↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს, განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის ”ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა თეო ტლაშაძემ.

”ქარელი საფრანგეთში თავის მეგობართან ირაკლი ოქრუაშვილთან ჩავიდა და მაშინვე ჩაბარდა ფრანგულ სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, მისთვის ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი წარედგინად”, - განაცხადა ტლაშაძემ.

ქარელი ქართულმა პოლიციამ 2007 წელს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭრაბების ბრალდებით დააკავა. ის სასამართლომდე 200 ათსი აშს დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, სასამართლოში გამოძახებისას ქარელი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და საერთშორიო ძებნაში იქნა გამოცხადებული.

ქარელი - ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, რომელიც ხელისუფლებამ სისხლის სამართლი კოდექსის ოთხი მუხლით დაადანაშაულა - სამსახურეობრივი გულგრილობა, ფულის გათეთრება, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭრაბება და ქრთმის აღება. ოქრუაშვილი 6,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ სასამართლომდე გაათავისუფლეს. საფრანგეთში კი ოქრუაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. --0--

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

განაპოლსკიმ განაცხადა, რომ რუს და ქართველ ხალხებს შორის ომი ვერ წარმოუდგენია.

”არანაირი ომი საქართველოსა და რუსეთს შორის არ იქნება, რადგანაც ის ირაციონალურია. ჩვენ 2008 წელში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ ომი საბოლოო ჯამში - სხვისი ტერიტორიის დაპყრობაა. რაც უფრო მეტი სიტყვები გესმით საომარ მომზადებებზე, მით უფრო მეტად უნდა გესმოდეთ, რომ ბუნებაში არანაირი საომარი მომზადება არ არსებობს, ის, უბრალოდ, არ არის”, - მიმართა განაპოლსკიმ პრეს-ცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს.

განაპოლსკის აზრით, ”რუსეთმა და საქართველომ კონფრონტაციულობის მთავარი წერტილი, დიდი ხანია, გადალახეს”. მას მხედველობაში ჰქონდა 2006 წლის შემოდგომის მოვლენები - ეგრეთ წოდებული ”შპიონური სკანდალი” და რუსეთიდან საქართველოს მკვიდრების დეპორტაცია.

”პუტინისეული სანქციები ქართველებთან მიმართებაში ორი სახელმწიფოსთვის, როგორც სტრუქტურებისა და როგორც ხალხებისთვის, ძალიან სერიოზული გამოცდა იყო. 2006 წლის მიწურულის მოვლენებს სახალხო დონეზე შეეძლო, ჩვენი სახელმწიფოების მაცხოვრებლების ურთიერთობებში ცუდი დამოკიდებულება და ურთიერთწყენა დიდხანს შეეტანა. ხოლო მსგავსი წყენები ასწლეულების მანძილზე არ ავიწყდებათ. მაგრამ ბატონი პუტინის ქმედებებს ხალხმა არა მხოლოდ მხარი არ დაუჭირა, არამედ თავიდან ბოლომდე გაკილა და დაგმო”, - მიიჩნევს განაპოლსკი.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე საუბრისას განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ ”საქართველოს პოზიცია ამ თვალსაზრისით თანამიმდევრული და მარტივია - ქვეყანა მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის არა მარტო ფორმალურ, არამედ ფაქტობრივ აღიარებას”. ამავე დროს, რუსეთის პოზიციას ჟურნალისტმა ”უცნაური და აბსოლუტურად გაუგებარი” უწოდა.

”გარკვეული დრო უნდა გავიდეს, სანამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან დმიტრი მედვედევისგან მოვისმენთ არა მხოლოდ ჩამოყალიბებულ, არამედ გარკვეულად დამოუკიდებელ მოსაზრებას. ჯერჯერობით, ჩანს, ორხელისუფლებიანობის პირობებში, მისთვის ამის გაკეთება ძნელია”, - განაცხადა ჟურნალისტმა და ქართულ მხარეს ურჩია, ”საქმის ასეთ ვითარებას გაგებით მოეკიდოს”.

განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ ”დე ფაქტოდ დაიბრუნო უკან ტერიტორიები, რომლებიც 15 წელი ქართული სახელმწიფოებრიობის გარეთ იყო, ძალიან რთულია”. ამავდროულად, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ”ბატონმა ბაღაფშმა უნდა გაიგოს, რომ ასე მარტივად სახელმწიფოები არ იქმნება”. ”თუ მრავალი წლის მანძილზე არ აღიარებდი, რომ სხვა სახელმწიფოს ნაწილი ხარ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ამისთვის სახელმწიფოს გაჩუქებენ. სამყარო უფრო რთულად არის მოწყობილი. სამწუხაროდ, ბაღაფშს ეს ჯერ არ ესმის”, - განაცხადა განაპოლსკიმ.

განაპოლსკი აფხაზური პრობლემის გადაჭრის გზას აფხაზურ ხელმძღვანელობასთან და აფხაზურ ელიტასთან, რომელიც 15 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, ხანგრძლივ და მძიმე მოლაპარაკებებში ხედავს, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი, რომელიც დასავლეთს აღელვებს, ესაა - ამ შემთხვევაში რა სურს სინამდვილეში რუსეთს.

”რუსი პოლიტიკოსებიც კი აღნიშნავენ, რომ რუსეთს კავკასიაში სტრატეგია არ გააჩნია. ამაშია, ალბათ, ძირითადი პრობლემა”, - მიიჩნევს განაპოლსკი.

”პრობლემის გადასაწყვეტად სამი შემადგენელია საჭირო. საქართველო თავისი პლასტიკური პოზიციით. რუსეთი - მზადმყოფი მოლაპარაკებებისთვის და მზადმყოფი, განიხილოს სხვადასხვა ვარიანტი. და, რა თქმა უნდა, აფხაზეთი, იმის გაცნობიერებით, რომ არ გამოვა აი, ასე, უბრალოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდე. დავაში შუამავლები უნდა იყვნენ გაერთიანებული ევროპა და აშშ, როგორც თანამიმდევრული, მომთმენი მშვიდობისმყოფელები. თუ სამიდან ერთი მხარე უსასრულოდ გაიმეორებს ერთსა და იმავეს, ესე იგი, მოითხოვს ყველაფერს ან არაფერს, ეს უსასრულობამდე ჩაკეტილი წრე იქნება”, - განაცხადა განაპოლსკიმ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბასილ მკალავიშვილი თავისუფალია
25.07.08 13:49
მართლმადიდებელი ეკლესიი მიერ განკვეთილი მღვდელი მამა ბასილ მკალავიშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლების დევნაში და ექვსწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თავისუფალია.

მკალავიშვილს გარეთ მრევლი დახვდა. იგი ციხიდან გლდანის იმ ეკლესიაში წავიდა, საიდანაც აიყვანეს. ეკლესიაში მან პირველი წირვაც ჩაატარა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაიხარე ზვიგენ ,ძალიან გამიხარდა, არავინ იცის უფლის გარდა ,ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ბასილ მკალავიშვილი თავისუფალია
25.07.08 13:49
მართლმადიდებელი ეკლესიი მიერ განკვეთილი მღვდელი მამა ბასილ მკალავიშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლების დევნაში და ექვსწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თავისუფალია.

მკალავიშვილს გარეთ მრევლი დახვდა. იგი ციხიდან გლდანის იმ ეკლესიაში წავიდა, საიდანაც აიყვანეს. ეკლესიაში მან პირველი წირვაც ჩაატარა.

ალილუია =xor= იაჰოველებს ტმებს მაინც გადავპარსავთ. ზვიგენ მადლობთ კაი ინფორმაციისთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
batatari wrote:
ციტატა:
zvigeni wrote:
ციტატა:
ბასილ მკალავიშვილი თავისუფალია
25.07.08 13:49
მართლმადიდებელი ეკლესიი მიერ განკვეთილი მღვდელი მამა ბასილ მკალავიშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლების დევნაში და ექვსწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თავისუფალია.

მკალავიშვილს გარეთ მრევლი დახვდა. იგი ციხიდან გლდანის იმ ეკლესიაში წავიდა, საიდანაც აიყვანეს. ეკლესიაში მან პირველი წირვაც ჩაატარა.

ალილუია =xor= იაჰოველებს ტმებს მაინც გადავპარსავთ. ზვიგენ მადლობთ კაი ინფორმაციისთვის

ბატატარ ეგ თავის გადაპარსვა ახალი აღთქმის რომელ პუნქტში წერია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
batatari wrote:
ციტატა:
zvigeni wrote:
ციტატა:
ბასილ მკალავიშვილი თავისუფალია
25.07.08 13:49
მართლმადიდებელი ეკლესიი მიერ განკვეთილი მღვდელი მამა ბასილ მკალავიშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლების დევნაში და ექვსწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თავისუფალია.

მკალავიშვილს გარეთ მრევლი დახვდა. იგი ციხიდან გლდანის იმ ეკლესიაში წავიდა, საიდანაც აიყვანეს. ეკლესიაში მან პირველი წირვაც ჩაატარა.

ალილუია =xor= იაჰოველებს ტმებს მაინც გადავპარსავთ. ზვიგენ მადლობთ კაი ინფორმაციისთვის

ბატატარ ეგ თავის გადაპარსვა ახალი აღთქმის რომელ პუნქტში წერია?

სურამის ციხიდან გადმოხტომა ხო წერია შენმა მზემ აი =kf= ვერ ხედავ ფულის გულისტვის ქარტველ ხალხს როგორ აგიჟიბენ რად უნდა მაგას ახალი აღთმა=cxeni= ეს სექტების დამაარსებლები პირველ რიგში როგორც მახინაცია ისე უნდა ისჯებოდეს კანონით, მაგრამ რატომღაც თვალს ხუჭავენ ყველგან. სექტანტებო გამოდით გიპნოზიდან ტვარა მოვიდა მამა ბასილი მაკრატლით ხელში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
თავის გადაპარსვა რომ მართლმადიდებლობაში აქცევდეს ადამიანთა მოდგმას მაშინ მთელი ტიბეტი მართლმადიდებელი უნდა იყოს:)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
რა ვქნათ , მუსულმან ბოდისში (მაჰმადიან) ქართველებსაც გადავპარსოთ თავი? თუ როგორ მოვიქცეთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ძალადობა არაა მისაღები ნორმა რომ დამკვიდრდეს საქართველოში. ადამიანს აქვს იმის უფლება რომ სწამდეს ის რაც თავად მიაჩნია ჭეშმარიტებად. ძალადობას პირიქით უარყოფითი შედეგები მოაქვს, მართლმადიდებლობა უნდა იყვეს ნებაყოფლითი და არა ძალდატანებითი, ყველაფერი ღვთის განგებით ხდება ამქვეყნად და ძალადობით ვინმეს რელიგიასა და მრწამს ვერ შევუცვლით.

სულხან საბა ორბელიანი მაგალითად კათოლიკე იყო და თმებითა და წვერებით ათრიეს ერთერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში... ეს ფაქტი ჩვენი წარსულის უდიდესი სირცხვილია რაც უნდა ვეცადოთ რომ არ განმეორდეს.

არ გეთანხმები ბატატარ სურამის ციხიდან გადმოხტიო და თავი მოიკალიო, გარყვნილად იცხოვრეო, არც ერთი რელიგიური დაჯგუფება არ ქადაგებს... გალაქტიონი ფანჯრიდან გადმოხტა და თავი მოიკლა ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებლობამ მიიყვანა ამ დონეზე.

რავი აბა დავფიქრდეთ უფრო და ისეთ რამეებს ნუ მივაწერთ სხვა რჯულის ადამიანებს რაც სიმართლეს არ შეესაბამება...

ჩვენში ერთი რამ უნდა არსებობდეს... ქართველია ვინმე? ესეიგი ჩვენი სისხლი და ხორცია ხოლო თუ გული შეგვტკივა მათზე და ვხედავთ რომ ღმერთს დაშორდა ჯვარი კი არ უნდა ვურტყათ თავში და ცხვირპირი დავუმტვრიოთ არამედ თუ მათზე სულიერ უფრო მაღლა ვდგავართ სიკეთით და მეგობრობით , სიყვარულით უნდა დავამტკიცოთ ეს რომ მასაც გაუჩნდეს სურვილი ჩვენს გვერდში დგომის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
მადლობა ზვიგენ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მე ვფიქრობ ბასილ მკლავაშვილის საქმე ბნელით არის მოცული. ყოველშემთხვევის, ჩემთვის ბევრი შეკითხვა პასუხის გარეშეა დარჩენილი. სააინტერესო წერილია ასავალ-დასავალია ბოლო 30-ე ნომერში.
http://asavali.ge/
ამას გარდა ვერ ვიგებ ერთ რამეს, თუ მართლამადიდებელი ეკლესიისგან მოკვეთილი იყო, როგორღა ატარებს წირვას?
ასევე საინტერსო მასალაა
http://lomisa.geoweb.ge/

იქნებ ვინმე უკეთ არის გარკვეული ამ საქმეში? =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ზვიგენს აბსოლიტურად ვეთამხმები.. ქრისტიანობის მთავარი დასაყრდენი ეფუძნება სიყვარულს და არა ძალადობს. ქრისტეს ცხოვრებაში (რაც ჩვენამდეა მოსული) არ არსებობს არანაირი მოწოდება რაიმე ძალადობისაკენ.. ერთადერთი რაც შეიზლება შეგვხვდეს ეს არის მოწოდება რომ იწამონ ჭეშმარიტი ღმერთი სხვა შემთხვევაში ისინი დაიგმობიან ისევ ღმერთის მიერ და არა რომელიმე ადამიანისაგან.. ებრაელმა ერმა არ იწამა ქრისტე და ამისათვის ქრისტეს იგი არ დაუწყევლია .. ბასილ მკლავაშვილის კრიტიკას არ დავიწყებ მჯერა რომ წერშმარიტად სწამს ღმერთის თუმცა მეთოდებს ვერანაირად მივესალმები.. დაე ყველამ თვითონ აირჩიოს ვინ თუ რა იწამოს.. ერთადერთ საშუალებად ქრისტიანობის , ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობის განმტკიცებისა საქარტველოში მიმაჩნია სერიოზული რეკლამა და პროპაგანდა , ჩვენი რელიგიის უპირატესობების გამოაშკარავება სხვა რელიგიებზე.. ადრეც ვახსენე , დღეს ახალგაზრდობა ვეღარ სჯერდება უბრალოდ გადმოცემით რწმენას.. ანუ მხოლო იმის ცოდნა რომ შენ ხარ მართლმადიდებელი საკმარისი არ არის რწმენისათვის.. ხშირად მსმენია საქარტველოში როგორ დაუჩაგრიათ მორწმუნე იაღოვას მოწმე ისეთ "მართლმადიდებლებს" რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ ქონდათ რას ნიშნავს მართლმადიდებლობა. (მორწმუნე იმიტომ ვახსენე რომ ამ შემთხვევასი ის იაღოვას მოწმე რწმენით და ადამიანობით ამ "მართლმადიდებლებზე" მაღლა იდგა) პირადად ვიცნობ ადამიანს რომელიც სასულიერო აკადემიიდან წამოვიდა და იაღოვას მოწმე გახდა იმის შემდეგ როდესაც ნახა რა ხდებოდა აკადემიაში) (ნუ ეს მისი პირადი არჩევანი იყო) ბაზი მადლობა "ლინკებისათვის" ამ წერილებიდან ჩანს რომ პოლიტიკა ცდილობს გამოიყენოს ყველა და ყველაფერი როგორც შეუზლია, მაგრამ ბასილის პოლიტიკური განცხადებებიც მთლად ბიბლიას როდი ემყარება . (თუმცა რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს გამოთქვას თავისი აზრი , მითუმეტეს პირად ინტერვიუში).. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა ეს არის ის ,რომ ჩემი აზრით ძალადობა ვერ წარმოშობს სიყვარულს . ძალადობა მხოლოდ წარმოშობს ისევ ძალადობას და თუ სადმე შიში შეიქმს სიყვარულს ან იგივე ზალადობა, (გარკვეულ გამონაკლისებს ვგულისხმობ მზევალს რომ თავისი დამტყვევებელი შეჰყვარებია ) მაშინ აქ ფსიქოლოგიურ გადახრებთან გვაქვს საქმე ..
ისე საინტერესო ვერსიაა "იუდას ევანგელიის" თუ ნანახი არ გაქვთ National Geographic -ის საინტერესო გამოკვლევაა...

http://cineplexx.ru/7/732-national-geog ... -iudy.html

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
სილა თუ გაგვაწნეს მეორე ლოყა მიუშვიროთ არაა, არა ძმებო თვალები უნდა გავახილოთ სანამ გვიან არ იქნება , გადაგვარდა ხალხი ვერ ატყობთ , ჩვენი პრინციპები უნდა დავიცვათ ყველა შესაძლებლობით, მეტისმეტი მლობიერობაა არა საჭირო მტერს მაკრატლით უნდა დავხვდეთ მოყვარეს ღვინით სავსე ფიალით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ოსური მხარე ულტიმატუმებზე გადადის...
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი მონიტორინგის ჯგუფმა ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ ცეცხლის გახსნა მოხდა ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, კერძოდ კი ანძისიდან და სარაბუკიდან.
ამის მიუხედავად დასკვნას ტენდენციურს უწოდებს ცხინვალში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის სარდალი მამუკა ყურაშვილი, თუმცა ასეთი შეფასების მიზეზს არ აკონკრეტებს. მისი განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ეუთო-ს მისიის წარმომადგენლების გარდა, მრავლად არიან ცხინვალში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების რუსული ბატალიონის წარმომადგენლებიც, ხშირ შემთხვევაში ტენდენციურია.

ყურაშვილის თქმით, მხოლოდ იმის დაფიქსირება, რომ სროლა ნამდვილად მოხდა და სწორედ ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, არასაკმარისია. “კონფლიქტის ზონაში მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოსახლეობა თავისუფლად და მშვიდობიანად თავს მაშინ იგრძნობს, როდესაც ამ უკანონო იარაღიას ამოღება მოხდება”, - აცხადებს ყურაშვილი.

გუშინვე, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე კომენტარი გაკეთდა, მათ შორის, ერთი ულტიმატუმის ხასიათის განცხადება. დე-ფაქტო ვიცე პრემიერი ბორის ჩოჩიევი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას და იგი მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

“ქართული მხარე ბოლო დროს არაფრისმთქმელი განცხადებებით არის დაკავებული და ისეთ საკითხებზე აკეთებს კომენტარს, რომელსაც საქართველოსთან კავშირი არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თავის დროზე, როდესაც დავით ბაქრაძე კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროცესი ჩავარდნილიყო,”- აცხადებს ჩოჩიევი.

ამ უკანასკნელის გაღიზიანება დავით ბაქრაძის შემდეგმა განცხადებამ გამოიწვია: “- ცხინვალის დე-ფაქტო შეიარაღებული ძალების მხრიდან ბოლო დროს განხორციელებული კრიმინალური ქმედებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ერთგვარი კონკურენციის გაწევის სურვილითაა გამოწვეული. პროვოკაციები მეტწილად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება. როგორც ჩანს, კოკოითს გული დასწყდა, შედარებით ჩრდილში რომ მოექცა და გადაწყვიტა, ასეთი გზით გააქტიურდეს და შეახსენოს თავისი არსებობა მფარველებს. თუმცა იგი ადგასა იმ გზას, რომელიც ძალიან სწრაფად პოლიტიკურ დასასრულამდე მიიყვანს.”

რაც შეეხება ულტიმატუმს, ის გუშინ ეუთოს მისიის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა გრჟეგორჟ მიხალსკიმ გაახმოვანა, რომ თუკი არ მოხდებოდა ედისი-ცხინვალის წყალსადენზე დაზიანებების დროული აღმოფხვრა, ისინი ქართული სოფლებისაკენ მიმავალ სარწყავ არხებს გადაკეტავენ.

“წყალსადენის დაზიანებით ზარალდება როგორც ქართული, ისე ოსური სოფლების მოსახლეობა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამ პრობლემების მოგვარებისთვის ყველა ზომას მივმართავთ. სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ჯერ არ არის ცნობილი, როდის დასრულდება”, - აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, ცხინვალის ულტიმატუმს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და სამუშაოების დსრულება დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე არ არის დამოკიდებული.

“სამუშაოების სწრაფად დასრულებისთვის ულტიმატუმები არ გვჭირდება. თუ ცხინვალი ქალაქზე გამავალი არხებს მართლაც გადაკეტავს, ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს”, - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

მოგვინებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყლის მიწოდების შეფერხება ხელოვნურად, სწორედ ოსური მხარის მიერ მოხდა. დიდი ლიახვის ხეობის გამგებელი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ ებისის წყლის სათავე ნაგებობაზე, საიდანაც ცხინვალი სასმელი წყლით მარაგდება, რამდენიმე დღეა თავად ოსური მხარე აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს და სწორედ ამის გამო მიეწოდებათ სასმელი წყალი შეფერხებით. “თუმცა, სეპარატისტულმა მთავრობამ გადაწყვიტა ესარგებლა ამ შემთხვევით და მორიგი პროვოკაციისთვის მიემართა და ქართული სოფლებისთვის წყლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაეკეთებინა”, - აცხადებს დიდი ლიახვის ხეობის გამგებელი ბადრი ბასიშვილი.

ქართულ სოფელ ნიქოზის გამგებელი გიორგი დევიძე კი ამ დროისათვის ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯერჯერობით ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობა ოსურ მხარეს არ ჩაუკეტია და ამ დროისათვის ქართულ სოფლებს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი