|
ყ ვ ა ვ ი ლ ი ყვავილი ქარში,ყვავილი მთაში,ყვავილი წვიმაში,ავდარში,დარში...ყვავილი თოვლზე,ყვავილი მოლზე,ყვავილი ნამიან,ცვრიან,ნესტიან ნიადაგზე.ყვავილი ძეობაზე,დედოფლის თმაზე,ყვავილი ნახატზე,ქაღალდზე,ცაცრციან დაფაზე,ასფალტზე,ქვაზე,ყვავილი პაემანზე.ყვავილი აკაციის,ნუშის და ატმის,ყვავილი ცაცხვის, ასკილის,ანწლის.ყვავილი ბევრი...ყველგან,ყოველთვის,ბაღში, ლარნაკში,ქუჩაში,ბაზარში... ყვავილი ქალებს,ცრემლიან თვალებს...მუდამ ყვავილი აქაც და იქაც...ყვავილი ბაქანზე,პირველ პაემანზე და ბოლო ნახვაზე...ყვავილი საფლავზე...
|