებობს კონკურენცია და პირველადი მოხმარების ეს პროდუქტი კატასტროფულად ძვირდება. ამიტომ, სანამ სააკაშვილი არის მომჯდარი ყველაფერზე, საქართველოში იაფ ცხოვრებას არც უნდა ველოდოთ", _ ამბობს სოსო შატბერაშვილი.

საქართველოში შაქრის ბიზნესი რომ მონოპოლიზირებულია, ამას საპარლამენტო ოპოზიციაც ადასტურებს. „ქრისტიან-დემოკრატების" წევრი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ შაქრის შემოტანაზე მონოპოლია "აგარის შაქარს" აქვს.

"ახლა კომპანია "აგარის შაქარი" ქართული ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. სავარაუდოდ, ამ კომპანიას ხელისუფლებაში სერიოზული ლობისტები ჰყავს. ამიტომაც ასე თავისუფლად მოქმედებს და შაქარზე ფასს საკუთარი სურვილით აწესებს. თუკი შაქრის ბაზარზე კონკურენცია იქნება და ეს სფერო დარეგულირდება, მაშინ ერთი კილოგრამი შაქარი 60-70 თეთრი ეღირება. ახლა კი შაქრის ფასი 2-3 ლარია. ეს კი თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ამ ბიზნესს ერთი გუნდი განაგებს", _ ამბობს გიორგი ახვლედიანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ ბრალდებებს გივი თარგამაძე დუმილით ხვდება და კომენტარს არ ურთავს. "აგარის შაქრის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ისაკაძე კი "ქრისტიან-დემოკრატების" ბრალდებებს უარყოფს.

"ჩვენი ქარხანა არ ადგენს ფასს. მომწოდებელზე ვართ დამოკიდებული. მომწოდებელი კი ნედლეულს გაძვირებული ფასით გვაწვდის. მთელ მსოფლიოში ამ წლის დასაწყისში შაქრის ფასი 90 პროცენტით გაიზარდა. ბრაზილიასა და ინდოეთს, რომლებიც შაქრის მსხვილი მწარმოებლები არიან, შაქარზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ, რადგან ამ სეზონში ნაკლები მოსავალი მოვიდა. ინდოეთსა და ბრაზილიაში, ბოლო 83 წლის განმავლობაში, ყველაზე უნალექო წელი იყო. ეს კი ამ ქვეყნებში შაქრის დაბალ მოსავალზე აისახა, შესაბამისად, გაჩნდა დეფიციტიც. ამან კი ფასის მატება გამოიწვია. ჩვენც იძულებულები გავხდით, პროდუქცია გაგვეძვირებინა. ის, რომ ხელისუფლებაში ლობისტი გვყვავს და ამ სფეროს მონოპოლისტები ვართ, სიცრუეა და მეტი არაფერი", _ ამბობს ლაშა ისაკაძე.

თუმცა ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ არც ერთ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში შაქარზე ფასი ასე კატასტროფულად არ გაზრდილა.

ეკონომიკის ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას თქმით, საქართველოში შაქრის ფასი ხელოვნურად არის გაბერილი. "ეკონომიკური კრიზისის დროს მოსახლეობამ მთელი ყურადღება პირველადი მოხმარების საგნებზე გადაიტანა. კრიზისის დროს მომხმარებელი არ ყიდულობს ხორცს, მაგრამ ყიდულობს შაქარს. ამიტომ გამორიცხული არაა, ბაზარზე დღეს არსებული შაქრის ფასი კარტელური შეთანხმების შედეგი იყოს, რადგან, ამ დროს, ყველა ბიზნესმენი ცდილობს ის აწარმოოს, რაც ყველაზე მეტად გასაღდება. პირველადი მოხმარების პროდუქტები კი, მათ შორის შაქარიც, ისეთი რამაა, რომ, რაც არ უნდა კრიზისი იყოს, ადამიანი მათ მიღებაზე უარს ვერ იტყვის. უბრალოდ, სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. მაგრამ თუკი შაქარზე ფასის ზრდა კიდევ გაგრძელდა, მალე ქართველებისთვის შაქარიც ისეთივე ფუფუნება გახდება, როგორც, ვთქვათ, ხორცი", _ ამბობს ემზარ ჯგერენაია.

შაქრის გაძვირება ავტომატურად იმ პროდუქტების გაძვირებასაც იწვევს, რომელთა წარმოებაშიც შაქარი გამოიყენება. ბოლო დღეებში პროდუქცია გააძვირა საკონდიტრო საწარმო "ტკბილმა ქვეყანამ". ლიმონათი 10 თეთრით გააძვირა კომპანია "ყაზბეგმა". საკონდიტრო ნაწარმისა და უალკოჰოლო სასმელების მწამოებლები ამბობენ, რომ მათ პროდუქციაზე ფასის მატება შაქრის გაძვირებამ გამოიწვია.

მოკლედ, საქართველოში ცხოვრება ძვირდება. სამომხმარებლო საქონელზე ფასები ისეთი სისწრაფით გაიზარდა, რომ კაცს თვალის მიდევნება გაუჭირდება. თუმცა ფასების მატებას მხოლოდ დაბალშემოსავლიანი პირები გრძნობენ, იშვიათად _ ბიზნესმენები და ნაკლებად _ სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები. მათ ათასლარიან გარანტირებულ ხელფასებს ვერც დენის ტარიფი შეარყევს და ვერც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მომატებული ფასები.

ხათუნა ნონიაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
წესები · დახმარება · ძებნა განახლებული · წევრები · კალენდარი · ჩატი
> TBILISIS FORUMI -> თემატური ფორუმი -> პოლიტიკა
Pages: (15) [1] 2 3 ... ბოლო » ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკე, წერილი ვლადიკავკაზიდან
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ · გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას · ამოსაბეჭდი ვერსია
Skiamakia

"ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურში"
"თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც!"

"სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დაგრჩებათ"

"შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან?"

წერილმა, რომელიც ჩრდილო ოსეთში მცხოვრებმა, ორგანიზაცია "დარიალის" ყოფილმა წევრმა გამოუგზავნა "კვირის პალიტრას", შეგვძრა.

არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.

ჩემი წინაპრები დადიანებთან ერთად გადასახლებულან ჩრდილო ოსეთში. მე ოსეთში დავიბადე და გავიზარდე. როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის ომი ატყდა, ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი. შარშან ჩემმა მეგობარმა ოსმა ქალმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მუშაობს, შემომთავაზა, გავწევრებულიყავი ორგანიზაცია "დარიალში". მაშინ უარი ვუთხარი. დაახლოებით ოთხი თვის წინ კი ისევ შემომთავაზა გაწევრება. როგორც მითხრა, ამ ორგანიზაციაში გაწევრებული ყოფილან პატრიოტი ოსები და თუ მეც გავხდებოდი წევრი, მომცემდნენ ბინას ყაზბეგში, კოტეჯსა და მიწას კი გუდაურში. დავინტერესდი და დავთანხმდი. შეხვედრები უნივერსიტეტში, საღამოს 9-დან 12 საათამდე იმართებოდა.

პირველივე შეხვედრაზე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვლადიკავკაზის თითქმის ყველა ცნობილ პირს მოეყარა თავი. აქ იყვნენ საქართველოში მცხოვრები სომხების წარმომადგენლები, ასევე ერევნიდან ჩამოსული სომხები. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს და რატომ გვთავაზობდნენ ორგანიზაციის წევრებს ბინებს ყაზბეგში და ვილებს - გუდაურში. იანვრის შეხვედრაზე ისეთი რამ შევიტყვე, თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს ქვეყანას შევატყობინო. ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს, წაჰგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობითურთ და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურს. მე ეს ამბავი საგანგაშოდ მეჩვენა.

სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოსებს შეჰპირდნენ, რომ შეადგენენ დოკუმენტებს, თითქოს სომხეთის ისტორიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ ყაზბეგის რაიონი ალანთა ძირძველი მიწაა, საიდანაც ოსები ქართველმა მეფეებმა განდევნეს. აი, ამ დოკუმენტით აპირებენ "თავიანთი მიწის" დაბრუნებას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განუმარტეს დამსწრეებს, საქართველოს ისტორია სომხური წყაროების მონაცემებზეა შექმნილი.

ასევე განიხილეს, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ოსები ლარსის გზის გახსნას ელოდებიან. იციან, რომ კობსა და თრუსოს ხეობის სოფლებში ოსთა საცხოვრებელი სახლები გაძარცულია. როდესაც ლარსი გაიხსნება, ოსები შევლენ სოფლებში და დაიწყება შეჯახება ოსებსა და ყაზბეგის მოსახლეობას შორის, რაც კონფლიქტის საუკეთესო პირობა იქნება. ამ გეგმით ოსები რუსეთის დახმარებით დაიკავებენ ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობასა და გუდაურს. სხდომაზე დაისვა საკითხი: გახსნიდა თუ არა საქართველო 1-ელ მარტს ლარსის გზას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან სომხეთს საქართველოს პრეზიდენტისთვის ათეულობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი სომხეთში ვიზიტის დროს.

ჩემო ძვირფასო ქართველებო! გამოიჩინეთ გონიერება, არ დაუშვათ ლარსის გზის გახსნა. მაქსიმალურად შეუშალეთ ხელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ლარსის გზის გახსნის შესახებ. ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.

ამ ბარათს რომ მიიღებთ, ვლადიკავკაზში აღარ ვიქნები. უცხოეთში მივემგზავრები. მე რუსეთში ვერ ვიცხოვრებ.
ეს წერილი ერთმა კეთილმა ადამიანმა დამაწერინა. მე ქართული არ ვიცი.

თქვენი ქართველი

http://www.kvirispalitra.ge/politic/269 ... rshiq.html

რას ფიქრობთ ლარსის გახსნასთან მართლა შეიძლება ქონდეს კავშირი? vik.gif

მამუკა არეშიძე: - ამ წერილში მოთხრობილი ამბავი სრული სიმართლეა. ეს შეკრება ვლადიკავკაზში იანვარში გაიმართა და მას ბევრი გავლენიანი პირი ესწრებოდა: ჩრდილო ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩრდილო ოსეთის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და რაც მთავარია, რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი. ეს იყო მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრა. "დარიალის" წევრების გარდა, იქ იყვნენ სხვა ორგანიზაციის (მაგალითად, "კობელების") წევრებიც. ჩრდილო ოსეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რუსეთის დავალებით, ახლა მხოლოდ ამ საქმეებითაა დაკავებული. როგორ ვერ ხედავს ამ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება? რამდენი ხანია ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვთან დაახლოებული ხალხი, ინგუშეთის პარლამენტის წევრები გვაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იქაურ გეგმებსა და პროვოკაციებზე, მაგრამ ვერავის ვერაფერი შეასმინეს.

რატომ არ ვუჯერებთ ჩვენს გულშემატკივარ ერს, რომელსაც ჩვენთან მეგობრობა უნდა? არ ვამბობ, რომ ლარსი არასოდეს არ უნდა გაიხსნას, მაგრამ დღეს საქართველო არ არის იმ საფრთხისთვის მზად, რომელიც წინდაუხედავი პოლიტიკის გამო შეიძლება თავს დაატყდეს. არა მარტო ინგუშები, ვლადიკავკაზელი ქართველებიც იმავეს გვატყობინებენ. ვატყობთ, რაღაც ძალზე ცუდი მზადდება, ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურშიო. გვაწვდიან გაშიფრული პროვოკაციის რამდენიმე ვარიანტსაც და მეტი რა ქნან?

- რა სახის პროვოკაციებზეა ლაპარაკი?
- რადგან თრუსოდან და კობიდან წასული ხალხის უმეტესობა ორმაგი მოქალაქეა და საქართველოს პასპორტებიც აქვთ, მათ საქართველოში დაბრუნებას ვერავინ შეუშლის ხელს. მოქალაქეა და ქვეყანაში შემოსვლაზე ხომ არ ეტყვი უარს? ზოგი მათგანის სახლი გაპარტახებულია, ზოგის - დაკავებული. ეს ხალხი რომ დაბრუნდება და გაძარცული და დაკავებული სახლები დახვდება, ხომ მოჰყვება ამას გაწევ-გამოწევა, მიტინგები ყაზბეგში? რუსებიც ამას იქნებიან დადარაჯებული, არიქა, რუსეთის მოქალაქეებს ისევ გვიჩაგრავენო. შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან? ან ვიღაც (ისევ რუსული სპეცსამსახურები) რუსებს თავს დაესხმება, გაძარცვავს ან მოკლავს და რუსეთი თავისი კანონების შესაბამისად დაიწყებს მათ დაცვას. ახლა ვნახოთ, რა ინტრიგებს ხლართავს პარალელურად ოსური პრესა.

პირველი ეტაპი, რომ ყაზბეგის რაიონი მათია, უკვე გაიარეს. ახლა თურმე რაც ჯვრის უღელტეხილის იქით არის, ჩრდილო კავკასია, ესე იგი ოსეთია. ყაზბეგი სწორედ ჯვრის უღელტეხილის იქით არის. არაერთხელ ვთხოვე ყაზბეგელებს, შეიკრიბეთ, ისევე როგორც რაჭველებმა გააკეთეს, რომ თქვენი პოზიცია დაინახოს ხელისუფლებამ-მეთქი. სხვათა შორის, ამ საკითხზეც "იმუშავეს" ვიღაც-ვიღაცებმა. ყაზბეგში ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს. ერთმა ნაწილმა პეტიცია შეადგინა მთავრობის სახელზე და ითხოვს, ლარსი არ გაიხსნას, ნაწილმა კი ლარსის გახსნის მოთხოვნას მოაწერა ხელი.

ბევრმა მითხრა, ხელი სამსახურის დაკარგვის მუქარით მოგვაწერინესო. ამ ხალხს მინდა ვუთხრა: თუ ახლა არ დაიკავებენ პრინციპულ პოზიციას, სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დარჩებათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზბეგში მოსახლეობის ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ბევრი პენსიას რუსეთიდან იღებს. რეგიონი უაღრესად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. თანაც, მიჩვეული არაინ ვლადიკავკაზთან ურთიერთობას. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს მთას, დაინტერესდეს ამ საკითხით. პატრიარქი რომ არ იყოს, ეს რეგიონი ღვთის ანაბარა იქნებოდა მიტოვებული. დღეს საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ამ საფრთხეს გაუმკლავდეს. ეს გაზაფხული როგორმე გადავიტანოთ და ლარსი მაშინ გავხსნათ, როცა მზად ვიქნებით რაღაცებისთვის. სომხეთსა და რუსეთს რომ უნდათ ლარსის გახსნა, გასაგებია: სომხებს გზა სჭირდებათ, რუსებს გიუმრის ბაზის მომარაგება.

- სომხებს რატომ უნდათ, რომ ეს ტერიტორია ოსეთმა მიიტაცოს, მაშინ ხომ აუცილებლად ჩაიკეტება გზა და სომხეთი ისევ მოწყვეტილი აღმოჩნდება?
- ისინი, ვინც შეკრებას ესწრებოდნენ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან. მათ არც სომხეთი ადარდებთ. დიდ ხეირს ლარსის გახსნით რუსეთი ელის. ის ცდილობს, დაიკავოს 40-კილომეტრიანი ზოლი კავკასიონის ქედის გასწვრივ. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრების შემთხვევაში. რუსეთს სურს ამ დროისთვის უკვე ჰქონდეს ბუფერული ზღუდე. ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა. ჩრდილოელი ოსები კი ამ შემთხვევაშიც ისეთივე ბრმა იარაღი არიან, როგორიც აფხაზები და სამაჩაბლოელი ოსები.

საწ###ბი ვერ მიმხვდარან, რომ ახლოსაც არავინ მიუშვებს ყაზბეგსა და გუდაურთან. იმასაც ვერ ხედავენ, რომ აფხაზებს ნელ-ნელა აძევებენ სახლებიდან და ოსებს კი სამაჩაბლოდან? რუსეთი ძალზე სახიფათოდ თამაშობს. ლავროვმა ინტერვიუში განაცხადა, ლარსის გზის გახსნის საკითხი განიხილებაო. აქეთ გვამადლის ლარსის გახსნას, თითქოს ჩვენ გვჭირდებოდეს. საქართველოს ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას ამ გზის გახსნა! თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც! მით უმეტეს, რომ თუშეთში საზღვარი უკვე გადმოსწიეს რუსებმა. რუსებმა გზები შატილამდე მოიყვანეს. თუ ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს საქართველოს ხელისუფლებაში მეხუთე კოლონის არსებობაზე!

P.S. ღმერთი არ გაგვიწყრეს და სული ეშმაკს არ მივყიდოთ, თორემ მომავალი თაობა შეგვაჩვენებს და მართალიც იქნება. ამ დო(ლარს)ულიანებმა სამშობლო ორ შაურად გაგვიხადესო.. ასჯერ დავფიქრდეთ და მერე გავჭრათ (თუ, რა თქმა უნდა, ამის ძალა და უნარი შეგვწევს). ფრთხილად, წინ უფსკრულია! ფრთხილად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი

ნიკოლა ლანდრუ

ოქროს საწმისის ქვეყანაში ვერც 2008 წლის ომში დამარცხებამ, ვერც დასავლეთის თანადგომის შესუსტებამ და ვერც ოპოზიციურმა მანიფესტაციებმა შეარყია სააკაშვილის პერსონალური საპრეზიდენტო ფუნქციები. კრემლის ნომერ პირველმა მტერმა ქართველები მის ეგზალტირებულ გამოხტომებს შეაჩვია, იმას რამაც მისი პოპულარობა გამოადნო. ისინი მუდმივად ისმენენ სახელმწიფოს მეთაურის სულ უფრო აღმატებულ შედარებებს: საქართველოს „ევროპაში საუკეთესო სათხილამურო ტრასა და ავტობანი“ აქვს, საქართველომ „მსოფლიოში კორუფციის ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია“…

მისი განდიდების მანია მის ყველაზე ხმაურიან პოლიტიკურ პროექტებში ჩანს: თბილისში თეთრი სახლისა და ბუნდესტაგის მსგავსი სასახლის აშენება, პატარა ქალაქ სიღნაღის ბანკებისა და ბუტიკების ვიტრინების ქალაქად გადაქცევა… მისი პროქტებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო ათ წელიწადში ფოლკლორული მოტივებით შემკულ დუბაის უნდა დაემსაგვსოს. საქართველოს პრეზიდენტს სურს ბაგრატის ტაძარს, რომლის სახურავიც 17–ე საუკუნეში ჩამოინგრა… მინის გუმბათი დაადგას! დედაქალაქში მდინარე მტკვარზე მომავლის ხიდის აგება სურს, რომელიც ასევე მინის უნდა იყოს. მასალა, რომელზეც ის გიჟდება.

„პოლიცია, სუპერმარკეტებივით გამჭვირვალე უნდა იყოს“… განაცხადა სააკაშვილმა შემოდგომაზე. ამგვარად დედაქალაქში მინის პოლიციის განყოფილებები ააშენეს! მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამ რეკონსტრუქციის ციებ–ცხელებას უბედურებებიც მოაქვს. დეკემბერში სააკაშვილის გეგმას რეგიონში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის ადგილზე პარლამენტის ნაგებობა აეშენებინა დავა მოჰყვა. მან მემორიალის აფეთქების თარიღი ორი დღით ადრე გადმოწია, რათა ოპოზიციის მანიფესტაციებისთვის აერიდებინა. მემორიალის ნაჩქარევად ორგანიზებულმა აფეთქება, ახალგაზრდა ქალის და მისი შვილის დაღუპვა მოჰყვა.

პრეზიდენტი ყველგან და ყველა სფეროში აქტიურობს. მან სკოლებში სამხედრო–პატრიოტული სწავლება შემოიღო, ქვეყნის უკიდურესად მოშორებულ კუთხეში სვანეთში სათხილამურო ტრასა საზეიმო ვითარებაში გახსნა, იმ დროს, როდესაც ქვეყნის ორი სათხილამურო ტრასა ნაკლებად დატვირთულია. ქვეყნის ერთადერთი საავტომობილო გზა, რომლის ავტობანად გადაქცევის ინიციატივითაც ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლის დროს გამოვიდა, მხოლოდ სანახევროდაა დამთავრებული… გარდა ამისა, პრეზიდენტი სატელევიზიო სადილებს აწყობს მოსახლეობასთან. გურიაში, ამ ზამთარს, მისი მასპინძლები სინამდვილეში ადგილობრივი თეტრის მსახიობები იყვნენ! დაუღალავი პრეზიდენტი თვალისმომჭრელი ნათურებით აბრჭყვიალებს ყველა ფასადს. მაგრამ მის ქვეყანას და მისი ქვეყნის დანგრეულ ინფრასტრქტურას მისი დევნა არ ძალუძს. ორატორულმა ტალანტმა ის ხელისუფლებაში მიიყვანა. მაგრამ მისი იმპროვიზირებული სტილი მას დასავლელების ნდობის დაკარგვად დაუჯდა. საქართველოში ადამიანების ერთი ნაწილი ამ მასკარადის გამო აყვირდა, მაგრამ მასსავით მოდერნიზაციის იდეას ამოფარებული მეორე ნაწილი ამ სიყალბეს არ იმჩნევს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვის გამო რეკავს მასმედიის ზარი

რამდენიმე დღის წინათ მიიწურა ზაფხული - ზოგისთვის მკვდარი სეზონი, ზოგისთვის კრახის მომასწავებელი ავბედითი რეკვა მასმედიის ზარების: უცხოეთის პრესაში გახშირდა მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული დახასიათება, დაუფარავი ცინიზმის საგრძნობი დოზით გაჯერებული. სრული ობიექტურობისათვის - მხოლოდ მაგალითები - “შიშველი ფაქტები” “მეფის სიშიშვლის” დასამტკიცებლად.

“სახელმწიფოს მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა ვერაფერი ისწავლა. ერთი წელიწადი გავიდა, რაც მან სეპარატისტული რესპუბლიკის - სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ უგნური სამხედრო აქცია წამოიწყო, რასაც რუსეთთან ომი მოჰყვა, მაგრამ მისგან არანაირი თვითკრიტიკის იმპულსი არ მოდის. ამაზე მისი რიტორიკა და ვითარების არარეალური შეფასება მიუთითებს. ვიდრე სააკაშვილი ქვეყნის სათავეშია, კონფლიქტის გონივრულ გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ”... (ვოლფგანგ შმიგი, “კავკასიური ლეგენდები: მიხეილ სააკაშვილი ომიდან ერთი წლის შემდეგ”).
“სააკაშვილი მამა აბრამის ბატკანი სულაც არ არის, როგორადაც თავი მოაქვს” (იქვე).
და ასეთი მომაკვდინებელი დასკვნა: “სააკაშვილი დამარცხებულია. მისი მიზანი, დაებრუნებინა აჯანყებული რეგიონები, ახლა შორეული პერსპექტივაა. საქართველოს ნატოში გაწევრება გადაიდო; საშინაო პოლიტიკაში დასუსტებულია; საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით - დიდად იზოლირებული; ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის დეფიციტია. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგსა და ვაშინგტონში სწავლობდა. თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, არ აქვს უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა და ფლობს დასავლურ ტერმინოლოგიას, თუმცა ეს ქვეყნის დემოკრატიული სიმწიფის დასადასტურებლად საკმარისი არ არის”.
მკვახეაო! დაახლოებით ისეა, როგორც ერთ მოქნეულ ფრაზაში: “მწიფეს ესროდნენ, მკვახე ცვიოდაო”.
მწარე იუმორი თანდათან სერიოზულ კრიტიკაში გადაიზრდება. სააკაშვილიდან არეკლილი კრიტიკა მის “გამშუქურებელზე” - ბუშის ადმინისტრაციაზე გადადის. რუსული “გარდიანის” რედაქტორი სერგეი როი მიიჩნევს, რომ ცხინვალის კონფლიქტმა “ნაკლები ბუნდოვანება დატოვა” საგარეო ურთიერთობებში... (ე.ი. უფრო გაარკვია სიტუაციაო. - ა.ს.).
ავტორი იხსენებს, რომ პუტინმა ასეთი კრიზისებისთვის სპეციალურად შექმნილი ცხელი ხაზით ბუშთან დაკავშირებაც სცადა. “მეორე მხარე, უბრალოდ, არ უპასუხებდა: სამარისებური სიჩუმე - ცხადი ნიშანი იმისა, რომ ეს მხარე უშუალოდ მონაწი­ლეობდა სააკაშვილის სისხლიან თამაშში”.
აშშ სტრატეგია, ამტკიცებს როი, კავკასიის ბალკანიზაციაა, რომლის პრინციპი ასეთია: “არ იბრძოლო უშუალოდ. შენი მტრის დასასუსტებლად მისსავე საზღვრებში არსებული სეპარატისტული მოძრაობები გამოიყენე”.
უცხოელი ანალიტიკოსი ასეთ გამოსავალს პოულობს, ეს იქნებაო “ახალი, უფრო საზრიანი პოლიტიკური რეჟიმი საქართველოში, რომელიც აღიარებს არსებულ სიტუაციას და რუსეთთან პრაგმატულ, შესაძლოა, თანამშრომლობით ურთიერთობას დაამყარებს”.
მაგრამ ეს გამოსავალი ცისფერ ფრინველს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალისტურ დასკვნას, ისეთ რჩევას, რომლის განხორციელება ჩვენს პირობებში შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მმართველების ხელში.
ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევა ჭირს იმის გამოც, ფიქრობს პოლიტოლოგი პიტერ კორიგი, რომ “აშშ-სა და ევროპას საქართველოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ სტაბილურობის ფასი დემოკრატიაა.
პრესა და რადიო სულ უფრო იზღუდება, ოპოზიციონერებს რეგულარულად აპატიმრებენ იარაღისა და ნარკოტიკების საეჭვო ბრალდებით, დემონსტრაციის თავისუფლება ფაქტობრივად ლიკვიდირებულია”.
უყურადღებოდ არც ოპოზიცია რჩებათ, რომელსაც სერიოზულად აკრიტიკებენ მოუქნელობისა გამო. მიიჩნევენ, რომ “ვარდების რევოლუციის” პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიცია ვერ ახერხებს ისეთი ფართო პოლიტიკური პროექტის შემუშავებას, რომელიც დღევანდელი სისტემისგან განსხვავებული იქნება და ხელისუფლების ცვლილებაზე დასავლეთის არსებით მხარდაჭერას მოიპოვებს”.
ლაიონელ ბინერი (“სააკაშვილის რეჟიმის ბედის ცვლილება”) სერიოზულად არის დაეჭვებული აშშ-საქართველოს ურთიერთობის ხარისხის გამო და აცხადებს: “ზედმეტად დიდი ფსონი ხომ არ დადო კავკასიის ამ პატარა, გახლეჩილ ქვეყანაზე შეერთებულმა შტატებმა?” ამ დასკვნის ორჭოფულ ფორმაში (“ხომ არ”) კატეგორიულობა რომ ჭარბობს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს: დადო და შეცდა!
ბინერი დარწმუნებით აცხადებს, რომ აგვისტოს “ხანმოკლე ომმა” საქართველო დასავლეთელ მეგობრებს, განსაკუთრებით კი, შეერთებულ შტატებს სულ უფრო დააშორა”.
იმ ზარის რეკვა, რომელიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ, იმედგადაწურულ დარისხებასავით ისმის: “საქართველო... საკუთარი წარსული რაობის ნაგლეჯად იქცა”; “ობამას ადმინისტრაციასთან ემოციური კონტაქტების ნაკლებობამ საქართველოს ისეთი განცდა დაუტოვა, თითქოს სივრცეში გარეთ მარტოდმარტო დატოვეს”; “დღეს ვაშინგტონს მორალური მხარდაჭერის გაცემა შეუძლია, მაგრამ სამხედროსი - არა”; “სააკაშვილი... არსებითად წარუმატებელი პრეზიდენტია”; “სააკაშვილმა გარისკა და დამარცხდა, მასთან ერთად დამარცხდა საქართველოც”.
ვის გამო რეკავს ზარი, ალბათ, გარკვეულია, მაგრამ მხოლოდ ემოციური სიმძაფრის ველში რომ არ დავრჩეთ, შემოგთავაზებთ ერთი ანალიტიკური წერილის დასკვნით ნაწილს (ივან კრასტევი, “აგვისტოს ქვემეხები: უმნიშვნელო მოვლენა მნიშვნელოვანი შედე­გებით”), რომელსაც ბევრისმთქმელი ქვესათაური აქვს: “დაკრძალვის შემდეგ”.
“რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებისას ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: გვაძლევს კი ამ ომის შემდეგ დაბადებული სამყარო უკეთეს შანსს ლეგიტიმური და სამართლიანი ევროპული წესრიგის დასამყარებლად, თუ პირიქით, ამ წესრიგის მიღწევას ნაკლებად შესაძლებელს ხდის? ამ კითხვაზე ორი შესაძლო პასუხი არსებობს: უკიდურესად პესიმისტური და ზომიერად ოპტიმისტური.
პესიმისტები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის უმნიშვნელო მოვლენად გადაქცევით დასავლეთი კრემლს ახალისებს, რათა მისი “წარმატება” პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ადგილებშიც გაიმეოროს და ამით ევროპულ წესრიგზე იმედებს ილუზიად აქცევს.
ოპტიმისტები უფრო იმ მოსაზრებისკენ იხრებიან, რომ რუსეთ-საქართველოს ომით ერთდროულად ორი პროექტი ჩაიშალა: რუსეთის მცდელობა ევროპაში გავლენის სფეროების პოლიტიკის აღდგენის შესახებ და დასავლეთის მცდელობა, აეშენებინა ევროპა რუსეთის გარეშე.
თუ პესიმისტები მართლები არიან, ჩვენ ხანგრძლივი ღამის ადრეულ სტადიაში ვიმყოფებით. თუ ოპტიმისტების მოსაზრებაა სწორი, ამ ორი პროექტის გარდაცვალება იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორედ ის დროა, როცა მესამე პროექტის შემუშავებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი.”
* * *
ვიღაც უთუოდ ფიქრობს მესამე პროექტზე, მაგრამ ეს ვიღაც ჩვენს ხელისუფლებაში რომ არ არის, სამწუხარო ფაქტია.

ქეთი სესიაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბურჯანაძეების დამალული და კრიმინალური ქონება

ანზორ და ნინო ბურჯანაძეებს, ბადრი ბიწაძეს ათობით ქონებრივი დეკლარაცია შეუვსიათ, მაგრამ ამ დეკლარაციების მიხედვით მათი ქონება და შემოსავალი ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდად არ იცვლება.
ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახს ძალიან უნდა, თავი წარმოაჩინონ საშუალო ფენაზე მდიდარ, მაგრამ არა მდიდარ ოჯახად. დეკლარაციებით ამას კი ახერხებენ, მაგრამ სულ სხვა რეალობაა - ბურჯანაძეთა ლეგენდარული ქონების შესახებ არათუ ხმები დადის, არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში, პოლიტიკა და სახელმწიფო სამსახური ბურჯანაძეებმა გასამდიდრებლად, სიმდიდრის მოსახვეჭად გამოიყენეს.

არადა, ამ ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა ბიზნესში ოფიციალურად, რაც კანონით ეკრძალებოდათ. მხოლოდ 1996 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფო პურპროდუქტების კორპორაციის პრივატიზაცია მოახდინა ანზორ ბურჯანაძემ და უამრავი - ათეულმილიონობით ქონება კაპიკებში ჩაიგდო ხელში, მიატოვა სახელწიფო სამსახური, კრიმინალური გზით მითვისებული ქონება ბიზნესად აქცია და წისქვილ-კომბინატები, პურის ქარხნები, პურის საცხობები, პურპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები და ა.შ. ჩამოაყალიბა.

ცხადია, ნინო ბურჯანაძის ოჯახის მთავარი სიმდიდრე აქედან ჩნდება, მაგრამ არც ბადრი და ნინო აკლებდნენ ხელს. როგორც მინიმუმ, ისინი ლობირებდნენ ანზორ ბურჯანაძის ყველა სახის ბიზნესს და 1996 წლიდან დღემდე, ოჯახის მთავარ „ბიზნესმენს“ არაერთი უკანონობა აქვს ჩადენილი.

„დრონი.ჯი“ შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა და რა სახის ბიზნესშია ეს ოჯახი ჩართული და საიდან ექაჩებიან მილიონებს. ანზორ ბურჯანაძემ 1996 წელს, ორთაჭალაში, პურპროდუქტების კორპორაციის შენობის მე-5 სართული იყიდა კაპიკებში - 17000კვ/მ. ახლა, ეს ფართი გაქირავებული აქვს, 1კვ/მ. - 150 დოლარად, საიდანაც თვეში მინიმუმ 550 000 დოლარი შესდის. თუ ბურჯანაძემ ამ მე-5 სართულის გაყიდვა მოინდომა, მაშინ ორთაჭალაში ამ ადგილას კომერციული ფართის მინიმალური ფასი 400 დოლარია.

ასე რომ, 6 მილიონ 800 ათასის ქონების მფლობელი ანზორ ბურჯანაძე ჯერ კიდევ 1996 წელს გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ამ მე-5 სართულში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 220 000 დოლარი გადაუხადა. აი, მარიფათიც ამას ჰქვია.

ანზორ ბურჯანაძის კუთვნილებაა კოსტავას ქუჩაზე, `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ გვერდით მდებარე, ვაკე-საბურთალოს გამგეობის შენობის მე-3 და მე-4 სართულები, სადაც გამგეობაა განთავსებული. არ არის გამორიცხული, ნინომ სახელმწიფოს ქირა მოსთხოვოს _ მამაჩემის კუთვნილ ფართს იყენებთო. კანონით ეკუთვნის კიდეც, მაგრამ მაინც არაფერს ითხოვს, ალბათ ეშინია, პროკურატურამ იმის გარკვევა არ დაიწყოს, თავის დროზე, ეს მე-3 სართული რა დამსახურებისთვის მიჰყიდეს ანზორ ბურჯანაძეს 82000 დოლარად, 1 სართული _ რაღაც 27 300 დოლარად.

ანზორ ბურჯანაძის სართულზეა ამავე რაიონის ეკოპოლიცია, საგადასახადო სამსახურიც. სხვათა შორის, ეკოლოგიური პოლიცია ამ შენობაში მაშინ გადავიდა, როცა ბადრი ბიწაძის ძმა, რემი ბიწაძე ამ სისტემის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ეს სამი სართული შუაგულ საბურთალოზე გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე ის 5 სართული ორთაჭალაში.

ბურჯანაძეებს ეკუთვნით ფალიაშვილის #35-ში მდებარე კაფე `დელ-მარი~, რომელიც ვაკეში ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფედ მიიჩნევა და კლიენტი არ აკლია, თუმცა კაფე ვინმე მ. თურმანიძის სახელზეა გაფორმებული. ოჯახის საკუთრებაა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ამავე სახელწოდების პურფუნთუშეულის საცხობი, ოღონდ ეს „დელ-მარი“ ვახტანგ ცირეკიძის სახელზეა გაფორმებული. ამ ორივე ობიექტს, რემი ბიწაძე აკონტროლებს. ცირეკიძე და რემი ბიწაძე ნათელ-მირონები არიან.

ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ ამბობდა თემურ შაშიაშვილი, რომ ბურჯანაძეებმა ნახევარი ქუთაისი გაყიდეს, სულზე მივუსწარი, თორემ გელათის მონასტერსაც გაყიდდნენო.

რევოლუციის მერეც, შაშიაშვილს კვირა არ გავიდოდა, რომ ნინო და ანზორ ბურჯანაძის მიერ უკანონოდ ხელში ჩაგდებულ ქუთაისურ ქონებაზე არ ჩამოეგდო სიტყვა პრესაში და ტელევიზიაში და მუდამ მტკიცებულების ფორმით აცხადებდა, სად რა ფასად იყიდეს ბურჯანაძეებმა.

ამავე თემაზე, არაერთხელ განუცხადებიათ შალვა ნათელაშვილს, გიორგი გუგავას, `ლეიბორისტთა~ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქუთაისის საკრებულოს წევრს, სამსონ გუგავას (გიორგი გუგავას ძმა), სოსო შატბერაშვილს, თინა ხიდაშელს, ლევან ბერძენიშვილს, ფიქრია ჩიხრაძეს, დათო ზურაბიშვილსა და ზვიად ძიძიგურს, კახა კუკავას და გუბაზ სანიკიძეს.

რატომღაც, ახლა, როცა ბურჯანაძე ოპოზიციაშია, ამ ოჯახის კრიმინალურ საქმიანობაზე აღარ ლაპარაკობენ. ისე, სხვათა შორის, თუ ნინო ბურჯანაძემ სასამართლოში გვიჩივლა, დამიმტკიცე, რომ ეს ქონება მართლა ჩემი ოჯახისააო, იცოცხლეთ, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველა მოწმედ დამიდგება, სად წაუვლენ თავიანთ ინტერვიუებს, წლების მანძილზე რომ აიკლეს პრესა-ტელევიზია ბურჯანაძეთა კორუმპირებულობაზე ლაპარაკით, რაც ჩამოვთვალე და რასაც ახლა მოგახსენებთ, დიდი ჟურნალისტული გამოძიების შედეგად კი არ მომიპოვებია, ეს ნინოს ყოფილი ოპონენტების და ახლანდელი თანაგუნდელების ნაშრომ-ნაღვაწია, მე, უბრალოდ, მოვიძიე და გთავაზობთ.

თუ სასამართლოზე ამ ხალხმა უარყო თავიანთი ნათქვამი, მაშინ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ბრალი მათ დაედებათ, ბურჯანაძეს ბოდიშსაც ეგენი მოუხდიან და თუ ნინომ მორალური ზარალისთვის ფულადი კომპენსაცია მოითხოვა, ფულის შეგროვება ოპოზიციაში თემურ შაშიაშვილს მოუწევს, აბა, მე სად მაოხრია ამდენი, ბურჯანაძეს კომპენსაციები ვუხადო.

თემურ შაშიაშვილის მიერ გამოძიებული საქმის მიხედვით, ანზორ ბურჯანაძემ ქუთაისის საავიაციო ტექნიკური ქონებიდან, ჯართის სახით, უნიკალური ტექნოლოგიები გაზიდა უკრაინაში და იქ გაყიდა. დარჩენილი კი აქვე გაყიდეს - ზოგი ჯართად, ზოგიც - მეორად დანადგარად, არადა, 2 წლის წინ, საავიაციო-ტექნიკური ქარხნის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, ეს ტექნოლოგიები, თანამედროვე და საუკეთესო, ქარხნის ასაღორძინებლად შეიძინა იმავე უკრაინაში, დონბასის მხრის ერთ-ერთ ქარხანაში.

ეს ისტორია „ვარდების რევოლუციამდელია“. 2004 წელს, შს მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა ქარხნის დირექტორი ირაკლი კოხრეიძე. ლამის დაიჭირეს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, ზურაბ ქაჯაიაც. კოხრეიძემ და ქაჯაიამ, ცხადია, ბურჯანაძეებისკენ გაიშვირეს ხელი. ამ დროს, ნინო უკვე პარლამენტის თავმჯდომარეა მეორედ. ოქრუაშვილს ქუსლი უყარა - მავიწროვებთ, ჩემიანებს არ ახარებთ და თუ ამ საქმეს არ შეეშვებით, ოპოზიციაში წავალო. მაშინ ოქრუაშვილი გააჩერეს - კოხრეიძე გამოუშვეს, ქაჯაიაზე გაცემული სანქცია გააუქმეს და ნინოც დაშოშმინდა. მაშინ პოლიტიკა კანონზე მაღლა დადგა, რადგან რევოლუციურ ხელისუფლებას ერთიანობის შენარჩუნება სჭირდებოდა. გარე საფრთხეებიც იზრდებოდა და კონტრრევოლუციური მოძრაობაც დაწყებული იყო.

პროკურატურასა და შსს-ში დღესაც დევს ეს საქმე ჩვენებებით, ყველა მამხილებელი დოკუმენტაციით, მათ შორის, ის დოკუმენტებიცაა, რომელიც ადასტურებს, რომ ძვირადღირებული და სრულიად ვარგისი ტექნოლოგიები, ფოთის პორტის გავლით უკრაინაში, ჯართის სახით, ფირმა `ანრემ~ არაერთგზის გაიტანა.

„ანრეს“ დამფუძნებელი კი ანზორ ბურჯანაძეა. პატივცემული მკითხველი თუ ცოტა მეტ დაკვირვებას გამოიჩენს, ამ `ანრე~-საც გაშიფრავს - ფირმას ანზორ ბურჯანაძემ საკუთარი შვილიშვილების სახელების პირველი ორი ასოს აბრევიატურა შეურჩია სახელწოდებად (ან-ზორი და რე-ვაზი-ან-რე). ამ საქმიდან ანზორ ბურჯანაძემ თავის წილად 7 მილიონი დოლარი მოხსნა, ქუთაისის საავიაციო ქარხანა კი გააპარტახა და გაძარცვა.

დღეს ნინო ბურჯანაძე გამოდის ტელე-ეთერით, პრესით, მიტინგებზე და შუბლძარღვგაწყვეტილი აცხადებს (ამაზე თუ უნდა მიჩივლოს), ქვეყანაში ამდენი და ამდენი უმუშევარია და მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ერთი ქარხანა ვერ აამუშავა, ხალხს დასცინის, ყინულის მოედანს და ლა-სკალას დონის ოპერის თეატრს ჰპირდებაო.

ცინიზმიც ამას ჰქვია... რაც აშენებული იყო და ასამუშავებლად გამზადებული შევარდნაძის დროს, ის გაძარცვეთ თქვენ, მამაშენმა და მისმა ამფსონებმა. ერთ-ერთი დანადგარი, რომელიც 800 000 დოლარი ღირდა, ჯართად 16 000 დოლარად გაყიდეთ, უკრაინელები სიცილით და მადლიერების გრძნობით იხოცებოდნენ - ათეულობით მილიონი ტექნოლოგიებში გადაგვიხადეს, ახლა კი - უკან, ჯართად კაპიკებში ვყიდულობთო, მილიონები ჩაიჯიბეთ, რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც მუშაობდა, უმუშევრად დატოვეთ, ლუკმაპური წაართვით, დასაქმების პერსპექტივა წაართვით ქალაქს და ახლა, ნიანგის ცრემლებს ღვრით და Qქუთაისელთა უმუშევრობა „გადარდებთ“?

როცა ქუთაისში ის ქარხანა გაძარცვეს ბურჯანაძეებმა, მაშინ ნინო შევარდნაძის ხელისუფლებაში პარლამენტის თავმჯომარე იყო, როცა მამამისის დამქაშები და მამამისი დაჭერას გადაარჩინა, მაშინაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო...

ნინო კი დღე და ღამე იმას ფიქრობს, პრეზიდენტი გავხდებიო. იქნებ რაც ბურჯანაძეებმა წაღლიტეს ხალს და ქვეყანას, იმის დაბრუნებაზე ეფიქრა ნინოს და ასე დაეწყო ზნეობრივ-პოლიტიკური რეინკარნაცია ოპოზიციაში?

ისევ ბურჯანაძეთა ქონებას მივხედოთ. მათი ოჯახის საკუთრებაა სავაჭრო-ცენტრი „მეგალაინიც“ ქუთაისის ლითოფონების ქარხანა, ელექტრომექანიკური ქარხანა და „ავანგარდი“ - სამივე ქარხანა ქუთაისშია, სამივეში ათეულობით მილიონი დოლარის ტექნოლოგიები და დანადგარები იყო, მაგრამ როცა ამ ქალაქს ბურჯანაძეთა კლანი აკონტროლებდა, ეს ძვირფასი ტექნოლოგიებიც ჯართად გაყიდეს რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში...

შემდეგ ეს გაძარცული ქარხნები იყიდეს ბურჯანაძეებმა კაპიკებად - სხვა თუ არაფერი, ქონებაა და თუ მოინდომეს, ასჯერ უფრო ძვირად გაყიდიან, ვიდრე იყიდეს. სხვათა შორის, ამ სამი ქარხნის გაპარტახება-პრივატიზაციის თაობაზე შალვა ნათელაშვილი სარჩელს ამზადებდა – „ამ გათახსირებულმა ანზორ ბურჯანაძემ 3 ქარხანა გაძარცვა, უნიკალური დანადგარები ჯართად გაყიდა, 10 მილიონზე მეტი ჩაიჯიბა, მერე კი, ეს გაძარცულ-გაპარტახებული ქარხნები, სამივე, კაცო, სამივე ერთად 1 280 000 დოლარად იყიდა, როცა თავის დროზე თითო ქარხანა 20 მილიონი მაინც ღირდა“, - აი, ასე მოსთქვამდა შალიკო და სასამართლოსაკენ იქაჩებოდა, მაგრამ როცა ნინო ოპოზიციაში გადავიდა, ეს საქმეც დაივიწყა და „გათახსირებული ანზორ ბურჯანაძეც“.

ბადრი ბიწაძეს ეკუთვნის 15 000 ჰა. ტყე თეთრი წყაროს რაიონში. ეს მაშინ, როცა ბურჯანაძის პარტიის ლიდერები დღედაღამ კახა ბენდუქიძის ლანძღვა-გინებაში არიან, ტყეები „უპრაგონოდ“ გაყიდაო. ამათი მორალი ასეთია - თუ ბურჯანაძეებს მსხვილი ლუკმა არგუნე, ქვეყანაც დაგიქცევია და თუ ბურჯანაძეებს გამოსწირავ, წილში არ ჩასვამ, მაშინ „გამყიდველი“, „იუდა“ და „მამაძაღლი ხარ“.

რას წარმოიდგენდა ნინო ბურჯანაძე, რომ ისე უცებ და მოულოდნელად მოუწევდა ხელისუფლებიდან წასვლა, თორემ ბადრი ერთ ათიოდე ამდენ ტყეს უყიდდა სასწრაფოდ და კახა ბენდუქიძესაც ერთი პარტიით ნაკლები მაგინებელი ეყოლებოდა.

ბადრი ბიწაძეს ეკუთვნის ასევე სარფში, საზღვაო ზოლში 6000 კვ/მ. მიწის ნაკვეთი. ეს მისი საზღვრის დაცვის დეპარტამენტში „ნამოღვაწარია“. ამბობენ, ბიწაძეს ამ 6000 კვ/მეტრ ნაკვეთში კაპიკი არ გადაუხდია, ერთმა აჭარელმა ბიზნესმენმა აჩუქა, რომლის ბიზნესსაც ნინო მფარველობდაო. სამფარველოც ასეთი უნდა! ამ მიწაზე ბადრი ბიწაძე სასტუმროს აშენებას აპირებდა, მაგრამ ნინოს გადადგომამ მოუსწრო და `მკვდარი ფული~ პოლიტიკას დასჭირდა.

ბადრი ბიწაძის ბიძაშვილის სახელზეა რეგისტრირებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ხიმშიაშვილისა და ერას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებდა სასტუმროსა და საცხოვრებელი კორპუსის აშენებას. ეს ის ხიმშიაშვილის ქუჩაა, საიდანაც ბადრი ბიწაძემ 15-წლიანი ცხოვრების მერე ორდერიანი ხალხი გამოასახლა - სასაზღვრო დეპარტამენტის ბინებიაო.

არადა, როცა იქ ეს ხალხი შესახლდა, ანუ სსრკ-ის დანგრევისთანავე, მაშინ საქართველოს სასაზღვრო დაცვის სამსახური საერთოდ არ ჰქონდა. იმ კორპუსებში რუსი მესაზღვრეები ცხოვრობდნენ, სსრკ დაიშალა და მათაც სამშობლოს მიაშურეს - აქ მათ დასაცავი აღარაფერი ჰქონდათ. ბადრიმ კი ეს ხალხი გამოასახლა, მისი ბიძაშვილი გიორგი ბიწაძე თავისას არ იშლის - იქ 4-სადარბაზოიანი, 6-სართულიანი კორპუსი და სასტუმროს აშენება უნდა.

თუ ეს პროექტი განახორციელეს, ბურჯანაძეთა ქონებას მრავალი მილიონი შეემატება - კორპუსს თავი დავანებოთ, 4-ვარსკვლავიანი, 120-ნომრიანი სასტუმრო რა ღირს ბათუმში, აბა, იანგარიშეთ?! ისე კი, ამ ამბავს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდება ბადრი ბიწაძე: კაცი იძახის: ეს საერთო საცხოვრებლები კანონით საქართველოს საზღვრის დაცვის უწყებას ეკუთვნის, რადგან სსრკ-ის დროს, სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს საზღვრის დაცვის უწყებას ექვემდებარებოდაო. ბადრი, ეტყობა, ისევ იქ არის - საბჭოთა კავშირში. ჯერ მისთვის ის ქვეყანა არ დანგრეულა.

როგორც იტყვიან, აი, ასეთია იმ დიდი აისბერგის მცირე, ხილული ნაწილი, რომელსაც ბურჯანაძეთა ქონება ჰქვია. იმედია, დანარჩენსაც მივაგნებთ. ანზორ ბურჯანაძეს გრანიტის ბიზნესიც აქვს. გრანიტის კარიერა ქუთაისის მახლობლად, სოფელ ჯიმასყაროში აქვს. ამ საქმითაც კარგად იხეირეს ბურჯანაძეებმა. მათი გრანიტით არაერთი ათასი კვადრატული მეტრი მოპირკეთდა თბილისში, სიღნაღსა და ბათუმში - სასტუმროები, რესტორნები, მუზეუმები, გამგეობების შენობები. საქმეს, ცხადია, ნინო ბურჯანაძე ლობირებდა - სახელმწიფო ობიექტების აშენება, რეკონსტრუქციების ტენდერებში მამამისის ფირმები იმარჯვებდნენ, გრანიტს სახელმწიფო მისგან ყიდულობდა.

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
არსენი როგინსკი: რუსეთში არ არსებობს პოლიტიკური სივრცე
ნინო ბექიშვილი

1
შარშან ნოემბერში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და გერმანული სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციამ (dvv international) გამართეს ერთობლივი ვორქშოფი თემაზე "საქართველოს საბჭოთა წარსულის გააზრება", სადაც ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ გერმანელი, ბალტიისპირელი და რუსი საბჭოთა ისტორიის სპეციალისტები. ვორქშოფზე მოხსენება წაიკითხა ცნობილმა რუსმა დისიდენტმა, ადამიანის უფლებების დამცველმა და ისტორიკოსმა არსენი როგინსკიმ. მისი მოხსენება სტალინიზმის გააზრების რუსულ დისკურსს შეეხებოდა. არსენი როგინსკი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იკვლევს საბჭოთა ტერორს, არის არაერთი კრებულის ავტორი და რედაქტორი, უფლებადაცვითი ორგანიზაციის "მემორიალის" ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი.

ინტერვიუ არსენი როგინსკისთან სწორედ ვორქშოფის შემდეგ ჩავწერეთ.

თქვენ სტალინიზმის მკვლევარი ხართ. როგორ შეიძლება ახსნათ თანამედროვე რუსეთში სტალინის პოპულარობა?

რუსეთში სტალინის მაღალი რეიტინგის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი. ეს ამბავი ნორმალურ ადამიანს, ცხადია, შოკში აგდებს. იმასაც გეტყვით, რომ სინამდვილეში სტალინმა სატელევიზიო კონკურსში "რუსეთის სახელი", მესამე კი არა, პირველი ადგილი დაიკავა. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც დღევანდელ რუსეთში სტალინს უკანასკნელი საუკუნეების ყველაზე უფრო წარმატებულ ადამიანად თვლის, მართლაც დიდია - რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 53 პროცენტი. ამ დროს ამავე მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი სტალინურ რეპრესიებს გაუმართლებლად მიიჩნევს. და ეს შიზოფრენია არ არის, ასე პარადოქსულადაა მოწყობილი დღევანდელი რუსეთის საზოგადოებრივი ცნობიერება.

ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, რუსული საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაშია საძებნი, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დაიწყო. სსრკ-ს დაშლას მაშინ ჯერ კიდევ არავინ უწოდებდა "დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფას", როგორც შემდგომ დაარქვა პუტინმა. ისტორიული მეხსიერების აფეთქება, რომელიც "პერესტროიკის" წლებს მოჰყვა და როგორც მაშინ გვეჩვენებოდა, ახალი ისტორიული რეალობა შექმნა, მალევე ჩაჩუმდა მრავალი მიზეზის გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ რუსეთში ადამიანებმა დაკარგეს სოციალური სტატუსი, ამას მოჰყვა საკმაოდ მტკივნეული რეფორმები, საყოველთაო ქაოსი. დაისვა შეკითხვა - "ვინ ვართ? ადრე საბჭოთა ადამიანები ვიყავით. დღეს ვინ ვართ?" ამ კითხვაზე პასუხი ადვილად მოძებნეს საქართველოში, ლიტვაში, ყირგიზეთში - სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალ ყველა რესპუბლიკაში. რუსები კი ვერ დაეყრდნენ რსფსრ-ს იდენტობას. რსფსრ-ს ისტორია მასათა ცნობიერებაში არ იყო გამოყოფილი საბჭოთა კავშირის და რუსეთის იმპერიის ისტორიისგან. "ვინ ვართ" - ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ხალხი ნელ-ნელა გადაიხარა საბჭოთა წარსულისკენ და განსაკუთრებით ბრეჟნევის დროსკენ, როცა გარკვეული სტაბილურობა იყო. ამას დაერთო ერთი ფაქტიც: მაშინ, 90-იანებში, იმდროინდელი ქაოსით შეწუხებულ რუსებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, განსაკუთრებით, ბალტიელებისგან წამოსულმა პრეტენზიებმა ნაციონალური წყენა გაუჩინა: "გუშინ ერთად ვიყავით, დღეს კი გამოდის, რომ ყველაფერში დამნაშავეები ჩვენ ვართ. თანაც ისინი, ჩვენზე უკეთ ცხოვრობდნენ, იქ შაქარი 90 კაპიკი ღირდა, ჩვენთან - 98". რა მოხდა რესპუბლიკებში? ისინი ამბობენ, ჩვენ გვქონდა დიდი ისტორია, მოვიდნენ ბოლშევიკები და დაგვიპყრეს, და ახლა გავთავისუფლდით - სწორედ ამის საპასუხოდ გაჩნდა რუსეთში ძლიერი ნაციონალური წყენა და კომპლექსი: "გუშინ პატივს გვცემდნენ და დღეს ვეზიზღებით". როცა ბალტიელები და პოლონელები ამბობენ, - რუსებმა ფაშისტები გაყარეს და თვითონ დაგვიპყრესო - ეს აბსოლუტურად გაუგებარია რუსებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ბერლინში მიდიოდნენ და გზად მოძმე ერები გაათავისუფლეს. როცა რუსეთში გაიგეს, რომ საქართველოში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა, ეს მათ უდიდეს შეურაცხყოფად მიიღეს.

ძლიერი ხელის, სტაბილურობის, ნაციონალური სიამაყის მოთხოვნილება ხალხში თანდათან უფრო ძლიერდებოდა და ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიიწევდა საბჭოთა წარსულისკენ. ელცინს არ სურდა საბჭოთა წარსულზე დადებით კონტექსტში საუბარი და მოიფიქრა, რომ ჩვენ გმირული წარსული 1917 წლამდე გვქონდა, და ამიტომ, უნდა გვყვარებოდა სტოლიპინი, ალექსანდრე მეორე და სხვა... ხალხმა ეს საერთოდ ვერ გაიგო. მოვიდა პუტინი და ძალიან მარტივი და პირდაპირი პასუხი გასცა ხალხს: "თქვენ დიდი რუსეთის შვილები ხართ, თქვენ სსრკ-ს მემკვიდრეეები ხართ. თქვენ უნდა იამაყოთ სსრკ-თი, ჩვენ დავამარცხეთ ფაშიზმი, ჩვენ უკან მხოლოდ გამარჯვებებია და ა.შ.". ეს მშვენივრად გაიგო ხალხმა. პუტინის როლი რუსეთის დღევანდელ პროსტალინისტურ იდეოლოგიაში ძალიან დიდია, მაგრამ ეს პოლიტიკაც გარკვეული საზოგადოებრივი შეკვეთის საპასუხოდ გაჩნდა. აღარაფერს ვამბობ საბჭოთა სიმბოლიკის დაბრუნებაზე, ეს ისედაც ცნობილია. 2003 წელს პუტინი შეხვდა რუს ისტორიკოსებს და თქვა, - ჩვენ დიდი ისტორია გვქონდა და ამ გმირული ისტორიის მაგალითზე უნდა აღვზარდოთ ახალი თაობა, რუსი ერის მთავარი გამარჯვება ფაშიზმზე გამარჯვებააო. 2005 წლის გამარჯვების წლისთავი მთელი ქვეყნისთვის საყოველთაო "ვაშად" იქცა, რის ფასად, როგორ გავიმარჯვეთ, ამაზე, როგორც წესი, არ ლაპარაკობენ.

დღევანდელი რუსული ცნობიერება წინააღმდეგობრივია: რუსეთი - თან სსრკ-ს გამგრძელებელია, თან იმ დანაშაულებებზე, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა, პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. ოფიციალური პროპაგანდა ამბობს: ჩვენ მივდივართ გამარჯვებებისკენ და თან მტრებით ვართ გარშემორტყმული, ქვეყნის შიგნითაც არიან მტრები - მაგალითად ჩვენ, უფლებადამცველები, მთელი "მემორიალი". თანამედროვე რუსულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ასეა აღწერილი: ტერორი ცუდია და მსხვერპლი გვეცოდება, მაგრამ აი, ასეთი ფასი გადავიხადეთ ჩვენი დიდი მოდერნიზაციისთვისო. ამ ფონზე უცნაურად გამოიყურებოდა მედვედევის გამოსვლა, როცა მან სტალინის ტერორი ახსენა და თქვა, რომ ტერორით არანაირი მოდერნიზაციის გამართლება არ შეიძლება.

ის, რომ ისტორიკოსები რაიმეს დაწერენ და ეს რუსი ხალხის ცნობიერებაზე რამენაირად აისახება, ჩვენ უკვე გავიარეთ. ისტორიკოსებმა სიმართლე დაწერეს, უამრავი წიგნი გამოიცა, მაგრამ მოქალაქეების ტვინებზე ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. რუსეთში მეცნიერებასა და საზოგადო ცნობიერებას შორის უდიდესი უფსკრულია და არც რაიმე პოზიტიური ცვლილებები ჩანს ამ მხრივ.

როგორი გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს? რა შეიცვალა რუსეთში ამის შემდეგ?

პოლიტიკური ცხოვრების ცუდი დამკვირვებელი ვარ. მაგრამ მეჩვენება, რომ აგვისტოს ომს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. განათლებულ ელიტას ამ ომმა მოუტანა კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება ხელისუფლების მიმართ და ასეთი ხალხი რუსეთში ცოტა არ არის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი მთლიანად თანაუგრძნობდა მთავრობას და გულწრფელად დღესასწაულობდა გამარჯვებას.

ომის დღეებში საავადმყოფოში ვიწექი, 6 აგვისტოს ოპერაცია გავიკეთე და ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ეს ჩვეულებრივი, რკინიგზელთა საავადმყოფო იყო, სადაც უბრალო ადამიანები მკურნალობენ. პალატებში ტელევიზორები არ იდგა, პაციენტები კორიდორში გადიოდნენ ტელევიზორის საყურებლად და იქიდან მათი შეძახილები მესმოდა, - "ვაშა! ვაშა!" შემდეგ პალატაში შემობრუნებულები დიდხანს ლაპარაკობდნენ ამაზე, ძალიან უხაროდათ რუსული იარაღის გამარჯვება. მხიარულობდნენ, კარგ განწყობაზე იყვნენ. არ ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ ამ ომმა კიდევ უფრო მეტად განაწყო ხალხი მთავრობის მხარდასაჭერად. თუმცა, მთავარი იდეა ის არ ყოფილა, რომ საქართველოზე გავიმარჯვეთ. ამერიკელებზე გავიმარჯვეთო, - ეს იყო ხაზგასმული და კიდევ ერთხელ აფეთქდა ისედაც ძლიერი ანტიამერიკანიზმი. მე კი ძალიან მძიმე ხასიათზე ვიყავი, პალატაში რადიო მქონდა და, როცა მედვედევის სიტყვები გავიგონე ოსი ერის გენოციდზე, მართლა ცუდად გავხდი. ეს სიტყვა ხელისუფლებისგან ჟღერდა როგორც განაჩენი. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, იმის გამო კი არა, რომ რუსებმა მოიგეს ეს ომი, წარმოუდგენელი აგიტაცია-პროპაგანდის გამო, და იმის გამოც, რომ არანაირი სოციოლოგიური კვლევა არ დამჭირვებია, იქვე, საავადმყოფოში, ჩემ პალატაში ვნახე, როგორ კარგად მიიღო და როგორ გაიხარა უბრალო ხალხმა ამ ყველაფრით. მაშინ კიდევ ერთხელ დავინახე ცხადად, რამდენად შორს ვართ ხალხისგან. საშინელი განცდა მქონდა ჩემი ტანკების გამო სხვის მიწაზე. საშინელი. მაგრამ ესეც, მაშინ, 2008 წლის აგვისტოში არ ყოფილა პირველი. დაახლოებით ასეთივე განცდა მქონდა მეორე ჩეჩნური ომის დროს. მე არც ევროპელ მშვიდობისმყოფელებს ვენდობი, ისინიც რაღაც თავის თამაშს თამაშობენ. მახსოვს, 1999 წელს, როცა ვესაუბრებოდი ჩემ მეგობარ გერმანელებს და ვლაპარაკობდით იმაზე, რომ მილოშევიჩი ფაშისტია, ვკითხე, - ესთეტიკურად როგორ წარმოგიდგენიათ გერმანული თვითმფრინავი ბელგრადის თავზე-მეთქი?

უფლებადამცველები "მემორიალიდან" მალევე გამოემგზავრნენ საქართველოში. მე ვენდე ჩემ კოლეგებსა და მეგობრებს, რომლებმაც შემდეგ თქვეს, რომ პირველი გასროლა საქართველოს მხრიდან იყო. მაგრამ ამას, მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, ერთმა მეორეს მხარი გაკრა, მეორემ კი საპასუხოდ - ურო ჩაკრა თავში. ასეთი თანაფარდობაა. სააკაშვილი რუსულ პროპაგანდაში ძალიან უარყოფითი ფიგურაა და ფაშისტს ეძახიან, და მიუხედავად ამისა, ის ჩემში სიმპათიას არ იწვევს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ის პოპულისტია, პოპულისტი ხელისუფლების სათავეში კი ყოველთვის უპასუხისმგებლოა. მეჩვენება, რომ ამ ომმა ვერანაირი როლი ვერ ითამაშა რუსული პოლიტიკის განვითარებაში, როლი ითამაშა ხელისუფლების ნამდვილმა სიგიჟემ - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებამ, რაც ცხადია, ომზე მნიშვნელოვანია. იმ ფენისთვის, რომელსაც მე ვეკუთვნი, ეს ომი კიდევ ერთი მიზეზი იყო იმედგაცრუებისა, შემდეგ დაიწყო კრიზისი და გამარჯვების განწყობა ძალიან მალე გაუქრა ხალხს.

ჩვენი მთავარი მონაპოვარი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ენაა და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. პუტინს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ეს პატარა საცოდავი ოსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ საქართველომ შეიძლება უარი თქვას რუსულ ენაზე. ეს იმდენად სხვადასხვა წონის ამბებია, რომ ამის ახსნა სასაცილოცაა. მაგრამ დღევანდელი რუსეთის მმართველებს ეს არ ესმით.

თქვენ საბჭოთა ტერორის მკვლევარი ხართ. შეიძლება თუ არა რუსეთში გახშირებული პოლიტიკური მკვლელობების ტერორად აღქმა?

არა, ეს სტალინური ტერორი ნამდვილად არ არის. ყველა მკვლელობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. რუსეთის მოსახლეობაში ურაპატრიოტული განწყობები იზრდება. გაჩნდა ნეონაცისტური დაჯგუფებები. ისინი საკმაოდ ბევრნი არიან, თანაც ამგვარი განწყობები ყველა ასაკის მოსახლეობაშია. ნეონაცისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ მხარს უჭერს, და გარკვეულწილად, არც ცდებიან. სამართალდამცავები მათ მიმართ უფრო სიმპათიით არიან განწყობილები, ვიდრე ანტიპათიით. მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლების ზედა ეშელონებში უკვე ხვდებიან ამ საშიშროების შესახებ. ხვდებიან, რომ ეს არა საყრდენი, არამედ საშიშროებაა რუსეთისთვის. მაგრამ ამ ნეონაცისტურ დაჯგუფებებს ძლიერი დასაყრდენი აქვთ არმიასა და სამართალდამცავებში. ვფიქრობ, რომ სტანისლავ მარკელოვის მკვლელობა მართლაც ნეონაცისტების ხელითაა გაკეთებული, რადგანაც ის ძალიან აქტიურად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. შეიძლება, სწორედ მათ მიერაც იყოს მოკლული, ვინც ამ საქმეზეა დაპატიმრებული. ნატალია ესტემიროვას მკვლელობას სხვა მიზეზი აქვს და პირდაპირ უკავშირდება კადიროვის რეჟიმს. ნატალია საოცარი ადამიანი იყო, მას ჰქონდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ასეთი ადამიანები ახლა ძალიან ცოტანი არიან. როცა გროზნოში პუტინის სახელი დაარქვეს პროსპექტს, ის უბრალოდ, აღარ დადიოდა ამ ქუჩაზე. არსებობს ასეთი ჟანრი ქალაქური წინააღმდეგობისა - მაგალითად, ფაშისტური რეჟიმის დროს გერმანიაში, მიუნხენში ფაშისტური სიმბოლო დადგეს და ძალიან ბევრი გერმანელი გვერდს უვლიდა ამ ადგილს, სპეციალური, შემოვლითი მარშრუტები შეიმუშავეს. ნატალიას არ ესმოდა მინიშნებებისა, არა მხოლოდ ჩეჩნეთში, მთელ რუსეთში საერთოდ, გავრცელებულია ურთიერთობის ეს ფორმა. არსებობს რაღაც ზღურბლი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო, არის რაღაც დაუწერელი კანონები, როგორ უნდა მოიქცე ამა თუ იმ შემთხვევაში. ცხადია, ამ წესებს არაფერი აქვს საერთო კანონებთან. მას არ ესმოდა ეს ენა. კადიროვი ყველანაირად ეცდება, რომ მისი სიკვდილი ბოევიკებს დააბრალოს. ესენი, სამივენი - პოლიტკოვსკაია, მარკელოვი და ნატალია ჩემი ახლობლები იყვნენ. პოლიტკოვსკაია და მარკელოვი ხშირად დადიოდნენ "მემორიალში", არ იყვნენ "მემორიალის" წევრები, მაგრამ ახლოს იყვნენ ჩვენთან. ნატალია კი ჩვენი თანამშრომელი იყო და ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. პოლიტკოვსკაია, მარკელოვი, ესტემიროვა - ეს რიგი, რა თქმა უნდა, არსებობს. მათი მკვლელობების მიზეზები შეიძლება განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ: რამდენად საშიშია რუსეთში ცხოვრება, როცა გაკვეულ თემებს იკვლევ და რუსულ ნაციონალისტურ ცნობიერებას ეხები. სქემა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს, ნამდვილად სტალინურია: გარეშე მტრების გარემოცვა და მეხუთე კოლონა ქვეყნის შიგნით. როცა ამ სქემას მასები უჭერს მხარს, და ამ მასებში კიდევ ექსტრემისტული დაჯგუფებები არსებობს, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და საშიშროება მართლაც რეალურია. ეს "ცივი ომის" კლასიკური საბჭოთა სქემაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბაქო ლარსის გახსნის გამო გვემუქრება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის გახსნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს, რადგან, როგორც მინისტრი ელმარ მამედიაროვი აცხადებს, შესაძლებელია, სომხეთი სწორედ ამ გზის საშუალებით იარაღით მომარაგდეს.

"თუ ყარაბაღში კონფლიქტი განახლდა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოხდება სომხების მომარაგება საწვავით, ტყვია-წამლითა და სურსათ-სანოვაგით სწორედ საქართველოზე გამავალი გზით. და ეს იქნება მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ლარსის პუნქტს ერთი ტყვიაც არ გადაკვეთს.

რუსული სააგენტო "რეგნუმის" ცნობით, აზერბაიჯანი "ზემო ლარსის" გახსნასთან დაკავშირებით საპასუხოდ სხვადასხვა ვარიანტებზე ფიქრობს. კურძოდ, საუბარია საქართველოსთან ეკონომიკურ-ენერგეტიკული ურთიერთობის გადახედვასა და საინვესტიციო პროექტების შეკვეცაზე.

ლარსის გახსნის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა გაამჟღავნა. მისი თქმით, "თუ ბაქოში მივა რაღაცა ტიპის ინფორმაცია ამ გზის მეშვეობით სომხეთში იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით, მაშინ აზერბაიჯანი ამაზე მძაფრ რეაქციას მოახდენს."

შეგახსენებთ, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის "ზემო ლარსის" გახსნით (რომელიც განხორციელდა შვეიცარიისა და სომხეთის შუამავლობით) აღდგა სახმელეთო კავშირი სომხეთსა და რუსეთს შორის, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აზერბაიჯანის ამგვარ დამოკიდებულებას სრულიად ბუნებრივად თვლის.

ზაალ კასრელიშვილი: "ამგვარი რეაქცია, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია. აზერბაიჯანი, მოგეხსენებათ, ჩვენ გვთვლის პარტნიორად, სომხეთს კი - მტრად. მიკვირდა კიდეც, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებამდე ჩვენგან არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ ექსპერტს არ გახსნებია აზერბაიჯანის დამოკიდებულება ლარსის გახსნასთან დაკავშირებით. ყველა რატომღაც ჩრდილოკავკასიიდან ხედავდა საფრთხეს. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთიდან საფრთხე არსებობს, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის დამოკიდებულებასაც გაითვალისწინებდა, რომელსაც ნებისმიერი აქტიურობა სომხეთის სასარგებლოდ აღიზიანებს და, შეიძლება ითქვას, პროტესტამდეც კი მიჰყავს. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში ჩვენმა ფსევდობიზნესმენმებმა აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტები გაყიდეს სომხეთში. ეს იყო დიდი სკანდალი. მე, როგორც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარეს, აბსოლუტურად მესმის მათი.

"საქართველოს ამ გზის გახსნით სარგებელი უნდა ენახა. თუკი საქართველო ლარსის გამშვები პუნქტს გახსნიდა არა რუსეთისა და სომხეთის ზეწოლით, არამედ თავისი სარგებლისთვის, მაშინ აზერბაიჯანი ასე არ გაბრაზდებოდა. მაგრამ ეს გზა ცალსახად არის გახსნილი სომხეთისა და რუსეთისთვის. საქართველო ამ გზით საერთოდ ვერ სარგებლობს. აზერბაიჯანის შეშფოთება იარაღთან დაკავშირებით სავსებით ბუნებრივია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ყარაბაღში კონფლიქტი განახლდა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოხდება სომხების მომარაგება საწვავით, ტყვია-წამლითა და სურსათ-სანოვაგით სწორედ საქართველოზე გამავალი გზით. და ეს იქნება მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში."

აზერბაიჯანელი კოლეგის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რაიმე სახის სამხედრო ტვირთის გადაადგილება კატეგორიულად გამორიცხულია. "მესმის ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგის შეშფოთებისა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი ტყვია ლარსზე არ გაივლის," - განაცხადა ვაშაძემ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი