↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
მე ვერაფერი გავიგე ხალხნო, რა ხდება? ხელოვნურ სიმშვიდეს ინარჩუნებს ჩვენი მთავრობა,ეს აშკარად ეტყობათ,მატ სახეზე,რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციებს,რატომ ვერ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს?

ხონამდე,რომ შემოუშვენ რუსის თვითფრინავებს და მერე ყვირიან ჩამოვაგდეთო,მანამდე ძინავთ?

ამბობენ არის დიდი მსხვერპლი,ვის დაუჯერო აღარ ვიცი,ღმერთო უშველე ჩვენს ქვეყანას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველო იმყოფება უცხოური აგრესიის მდგომარეობაში, რომელიც რუსეთის მხრიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებიდან მოდის. საქართველო იბრძვის გადარჩენისათვის, - ასეთი განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთმა იერიშიმ იტანა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სისტემაზე და შეტევას ახორციელებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პატარა, დემოკრატიული ქვეყნის განადგურებაზე ორიენტირებული ომი.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, საუბრობდა, რომ რუსეთს აქვს გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ არავინ ისმენდა. დღეს კი, ფაქტობრივად, განხორციელდა ყველაზე დიდი სამხედრო შემოჭრა რუსეთის მხრიდან საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო გამოიღვიძებს და გარკვეულ რეალურ ზომებს მიმართავს, რათა შეჩერდეს სრულიად კრიმინალური და გიჟური აქტი საქართველოს წინააღმდეგ.

მისივე განცხადებით, საქართველო დღეს იბრძვის მსოფლიოს მშვიდობისთვის და იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრესია შეჩერდება.

“საქართველოში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, რაც მოიცავს საყოველთაო მობილიზაციას ქვეყნის დასაცავად. საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არ შეიზღუდება დემოკრატიული თავისუფლება”-,აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გამოაძევა ეთნიკურად ქართული მოსახლეობა და დაიწყო მათი ეთნიკური წმენდა.

ამასთანავე, რუსული მოიერიშეები დაფრინავენ სამოქალაქო რეისების მარშრუტებზე, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
"პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გამოაძევა ეთნიკურად ქართული მოსახლეობა და დაიწყო მათი ეთნიკური წმენდა." --ვერ გავიგე, თუ ოსეთის ტერიტორიებს ჩვენ ვაკონტროლებთ, ოსებმა როგორ გამოაძევეს ქართველები რეგიონიდან?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
აუუ,ბუბუ,მიტომ ვარ გაგიჟებული,არ ამბობენ სიმართლეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
მე ვერაფერი გავიგე ხალხნო, რა ხდება? ხელოვნურ სიმშვიდეს ინარჩუნებს ჩვენი მთავრობა,ეს აშკარად ეტყობათ,მატ სახეზე,რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციებს,რატომ ვერ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს?

ხონამდე,რომ შემოუშვენ რუსის თვითფრინავებს და მერე ყვირიან ჩამოვაგდეთო,მანამდე ძინავთ?

ამბობენ არის დიდი მსხვერპლი,ვის დაუჯერო აღარ ვიცი,ღმერთო უშველე ჩვენს ქვეყანას!

ნაბულა ჩემო კარგო ჩვენი საქმე ცუდათ არის ძალიან, ჩვენი ბიჭები ჩახოცეს როკის გვირაბში, ასაფეთქებლად მიდიოდნენ და ...... ასევე ფოთის ბატალიონი განადგურებულია, რა გვეშველება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სწორედ მაგიტომ დავდე ეგ ინფორმაცია, ძალიან კარგი თუ მიაქციეთ ყურადღება, ხალხნო გამაგებინეთ ვის დავუჯეროთ ან რატომ არ აშუქებენ როდესაც რუსეთი ერთიდა იგივეს იმეორებს და ჩვენებს რა ესერიალებათ რა პანიკაზეა ლაპარაკი როდესაც ღია ომი მიმდინარეობს სრულიად საქართველოში უყურეთ ბუშის გამოსვლას ამწუთშიდაც არის და მიხვდებით ყველაფერს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
არ ვიცი , რაში ჭირდება ამ ხალხს თამაში.რა დროს თამაშია, გაგვანადგურეს და გადაგვიარეს, ამხელა პირდაღებულ რუსეთ ეს ერთიციცქნა საქართველო რას უზავს. კი , მესმის რომ "ჩვენ ვაჟკაცობა ოდითგან მოგვზდევს", მაგრამ იმდენად მცირენი ვართ რუსეთთან შედარებით, რომ ეს ჩვენი ვაჟკაცობა უკვე აღარაფერია, თუ ვინმე არ დაგვეხმარა, დავიღუპებით!!! ღმერთო ,შენ გვიშველე!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მსოფლიო მარტო სიტყვებით გვეხმარება, სიტყვები რუსეთს ფეხებზე კიდია. კიდევ უამრავი პირტიტველა ბიჭი უნდა გაგვეწყვიტა, რომ მივმხდარიყავით არავინაა ჩვენი პატრონი? რომ არანაერი ორგანიზაცია არ დაგვეხმარება? ღიად გვიცხადებენ "რა ორგანიზაციაშიც არ უნდა შევიდეს საქართველო,რუსეთს როცა მოესურვება მაშინ გააუპატიურებსო"-ეს ჩემი სიტყვები არაა, ევრონიუსზე ვუსმინე წუხელ.
აღარ ვენდობი საქართველოს საინფორმაციო წყაროებს, აშკარად თვალებს გვიხვევენ, ვერ დავიჯერებ, სიენენი და ბიბისი იტყუებოდეს, ოსეთის ტერიტორიას, კონკრეტულად ცხინვალს, რუსები აკონტროლებენო.
ქართველებს რომ კითხო სულ 15 კაცია დაღუპული, არადა ღამის 2 საათზე გადმოსცეს 1400 კაცია დაღუპულიო, ისიც საზღვარდარეთულმა არხებმა. აბა რუსთავი 2-ზე მამაც გულს აჩვენებდნენ.
რა ჯანდაბად მინდა ასეთი ოსეთი, თუ მთელი ჩვენი მომავალი იქ დავმარხეთ?
მე არ მინდა ნამდვილად, რამდენმა ოჯახმა ჩაიცვა შავი, კიდევ რამდენი ბავშვი დაობლდა. რა მოგვცა აფხაზეთის ომმა? რას მოგვცემს ოსეთის ომი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
პიკა, მართალი ხარ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩვენ სასწაულის იმედი გვქონდა,მაგრამ სასწაული არ მოხდა.რუსეთი ახლა ისეთი თავზე ხელაღებულია როგორც არასდროს.ძალიან მეშინია არა მგონია სანამ ჩვენი სისხლით არ გაძღება არ გაჩერდება.როგორი თვით კმაყოფილი ლაპარაკობს მედვედევი.როგორ მეზიზღებიან ეს სატანის მსახურნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
ეს არის სნნ-ის ლინკი

http://edition.cnn.com/

ხელმარჯვნივ ქვემოთ არის შეკითხვა "ჩაერიოს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ბრძოლაში?"(სიტყვა-სიტყვით)

"Quickvote

Should the international community intervene in the fighting in Georgia?

Yes
No
or see results"

იქნებ შეხვიდეთ და ხმა მისცეთ.ჩემდა გასაოცრად 61% იყო "დიახ" და 39 % "არა" (ალბათ აქაც რუსები აქტიურობენ!!!)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
http://news.yahoo.com/nphotos/Georgia-U ... h_ossetia/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
შოთა მალაშხია - აუცილებლად უნდა დადგეს რუსეთის დელეგაციის, როგორც სამარცხვინო ქვეყნის ოლიმპიადიდან დათხოვნის საკითხი

როცა რუსეთის მსგავს აგრესიას ახორციელებს საქართველოზე, არ შეიძლება იგი პეკინში მიმდინარე ოლიმპიადაში მონაწილეობდეს. ამის შესახებ დღეს დეპუტატმა შოთა მალაშხიამ განაცხადა.
“აუცილებლად უნდა დადგეს რუსეთის დელეგაციის, როგორც სამარცხვინო ქვეყნის ოლიმპიადიდან დათხოვნის საკითხი, წინააღმდეგ შემთხევაში, საქართველოს დელეგაციამ დატოვოს ოლიმპიადა”,-აღნიშნა მალაშხიმა.

მალაშხიას ინიციატივას უერთდება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოლიმპიადის ტრიბუნის გამოყენებას პოლიტიკური განცხადებებისთვის.

“თუ არ ვცდები, სწორედ 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც 62 ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით არ დაესწრო ამ ოლიმპიადას იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა შეიყვანა თავის შეარაღებული ძალები ავღანეთში. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის ბოიკოტი და პროტესტი”, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ოლიმპიადაზე გარკვეულმა დემარშმა, შესაძლებელია, ძალიან დიდ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ყურადღება პეკინისკენ არის მიპყრობილი.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
მსოფლიო მარტო სიტყვებით გვეხმარება, სიტყვები რუსეთს ფეხებზე კიდია. კიდევ უამრავი პირტიტველა ბიჭი უნდა გაგვეწყვიტა, რომ მივმხდარიყავით არავინაა ჩვენი პატრონი? რომ არანაერი ორგანიზაცია არ დაგვეხმარება? ღიად გვიცხადებენ "რა ორგანიზაციაშიც არ უნდა შევიდეს საქართველო,რუსეთს როცა მოესურვება მაშინ გააუპატიურებსო"-ეს ჩემი სიტყვები არაა, ევრონიუსზე ვუსმინე წუხელ.
აღარ ვენდობი საქართველოს საინფორმაციო წყაროებს, აშკარად თვალებს გვიხვევენ, ვერ დავიჯერებ, სიენენი და ბიბისი იტყუებოდეს, ოსეთის ტერიტორიას, კონკრეტულად ცხინვალს, რუსები აკონტროლებენო.
ქართველებს რომ კითხო სულ 15 კაცია დაღუპული, არადა ღამის 2 საათზე გადმოსცეს 1400 კაცია დაღუპულიო, ისიც საზღვარდარეთულმა არხებმა. აბა რუსთავი 2-ზე მამაც გულს აჩვენებდნენ.
რა ჯანდაბად მინდა ასეთი ოსეთი, თუ მთელი ჩვენი მომავალი იქ დავმარხეთ?
მე არ მინდა ნამდვილად, რამდენმა ოჯახმა ჩაიცვა შავი, კიდევ რამდენი ბავშვი დაობლდა. რა მოგვცა აფხაზეთის ომმა? რას მოგვცემს ოსეთის ომი?
რა ვქნათ აბა,ოსეთიც რუსებს,აფხაზეთის რუსებს და ნატანებში წასვლაზე თბილისიდან,რუსეთს მოსთხოვ ვიზას ცოტა ხანში.ეგ კი არა,ყველა ბრძოლისუნარიანი ქართველი მამაკაცი უნდა დაბრუნდეს საქართველოში რომ იქედან ვაჩვენოთ გვერდში დგომა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის უნარიანი და არავითარ შ-ში მოუმზადებელი ახალგაზრდა ბიჭები,რაც იგივეა საქართველოს მომავალი გაუშვა სასაკლაოზე.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი